განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310016001286116
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001286116

საქმე №3ბ/2645-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ილონა თოდუა

სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი

აპელანტი (მესამე პირი) - მ------ ს------–-ძე;

წარმომადგენელი - გ---–-------------–--–--ლი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ლ-------–ა ტ------ო;

წარმომადგენელი - დ--------------ძე;

მესამე პირები- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი- ს--–------------ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

თარჯიმანი - ი---------------ძე;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ-------–ა ტ------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 05 თებერვლის N58 ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 240-252).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში ლ-------–ა ტ------ოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 46.00 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №0-------------------- ((ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 941.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 33)

 

2.1.2. ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მ------ი ს------–-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება 126.27 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით

№0-------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 941.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 33)

 

2.1.3. 2015 წლის 29 ივლისს, ლ-------–ა ტ------ომ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გ----------–--–-------ს მოწყობის მოთხოვნით.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გ----------–--–-------ს მოწყობის შესაძლებლობა, რაც განხორციელდა და ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ფართის ფასადზე მოწყობილი იქნა პლასტიკატის გ----------–--–-------.

 

2.1.4. 2015 წლის 13 ნოემბერს მ------ ს------–-ძემ №8------- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივრით) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

2.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ------ ს------–-ძის 2015 წლის 13 ნოემბრის №8------- ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება.

 

2.1.6. შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 10 ნოემბრის №ტ---- წერილით ლ-------–ა ტ------ოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ღია აივანზე განთავსებული პლასტიკატის გამჭვირვალე გადახურვის მასალა (,,შ-------’’) არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ამავე მისამართზე გამავალი გაზსადენისთვის.

 

2.1.7. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 აპრილის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ბინის, ეზოს მხრიდან ფასადზე განთავსებული წინაფრა და პლასტიკატის გ----------–--–------- არ აზიანებს მეზობლის ფასადის კედელს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა- ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ხოლო 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე ხოლო ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

 

2.2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 29 ივლისს, ლ-------–ა ტ------ომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესაბამისად, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის მოთხოვნით და წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნულის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის შესაძლებლობა.

 

ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ------ ს------–-ძის 2015 წლის 13 ნოემბრის №8------- ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის შესაძლებლობა. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ ლ-------–ა ტ------ოს მიერ მოწყობილი პლასტიკატის გ----------–--–------- ეხება მოქალაქე მ------ ს------–-ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინის ფასადს და უშუალო გავლენას ახდენს მასზე. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მ------ ს------–-ძეს, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს გამორიცხოს მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინის ფასადზე რაიმე სახის ზემოქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ხსენებული შიფრის განთავსების თაობაზე უნდა მოეთხოვა მ------ ს------–-ძის თანხმობა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საჩივრის განმხილველმა ორგანომ განმარტა, რომ არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ანალიზის გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

 

2.2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. მისი მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია წარმოებული სამუშაოებით განხორციელდა ლ-------–ა ტ------ოს ფართის ინდივიდუალური განვითარება, რომელმაც ასევე მოიცვა მ------ ს------–-ძის კუთვნილი ფართის შემომზღუდავი არამზიდი კედელი (ფასადის კედელი), რომელიც„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის„ „გ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, თუმცა წარმოებული სამუშაოებით არ მომხდარა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდა ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა, რაც ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ თანხმობის გაცემისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის წარდგენას საჭიროებდა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის შესაძლებლობა, გამოცემული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების 7.4. პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გამოსცა სადავო ადმინისტრაციული აქტი, რომ სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებებია, არ დაუსაბუთებია თუ რის საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ანალიზის გარეშე.

 

ამასთან, ქ. თბილისის მერიას საფუძვლიანად არ გამოუკვლევია სადავო აღმჭურველი აქტის მიმართ ლ-------–ა ტ------ოს კანონიერი ნდობის საკითხიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია თუნდაც კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.

 

სასამართლოს განმარტებით ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობისას მართალია იმსჯელა კანონიერი ნდობის საკითზეც, მაგრამ შემოიფარგლა რა მხოლოდ ზოგადი მითითებით, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ლ-------–ა ტ------ოსთან შედარებით რა არსებითი და უპირატესი ზიანი ადგებოდა მ------ ს------–-ძეს წარმოებული მშენებლობით და ეს იმ დროს, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 10 ნოემბრის №ტ---- წერილის თანახმად, ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ. ტ------ოს კუთვნილი ფართის ღია აივანზე განთავსებული პლასტიკატის გამჭვირვალე გადახურვის მასალა (,,შ-------’’) არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა ამავე მისამართზე გამავალი გაზსადენისთვის, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ბინის, ეზოს მხრიდან ფასადზე განთავსებული წინაფრა და პლასტიკატის გ----------–--–------- არ აზიანებდა მეზობლის ფასადის კედელს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგა ზიანი, კანონიერი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საქმის მასალებით არ დასტურდება ლ-------–ა ტ------ოს უკანონო ქმედება, პირიქით, დადგენილია, რომ მან კონსტრუქციის მოწყობისათვის თანხმობის მისაღებად მიმართა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს და მის მფლობელობაში არსებულ ფართზე კონსტრუქციის მშენებლობისათვის თანხმობა მოითხოვა, რაც არქიტექტურის სამსახურის მიერ, ისე იქნა დადასტურებული, რომ არ მოუთხოვია თანამესაკუთრეთა თანხმობები. აღნიშნული თანხმობის საფუძველზე და მის ფარგლებში მოსარჩელემ განახორციელა კონსტრუქციის მოწყობა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

2.2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანება მოქალაქე მ------ ს------–-ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში ლ-------–ა ტ------ოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 46.00 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №0-------------------- ((ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 941.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 33)

 

4.1.2. ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მ------ი ს------–-ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება 126.27 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით

№0-------------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 941.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 33)

 

4.1.3. 2015 წლის 29 ივლისს, ლ-------–ა ტ------ომ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გ----------–--–-------ს მოწყობის მოთხოვნით.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გ----------–--–-------ს მოწყობის შესაძლებლობა, რაც განხორციელდა და ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ფართის ფასადზე მოწყობილი იქნა პლასტიკატის გ----------–--–-------.

 

4.1.4. 2015 წლის 13 ნოემბერს მ------ ს------–-ძემ №8------- განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივრით) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის

№-- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ------ ს------–-ძის 2015 წლის 13 ნოემბრის №8------- ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება.

 

4.1.6. შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 10 ნოემბრის №ტ---- წერილით ლ-------–ა ტ------ოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ღია აივანზე განთავსებული პლასტიკატის გამჭვირვალე გადახურვის მასალა (,,შ-------’’) არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ამავე მისამართზე გამავალი გაზსადენისთვის.

 

4.1.7. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 აპრილის №0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ბინის, ეზოს მხრიდან ფასადზე განთავსებული წინაფრა და პლასტიკატის გ----------–--–------- არ აზიანებს მეზობლის ფასადის კედელს.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივლისს, ლ-------–ა ტ------ომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესაბამისად, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის მოთხოვნით და წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნულის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილებით ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის შესაძლებლობა.

 

ასევე, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ------ ს------–-ძის 2015 წლის 13 ნოემბრის №8------- ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 3 აგვისტოს №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-------–ა ტ------ოს დაუდასტურდა ქ. თბილისი, გ------ს ქ. №35-ში მდებარე მისი კუთვნილი ფართის ფასადზე პლასტიკატის გამჭვირვალე შიფრის მოწყობის შესაძლებლობა. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ ლ-------–ა ტ------ოს მიერ მოწყობილი პლასტიკატის გ----------–--–------- ეხება მოქალაქე მ------ ს------–-ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინის ფასადს და უშუალო გავლენას ახდენს მასზე. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მ------ ს------–-ძეს, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს გამორიცხოს მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინის ფასადზე რაიმე სახის ზემოქმედება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მართალია წარმოებული სამუშაოებით განხორციელდა ლ-------–ა ტ------ოს ფართის ინდივიდუალური განვითარება, რომელმაც ასევე მოიცვა მ------ ს------–-ძის კუთვნილი ფართის შემომზღუდავი არამზიდი კედელი (ფასადის კედელი), რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის„ „გ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, თუმცა წარმოებული სამუშაოებით არ მომხდარა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდა ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა, რაც ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ თანხმობის გაცემისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის წარდგენას საჭიროებდა.

 

რაც შეეხება ლ-------–ა ტ------ოს კანონიერი ნდობის საკითხს სადავო აქტის მიმართ, პალატა განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. დოქტრინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. ერთი მხრივ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორე მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ ა)მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ., არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.

 

პალატა, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერი ნდობის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ სახეზე არ არის ლ-------–ა ტ------ოს უკანონო მოქმედება, პირიქით მან კონსტრუქციის მოწყობისათვის თანხმობის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები ზედმიწევნით დაიცვა და კანონიერად მოიპოვა თანხმობა. ამასთან საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 2015 წლის 10 ნოემბრის №ტ---- წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ. ტ------ოს კუთვნილი ფართის ღია აივანზე განთავსებული პლასტიკატის გამჭვირვალე გადახურვის მასალა (,,შ-------’’) არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა ამავე მისამართზე გამავალი გაზსადენისთვის, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, გ------ს ქ. №35-ში მდებარე ლ-------–ა ტ------ოს კუთვნილი ბინის, ეზოს მხრიდან ფასადზე განთავსებული წინაფრა და პლასტიკატის გ----------–--–------- არ აზიანებდა მეზობლის ფასადის კედელს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშჯერების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა სადავო საკითხი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 5 თებერვლის №-- ბრძანება , როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი,5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ს------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა