განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
010210018001451409
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 01021001800145140

საქმე №2/ბ-216-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ლ---- თ------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): ქ------- ნ---------

მესამე პირი(მოპასუხის მხარეს): კ------- ი-–-------–-

გასაჩივრებული განჩინება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინების კანონიერება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2016 წლის 29 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ------- ნ---------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა კ------- ი-–-------–-, ს--–---- ი-–-------–-, ლ---- თ------–---–- და ქ------- ნ---------- მიმართ, აწ გარდაცვლილი ა-–------ ი-–-------–-ს მამობის დადგენა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ------- ნ---------- სარჩელი დაკმყოფილდა;

ა-–------ი ი-–-------–- (პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–------------------------------–--–--–-------–-–------------, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 09.06.2016წ., აქტის ჩანაწერი N 7----------) აღიარებული იქნა, 1----–-–----- აპრილს დაბადებული ქ------- ნ---------- (პ/ნ 4---------, დაბადებული 1----–-–----- აპრილს) მამად.

ქ------- ნ---------- (პ/ნ 4---------, დაბადებული 1----–-–----- აპრილს) დაბადების სააქტო ჩანაწერში (აქტის ჩანაწერი N502, 04.05.1---–-- შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, მამად მითითებულ იქნა ა-–------ი ი-–-------–-, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–------------------.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, დადგენილი იქნა, ქ------- ნ---------ზე გაიცეს ახალი დაბადების მოწმობა;

მოპასუხეებს, ს--–---- ი-–-------–- და ლ---- თ------–---–-, მოსარჩელე ქ------- ნ---------- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 100 ლარის გადახდა.

2018 წლის 10 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს წარმომადგენელმა და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა შესწორდა და ქ------- ნ---------- დაბადების თარიღად მიეთითა-26.04.1983 წელი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს უსწორობათა გასწორების პროცესუალურ შესაძლებლობას, რაც გამოყენებული უნდა იქნას ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ---- თ------–---–-- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს, აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა გადაეწყვიტა სხდომაზე, რადგან სარჩელის განხილვის დროისათვის ცნობილი იყო, რომ სადაო იყო მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიზანშეწონილად უნდა მიეჩნია სხდომის დანიშვნა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რითაც ცალსახად დაირღვა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

მართლია, აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენის განხილვა სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, იმ მოცემულობაში, როცა სადავოა უსწორობის არასწორად გასწორება და ყველა ფაქტობრივი გარემოება, ეს უფლება ცალმხრივად, მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ------- ნ---------- სარჩელი დაკმყოფილდა;

ა-–------ი ი-–-------–- (პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–------------------------------–--–--–-------–-–------------, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი: 09.06.2016წ., აქტის ჩანაწერი N 7----------) აღიარებული იქნა, 1----–-–----- აპრილს დაბადებული ქ------- ნ---------- (პ/ნ 4---------, დაბადებული 1----–-–----- აპრილს) მამად.

ქ------- ნ---------- (პ/ნ 4---------, დაბადებული 1----–-–----- აპრილს) დაბადების სააქტო ჩანაწერში (აქტის ჩანაწერი N502, 04.05.1---–-- შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, მამად მითითებულ იქნა ა-–------ი ი-–-------–-, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–------------------.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, დადგენილი იქნა, ქ------- ნ---------ზე გაიცეს ახალი დაბადების მოწმობა;

მოპასუხეებს, ს--–---- ი-–-------–- და ლ---- თ------–---–-, მოსარჩელე ქ------- ნ---------- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 100 ლარის გადახდა.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით შესწორდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ქ------- ნ---------- დაბადების თარიღად მიეთითა-26.04.1983 წელი.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ---- თ------–---–-- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

კერძო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზიის მიხედვით, სადავოა უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესი, ასევე უსწორობის გასწორებით დადგენილი ფაქტი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დასაშვებია, მხოლოდ ისეთი შესწორება, რომლითაც არსებითად არ იცვლება გადაწყვეტილება, (განჩინება) მისი აზრი და შინაარსი.

საქმეში განთავსებული ქ------- ნ---------- დაბადების მოწმობითა ირკვევა, რომ მისი დაბადების თარიღია 1983 წლის 26 აპრილი. აღნიშნული ფაქტი დადგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების 3.1.2 პარაგრაფით.

სსკ-ის 260-ე მუხლიდან გამომდინარე და საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა უსწორობის გასწორების საკითხი, სწორად დაადგინა რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო მექანიკური უსწორობა, რადგან ნაცვლად 1983 წლის 26 აპრილისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად იყო მითითებული ქ------- ნ---------- დაბადების თარიღი -1----–-–----- აპრილი.

შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან სადავოა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, უკვე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შესწორების დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თობაზე, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე უსწორობის გასწორების საკითხის განხილვა მხარის უფლებების დარღვევაა-პალატა ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან, სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, უსწორობის გასწორების საკითხი სასამართლო სხდომაზე, თუ ზეპირი მოისმენის გარეშე უნდა იქნეს განხილული- სასამართლოს გადასაწყვეტია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს, უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით საპროცესო ნორმა არ დაურღვევია, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- თ------–---–-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე