განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115721714
საქმე №1/ბ-186-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ---------------–---–ის,მსჯავრდებულ: გ-------------------–---–ის,ადვოკატ: ი-----------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულის გ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1986 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: თ---–--–----------------–-------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--–-------------–---------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით გ-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ-------------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
გ-------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ-------------------–---–მა, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა.
2015 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ-------------------–---–ი მგზავრობდა მ-----------------–ის მართვის ქვეშ არსებული ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანით, იმყოფებოდა თბილისში, ჩოლოყაშვილის ქ.#46-თან, რა დროსაც თან ჰქონდა ნივთიერება AB-CHMINACA, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს, საერთო წონით 0,5759 გრამი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის ნაწილში. აგრეთვე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმება, რომლის თანახმად, გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძიებით-პატიმრობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის №12/162 განიჩინების საფუძველზე, მ------------–--–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული, თ---–--–----------–-----------–--–--–- მდებარე ყადაღადადებული უძრავი ქონება, ს---------------, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიექცა აღსასრულებლად.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----------მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე გ----------------ს დაკითხვის ოქმებით, გ-------------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #13/სქ-18/ქრ დასკვნით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
აგრეთვე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე ის გარემოებები, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორისს დანაშაული, ასევე ის გარემოება, რომ გ-------------------–---–ს დანაშაული ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე და სახეზეა დანაშაულის რეციდივი და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინების - გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძიებით-პატიმრობით შეცვლის შესახებ - გაუქმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ-------------------–---–ს განემარტა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (განმარტება დადასტურებულია გ-------------------–---–ის ხელმოწერით), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, იგი არასაპატიო მიზეზით, არაერთგზის არ გამოცხადდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, რის გამოც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის №12/162 განიჩინების საფუძველზე, მ------------–--–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული, თ---–--–----------–-----------–--–--–- მდებარე ყადაღადადებული უძრავი ქონება, ს---------------, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიექცა აღსასრულებლად, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის გ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ-------------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
გ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 4 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 8 იანვრიდან 2015 წლის 20 იანვრის ჩათვლით - 13 (ცამეტი) დღე.
გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით გ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის №12/162 განიჩინების საფუძველზე, მ------------–--–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებული, თ---–--–----------–-----------–--–--–- მდებარე ყადაღადადებული უძრავი ქონება, ს---------------, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, მიექცეს აღსასრულებლად.
ნივთიერი მტკიცებულება - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი