განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2018
საქმის ნომერი
130210017001986125
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017001986125

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6245-17 „27“ მარტი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - შპს “ჩ------ს რკ------------ე ბი------ს ჯ------“ ო-–---------–--- ნ--- ნ------- მ--- ხ-----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 17.08.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ნ--- ნ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------ს რკ------------ე ბი------ს ჯ-----ს'' მოსარჩელე ნ--- ნ-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------ში მდებარე უძრავ ნივთზე - 8-- კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და 41,4 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------0 (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.15);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.16-30), რომლის თანახმად, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით. შესაძლებელია შენობის შემდგომი ექსპლუატაცია, თუმცა, მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;

მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს მიერ შედგენილი ს--–-----–---ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია მოსარჩელის სახლის უსაფრთხო ექსპლუატაცია, ბზარები შესაძლებელია გამოწვეული იყოს ხანდაზმულობის ან/და უხარისხო ბათქაშის ან/და სეისმური ან სხვა მოვლენების შედეგად;

 

2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 7231 ლარი და 96 თეთრი. საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს მიერ შედგენილი ს--–-----–--- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში კი მოსარჩელის სახლის კოსმეტიკური შეკეთების საჭირო მაქსიმალური საორიენტაციო ღირებულებაა 3 519 ლარი;

მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------ს რ--------ს 2--- ბი------ს ჯ------ს მ--------------- ფ--–---–-ს'' მიერ ნაწარმოები ს--–-----–-- სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით. მის მიერ წარმოდგენილი, სსიპ ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს დასკვნაში მითითებულია, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით. შესაძლებელია შენობის შემდგომი ექსპლუატაცია, თუმცა, მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;

2.4. მოპასუხეს მიაჩნია, მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან თუ დაზიანებები მართლაც აფეთქებების შედეგია, მაშინ, შესაძლებელია, წარმოშობილიყო 2012 წელს, სარჩელი კი ასეთი მოთხოვნებისათვის დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიძრა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;

არ არის დადგენილი რომ უძრავი ნივთის დაზიანებები წარმოშობილია 2012 წელს, - როგორც მოპასუხე აღნიშნავს და მას შემდეგ ის აღარ დაზიანებულა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აფეთქებითი სამუშაოები ახლაც არ მიმდინარეობს და მოსარჩელის უძრავი ნივთი ახლაც არ ზიანდება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ;

მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა დაიწყო 2017 წელს, როდესაც 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით, მოსარჩელე მხარემ შეიტყო, რომ დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 7 231 ლარი 96 თეთრი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსიპ ლ---- ს----------–-ს ს----–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბი------ს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, - ასაკობრივი ცვეთით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე;

 

მოპასუხემ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ----------------–-ს ს----–-------------------ს ეროვნული ბი------ს დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს ი---------, რ-----–--------, ქვ-------------სა და გ-------------------–- ს---------------–---–-- პ--–----ს ექსპერტიზის აქტი და კომპანია ,,ე----------ს“ მიერ გაცემული დასკვნა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნებით, გამოირიცხება მოპასუხის ბრალი მოსარჩელის სახლის დაზიანებაში, - სხვა გარემოებებთან ერთად, ,,ე----------ს“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნ--- ნ-------ს სახლი მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებების არეალში არ მდებარეობს; ს---------------–---–-- პ--–----ს დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი მხოლოდ კოსმეტიკურ შეკეთებას საჭიროებს, რისი მაქსიმალური საორიენტაციო ღირებულება 3519 ლარია;

,,ე----------ს“ დასკვნაში აღნიშნულია ის სახლები, რომლებიც შესაძლოა დაზიანდნენ სოფელ ქ-------ში მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებების შედეგად. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მითითებულთა შორის მისი სახლი არ არის;

მოპასუხესა და ,,ე---------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან, მისი დასკვნის შინაარსიდან, ჩანს, რომ ის შეეხება ზოგადად, გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული მოსარჩელის უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად;

აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, - ექსპერტს განმარტებული აქვს ამ კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობები, გაფრთხილებულია შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზების და ექსპლუატაციისათვის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

ამდენად, დადგენილია, რა რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს, დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, - ასაკობრივი ცვეთით, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე;

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------ს რ--------ს 2--- ბი------ს ჯ-----ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. მოსარჩელის მიერ წარმოდეგნილი ექპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია. დაზიანებები მოპაუხის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანში იყო ნაწილობრივი, სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხეს დააკისრა 5000 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს“ დასკვნა არ წარმოადგენს კატეგორიული ხასიათის დასკვნას. ექსპერტი ვერ ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული აფეთქებებით გამოწვეული დინამიური დატვირთვებით. ექსპერტს არც ის განუსაზღვრავს, თუ რომელმა მოვლენამ პროცენტულად რა რაოდენობის დაზიანება მიაყენა საცხოვრებელ სახლს. ერთადერთი, რის საფუძველზეც ექსპერტი ბზარების წარმოქმნის მიზეზად აფეთქებებს მიუთითებს, არის ბზარების განვითარების ხასიათი. ექსპერტი გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ ანალოგიური ბზარები შეიძლება გამოეწვია სხვა ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა მიწისძვრა და ა.შ.. ექსპერტი არ მიუთითებს, რომ სახლი აშენებულია ს--–-----–-- ნორმების დარღვევით და მას არ გააჩნია სეისმომედეგი რკინა-ბეტონის სარტყელი, რაც ზრდის ალბათობას, რომ დაზიანებები შეიძლება სხვა ბუნებრივი მოვლენებს გამოეწვია. აღნიშნული დასკვნის უსწორობა დადასტურებულია მოპასუხის დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ე----------ს“ მიერ ჩატარებული დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის ნ--- ნ-------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებების წარმოქმნაში. აღნიშნული დასკვნა დასაბუთებულია, კანონიერია და შედგენილია კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით კვალიფიციური ექსპერტების მიერ.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს N--- ექსპერტიზის აქტი დანართებით, რომელშიც ექსპერტი ასკვნის, რომ კედლებზე და საძირკველზე ბზარები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ხანდაზმულობის, ან/და უხარისხო ბათქაშის ან/და სეისმური მოვლენის შედეგად.

 

სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. „ე----------ს“ დასკვნას ერთვის დანართი N6, რომელშიც მოცემულია სია იმ საცხოვრებელი სახლებისა, რომლებიც მდებარეობდნენ აფეთქება სარისკო ზონაში და მათ შორის ნ--- ნ-------ს სახლი მითითებულია 98-ე პოზიციაზე, საკადასტრო კოდით N6------------- სასამართლოს ასევე წარდგენილი ჰქონდა დანართი N5, რომელშიც მოცემულია სარკინიგზო გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის რუკა და ნახაზი, სადაც ზუსტადაა მითითებული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მდებარეობა აფეთქების ადგილთან მიმართებაში და განსაზღვრულია, რომ მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 119 მეტრი. დასკვნით დადგენილია, რომ აფეთქების სავარუადოდ საშიში ზონა მდებარეობს აფეთქებიდან 29 მეტრის რადიუსში, რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალულობას ნ--- ნ-------ს სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.

 

3.2. გაურკვეველია, რის საფუძველზე შეაფასა სამართლომ საცხოვრებელი სახლის აღდგენითი ღირებულება 5000 ლარად იმ პირობებში, როდესაც ს---------------–---–-- პ--–----ს N--- ექსპერტიზის აქტი აღდგენითი სამუშაოებისთვის მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებად განსაზღვრავს 3519 ლარს. მართალია ინდ. მეწარმე ზ-------------–--ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით აღდგენითი ღირებულება შეფასებულია 7231.96 ლარად, მაგრამ იგი წარმოადგენს კაპიტალური რემონტის ხარჯთაღრიცხვას, რაც ფაქტობრივად სახლის ახლად აშენებას გულისხმობს და წინააღმდეგობაში მოდის სსიპ „ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს“ დასკვნასთან, რომელიც მხოლოდ სახლის გამაგრებით სამუშაოებზე მიუთითებს და არა ახალი სახლის აშენებაზე.

 

3.3. უსწოროა სასამართლოს მითითება მასზედ, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ აფეთქებები მიმდინარეობდა 2012 წლიდან და სწორედ მაშინ მოხდა მისი სახლის დაზიანება. ამდენად, მოსარჩელისთვის 2012 წელს იყო ცნობილი სახლის დაზიანების თაობაზე და თუ იგი თვლიდა, რომ მოპასუხე კომპანიამ მიაყენა დაზიანება მის კუთვნილ უძრავ ნივთს, უნდა შეეტანა სარჩელი სასამართლოში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

4.2. უძრავი ნივთი, მდებარე ხ-–-----ს რაიონი, სოფელი ქ-------ი, 8-- კვ.მ. ფართის სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართით 41,4 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N 6-----------), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ--- ნ-------ს (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 15).

 

4.3. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია შპს „ჩ------ს რკ------------ე ბი------ს ჯ------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლ----------------–-ს ს----–-----------------–----------------ს ეროვნული ბი------ს“ 2---------წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

- ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები.

 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხ-–-----ს მუნიციპალიტეტში სოფ. ქ-------ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა, თუმცა ცალკეული ბზარების გახსნილობა III ხარისხის დაზიანების ფარგლებშია. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. სახლზე შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) (ტ.1, ს.ფ. 16-30). საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა---------– რო---–-–---–ს - კ-----------------ს ს--–-----–-- მ-------ს, ს--------------ის და ს---–------ ე-------------ს ცენტრის (დეპარტამენტის) ს--–-----–-- მ-------სა და ნაგებობათა ს--------------ის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით.

 

მოპასუხის მიერ სსიპ ლ----------------–-ს ს----–-------------------ს ეროვნული ბი------ს დასკვნის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი იქნა კომპანია ,,ე----------ს“ მიერ გაცემული დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 1-201), ასევე საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს ი---------, რ-----–--------, ქვ-------------სა და გ-------------------–- ს---------------–---–-- პ--–----ს ექსპერტიზის აქტი N--- (ტ.1, ს.ფ. 126-143). მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხესა და ,,ე---------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან (ტ.1, ს.ფ.70-76) და თავად დასკვნის შინაარსიდან (ტ. 2, ს.ფ. 1-201) ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მიერ მითითება მასზედ, რომ აფეთქების სავარუადოდ საშიში ზონა მდებარეობს აფეთქებიდან 29 მეტრის რადიუსში, ხოლო მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს შორის 119 მეტრია, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლ----------------–-ს ს----–-------------------ს ეროვნული ბი------ს ცალსახა დასკვნას მასზედ, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით და ნაწილობრივ - ასაკობრივი ცვეთით.

 

რაც შეეხება საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს ი---------, რ-----–--------, ქვ-------------სა და გ-------------------–- ს---------------–---–-- პ--–----ს ექსპერტიზის N--- აქტს, როგორც თავად N--- აქტშია აღნიშნული, ექსპერტიზის ამოცანა იყო არა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების კვლევა (როგორც ეს იყო ექსპერტიზის ეროვნული ბი------ს დასკვნის შემთხვევაში), არამედ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობის ტექნიკური მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების დადგენა (ტ.1, ს.ფ.126,127). შესაბამისად, აღნიშნული აქტი არ მიუთითებს საცხოვრებელი სახლის დაზიანების რაიმე კონკრეტულ მიზეზებზე და ზოგადად ადგენს, რომ კედლებზე და საძირკვლებზე აღნიშნული ბზარები შეიძლება გამოწვეული იყოს ხანდაზმულობის ან/და უხარისხო ბათქაშის ან/და სეისმური ან სხვა მოვლენების შედეგად (ტ.1, 126). ამდენად, დასკვნა არ არის კატეგორიული და არ შეიცავს დაზინაბების გამომწვევი მიზეზების სრულყოფილ კვლევას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოების – მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხე მხარემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ უარყო, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა.

 

4.4. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე საცხოვრებელი სახლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისგან განსხვავებით საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს ექსპერტიზის N--- აქტი აღდგენითი სამუშაოებისთვის მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებად განსაზღვრავს 3519 ლარს (ტ.1, 127).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინდ. მეწარმე „ზ-------------–--ის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 7 321. 96 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 31-40). მართალია, მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოდგენილი N--- აქტი შეკეთების საორიენტაციო ღირებულებად განსაზღვრავს 3519 ლარს, თუმცა N--- აქტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის კოსმეტიკური შეკეთების მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებას, რაც ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის და მის აღსადგენად გასატარებელი აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გათვალისწინებით არ წარმოადგენს საცხოვრებელი სახლისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის ადეკვატურ ღონისძიებას. ამდენად, სააპელაციო პალატა საქართველოს ს---------------–---–-- პ--–----ს ექსპერტიზის N--- აქტს საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილავს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს მიერ სადავო ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა გათვალისწინებული სადავო ნაგებობების დაზიანებაში მოპასუხის მხოლოდ ნაწილობრივი ბრალი და ზიანის ოდენობა დადგინდა სრული ღირებულების ნაწილის, 5000 ლარის, სახით.

 

4.5. დასაბუთებული არ არის აპელანტის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომელ წლებში დაზიანდა სახლი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ აფეთქებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ან/და რომელ წელს დასრულდა. ამდენად, არ არსებობს არც ხანდაზმულობის ვადის ათვლისა და აღნიშნული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. გასაჩივრებუი გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 191).

 

საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს “ჩ------ს რკ------------ე ბი------ს ჯ------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცეემულ საქმეზე ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს 17.08.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პ--–----ს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე