განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001935344
საქმე №3ბ/3002-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
3 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - თ-----------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------------ვა;
წარმომადგენელი - ნ----------------–ია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. „დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 13 აპრილის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ზ------------ვას სასარგებლოდ „ავ“ №------- (ს------------–-------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზ------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება, ზ------------ვას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ------------ვას სასარგებლოდ „ავ“ №------- (ს------------–-------) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. ზ------------ვა, 1996 წლის 05 სექტემბერს, №-- ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ში იურიდიული ფაკულტეტის I კურსზე, ჯგუფი №19. ამავე უ-------------ის 1997 წლის 01 ივლისის №-----------ბით, იგი გადაყვანილ იქნა II კურსზე და 1998 წლის 01 ივლისის №-----------ით - III კურსზე. ამის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება გადავიდა ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ში. (ს.ფ. 12; 15-17; 39).
3.2.2. ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის რექტორის 2002 წლის 03 მაისის №53 §1 ბრძანებისა და 2002 წლის 26 სექტემბრის №9 §9 ბრძანებით, ზ------------ვამ სწავლა გააგრძელა იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების IV კურსზე, ხოლო 2003 წლის 17 ივლისის №54 §5 ბრძანებით - V კურსზე. (ს.ფ. 18-32; 40).
3.2.3. ზ---- კ--------მ 2004 წელს დაამთავრა ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საატესტაციო - საგამოცდო კომისიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ------------ვას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.(ს.ფ. 34-38).
3.2.4. ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის №2-ის სტატუსის შესახებ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ქ-------ის ჰ--------------– და სამართლის ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-----
0------ ლიცენზია. ქ. ქ-------ის სასამართლოს მიერ 1996 წლის 03 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს „ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი“. ამავე სასამართლოს 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს „ბ-------------ი - ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი №2“, რომელიც წარმოადგენს ქ. ქ-------ის სასამართლოს მიერ 1996 წლის 03 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს „ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი“, ნაცვლად სპს „ბ-------------ი - ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი №2“-ისა. სპს „ბ-------------ი - ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი №2“-მა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა როგორც შპს „ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი
№2“. აქედან გამომდინარე, სპს „ბ-------------ი - ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი №2“ ჩაითვალა შპს „ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის“ უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში, 1998 წლის 12 იანვრის სასამართლოს საფუძველზე. აღნიშნულ სუბიექტს 2000 წლის 01 იანვრამდე უნდა მიემართა საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია.(ს.ფ. 50-51).
3.2.5. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 08 ოქტომბერს შპს „ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-1--------- ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს დიპლომს.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით, შპს „ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ--------------“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 16 ოქტომბრის №---- ბრძანებით, შპს „ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ--------------“ მიენიჭა აკრედიტაცია, 5 წლის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 29 მარტის №--- ბრძანებით, შპს „ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ--------------“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ქ-------ის უ-------------ი“. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაითვალა ავტორიზებულად, აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 ივლისის №-- გადაწყვეტილებით, შპს „ქ-------ის უ--------------“ მიენიჭა ავტორიზაცია, 5 წლის ვადით.
3.2.6. ზ------------ვამ 2017 წლის 27 თებერვალს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ გაცემული „ავ“ №------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, დასაქმების მიზნით. (ს.ფ. 43-44).
3.2.7. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 27 თებერვალს შესული N1----- განცხადების საპასუხოდ 2017 წლის 13 აპრილს ზ------------ვას უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე M---------------- გადაწყვეტილებით, სადაც ცენტრმა მიუთითა, რომ შპს „ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის“ მიერ 1----–-–-------------------------–-–----------------- განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ზ------------ვას მიერ აღნიშნული სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ, შპს „ქ-------ის ჰ--------------– და ს--------–---------------ში“ ზ------------ვას სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა დაადასტუროს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი. (ს.ფ. 52-55).
3.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს) უფროსის 2017 წლის 20 სექტემბრის M---------------- ცნობით დადასტურდა, რომ ზ---- თ------ის ძე კ-------- ნამდვილად მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხოლო 2016 წლის 01 აპრილიდან დაკავებული აქვს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილების საბრძოლო ქვეგანყოფილება „B“-ს ოფიცრის თანამდებობა. (ს.ფ. 145).
3.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა :
3.3.1. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა: მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის მიერ მიღებულ, უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის“ მიერ 1----–-–-------------------------–-–----------------- განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ზ------------ვას მიერ აღნიშნული სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ, შპს „ქ-------ის ჰ--------------– და ს--------–---------------ში“ ზ------------ვას სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზ. მე-8 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ შპს ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ში ზ------------ვას სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ ზ------------ვას მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ 2006 წლიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე დაწყებული მუშაობა საჯარო სამსახურში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ მან, დიპლომისა და შესაბამისი ცოდნის საფუძველზე, ნამდვილად განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზ------------ვას სახელზე გაცემული დიპლომი, მიჩნეული იქნა საგანმანათლებლო, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შედეგად, ზ------------ვა მოკლებულია შესაძლებლობას საჯარო სამსახურში დაიკავოს ის თანამდებობა, რომლისთვისაც კანონმდებლობის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის წარდგენა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
4. სააპელაციო მოთხოვნა:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წარმომადგენლის განმარტებით, 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ, ზ------------ვას მიერ ქ-------ის ჰ--------------– და ს--------–---------------ში სწავლის პერიოდი ვერ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, შპს ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის მიერ, 1----–-–-------------------------–-–----------------- განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ზ------------ვას მიერ აღნიშნული სწავლის პერიოდი აღიარებულია, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ შპს ქ-------ის ჰ--------------– და ს--------–---------------ში ზ------------ვას სწავლის პერიოდი, ასევე ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმღლესი განათლების ავ №------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, სადავოა შპს „ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის“ მიერ ზ------------ვას ჩარიცხვის კანონიერებაც.
წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია წინააღმდეგობაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" იმ ნორმათა იმპერატიულად დადგენილ შინაარსთან, რომლითაც რეგულირებულია დიპლომის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ზ------------ვას კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. ამასთან, კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები ზ------------ვას კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. შესაბამისად, ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
6. წინააღმდეგე მხარის პოზიცია:
6.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით და საქმის განხილვაზე მიცემული ახსნა - განმარტებით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
პალატა მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი), ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
პალატა ასევე მიუთითებს ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზ. მე-8 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებული კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა - განმარტების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის მიერ მიღებულ, უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ის“ მიერ 1----–-–-------------------------–-–----------------- განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, ზ------------ვას მიერ აღნიშნული სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ, შპს პერიოდი, ასევე, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აპელირება მითითებულ გარემოებაზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის მოსაზრება, რომ 1998 წლის 12 იანვრის შემდგომ შპს "ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ში" ზ------------ვას სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ავ№------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ქ-------ის ჰ--------------–ი და ს--------–---------------ი ზ------------ვას ჩარიცხვის დროისათვის წარმოადგენდა ლიცენზირებულ დაწესებულებას და მას საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შეეძლო 2000 წლის 01 იანვრამდე. ამასთან, ზ------------ვამ მითითებულ უ-------------ში გაიარა სამი კურსი, კერძოდ, იგი მესამე კურსზე გადაყვანილ იქნა 1998 წლის 01 ივლისის №-----------ით. ზ------------ვა გადავიდა სხვა ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძოდ, ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის რექტორის 2002 წლის 0-------------------------------------–-–----------------------------------თ ზ------------ვამ სწავლა გააგრძელა იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების IV კურსზე, ხოლო 2003 წლის 17 ივლისის №54 §5 ბრძანებით - V კურსზე. ზ------------ვამ 2004 წელს დაამთავრა ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ რეესტრის მონაცემებით, ქ-------ის სამართლისა და ეკონომიკის უ-------------ი 1991 წლიდან წარმოადგენდა ლიცენზირებულ დაწესებულებას, რომელმაც მოგვიანებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია, შემდეგ აკრედიტაცია, ხოლო 2010 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობა გააგრძელა შპს „ქ-------ის უ-------------ის“ სახელით და 2011 წელს 5 წლის ვადით გაიარა ავტორიზაცია. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელს გააჩნია კანონიერი ნდობა და რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს, როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტს, რეალაქტს, გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზ------------ვას მიმართ გაცემული სასწავლო - საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მხარე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
პალატა განმარტავს, რომ ზ------------ვას მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ 2006 წლიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე დაწყებული მუშაობა საჯარო სამსახურში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ მან, დიპლომის საფუძველზე, ნამდვილად განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზ------------ვას სახელზე გაცემული დიპლომი, მიჩნეული იქნა საგანმანათლებლო, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შედეგად, ზ------------ვა მოკლებულია შესაძლებლობას საჯარო სამსახურში დაიკავოს ის თანამდებობა, რომლისთვისაც კანონმდებლობის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ იგი დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებებს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -