განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2018
საქმის ნომერი
010210116001239901
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001239901

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-841-17 16 აპრილი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ი-----–- თ----ე, კ------- თ----ე, ნ------- დ------ი ა------ ქ-------ე სს ,,თ----- ბ----’’ ლ--–- ბ-----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: პროცენტის სახით, 5108,8 ლარის, ასევე 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე, ყოველთვიურად 195,57 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით 2015 წლის 06 თებერვალს სს „თ----- ბ-----“ და ი-----–- თ----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 16500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 06 თებერვლამდე, წლიური 24% საპროცენტო განაკვეთით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 06 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, რომელსაც ემატებოდა 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში.

2013 წლის 17 ოქტომბერს, სს „თ----- ბ-----“ და კ------- თ----ეს, ასევე ნ------- დ------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, კ------- თ----ემ და ნ------- დ------მა სოლიდარულად და სრულად იკისრეს პასუხისმგებლობა ი-----–- თ----ის მიერ, 2015 წლის 06 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე.

თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 500000 აშშ დოლარით.

მოპასუხეთა მიერ დაირღვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, არ მოხდა სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული წესით, რის გამოც 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ ძირი დავალიანება 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,80 ლარი, ჯარიმა-1766,59 ლარი, დაზღვევა-57,67 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დეკისროთ სოლიდარულად.

გარდა მითითებული თანხისა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით, დავალიანების ცნობის გაცემის დღიდან-2017 წლის 25 მაისიდან -სარჩელის წარმოდგენის პერიოდამდე-2018 წლის 06 თებერვლამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195,57 ლარს.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი დავალიანების დაკისრების ნაწილიში და განმარტა, რომ ი-----–- თბიძს საქართველოს ბანკში არსებულ ანგარიშზე ყოველთვის გააჩნდა თანხა იმაზე მეტი ოდენობით, რაც გრაფიკის მიხედვით ვალის გასტუმრებას სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ბ----, მის ანგარიშზე არსებულ ნაშთს არ იყენებდა სესხის დასაფარად, არიცხავდა ჯარიმას, რამაც გამოიწვია ვალის დაგროვება.

გარდა ამისა, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებულნი არიან მხოლოდ ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და მიუღებელი შმოსავლის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი. 2. დაეკისროთ მოპასუხეებს ი-----–- თ----ეს, კ------- თ----ესა და ნ------- დ------ს სოლიდარულად სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ 2015 წლის 06 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 15121,09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი დავალიანებაა 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,8 ლარი, ჯარიმა - 176 ლარი და დაზღვევა - 57.67 ლარი; 3. მოპასუხეებს ი-----–- თ----ეს, კ------- თ----ესა და ნ------- დ------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 06 თებერვლამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195,57 ლარს; 4. დაეკისროთ მოპასუხეებს ი-----–- თ----ის, კ------- თ----ესა და ნ------- დ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 213,07 ლარის ანაზღაურება, უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახილი 20 ლარის და იურიდიული მოსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის გადახდა. 5. სს ”თ----- ბ----” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 534,19 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 06 თებერვალს სს „თ----- ბ-----“ და ი-----–- თ----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 16500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 06 თებერვლამდე, წლიური 24% საპროცენტო განაკვეთით. 2.2. 2013 წლის 17 ოქტომბერს, სს „თ----- ბ-----“ და კ------- თ----ეს, ასევე ნ------- დ------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, კ------- თ----ემ და ნ------- დ------მა სოლიდარულად და სრულად იკისრეს პასუხისმგებლობა ი-----–- თ----ის მიერ, 2015 წლის 06 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 500000 აშშ დოლარით. 2.3. მოპასუხეთა მიერ დაირღვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, არ მოხდა სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული წესით, რის გამოც 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ ძირი დავალიანება 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,80 ლარი, ჯარიმა-1766,59 ლარი, დაზღვევა-57,67 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა: სს „თ----- ბ-----“ და ი-----–- თ----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშობლია საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც მსესხებელს თანხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, 2015 წლის 06 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 15121,09 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი დავალიანებაა 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,8 ლარი, ჯარიმა - 176 ლარი და დაზღვევა -57.67 ლარი; ასევე, ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, 2017 წლის 25 მაისიდან- 2018 წლის 06 თებერვლამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195,57 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დარღვევის დროს ბ---- უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ასებული ძირითადი და საპროცენტო დავალიანებები, ასევე არსებული პირგასამტეხლო. მოსარჩელემ, პირველი სასარჩელო განცხადების შემტანის შემდგომ 4-ჯერ შეეცვალა საპროცენტო სარგებლის ოდენობა და საპროცენტო თანხა გაზარდა 5108 ლარამდე, რითაც დააფიქსირა თავისი სურვილი მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტაზე. 3.2. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის დავალიანების ცნობის გაცემის შემდგომ, ბანკმა გარკვეული ოდენობით თანხები აიღო ი-----–- თ----ის ანგარიშიდან საპროცენტო სარგებლის დასაფარად, რატომღაც საპროცენტო სარგებლის ოდენობა კი არ შემცირდა, პირიქით გაზარდა. 3.3. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა საკრედიტო ხელშეკრულებაში კონკრეტულად შევთანხმდით ხელშეკრულების დარღვევის დროს თანხების დაკისრების წესზე, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ დააკისრა მოპასუხე მხარეს 2017 წლის 25 მაისიდან- 2018 წლის 06 თებერვლამდე ყოველთვიურად 195,57 ლარის გადახდა, რითაც გასცდა ხელშეკრულების პირობებს და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლი, რაც დაუშვებელია. 3.4. გარდა ამისა, სასამართლომ 411-ე მუხლის გამოყენებით იმაზე მეტი საპროცენტო თანხები დააკისრა მოპასუხეებს, რასაც ბ---- მიიღებდა საკრედიტო ხელშეკრულების სრულყოფილად შესრულების დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბ---- ი-----–- თ----ეს, 800 ლარზე ანაბრის სახით ურიცხავდა წლიურად 4 %, ხოლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი აქვს წლიურად 24 %. 3.5. ი-----–- თ----ის ანაბარზე არსებული 800 ლარი და მასზე დარიცხული საგებელი, სულ 843 ლარი ბანკმა წაიღო 24.04.2017 წ სესხის ძირითადი თანხის დასაფარად. შესაბამისად ამ დროისათვის, ი-----–- თ----ეს ბ----ს სასარგებლოდ უნდა ქონდეს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დავალიანება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სამართლებრივ დასაბუთერბას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშკრულებიდან და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხების გარკვევა: 1) მოვალეთა მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა თუ არა საპროცენტო სარგებლის სახით დარიცხული დავალიანება; 2) არსებობს, თუ არა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 24%-ის ოდენობით, ზიანის ანაზღურების სამართლებრივი საფუძველი. 4.4. სადავო ფაქტების დადგენის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 და 102-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. ამასთან, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. 4.5. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის დავალიანების ცნობის გაცემის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 15173,63 ლარს, საიდანაც დარიცხული პროცენტი შეადგენდა 1915,17 ლარს. ცნობის გაცემის შემდეგ, მოვალის მიერ შემოტანილი ყველა თანხით დაიფარა ძირითადი დავალიანება, ხოლო საპროცენტო სარგებელი- 1915,17 ლარი გადაუხდელი დარჩა, რასაც დაემატა შემდგომ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და მთლიანობაში შეადგინა დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი ოდენობა-5108 ლარი. 4.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სს „თ-----“ ბ----ს წარმომადგენლის განმარტებითა და საქმეში განთავსებული ი-----–- თ----ის ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას ხდებოდა იმ დროისთვის ძირითადი თანხის ნაწილის დაფარვა, რამაც განაპირობა შემდგომ პერიოდზე, გადაუხდელ ძირითად თანხაზე ნაკლები ოდენობით პროცენტის დარიცხვა. 4.7. ვინაიდან, საქმის სასალებით არ დგინდება შემცირებული ოდენობის ძირითად თანხაზე საპროცენტო სარგებლის არასწორად დარიცხვა და მოვალის, ი-----–- თ----ის ანგარიშზე შეტანილი თანხების სს „თ-----“ ბ----ს მიერ არამიზნობრივად-არასწორად განკარგვა აპელანტი მხარის მითითება, რომ მის მიერ შეტანილი თანხების სხვაგვარად განკარგვის შემთხვევაში, სარჩელის წარმოდგენის დროისათვის ი-----–- თ----ის დავალიანება, მხოლოდ ძირითადი თანხა იქნებოდა და რომ სესხზე დარიცხული საპროცენტო თანხის- 5108 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია- გაზიარებული ვერ იქნება. 4.8. 2017 წლის 25 მაისიდან- 2018 წლის 06 თებერვლამდე ყოველთვიურად 24%-ზე გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავლის -195,57 ლარის დაკისრების ნაწილში აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ამასთან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის №-ას-1385-1307-2012 გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობის შესაბამისად, მოსარჩელე არის რა, საკრედიტო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება, ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება სწორედ იმ მოლოდინით, რომ ბ---- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. აქედან გამომდინარე, დასაბუთებულია ვარაუდი იმისა, რომ კრედიტის მიმღების მიერ, კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კრედიტის გამცემი მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, ხოლო კრედიტის დაუბრუნებლობით ან დაგვიანებით დაბრუნებით, მიადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. 4.10. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით, განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი. ბ----ს მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის მიღებამ განაპირობა, თუმცა ბ----, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, არ გადაიხადა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელეს, როგორც კრედიტის გამცემს, უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411- ე მუხლის გამოყენების საფუძველი. 4.11. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, პალატა მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქსტატის მონაცემთა მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წელს (სარჩელის წარდგენის დროისათვის) 12 თვეზე მეტი ვადით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 16,8 %-ს. მოსარჩელეს მიერ, მიუღებელი შემოსავლის პერიოდი განსაზღვრულია 2017 წლის 25 მაისიდან- 2018 წლის 06 თებერვლამდე, რაც აღემატება 12 თვეს. პალატა მიიჩნევს, რომ თუკი სარჩელის წარდგენის დროისათვის მოხდებოდა მოპასუხეთა მხრიდან დავალიანების სრულად დაფარვა, სს „თ-----“ ბ---- მის შემდგომ დაკრედიტებას მოახდენდა 16,8 %-ად. ამდენად, სკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული მოსალოდნელი ზიანი უნდა განისაზღვროს, წლიურად, ძირითადი დავალიანების-9778,62 ლარის 16,8%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 136,90 ლარს. 4.12. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანი განისაზღვრა ძირითადი თანხის 24% დაუსაბუთებელია, რაც ამ ნაწილში მის შეცვლის წინაპირობაა და მოპასუხეებს, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე პერიოდზე, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, წლიურად 16,8 %-ზე გაანგარიშებით მიუღებელი შემოსავალის, ყოველთვიურად 136,90 ლარის გადახდა. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არასწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 386-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე, ყოველთვიურად, აღსრულებამდე 195,57 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ი-----–- თ----ეს, კ------- თ----ესა და ნ------- დ------ს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე პერიოდზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, წლიური 16,8 %-ზე გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 136,90 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს თ----- ბ----, ი-----–- თ----ის, კ------- თ----ისა და ნ------- დ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 19,94 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–- თ----ე, კ------- თ----ე, ნ------- დ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე, ყოველთვიურად, აღსრულებამდე 195,57 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „თ----- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ი-----–- თ----ეს, კ------- თ----ესა და ნ------- დ------ს, სოლიდარულად დაეკისროთ, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ, დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან-2018 წლის 06 თებერვლამდე პერიოდზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9778,62 ლარზე, წლიური 16,8 %-ზე გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 136,90 ლარის გადახდა;

5. სს თ----- ბ----, ი-----–- თ----ის, კ------- თ----ისა და ნ------- დ------ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟს ნაწილის, 19,94 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე