განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2018
საქმის ნომერი
330100117001927051
ინსტანცია
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117001927051

საქმე №1/ბ 201-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: დ--------------ის და თ--------–---–---–ის

ადვოკატის: გ------------------ის

მსჯავრდებულის: ე-–----------------ის

თარჯიმნის: ას--------–---------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე-–----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------------- საქართველოს მოქალაქე, პ/N1----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გა--------ს რაიონი, სოფელი ყ---------–--- დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე უხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით, ე-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ე-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 აპრილიდან.

ე-–----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-----------–-- საღამოს საათებში, ს------------------------ თბილისის რ--------- მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----------------ი დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით და ძალადობის გამოყენებით თავს დაესხა გ------------------ას და გასტაცა ფულადი თანხა 9-- ლარის ოდენობით, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ------------------ას მიადგა ფიზიკური, მორალური და ქონებრივი სახის ზიანი 9-- ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა ობიექტურად და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ე-–----------------ის ჩვენება და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ორი პირდაპირი, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება - დაზარალებულ გ------------------ასა და დაინტერესებული მოწმის ე-–------ ბ-----ის ჩვენებები. დაზარალებულის ჩენებით ვერ დგინდება მსჯავრეებულს დანა ეკავა თუ არა ხელში. დამაჯერებლობასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ დაყაჩაღების შემდეგ დაზარალებული ტაქსით თან გაჰყვა მსჯავრდებულს მ--------––- და შემდეგ, უკან დაბრუნდნენ თ---–--–-. რაც შეეხება ე-–-------------ს, ის დაინტერესებული მოწმეა, ვინაიდან მან დაზარალებულს ვალის სანაცვლოდ გასტაცა სპორტული ფეხსაცმელი - „----------- - რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. სწორედ მან დაარტყა ხელი გ------------------ას და არა მსჯავრდებულმა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და მტკიცებულებების ასეთი სახით შეფასებას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულ გ------------------ასა და მოწმის, ე-–-------------ის სასამართლოძე მიცემულ ჩვენებებთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ გ------------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან - მ--–--------------თან ერთად მუშაობდა ბ---–-----------------------–-----------–- მდებარე ო-------------ის ფ-----–-. 2017 წლის 7 აპრილს ო-------------მა გადასცა მისი და მისი მეუღლის კუთვნილი ხელფასი 1000(ათასი)ლარის ოდენობით და ჩამოვიდა თ---–--–- ნივთების და პროდუქტების შესაძენად. ვინაიდან მობილურ ტელეფონში არ მუშაობდა „------------ დაუკავშირდა ე-–----------------ს და სთხოვა დახმარება. ე-–----------------მა უთხრა, რომ იმყოფებოდა ნ-----–----–- მდებარე სასადილოში და სთხოვა მისულიყო იქ. ადგილზე მისვლისას ე-–----------------ი დახვდა ე-–-------------თან ერთად, რომლებიც მიირთმევდნენ ლუდს. თვითონაც შეუერთდა მათ და დალია სამი-ოთხი კახთა ლუდი. სასადილოში საუბრისას ე-–----------------ს და ე-–-------------ს აჩვენა ფული და განუმარტა, რომ აღებული ჰქონდა ხელფასი და ჩამოვიდა ნივთების შესაძენად. შემდეგ გადაწყვიტა ნავთლუღის ბაზრობაზე წასვლა, მაგრამ ვინაიდან სიცივე იყო, ე-–-------------ისგან ითხოვა ქურთუკი და წავიდა ბაზრობაზე, სადაც მეუღლისთვის შეიძინა ბოტასები და სხვადასხვა პროდუქტები. აღნიშნულის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სასადილოში, ე-–-------------ს დაუბრუნა ქურთუკი და აპირებდა ბ---–---–- წასვლას, თუმცა ე-–----------------მა არ გაუშვა და შესთავაზა, რომ თვითონ წაიყვანდა. საღამოს საათებში გამოვიდნენ სასადილოდან და წავიდნენ რ--------- მიმართულებით. ადგილზე მისვლისას ე-–-------------მა გასტაცა ბოტასები, რომელიც ჩაიცვა ფეხზე და განუმარტა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა ვალი და ვალის სანაცვლოდ გაუქვითავდა. ამის შემდეგ, ე-–----------------მა მოსთხოვა მისი(დაზარალებულის) კუთვნილი თანხის გადაცემა, თუმცა თანხის გადაცემაზე უარი განუცხადა. ე-–----------------მა სახის არეში ხელი გაარტყა , რის შედეგად დაეცა. ე-–----------------მა ჯიბიდან ამოიღო დანა და უთხრა „მოგკლავო“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 0--------------------------). სასამართლოში, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას დანის გაშლის პროცესი ხელით აჩვენა და განაცხადა „ალბათ დანა იყოო“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 0-----------------). დაზარალებულს არსად თავის ჩვენებაში ეჭვქვეშ არ დაუყენებია მსჯავრდებულის მიერ ხელში საგნის ქონის ფაქტი. მან სასამართლოს უჩვენა ის, რაც უშუალოდ ნახა და აღიქვა.

პალატა აღნიშნავს, რომ თუ მსჯავრდებულს დანის ნაცვლად ხელში ექნებოდა სხვა საგანი, თუნდაც რკინის ნაჭერი, მაშინაც კი სახეზე გვექნებოდა ყაჩაღობით ჩადენილი ქმედება, ვინაიდან ე-–----------------ის მხრიდან რეალურად განხორციელდა თანხის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა ძალადობა და მუქარა, რომელიც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა.

დაზარალებულის ჩვენებით, მას შეეშინდა, დაიყვირა და სთხოვა ე-–----------------ს თავი დაენებებინა, თუმცა ის არ შეეშვა, ხელი ჩაუყო ჯიბეში და ამოაცალა ფულადი თანხა 9-- ლარის ოდენობით. მან სასამართლოზე ხელით მიუთითა, რომ თანხა მარჯვენა ჯიბიდან ამოაცალა და ამ დროს ის(დაზარალებული) წაქცეული იყო(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 0-------------------------) აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ე-–-------------ი, რომელიც ცდილობდა ე-–----------------ის შეჩერებას და დამშვიდებას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაზარალებული ტაქსით გაჰყვა ე-–----------------ს მ--------––- და შემდეგ მასთან ერთად დაბრუნდა თ---–--–-, გ------------------ამ განმარტა, რომ ის იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, ვინაიდან არც ფული და არც სახლში დაბრუნების სხვა საშუალება არ ჰქონდა. ფ-----–- დაბრუნების შემდგომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ესაუბრა უფროსს ო-------------ს და მეუღლეს - მ--–--------------ს. ვინაიდან თვალი ჰქონდა დალურჯებული და გვერდი სტკიოდა, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს დახმარება, ხოლო შემდეგ წავიდა პოლიციის განყოფილებაში.

დაზარალებულის ჩვენებასთან შესაბამისობაშია მოწმე ე-–-------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება. მოწმეემ დაადასტურა 2017 წლის 7 აპრილს ე-–----------------თან და გ------------------ასთან შეხვედრის ფაქტი და უჩვენა, რომ გ------------------ას თქმით, ჩამოსული იყო ნივთების შესაძენად, ვინაიდან აღებული ჰქონდა ხელფასი 1000(ათასი)ლარის ოდენობით და აჩვენა კიდეც თანხა. გ------------------ამ დააპირა ბაზრობაზე წასვლა, მაგრამ ვინაიდან გარეთ ძალიან ციოდა, ათხოვა მისი კუთვნილი ქურთუკი. გ------------------ა ბაზრობიდან დაბრუნდა დაახლოებით 20 წუთში, რომელსაც მეუღლისთვის შეძენილი ჰქონდა ბოტასები. სასადილოდან სამივე ერთად გამოვიდა, რის შემდეგ ე-–----------------მა გ------------------ა თრევით წაიყვანა რ--------- მიმდებარე ტერიტორიისკენ, რომლებსაც თვითონ 3-4 მეტრში მიყვებოდა. როდესაც მათ მიუახლოვდა, დაინახა, რომ ე-–----------------ი დაზარალებულს მისი კუთვნილი თანხის გადაცემას სთხოვდა, თუმცა გ------------------ამ თანხის გადაცემაზე უარი უთხრა. უარის მიღების შემდგომ ე-–--- მ------------ გ------------------ას ურტყამდა სახის არეში, ხოლო შემდეგ ჯიბიდან ამოიღო დაახლოებით 10 სმ სიგრძის დასაკეცი დანა და ეუბნებოდა დაზარალებულს „მომეცი ფული, თუ არ მომცემ, მოგკლავო“. დაზარალებულს არ უნდოდა ფულის გადაცემა, თუმცა ე-–--- მუ----------ა შარვლის ჯიბეში ჩაუყო ხელი და გ------------------ას ამოაცალა მისი კუთვნილი ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, იგი ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ე-–----------------ს დანა ძირს დააგდებინა. შემდეგ დაზარალებულმა სთხოვა წაეყვანათ ბ---–---–-, თუმცა ე-–----------------ის მოთხოვნით მ--------––- წავიდნენ . მ--------––- რესტორანში შევიდნენ და კვლავ თ---–--–- დაბრუნდნენ, ხოლო შემდეგ დაზარალებული ბ---–---–- ჩაიყვანეს და ფ-----–- დატოვეს. შემთხვევიდან მეორე დღეს სამსახურში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაზარალებულისგან გატაცებული ბოტასები.

პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე-–-------------ი არის დაინტერესებული პირი, ვინაიდან ფულის წართმევის რეალური მოტივი მას გააჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულის მეუღლეს გააჩნდა მისი ვალი. მოწმეს სასამართლოში არც უარყვია, რომ სწორედ ამ მოტივით წაართვა დაზარალებულს „----------- მაგრამ, ამასთან მიუთითა იმაზეც, თუ რა მოხდა ე-–----------------სა და გ------------------ას, შორის.

აპელანტის პოზიცია იმასთან დაკვშირებით, რომ ე-–-------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და აქედან გამომდინარე, მან მსჯავრდებულის მიმართ მამხილებელი ჩვენება მისცა, წარმოადგენს ვარაუდს და მოწმის მიერ მიცემული ჩვენების უარსაყოფად ვერ გამოდგება.

დაზარალებულის ჩვენებასთან შესაბამისობაშია 2----–-–-------------–--------------–----------–---- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გ------------------ას დაესვა დიაგნოზი: მარცხნივ ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს კონტუზია, კისრის სხვა დაუზუსტებელი ზედაპირული ტრამვა, გულმკერდის ტრავმები. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: მარცხნივ თვალბუდის კანქვეშა ჰემატომა. მარჯვნივ კისრის მიდამოში კანქვეშა ჰემატომები. მოქ. გ------------------ას პირადი შემოწმების მონაცემებით სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

- აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული თუნდაც რაიმე ირიბი მტკიცებულებით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ო-------------მა დაადასტურა, რომ ბ---–-----------------------–-----------–- აქვს ცხვრის ფერმა. გ------------------ა და მისი მეუღლე მუშაობენ მასთან. გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ გ------------------ამ ხუთი თვის ხელფასი წინასწარ სთხოვა, რაზედაც დასთანხმდა და გადასცა მას 1000(ათასი)ლარი. გ------------------ა ფულის გადაცემიდან მეორე დღეს წავიდა თ---–--–- ნივთების შესაძენად. შუადღისას მივიდა ფ-----–- დაახლოებით 2-3 საათი იქნებოდა, თუმცა გ------------------ა არ დახვდა ფ-----–-. ამბის გასაგებად დაუკავშირდა მის ნათესავს, რომელსაც ტელეფონი ჰქონდა გამორთული. მეორე დღეს, როდესაც მივიდა ფ-----–-, გაიგონა გ------------------ას მეუღლის - მ--–--------------ის ხმა, რომელიც ეკითხებოდა დაზარალებულს, ფული რაში დახარჯეო, რაზეც გ------------------ამ უთხრა, რომ ფული ე-–---მა დანის მუქარით წაართვა. გ------------------ას თვალზე და ყელზე ჰქონდა დაზიანებები მიყენებული, რის გამოც, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა გ------------------ა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება დაზარალებულის მეუღლის, მოწმე მ--–--------------ის ჩვენებით.

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხულმა მოწმეებმა: ზ---------მა, ხ------------------ემ, ზ-------------–---–მა, ნ-----–------------ემ, ზ--------–--–--ამ, გ-------–------------ემ დადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ე-–----------------ის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით და პირის ამოცნობის ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ე-–----------------მა ჩაიდაინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე-–----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე-–----------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ე-–--- მ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ე-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 აპრილიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ე-–----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხა 9.5 ლარის ოდენობით და 10 თ--------–---–------------------ ფირმის ბარათები, ყურსასმენები, სანთებელა და კრიალოსანი, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ე-–----------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ე-–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მასში მოთავსებული თანხით 25 ლარის ოდენობით, მეტრომანის ბარათი, ე.წ. „კუსაჩკა“, სამი ცალი ფურცლის ნაჭერი, მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ე-–-------------ს.

- ე-–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული ფეხსაცმლის ბედი, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

- გ------------------ასგან ამოღებული ტანსაცმელი, სპორტული ზედა, მოსაცმელი და შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დისკი, მასში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი