განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050607
ინსტანცია
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050607

საქმე № 1ბ/1122-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ნ----------–ის

ადვოკატ - თ--------------–---–ის

მსჯავრდებულ - რ--------------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:

რ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------; რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------–-----------------------–-, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 16 აგვისტოს, თბილისში ქ-----------–-----------------------ში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ--------------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას დედას ო-–------------–---–ს და მამას ე------------------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ო-–------------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავის, ფეხის და ტანის არეში, ხოლო ე------------------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ფეხისა და ხელის არეში, რის შედეგადაც ე------------------–---–მა და ო-–------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულ რ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის მკაცრი, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ ჰქონია სისტემატიური ხასიათი, ის მხოლოდ ერთჯერადად განხორციელდა. აპელანტის აზრით, სახეზეა ყველა პირობა, რომ რ--------------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

მსჯავრდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. რ--------------–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების - ე------------------–---–ის და ო-–------------–---–ის დაკითხვის ოქმები, მოწმეების - რ-------------–--ის და გ----------------–-–---–ის დაკითხვის ოქმები, პატაკი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულის ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რ--------------–---–ს თბილისი საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით /2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია/, აღნიშნული ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება აპელანტთა აპელირებას იმაზე, თითქოს მსჯავრდებულის მიერ მსგავსი ქმედება, ოჯახის წევრების მიმართ წარსულში არ განხორციელებულა, აღნიშნულს პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან 2017 წლის 17 აგვისტოს რ--------------–---–ის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, დედის ო-–------------–---–ის და მამის ე------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

რ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

რ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 16 აგვისტოდან.

რ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გაუქმებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე