განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001618948 (3/ბ-672-17 წელი)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ლ-------------ე, დ------------–--ე, გ-----------–-----ე, ა-–--–----------ე, შპს ,,მ–--------–--ს” დირექტორი ო.დ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოსარჩელე - ა----------–--ე
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინება
საქმის გარემოებებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2016 წლის 06 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა----------–--ემ მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ამავე სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, იშუამდგომლა ბ-–--------–--ის, ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, დ------------–--ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს" საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განჩინებით, ა----------–--ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 24 ივლისს ბ-–--------–--ემ, ლ-------------ემ, დ------------–--ემ, გ-----------–-----ემ, დ------------–--ემ, ა-–--–----------ემ და შპს ,,მ–--------–--მ’’ შუამდგომლობით მიმართვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქმეში მესამე პირებად ჩაბმა მოითხოვეს, იმ მოტივით რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო მათ მიმართ (ს.ფ. 291, ტ.1 ).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, ბ-–--------–--ის, ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, დ------------–--ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს'' შუამდგომლობა წინამდებარე საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დარჩა განუხილველი.
2017 წლის 11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართეს ლ-------------ემ, დ------------–--ემ, გ-----------–-----ემ, ა-–--–----------ემ, შპს ,,მ–--------–--მ’’, ბ-–--------–--ემ და დ------------–--ემ.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ამდენად ის ფაქტი, რომ ა----------–--ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, ა-–--–----------ის, ბ-–--------–--ის, დ------------–--ის და შპს ,,მ–--------–--ს’’ საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე, არ ართმევს მათ უფლებას მოითხოვონ საქმეში მესამე პირად ჩაბმა, რაც სასამართლოს არსებითად უნდა განეხილა. მარტო იმაზე მითითება, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა არ იყო საკმარისი განმცხადებელთა მოთხოვნის უარსაყოფად. განმცხადებლები აკმაყოფილებდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეში მესამე პირებად ჩაბმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 04 იანვრის განჩინებით ბ-–--------–--ის და დ------------–--ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს’’ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372–ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
2016 წლის 06 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა----------–--ემ მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 0----------–-–----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შეწყდა აღნაგობის უფლება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
საქმეში წარმოდგენილი 0----------–-–----- ბრძანებით ირკვევა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა’’ და ,,ე.ე.“ ქვეპუნქტების. 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე - შეწყვეტილად ჩაითვალა:
1.1. ქ.ბათუმში, ზ----------------------- სექტორში მდებარე 60.0 კვ.მ.მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0----------- (04.10.2011 წლიდან დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით 0-----------)) რეგისტრაცია შპს ,,მ–--------–--ს“ აღნაგობის უფლება, 2015 წლის 16 ივლისიდან;
1.2. ქ.ბათუმში, ზ----------------––---- სექტორში მდებარე 60კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-----------) რეგისტრირებული შპს ,,მ------ის“ აღნაგობის უფლება, 2015 წლის 03 ივნისიდან;
1.3. ქ.ბათუმში, ზ----------------––-------------ის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-----------) რეგისტრირებული ბ-–--------–--ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 29 აგვისტოდან.
1.4. ქ.ბათუმში, ზ----------------------- სექტორში მდებარე 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0----------- (დაზუსტებული ს/კ. 0-----------)) რეგისტრირებული დ----------–--ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 16 ივნისიდან;
1.5. ქ.ბათუმში, ზ-----------------–-------------------–ის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0----------- რეგისტრირებული დ------------–--ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 01 სექტემბრიდან;
1.6. ქ.ბათუმში, ზ----------------––------------- ,,გ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0----------- რეგისტრირებული ლ-------------ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 01 სექტემბრიდან;
1.7. ქ.ბათუმში, ზ----------------–------------ის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0----------- რეგისტრირებული ა----------–--ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 29 აგვისტოდან;
1.8. ქ.ბათუმში, ზ----------------––-------------------------------–ის მიმდებარედ 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ.0-----------) რეგისტრირებული მ-----–-----–--ას აღნაგობის უფლება, 2015 წლის 07 დეკემბრიდან;
1.9. ქ.ბათუმში, ზ----------------–-------–---–----ის მდებარე ტერიტორიაზე 117 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-----------) რეგისტრირებული ა-–--–----------ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 29 აგვისტოდან;
1.10. ქ.ბათუმში, ზ----------------––--------–---–ის ქუჩის მდებარედ 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-----------) რეგისტრირებული თ---------–-----ის აღნაგობის უფლება, 2015 წლის 29 აგვისტოდან;
1.11. ქ.ბათუმში, მ------–----------–---------–--------------------------ის მდებარე ტერიტორიაზე მდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-----------) რეგისტრირებული შპს ,,ი------“ აღნაგობის უფლება, 2015 წლის 23 მარტიდან;
ეთხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ნივთებზე ამავე პუნქტში მითითებულ პირთა აღნაგობის უფლების შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება.
ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,თვითმმართველი ქ.ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ,,თვითმმართველი ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 23.07.2012 წლის N02/360 ბრძანება.
ა----------–--ემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბ-–--------–--ის, ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, დ------------–--ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს" საქმეში მესამე პირებად ჩაბმის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განჩინებით ა----------–--ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 24 ივლისს ბ-–--------–--ემ, ლ-------------ემ, დ------------–--ემ, გ-----------–-----ემ, დ------------–--ემ, ა-–--–----------ემ და შპს ,,მ–--------–--მ’’ შუამდგომლობით მიმართვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქმეში მესამე პირებად ჩაბმა მოითხოვეს, იმ მოტივით რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო მათ მიმართ (ს.ფ. 291. ტ.1 ).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, ბ-–--------–--ის, ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, დ------------–--ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს'' შუამდგომლობა წინამდებარე საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დარჩა განუხილველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმის საკითხი. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ანუ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული, საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირი არის ისეთი პირი, რომელიც სადავო სამართალურთიერთობასთან უშუალო კავშირში იმყოფება და სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქ.ბათუმის მთავრობასა და კერძო საჩივრის ავტორებს (შუამდგომლობის აღმძვრელ პირებს) შორის 2005-2006 წლებში გაფორმდა იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულებები ქ.ბათუმში ზღვისპირა პარკის სხვადასხვა სექტორში მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ 10 წლის ვადით. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებმა (კერძო საჩივრის ავტორებმა) რომლებიც აგრძელებენ სარგებლობას, მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა 0----------–-–----- ბრძანება.
0----------–-–----- ბრძანებით შეწყვეტილად ჩაითვალა: მოსარჩელე ა----------–--ის სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება მიწის ნაკვეთზე ს/კ. 0-----------, ასევე კერძო საჩივრის ავტორების: შპს ,,მ–--------–--ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება ს/კ-ზე 0-----------; დ------------–--ის სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება ს/კ-ზე 0-----------; ლ-------------ის სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება ს/კ-ზე 0-----------; ა-–--–----------ის სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება ს/კ-ზე 0-----------; თ---------–-----ის (მემკვიდრე გ-----------–-----ე) სასარგებლოდ რეგისტრირებული აღნაგობის უფლება ს/კ-ზე 0-----------;
როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელი სასამართლოში 0----------–-–----- ბრძანების ბათილად ცნობის (ნაწილობრივ ბათილად ცნობის) მოთხოვნით შეიტანა მხოლოდ ა----------–--ემ, შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის (აღნაგობის უფლების შეწყვეტა) მონაწილენი არიან ა----------–--ე და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
სხვა პირებს მათ შორის კერძო საჩივრის ავტორებს, უფლება აქვთ საკუთარი უფლებების დასაცავად დამოუკიდებლად მიმართონ სასამართლოს და მათი საქმეში მესამე პირად ჩაბმის ვალდებულება (ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე) სასამართლო არ გააჩნია.
სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემული დავა სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დებულებების გამოყენება დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ-------------ის, დ------------–--ის, გ-----------–-----ის, ა-–--–----------ის და შპს ,,მ–--------–--ს’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განჩინება;
3. კერძო საჩივარაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე