განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002294976
(1/ბ-154-18წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - გურჯანა ტაბეშაძის,ადვოკატის - ნანა სოხაძის,მსჯავრდებულის - შ--–---–----–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-----------------–----–----ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 02 აგვისტო, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ვანი, სოფელი გორა,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ--–---–----–----ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ.ქუთაისში, ი----------- გამზირი N15-17-ში მდებარე, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა შ--–---–----–----ემ, 2016 წლის 20 დეკემბერს, არასრულწლოვანი შვილის ნ--------–----–----ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ--------–-------ას. რის გამოც, შ--–-----–----–----ის ქმედების შედეგად ნ------–-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით:
შ--–---–----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შ--–---–----–----ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში 2016 წლის 20 დეკემბრიდან - 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 45 საათით და საბოლოოდ შ--–---–----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 355 (სამასორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
შ--–---–----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გურჯან ტაბეშაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ--–---–----–----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი. შ--–----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი, ხოლო ძალადობრივი ქმედება განსაკუთრებით სახიფათოა, რომლებიც ოჯახში ხდება. ამასთან ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში ახასიათებს განმეორებითობა. სწორედ ამიტომ პრევენციის მიზნით აუცლებელია მკარი რეაგირება. დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
აპელანტი - მსჯავრდებულ შ--–---–----–----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნანა სოხაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი და შ--–---–----–----ის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ნ------–-------ას და არასრულწლოვან ნ------–----–----ის ჩვენებებზე. როცა საქმეში უამრავი პირდაპირი მტკიცებულება იქნა გამოკვლეული, რომლებიც აბათილებდა მათ ჩვენებებს. მოწმეებმა ნ------–-------ას მეგობარმა და ნათესავებმა მ------–--------ემ, ი-----–--------ემ და რ----------------–---მა, რომლებმაც მხოლოდ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაიცნო მსჯავრდებული შ--–---–----–----ე მანამდე მათან არანაირი შეხება და ნაცნობობა არ ქონია, სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ნ------–-------ას მარცხენა თვალბუდესთან არსებული დაზიანების მიყენების ფაქტი და ასევე ნ-----ს განზრახვა, თუ როგორ ემუქრებოდფა შ--–---–----–----ეს დაჭერით, რათა ბავშვებზე ნ--------------ი შ----–------ბზე აეღო სრული მეურვეობა და ამისათვის ხელის შემშლელის თავიდან მოშორებას დაჭერით როგორ აპირებდა. შ--–---–----–----ეს ნ------–-------ასთვის არც დაურტყამს, არც ხელი უკრია, არც სახე ჩამოუკაწრავს და იმ დროს არანაირი დაზიანება არ მიუყენებია. შ--–---–----–----ემ სასამართლო პროცესზე აჩვენა, რომ ნ-----ს დანახვისთანავე შეამჩნია, რომ ჰქონდა დაზიანება მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში. დაზიანება მიყენებული ქონდა მსჯავრდებულის მისვლამდე წინა საღამოს მ-----–--------ის მიერ. მოწმე მ-----–--------ე თავად ამბობს, რომ ,,ჩამოვკაწრე სისხლი წამოუვიდაო”, რასაც ადასტურებს ი-----–----------ე და რ----------------–---ი. ამდენად მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ შ--------ს მარცხენა თვალბუდის არეში დაზიანება მიაყენა მ-----–--------ემ, ხოლო წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბავშვების გამო დავა წლებია მიმდინარეობს ნ------–-------ას და შ--–---–----–----ეს შორის, ასევე გამოიკვეთა, რომ ნ-----ს არანაირი პირობები ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის არ გააჩნია და მისი მიზანია ამათხოვროს ბავშვები და ისე ირჩინოს თავი. დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს შ--–---–----–----ის უდანაშაულობას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გურჯან ტაბეშაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულს შ--–---–----–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნანა სოხაძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ------–-------ას ჩვენების თანახმად, შ--–---–----–----ესთან 2002 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ი---- და ნ------–----–----ეები, იგი მეუღლესთან ამჟამად არ ცხოვრობს. ყოფილ მეუღლესთან შ--–---–----–----ესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს, თავის არასრულწლოვან შვილთან ნ------–----–----ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. რა დროსაც, მათთან მივიდა შ--–---–----–----ე, იმის გამო, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ნ------–----–----ემ, წინა დღეს დაურეკა მას სკოლის საბუთების თაობაზე და არა იმის გამო, რომ ბავშვები იყვნენ ცუდად ან ითხოვდნენ მამისაგან დახმარებას. როდესაც გააღო სახლის კარები იქ დახვდა შ--–---–----–----ე, ადასტურებს, რომ თავი ვერ შეიკავა და ყოფილი მეუღლის დანახვაზე დაიწყო ყვირილი, ხოლო შ--–---–----–----ემ ამ დროს მკერდის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, დარტყმის შედეგად შ-------- წაიქცა და თავი ჩამოარტყა იქვე არსებულ მაგიდის კიდეს. ამ ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი მათი 11 წლის შვილი ნ-------–----–----ე. აღნიშნული დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. მოწმე განმარტავს, რომ მისი ყოფილ მეუღლე შ--–---–----–----ე არის მოძალადე და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითებს იმას, რომ მსჯავრდებული წარსულში რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ძალიან დიდი ხანი აქვს ციხეში გატარებული. მოწმე განმარტავს, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ ბრალდებული ხშირად იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--------ს მეზობლებს უხდიდა ფულს, რათა მათი პატივისცემა მოეპოვებინა და მეზობლებს ნაკლები ყურადღება გამოეჩინათ საბანოვას მიმართ. მოწმე ნ. შ-------- ადასტურებს, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა მისი შვილის ნათლიის მ-----–--------ის ოჯახში, რა დროსაც, მ-----–--------ის ახლობლის ტელეფონით მისმა შვილმა, ნ------–----–----ემ ნამდვილად დაურეკა ბრალდებულს შ--–---–----–----ეს, რომ ჩასულიყო მასთან და მიეტანა საბუთები სკოლის საქმესთან დაკავშირებით. 2016 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა თავად შ--–---–----–----ემ. რის გამოც, მათთან მივიდა საპატრულო ეკიპაჟი და ისინი დაკითხეს პოლიციის განყოფილებაში. ასევე, პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა მისი არასრულწლოვანი შვილი ნ------–----–----ე მისი დასწრების გარეშე. ხოლო, რაც შეეხება შ--------ს გამოკითხვას, მასზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული იქნა მხოლოდ 2016 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ფაქტის ირგვლივ.
მოწმის სახით დაკითხული სოციალური სამსახურის თანამშრომელის მ----------------ას ჩვენების თანახმად, იგი არის სოციალური მუშაკი, რის გამოც, ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილებაში ესწრებოდა არასრულწლოვან ნ------–----–----ის დაკითხვას და იყო არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი. არასრულწლოვნის გამოკითხვამ ჩაიარა ყველა საპროცესო ნორმის სრული დაცვით. არასრულწლოვანი მოწმეზე დაკითხვის პროცესში რაიმე ზეწოლას დაშინებას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ როდესაც იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, იქვე მყოფმა არასრულწლოვნის დედამ ნ------–-------ამ ხმამაღლა გამოხატა მის მიმართ უნდობლობა. მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს მისი დაწყნარება და აღნიშნულს რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებია არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესისათვის. ნ------–-------ას მხრიდან მის მიმართ უკმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ მას მანამდეც, როგორც სოციალურ მუშაკს შეხება ჰქონდა ამ ოჯახთან და ნ------–-------ა უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ სასამართლომ თავის დროზე ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის - შ--–---–----–----ის სახლი აირჩია. განმარტავს, რომ არასრულწლოვან ნ------–----–----ეს ჩამოყალიბებული აზროვნება აქვს და იგი სწორად აღიქვამს ფაქტებს. ნ------–----–----ესგან მისთვის ცნობილია, რომ ამ უკანასკნელ სურს დედასთან ცხოვრება და არ სურს მამის მზრუნველობა. მოწმის განმარტებით, მას თავის დროზე ჰქონდა შენიშვნები ნ------–-------ას მიმართ, რადგანაც, არასრულწლოვან ნ------–----–----ეს ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, დედა - ნ------–-------ა არ აქცევდა შვილს სათანადო ყურადღებას.
მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლის თ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ, ი-–-------------- გამზირის N15 საცხოვრებელ კორპუსში იყო ოჯახური კონფლიქტი. ადგილზე გავიდა პოლიციის ოპერატიული ჯგუფი, რომელთაც განყოფილებაში მიიყვანეს ნ----- შ-------- და შ--–---–----–----ე. ნ------–-------ამ განაცხადა, რომ ის მისმა ყოფილმა მეუღლემ შ--–---–----–----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცემა. გამოძიება დაიწყო სსკ 1261 მუხლით. მოწმის განმარტებით, გამოკითხული იქნა შ--–---–----–----ე მისი ყველა უფლების დაცვით, ასევე, ყველა უფლების განმარტებისა და კანონის დაცვით გამოკითხული იქნა ნ------–-------ა. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის დროს ნ------–-------ას აღენიშნებოდა დაზიანება თვალბუდის არეში.
მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვან ი---- შ----–----ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში იმყოფებოდა მამასთან - ბრალდებულ შ--–---–----–----ესთან ერთად საყიდლებზე, როდესაც სამგზავრო ,,მარშუტკით“ მგზავრობდნენ, მამამისს ტელეფონზე დაურეკა უცხო ნომერმა, აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა ვინმე მ-----–--------ეს და ამ უკანასკნელმა უთხრა მის მამას, რომ ,,შენი შვილი ნ------–----–----ე არის ჩემთან, დედა არ უვლის და არის უპატრონოდ მიტოვებული. ასევე, აქვს სიცხე ჩამოდი და წაიყვანეო“. შემდეგ მ-----–--------ემ ალაპარაკა ნ------–----–----ეც, რომელმაც უთხრა ზუსტი მისამართი, თუ სად უნდა მისულიყო და წამოეყვანა იგი. მეორე დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს მამამისი წავიდა მოწმის დის - ნ------–----–----ის წამოსაყვანად, როდესაც ი. შ----–----ე სკოლიდან დაბრუნდა გაიგო, რომ მამამისი შ--–---–----–----ე დაკავებული იყო. მოწმე განმარტავს, რომ ამის შემდეგ დაურეკა მის დას ნ------–----–----ეს და ჰკითხა თუ რა მოხდა, ამ უკანასკნელმა აუხსნა, რომ ,,დედამ და მამამ იჩხუბეს და მამა წაიყვანესო“. მოწმის განმარტებით, ზაფხულში, როდესაც მათთან ჩავიდა მისი და ნ------–----–----ე, დამ ნ------–----–----ემ მოუყვა რომ ,,მამა როდესაც სახლში მოვიდა დედასათვის ხელი არ უკრია და არ წაქცეულა, ხოლო, პოლიციას ვუთხარი ის რისი თქმაც დედამ დამავალაო“. ამის შემდეგ მამამ- შ--–---–----–----ემ თხოვა ნ----ას, რომ მხოლოდ სიმართლე ეთქვა, თუმცა ნ------ მამას უპასუხა, რომ ,, მე კი ვიტყვი სიმართლეს მაგრამ, შემდეგ დედა, რომ დაიჭირონო“. მოწმის განმარტებით, ალბათ მის დედას ნ------–-------ას იმიტომ სურს მისი მამის შ--–---–----–----ის დაკავება, რომ შემდეგ თვითონაც წაიყვანოს მასთან და შვილების ,,მათხოვრობით“ ირჩინოს თავი. განმარტავს, როდესაც დედის დაუკითხავად ჩადიოდა მათთან ნ------–----–----ე მამა შ--–---–----–----ე სულ ატყობინებდა პოლიციას ამის შესახებ, რომ შემდეგ ,, შარი არ მოედოთ მისთვის“. ხოლო, რაც შეეხება მისი დედის ნ------–-------ას სხეულზე არსებულ დაზიანებებს ისინი მისი დის განმარტებით ნ----- შ--------ს მიუღია წინა დღეს მ-----–--------ესთან ჩხუბის დროს, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ჩხუბი მომხდარა იმის გამო, რომ მ-----–--------ე მოუწოდებდა საბანოვას ნ----ა სახლში წაეყვანა და შესაბამისი ყურადღება დაეთმო შვილისთვის.
მოწმის სახით დაკითხულ რ----------------–---ის ჩვენების თანახმად, იგი შეესწრო მ-----–--------ის ოჯახში ამ უკანასკნელისა და ნ------–-------ას ჩხუბს. კერძოდ, არასრულწლოვანი ნ------–----–----ე არ მიჰყვებოდა მის დედას ნ--------–-------ას. დედა-შვილს შორის არსებულ კამათში ჩაერია მ-----–--------ძე, რომელსაც ნ----- შ--------მ დაარტყა ხელი, ამ დროს მაყვალამაც თავდაცვის მიზნით სახეზე ჩამოკაწრა მას, ამ დროს, ბავშვი გაიქცა გარეთ, რომელსაც უკან გაჰყვა მ-----–--------ე და მოაბრუნა სახლში. არასრულწლოვანი ნ------–----–----ე ითხოვდა მამასთან დაკავშირებას და ტიროდა. მოწმის განმარტებით, ნ------–----–----ე მისი ტელეფონიდან დაუკავშირდა მამამისს შ--–-----–----–----ეს და სთხოვა წაეყვანა მასთან სახლში, რადგან არ შეეძლო დედასთან გაჩერება. მას ხშირად უნახავს მ-----–--------ის სახლში ნ------–-------ა და მისი შვილი ნ------–----–----ე, რომლებიც ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. ნ--------–-------ასა და მის არასრულწლოვან შვილს ნ------–----–----ეს შორის კონფლიქტს ადგილი ქონდა მ-----–--------ის საცხოვრებელი სახლის მისაღებში. ნ------–-------ამ ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად მისი შვილი მაინც წაიყვანა. იგი შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც მ-----–--------ემ თქვა, რომ ,,–--–-- არ მოვიდეს თორემ ნ----- დაიჭერსო“.
მოწმის სახით დაკითხულ ი-----–----------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 18 დეკემბერს დედა-შვილი ნ----- შ-------- და ნ-------–----–----ე (რომლის ნათლიაც არის), იმყოფებოდნენ მასთან სახლში, რა დროსაც, ნ------–----–----ე სთხოვდა დედას, რომ ეყიდა მისთვის ახალი ტანსაცმელი, რამაც წარმოშვა დედა-შვილს შორის კონფლიქტი და იგი ხედავდა როგორ ურტყამდა ნ------–-------ა შვილს ნ------–----–----ეს ხელებს თავში. მათი გაშველების მიზნით, მისმა მეუღლემ მ-----–--------ემ მოუწოდა ნ------–-------ას შეეწყვიტა ბავშვის ცემა. რაზედაც, ნ------–-------ამ უპასუხა რომ ,,მისი საქმე არ იყო სცემდა თუ არა იგი თავის შვილს“. რაზედაც, ს------მ უსაყვედურა ნ------–-------ას ასეთი საქციელის გამო. საპასუხოდ კი ნ------–-------ამ ს------ს სახეში ჩაარტყა ხელი და წვდა თმებში, ამ დროს თავად მ-----–--------ემ ნ-----ს ჩამოკაწრა სახეზე, რის გამოც, ამ უკანასკნელს სისხლი წამოუვიდა. იქვე მყოფმა ნ------–----–----ემ ტელეფონი გამოართვა მათთან სტუმრად მყოფ რ----------------–---ს და ამ უკანასკნელის ტელეფონით დაუკავშირდა მამას, შ--–---–----–----ეს და სთხოვა ჩამოსულიყო და წაეყვანა იგი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი შ--–---–----–----ემ მის შვილს უთხრა, რომ იმ დღეს ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და მის წასაყვანად ჩამოვიდოდა მეორე დღეს. მოწმის განმარტებით, იგი შეესწრო ასევე, ნ------–-------ას მხრიდან მისი შვილის ი---- შ----–----ის ცემის ფაქტსაც. რა დროსაც, ი---- შ----–----ემ უთხრა დედას, რომ ,,არ დადგებოდა ეკლესიასთან სამათხოვროდ, სადაც დედამისი უშვებდა მათ“. განმარტავს, რომ მას შ--–---–----–----ე სრულიად უდანაშაულოდ მიაჩნია, რადგანაც, ნ------–-------ასაგან ხშირად ისმენდა, რომ იგი შ--–---–----–----ეს აუცილებლად დაიჭერდა და ალიმენტს დაანიშვნინებდა. თუ რის გამო ამბობდა ამას ნ------–-------ა მისთვის უცნობია. მისთვის უცნობია სცემა თუ არა შ--–---–----–----ემ ნ------–-------ას.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–--------ემ და განმარტა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს მათთან სტუმრად მყოფ დედა-შვილს ნ------–-------ასა და ნ-------–----–----ეს შორის ადგილი ჰქონდა ჩხუბს. იგი შეეცადა განემუხტა სიტუაცია თუმცა, ნ------–----–----ე სახლიდან თოვლში გაიქცა შიშველი ფეხებით. მან შეძლო ბავშვის უკან, სახლში დაბრუნება, თუმცა კარებთან დახვდათ ნ------–-------ა და ისევ დაუწყო ნ------–----–----ეს ცემა. მოწმე განმარტავს, რომ ნ------–----–----ე მათთან სტუმრად მყოფი რ----------------–---ის ტელეფონით დაუკავშირდა მამას შ--–---–----–----ეს და სთხოვა ჩამოსულიყო მის წასაყვანად, რადგან აღარ შეეძლო დედასთან გაჩერება. აღნიშნულის საპასუხოდ ნ------–-------ამ შვილს თმებში სწვდა და დაუწყო ყვირილი. მოწმის განმარტებით, იგი ისევ შეეცადა სიტუაციის ,,განმუხტვას“ და უხსნიდა ნ------–-------ას, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა თუმცა, ნ------–-------ამ ამის საპასუხოდ მას დაუწყო ხელებით ცემა ხოლო მ-----–--------ემ თავდაცვის მიზნით ხელით ჩამოკაწრა სახეზე ნ------–-------ას. ამის შემდეგ ნ------–----–----ე გაჰყვა დედას სახლში. მეორე დღეს მას დაუკავშირდა შ--–---–----–----ე და ჰკითხა თუ სად უნდა მისულიყო შვილის წასაყვანად, რაზედაც უპასუხა, რომ ნ------–-------ას მათი შვილი უკვე წაყვანილი ჰყავდა სახლში.
მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვან ნ------–----–----ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს თავის დედასთან ნ------–-------ასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში. როდესაც, მისმა დედამ ნ------–-------ამ გააღო სახლის კარები მან კარებთან ,,ჩაცუცქულ“ მდგომარეობაში დაინახა მისი მამა- ბრალდებული შ--–---–----–----ე. რომელიც დედის ნ------–-------ას დანახვაზე წამოდგა ფეხზე და ხელი ,,უჯიკავა“ მის დედას ნ------–-------ას, რა დროსაც, ეს უკანასკნელი გადავარდა უკან და სახე ჩამოარტყა იქვე არსებულ მაგიდის კიდეს.
დასახმარებლად მისულმა ნ------ დედას სახეზე ნაკაწრი შენიშნა. შ--–---–----–----ემ დატოვა იქაურობა. ამ ფაქტიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ისინი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ადასტურებს, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, 2016 წლის 19 დეკემბერს, მის დედასთან ნ------–-------ასთან ერთად იმყოფებოდა მისი ნათლიის ოჯახში. იქ ყოფნის დროს დაურეკა მამამისს შ--–---–----–----ეს და სთხოვა გამოეგზავნა მისთვის საბუთები, რომელიც სკოლისათვის იყო საჭირო. განმარტავს, რომ მისი ნათლიის ოჯახში ყოფნის დროს დედას ნ------–-------ასა და მ-----–--------ეს შორის რაიმე სახის დაძაბულ ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.
მოწმის სახით დაკითხულ შ--–---–----–----ის განმარტებით, დაზარალებული ნ------–-------ა არის მისი ყოფილი მეუღლე. რომელიც არის კონფლიქტური. მათ შორის, განქორწინების შემდეგ, სასამართლოში იყო დავა შვილების მიკუთვნების თაობაზე. სასამართლომ დედას ნ------–-------ას გამოუყო ბავშვების ნახვის დღეები, რისი წინააღმდეგიც არის მისი ყოფილი მეუღლე. 2016 წლის 19 დეკემბერს საღამოს საათებში თავის არასრულწლოვან შვილთან ი---- შ----–----ესთან ერთდ იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, რა დროსაც, მას ტელეფონზე დაურეკა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. რომელმაც უთხრა, რომ იყო მ-----–--------ე, მისი შვილი ნ------–----–----ე იყო ავად და წაეყვანა იგი. შ----–----ე, ელაპარაკა მის შვილს ნ------–----–----ესაც ტელეფონის საშუალებით, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ.ქუთაისში, თ------------- ქუჩა N31-ში და თხოვდა სახლში წაყვანას. მოწმის განმარტებით, იგი მეორე დღეს, 20 დეკემბერს დილის საათებში, მისი შვილის ნ------–----–----ის წასაყვანად მივიდა ყოფილი მეუღლის- ნ------–-------ას სახლში. როდესაც ამ უკანასკნელმა კარები გამოაღო, ატეხა ყვირილი. შ--–---–----–----ე გაეცალა მის ყოფილ მეუღლეს და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. განმარტავს, რომ მას ნ------–-------ასთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მიუთითებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე განზრახ უწყობს ,,შანტაჟს“, რომ მოხდეს მისი დაკავება და შვილები დარჩეს მასთან.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ----------------–-–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ,,20.12.16წ. 16:54-17:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის მოქ. ნ------–-------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება, სისხლნაჟღენთის სახით განვითარებული რაიმე-მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“. ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ,,შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2016 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე ქ. ქუთაისში ი-----------ს გამზირზე N15|17- ში საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება ყოფილ მეუღლესთან შ--–-----–----–----ესთან, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა“ დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირი
,,პირადი გასინჯვის მონაცემებით: უჩივის ტკივილს თვალ ბუდის მიდამოში, მარცხენა თვალ ბუდის მიდამოში, ქვემო ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. ზომით: 0.6x0,2სმ-ზე.“ შემოწმების დროს ნ--–--------მ განაცხადა, რომ საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ შ--–---–----–----ემ.
საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N3154462) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა შ--–---–----–----ისგან.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–---–----–----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია.
როგორც საქმის გამოკვლეული მასალებით დგინდება შ--–---–----–----ეს სასამართლოს მხრიდან მინიჭებული აქვს უფლება იმის შესახებ, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა მასთან ერთად იცხოვრონ, დადგენილია ისიც, რომ ბავშვებთან ურთიერთობისათვის ნ------–-------ას მხოლოდ გარკვეული დღეები აქვს განსაზღვრული, საქმის მასალებიდან დასტურდება ასევე, რომ ნ------–-------ას არ ახასიათებს დადებითად სოციალური სამსახური, რომელსაც ვალდებულება აქვთ იყოს არასრულწლოვანთა ინტერესების დამცველი.
ნ------–-------ას ჩვენება სასამართლოსათვის ერთმნიშვნელოვნად არაა გასაზიარებელი, რადგანაც მისი სისწორე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით. კერძოდ: მოწმე მ-----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ--------ს უკმაყოფილება და ჩხუბი მოუხდა თავად მასთან, დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა, ს------მ შ--------ს თავდაცვის მიზნით სახეც კი ჩამოკაწრა, იგივე დაადასტურა სვანიძის მეუღლემ ი-----–----------ემაც, ასევე ნეიტრალურმა მოწმემ რ----------------–---მა. დადგენილია ისიც, რომ კონფლიქტის მიზეზი შ--------ს მხიდან შვილის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობა და დედის მოვალეობის შეუსრულებლობა იყო. საგულისხმოა, რომ ეს ფიზიკური დაპირისპირება შ--–---–----–----ის დაკავებამდე, ერთი დღით ადრე მოხდა.
სააპელაციო სასამართლო მსჯელობას იქონიებს ასევე მოწმე ნ------–----–----ის ჩვენების ირგვლივაც. მართალია ნ. შ----–----ე აცხადებს, რომ მ-----–--------ესთან დედას ჩხუბი არ მოსვლია და დაზიანებები მამამ მიაყენა შ--------ს, თუმცა აქვე საყურადღებოა მისი ძმის ი---- შ---–-–---ძის ჩვენებაც, რომელიც ხსნის ნ------–----–----ის ემოციურ განწყობას მომხდარი ფაქტის ირგვლივ და მის სურვილს დაიცვას დედა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწმეები აღწერენ ნ------–-------ას მხრიდან შვილზე, ნ------–----–----ეზე ფიზიკური ზემოქმედების შესახებაც. დედის მხრიდან კონფლიქტურობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობაზე სასამართლოს ჩვენება მისცა სოციალურმა მუშაკმა მოწმე ღ-----მაც. სწორედ ამ გარემოებათა ერთობლი----თ სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------–----–----ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საქმის მასალებიდან ასევე დასტურდება, რომ შ--–---–----–----ე ნამდვილად მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში შვილის, ნ------–----–----ის სანახავად, თავად განაცხადა იმის შესახებაც, რომ მეუღლის წინააღმდეგობის დასაძლევად მას ხელი ჰკრა, თუმცა დაზიანებები მისთვის არ მიუყენებია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ არასრულწლოვანი მოწმე ი---- შ----–----ის ჩვენებით დასტურდება ნ------–----–----ის სურვილი სასამართლოსთვის სწორი ჩვენების მისაცემად, თუმცა ეშინოდა იმის, რომ დედას დააპატიმრებდნენ.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ი-----–----------ე, რ----------------–---ი და მ-----–--------ე ირიბი მოწმეები არიან. პალატა მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ისეთი ფაქტის ირიბ მოწმეებად მივიჩნიოთ პირები, რომლებიც ჩვენებას არა ამ ფაქტზე, არამედ სრულიად სხვა ფაქტის შესახებ აძლევენ. ი.კ-------ე მ.ს------ და რ.ი-----–---ი აღწერენ ჩხუბის დეტალებს მ-----–--------ის სახლში, კერძოდ კი გადმოსცემენ ამბავს შ--------სა და სვანიძის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რა დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო ნ------–-------ამ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამ მოწმეთა ჩვენებები არა ირიბი მტკიცებულებებია, არამედ იმ ეჭვის არსებობის საფუძველია, რომლის გაქარწყლება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ მომხდარა. სწორედ ამ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დგება ეჭვქვეშ შ--------სათვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შ--–---–----–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, დაზიანებები რომლებიც გამოხატულია შ--------ს სხეულზე მიყენებულია შ--–---–----–----ის მიერ თუ მ-----–--------ესთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად? ამაზე ეჭვის გამომრიცხავი პასუხი სასამართლოს წინაშე არ გამოვლენილა. მით უფრო რომ პოლიცია შემთხვევის ადგილზე სწორედ შ--–---–----–----ის შეტყობინების შემდეგ მივიდა.
მართალია განსახილველი ქმედების კვალიფიკაციის საფუძველს ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება არ წარმოადგენს და ამიტომ ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე შეიძლება გადაჭარბებული ყურადღების გამახვილება სამართლებრივად გამართლებული არ არის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულის და თვითმხილველი არასრულწლოვანის ჩვენება აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით ნაკლებ გასაზიარებელია, სასამართლოს წინაშე სწორედ ამ შემავსებელი მტკიცებულების წონა და უტყუარობაა მნიშვნელოვანი. თუმცა როგორც უკვე აღნიშნა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა და მისი შედეგები მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შ--–---–----–----ის გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–---–----–----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ შ--–---–----–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნანა სოხაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი შ--–---–----–----ის მიმართ.
შ--–---–----–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნთით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გამართლებულ შ--–---–----–----ეს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
მსჯავრდებულ შ--–---–----–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლამარა შ----–----ეს (პირადი N17001010286) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე