განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2018
საქმის ნომერი
330310016001640568
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001640568

საქმე N3ბ/2267-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ-------- ჯ--------ა;

წარმომადგენელი - გ------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

 

დავის საგანი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №---- ბრძანება, მ-------- ჯ--------ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, მ-------- ჯ--------ას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ-------- ჯ--------ას აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ-------- ჯ--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 02 ნოემბრის №1388 ბრძანებით, მ-------- ჯ--------ა, 2012 წლის 02 ნოემბრიდან, დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მ--------------------------–-------------სის დროებით მოვალეობის შემსრულებლად (ტომი I, ს.ფ. 10).

 

4.2. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2013 წლის 01 ოქტომბრის №---- განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მ--------------------------–-------------სის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მ-------- ჯ--------ა, 2013 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მ--------------------------–-------------სის თანამდებობაზე, 2 თვის გამოსაცდელი (ტომი I, ს.ფ. 11).

 

4.3 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2----–-–---------------------- სხდომის ოქმით, კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს შესათანხმებლად წარუდგინა: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარების გრაფიკი დანართი 1ის შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარების ფორმები, პირობები და საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა დანართი 2ის თანახმად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის პირველი ეტაპის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც საკონკურსო საატესტაციო კომისიის მოსაზრებით მიზანშეწონილია შეადგენდეს მოხელის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%ს, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს (ტომი I, ს.ფ. 133144).

 

მითითებული ოქმის დანართებით დადგინდა, რომ მოხელის შეფასება ხდებოდა ორ ეტაპზე: ტესტირება და გასაუბრება, რომლის შეფასება ხდებოდა ორი კრიტერიუმით: ა) გაწეული საქმიანობის შეფასება (შესაფასებლად გამოიყენება დადგენილი ფორმებით წარმოდგენილი მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათება და მოხელის ინფორმაცია); ბ) დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------------------182 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიას მიეცა თანხმობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის პირველი ეტაპის ტესტირებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარის, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარების ფორმების, პირობების და საკონკურსოსაატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის განსაზღვრაზე, დანართების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 131132).

 

4.4 . 2014 წლის 09 ოქტომბრის მოხელის მიერ გაწეული სამუშაო ანგარიშით დგინდება, რომ მ-------- ჯ--------ამ მონაწილეობა მიიღო განყოფილების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაში, აგრეთვე, იყო ჯგუფის უფროსი სამსახურის მიერ განხორციელებული ბაღების, ხელოვნების სკოლების და სხვა აუდიტორულ შემოწმებებში (ტომი I, ს.ფ. 120.

 

ბადრი გიორგაძის 2014 წლის 10 ოქტომბრის მოხელის დახასიათებით დგინდება, რომ მ-------- ჯ--------ა გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და გუნდური მუშაობის უნარით, არის პრინციპული და პუნქტუალური. 1დან 10მდე სკალაზე მისი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობაზე შეფასდა 8 ერთეულით (ტომი I, ს.ფ. 1213).

 

ინდივიდუალური შეფასების ფორმებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის 6 წევრის მიერ გასაუბრების ეტაპის ორივე ნაწილში ა) გაწეული საქმიანობის შეფასება და ბ) დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება, მ-------- ჯ--------ა შეფასდა უარყოფითად, ხოლო 1 წევრის მიერ „ა“ ნაწილში მან შეფასება მიიღო „კარგი“, ხოლო „ბ“ ნაწილში „დამაკმაყოფილებელი“.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსოსაატესტაციო საპრეტენზიო კომისიამ (საპრეტენზიო კომისია), 2----–-–------------------- სხდომაზე 5 წევრის მონაწილეობით ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მ-------- ჯ--------ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 2932).

 

ამონაწერით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ნოემბრის №---- ბრძანებიდან დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მ--------------------------–-------------სი მ-------- ჯ--------ა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტომი I, ს.ფ. 34)

 

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის №3-------- გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ნოემბრის №---- ბრძანება ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მ-------- ჯ--------ას გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტომი II, ს.ფ. 921).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის №3--------- განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 25 მაისის №3---------- განჩინებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის დაცული გასაუბრების მიმდინარეობის, დასმული შეკითხვებისა და მათზე გაცემული პასუხების ამსახველი მტკიცებულებები, იმ დროს, როდესაც მეორე ეტაპზე მოხელის შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დასმულ შეკითხვაზე მოხელის მიერ გაცემულ პასუხებს (ტომი II, ს.ფ. 2244).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის №ბ---------------- განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის №3---------- განჩინება (ტომი II, ს.ფ. 4647).

 

4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2----–-–-------------------------------- ოქმით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიის თავმჯდომარის მიერ შექმნილიყო სპეციალიზებული კომისია, რომელშიც პროფესიული პრინციპით წარმოდგენილი იქნებოდნენ კომისიის წევრები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურიდან. ამავე ოქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საკადრო რესურსების სამსახურს დაევალა უზრუნველეყო მ-------- ჯ--------ას მოწვევა საკითხის განმხილველ კომისიაზე (ტომი I, ს.ფ. 9699).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2------–-–------------------------------------- ოქმით დგინდება, რომ მ-------- ჯ--------ასთან ჩაატარდა გასაუბრება, რომლის მიმდინარეობაც აისახა აუდიოვიდეო მასალით.

 

დადგენილია, რომ მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ 2016 წლის 02 ნოემბრის სხდომაზე მ-------- ჯ--------ას შეკითხვები დაუსვა მის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობასთან, ასევე, მის ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (ტომი I, ს.ფ. 121130).

 

დადგენილია, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების (დანართი №1) მიხედვით, კომისიის 6მა წევრმა მ-------- ჯ--------ა, გასაუბრების ეტაპზე, ორივე ნაწილში („ა გაწეული საქმიანობის შეფასება“, „ბ დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება) შეაფასეს უარყოფითად; შეფასების ფორმის (დანართი №2) თანახმად, მ-------- ჯ--------ამ მიიღო სპეციალიზებული კომისიის უარყოფითი შეფასება - მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; ხოლო დასკვნის (დანართი №3) შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსოსაატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მ-------- ჯ--------ა არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას (ტომი I, ს.ფ. 112-117).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ, 2016 წლის 09 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №13) მ-------- ჯ--------ას ინდივიდუალური შეფასების ფორმების (დანართი №1), გასაუბრების ამსახველი სხდომის ოქმებისა და კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის საბოლოო შეფასების ფორმის (დანართი №2) საფუძველზე, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მ-------- ჯ--------ას უარყოფითად შეფასების თაობაზე. ამავე ოქმის მიხედვით, კომისიამ დაადგინა, რომ დასკვნის სახით (დანართი №3) მიღებული გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს (ტომი 1, ს.ფ. 109111); (ტომი 1, ს.ფ.103107).

 

4.7 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №---- ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მ--------------------------–-------------სი მ-------- ჯ--------ა, 2014 წლის 17 ნოემბრიდან, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტომი 1, ს.ფ. 55).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ეხებოდა სწორედ ატესტაციის ბოლო ეტაპის გასაუბრების ხელახლა ჩატარებას მ-------- ჯ--------ას მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქმეში დაცული არ იყო გასაუბრების მიმდინარეობის, დასმული შეკითხვების და მათზე გაცემული პასუხების ამსახველი მტკიცებულებები. მიიჩნია, რომ მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის მატარებელი მასალები არ იძლეოდა გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას. სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მ-------- ჯ--------სთან ჩაატარა ხელახალი გასაუბრება და განახორციელა მისი აუდიო ვიდეო ჩაწერა. სასამართლომ ამ უკანასკნელის შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო სპეციალიზებული კომისიის წევრებმა მ-------- ჯ--------ას დაუსვეს შეკითხვები საანგარიშო პერიოდში მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან, ასევე, მის ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩატარებული გასაუბრების ეტაპი წარმართა გამჭირვალედ და ობიექტურად, კერძოდ, განახორციელა გასაუბრების აუდიოვიდეო ჩაწერა, რამაც შესაძლებელი გახადა დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების მიხედვით დადგინდეს, თუ რამდენად ობიექტურად მოხდა მ-------- ჯ--------ას შეფასება. აღნიშნულის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასმული შეკითხვები ემსახურებოდა მ-------- ჯ--------ას დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან ძირითადად ეხებოდა უშუალოდ მის საქმიანობას, რასაც ახორციელებდა დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წევრებს არ ჰქონდათ უფლება დაესვათ პროფესიული შეკითხვები, რადგან ატესტაციის მიზანს წარმოადგენს სწორედ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან, რომლის დადგენა გასაუბრების ეტაპზე პროფესიასთან დაკავშირებული შეკითხვების დასმის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნია, მ-------- ჯ--------ას მითითება მიზანმიმართულად პროფესიულ და თეორიულ შეკითხვებზე პასუხების არგაცემის ანდა პროფესიული დონის შესამოწმებლად მხოლოდ ტესტირებაზე მიღებულ შედეგებზე დაყრდნობის თაობაზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო ატესტაციის შედეგების საფუძველზე. მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ კანონიერად არის გადაწყვეტილება მიღებული და თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.

 

სასამართლომ მ-------- ჯ--------ას სარჩელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №---- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიიჩნია უსაფუძვლოდ. ასევე, დასაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6. მ-------- ჯ--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.1. მ-------- ჯ--------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ მ-------- ჯ--------ას მოთხოვნები შემდეგია: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №---- ბრძანება, მ-------- ჯ--------ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, მ-------- ჯ--------ას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ-------- ჯ--------ას სასარგებლოდ აანაზღაუროს იძულებითი განაცდური, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე მ-------- ჯ--------ას სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში კი მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.

 

უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ნოემბრის №---- ბრძანებით, მ-------- ჯ--------ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში. ამავე სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცალსახაა, რომ იგი ეხებოდა სწორედ ატესტაციის ბოლო ეტაპის გასაუბრების ხელახლა ჩატარებას მ-------- ჯ--------ას მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლომაც სწორედ ზემოაღნიშნულ ნაწილში უნდა შეაფასოს გასაჩივრებული აქტის კანონიერება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსოსაატესტაციო კომისიის 2----–-–---------------------- სხდომის დანართებით დგინდება, რომ მოხელის შეფასება ხდებოდა ორ ეტაპზე: 1. ტესტირება და 2. გასაუბრება, რომლის შეფასება ხდებოდა ორი კრიტერიუმით: ა) გაწეული საქმიანობის შეფასება (შესაფასებლად გამოიყენება დადგენილი ფორმებით წარმოდგენილი მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათება და მოხელის ინფორმაცია); ბ) დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება).

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №1122 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების მე8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ატესტაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) ტესტირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას; ბ) წერითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით და შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს; გ) გასაუბრება, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

 

უდავოა, რომ მ-------- ჯ--------ამ ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება, გადალახა წარმატებით, მაქსიმალური 60 ქულიდან მიიღო 57 ქულა და ამ ნაწილში შეფასდა როგორც - ძალიან კარგი.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის #1182 ბრძანების დანართი #1-ის თანახმად, გასაუბრების ეტაპი შედგებოდა 2 ნაწილისაგან, კერძოდ, გასაუბრება: (შეფასება „ა“) - გაწეული საქმიანობის შეფასება (შესაფასებლად გამოიყენება დადგენილი ფორმებით წარმოდგენილი მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათება და მოხელის ინფორმაცია) და გასაუბრება: (შეფასება „ბ“) - დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება.

 

უდავოა, რომ კომისიის მიერ სამსახურიდან პირველად განთავისუფლებამდე მ-------- ჯ--------ა ზემოაღნიშნულ შეფასება „ა“-ში შეფასდა უარყოფითად, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ამ ნაწილში ინდივიდუალური შეფასებები უკანონო იყო, რადგან ისინი ემყარებოდნენ არა კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებს: დახასიათებას და ანგარიშს, რომლებიც ცალსახად დადებითი იყო, არამედ რაღაც სხვა ინფორმაციას; ასევე, სასამართლოს მიერ აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შეფასება „ბ“-ს აუდიო-ვიდეო საშუალებებით დაუფიქსირებლობის გამო. ამდენად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადჰყოფს, რომ შეფასება „ა“-ს ნაწილთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის თავიდან შესწავლისას ცალსახად დადებითი შეფასება უნდა მოეხდინა; თუმცა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული გასაუბრების შედეგად, კომისიამ მ-------- ჯ--------ას შეფასება „ა“-შიც უარყოფითი შეფასება დაუწერა, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, მოცემული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის მთავარი მიზეზია.

 

ამასთან, კომისიას დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით უნდა გაერკვია მოხელის პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები. კომისიამ დაუსვა სათანადო კითხვები კანდიდატს, თუმცა მან პრინციპული უარი განაცხადა პასუხების გაცემაზე, რაც კომისიის მიერ სრულიად სამართლიანად შეფასდა უარყოფითად, თუმცა ამავე დროს, შეფასება „ბ“-ში უარყოფითი შეფასების გამო კომისიამ იმსჯელა შეფასება „ა“-ზეც და აღნიშნულშიც უარყოფითად იქნა კანდიდატი შეფასებული, რისი უფლებამოსილებაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიას არ გააჩნდა.

 

რომ არა ზემოაღნიშნული დარღვევა, ატესტაციის შედეგების გამო მ-------- ჯ--------ა არ დაექვემდებარებოდა სამსახურიდან განთავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ფორმებისა და პირობების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის განსაზღვრაზე და ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის #1182 ბრძანების #1 დანართის მე-7 მუხლის თანახმად, სპეციალიზებული კომისიის თითოეული დამსწრე წევრი აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, ახდენს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ჯამურ შფასებას..., შემდეგი წესით:

ა) არანაკლებ 2 ძალიან კარგი (არცერთი დამაკმაყოფილებელი ან უარყოფითი) - ძალიან კარგი;

ბ) არაუმეტეს ერთი დამაკმაყოფილებელი (არცერთი უარყოფითი) - კარგი;

გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებულ შეფასებათა ნებისმიერ თანაფარდობა, მხოლოდ მათ შორის არაუმეტეს 1 უარყოფითი - დამაკმაყოფილებელი;

დ) 2 უარყოფითი - უარყოფითი.

 

მე-8 პუნქტის თანახმად, ატესტაციის შესაბამისი ეტაპის დასრულებისთანავე, მოხელის დაუსწრებლად, სპეციალიზებული კომისია, კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, ავსებს სპეციალიზებული კომისიის შეფასების ფორმას შემდეგი სახით:

ა) სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობის შეფასება ძალიან კარგი (არცერთი დამაკმაყოფილებელი ან უარყოფითი) - ძალიან კარგი;

ბ) სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობის შეფასება ნებისმიერი შეფარდებით კარგი და ძალიან კარგი (არცერთი უარყოფითი) - კარგი;

გ) სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობის შეფასება „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ნებისმიერი შეფარდებით დამაკმაყოფილებელი, კარგი და ძალიან კარგი (მაგრამ არაუმეტეს კომისიის დამსწრე წევრთა უმცირესობის უარყოფითი შეფასებისა) - დამაკმაყოფილებელი;

დ) სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობის შეფასება - უარყოფითი - უარყოფითი.

 

ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სპეციალიზებული კომისია იღებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შმაჯამებელ გადაწყვეტილებას:

ა) სპეციალიზებული კომისიის შეფასება - ძალიან კარგი - მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) სპეციალიზებული კომისიის შეფასება - კარგი - მოხელე შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;

გ) სპეციალიზებული კომისიის შეფასება - დამაკმაყოფილებელი - მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) სპეციალიზებული კომისიის შეფასება - უარყოფითი - მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ აან დასაკავებელ თანამდებობას.

 

დადგენილია, რომ მ-------- ჯ--------ამ კომისიის წევრთა ინდივიდუალური უარყოფითი შეფასებები, გარდა შეფასება „ბ“-სა, მიიღო შეფასება „ა“-შიც, რაც საბოლოო ჯამში აისახა სპეციალიზებული კომისიის საბოლოო შეფასებაზე - უარყოფითი. ვინაიდან კომისია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის თანახმად, ვალდებული იყო დადებითად შეეფასებინა „ა“ კომპონენტი, საბოლოოდ, ახალი შეფასებით მ-------- ჯ---------მ ყველა შემფასებლის მირ მიიღო უარყოფითი შეფასება; რომ არა ზემოაღნიშნული, იგი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა შეფასებას - უარყოფითი - მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და არ დაექვემდებარებოდა სამსახურიდან განთავისუფლებას. ყოველივე ეს კი წარმოადგენს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მ-------- ჯ--------ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა; მოსარჩელე აკმაყოფილებს აღნიშნული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ხოლო მ-------- ჯ--------ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს. მითითებული გარემოებები ქმნის მ-------- ჯ--------ას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს აღადგინოს მ-------- ჯ--------ა მითითებულ თანამდებობაზე.

 

მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მითითებული ნორმა წარმოადგენს დასაქმებული პირის სამართლებრივ გარანტიას, რომ იგი უკანონოდ გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სრულად დაკმაყოფილდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო მიუღებელი შემოსავლით.

 

დადგენილია, რომ მ-------- ჯ--------ას შრომითი ანაზღაურების მოცულობა იყო ხელზე ასაღები 1700 (ათას შვიდასი) ლარი. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- ჯ--------ას სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა. აღნიშნული კი მ-------- ჯ--------ას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-------- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილბა და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მ-------- ჯ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის №---- ბრძანება, მ-------- ჯ--------ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

5. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, მ-------- ჯ--------ას გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

6. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ-------- ჯ--------ას აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (2014 წლის 17 ნოემბერი) სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად მისაღები ანაზღაურების 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

7. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -