განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310017001950317 (3/ბ-467-17წ).
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე ა---------–-----------–------------–--–-----–---–---------------------------–--–იის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბერს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა ი----–-----------–------------–--–-----–---–-------------------ა ასოციაციამ, მოპასუხე სსიპ ჩ-------------------–----–------ის სოფელ ჩ---------------------------–ის მიმართ და ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის განჩინებით სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული და დაუბრუნდა მოსარჩელეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით, სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 25 აგვისტოს 16:00 საათზე. მოპასუხე სსიპ ჩ-------------------–----–------ის სოფელ ჩ---------------------------–ამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საჯარო სკოლას, მოსარჩელის მიერ მითითებულ მეილზე, ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილი არ მიუღია. მოპასუხემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაუშვებლობისა და დავის საგნის არ არსებობის გამო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საქმის წარმოება ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის სარჩელის გამო, მოპასუხე - სსიპ ჩ-------------------–----–------ის სოფელ ჩ---------------------------–ის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ქმედების დავალდებულების თაობაზე, შეწყდა დავის საგნის არ არსებობიდან გამომდინარე დაუშვებლობის გამო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა ა---------–-----------–------------–--–-----–---–---------------------------–--–იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარდგენა ან ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის მიერ ნ---------------–---–ზე კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის (რწმუნებულება) წარდგენა.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად რამდენჯერმე გაეგზავნა მხარეს განჩინება, თუმცა გზავნილი უკან დაბრუნდა ჩაუბარებლობის გამო.
2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება საჯარო შეტყობინებით გავრცელდა საერთო სასამართლოების ვებ-გვერდზე განთავსებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.
ა---------–-----------–------------–--–-----–---–-------------------–--–იას დადგენილ ვადაში არ მოუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა---------–-----------–------------–--–-----–---–-------------------–--–იის კერძო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქშეში. იმავე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა ა---------–-----------–------------–--–-----–---–---------------------------–--–იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარდგენა ან ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის მიერ ნ---------------–---–ზე კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის (რწმუნებულება) წარდგენა.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად რამდენჯერმე გაეგზავნა მხარეს განჩინება, თუმცა გზავნილი უკან დაბრუნდა ჩაუბარებლობის გამო.
2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება საჯარო შეტყობინებით გავრცელდა საერთო სასამართლოების ვებ-გვერდზე განთავსებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ... უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ... უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ხოლო კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სსკ 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ააიპ ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების ასოციაციის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 368-ე, 374-ე, 414 - 416-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ა---------–-----------–------------–--–-----–---–---------------------------–--–იის კერძო საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი