განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
080210118002329262
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002329262

საქმე №2/ბ-339-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: შპს ,,ტ-----------“ ყოფილი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი დ-------- გ----–---; შპს ,,ლ---------“ დირექტორი ლ-- ბ-–---–---–-

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ტ-----------“ დირექტორი გ------- გ--------- შპს,,ტ-----------“ 50%-იანი წილის მფლობელი თ----- ე-----–---

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

 

გამოარკვია:

2018 წლის 01 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს ,,ლ---------“ დირექტორმა ლ-- ბ-–---–---–-- და შპს ,,ტ-----------“ ყოფილმა დირექტორმა და 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა დ-------- გ----–---მ, მოპასუხედ დაასახელეს შპს ,,ტ----------“ (დირექტორი გ------- გ---------) და შპს ,,ტ-----------“ 50%-იანი წილის მფლობელი თ----- ე-----–--- და მოითხოვეს, აეკრძალოს მოპასუხეს, შპს „ლ---------“ თანამშრომლების ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ადგილიდან გაყვანა, ადმინისტრაციის შენობაში თვითნებური შეჭრა და შპს „ტ-----------“ შენობის დალუქვა.

მოსარჩელეებმა იმავდროულად იშუამდგომლეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვეს, აეკრძალოთ მოპასუხეებს, დ-------- გ----–---- გარეშე, შპს ,,ლ-----------“ მიმართებაში ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება, ასევე შპს ,,ტ-----------“ ადმინისტრაციული შენობის დალუქვა სასამართლოში დავის დასრულებამდე.

სარჩელში დაფიქსირებულ--, რომ 2017 წლის 1 ივლისს, 2018 წლის 10 ივლისამდე, შპს ,,ლ---------“ (მოიჯარე) გააფორმა იჯარის ხელშეკრულება შპს ,,ტ-------------“ მეიჯარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სადაც ახდენს თხევადი გაზის შემოტანა- რეალიზაციას სპეციალური მოწყობილობით. მიუხედავად ხელშეკრულებისა, მოპასუხეებმა დალუქეს შპს ,,ტ-----------“ ადმინისტრაციული შენობა, მოიპარეს მოსარჩელეთა დოკუმენტაცია, რაზედაც დაწყებულ-- გამოძიება, დალუქეს საიჯარო ფართი და მოახდინეს ობიექტის სრული პარალიზება.

სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობაში დაფიქსირებულ-- მხოლოდ, რომ პარტნიორთა შორის არსებული დავის გამო, ყოველდღიურ რეჟიმში, ობიექტზე მობილიზებულ-- ქალაქის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდგომარეობა უკონტროლოა და ყოველდღიურად ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს მოპასუხეთა მხრიდან, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელ-- სასამართლოს დროული და ქმედითი გადაწყვეტილებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინებით, შპს ,,ტ----------“-ს ყოფილ დირექტორს და 50%-იანი წილის მფლობელს დ-------- გ----–---ს, ასევე შპს ,,ლ--------“-ს დირექტორს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკამყოფილებაზე.

სასამართლომ მიუთითა რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მხულის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლ--ნი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა ყოველთვის ქმნის ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობის პრეზუმფციას. სწორედ უფლებათა და კანონით დაცულ თავისუფლებათა ამგვარი ხელყოფისაგან იცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და ასევე ყველა ის ბერკეტი, რასაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

ამასთან, სარჩელში არსებული ზოგადი ხასიათის აღნიშვნა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის თავიდან აცილების შესახებ, არ შეიძლება ავტომატურ რეჟიმში იქცეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების უპირობო და აუცილებელ საფუძვლად.

გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის რწმენა სასამართლოს უნდა შეექმნას სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებული გარემოებების და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რომელიც უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს, უზრუნველყოფის რომელი კონკრეტული ღონისძიება შეარჩია სასამართლომ.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში და რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო ზემოაღნიშნული ბერკეტების უმოქმედობასა და უუნარობაში დარწმუნდება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას არ ასაბუთებენ.

წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების საფუძველზე კი, სასამართლოს არ ექმნება ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბერკეტები უმოქმედო აღმოჩნდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას.

ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რადგან განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი, მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება და ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის სახით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხეებზე იმ ქმედების დავალდებულებას, რაც სასარჩელო მოთხოვნით აქვს მოთხოვილი.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.

საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლოს განჩინებაში მითითებულ--, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებას არ შეიცავს, რის გამოც სასამართლოს არ ექმნება ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ვერ აღსრულდება გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც თანხის დაკისრების მოთხოვნის დროს მარტივი შინაურული ხელწერილით ექმნებათ ვარაუდი და იმ პირობებში, როდესაც ქალაქში უკონტროლო მდგომარეობაა და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კრიმინალური თუ საპატრულო პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად, გამოძიება გამოძიებაზე იწყება და პროკურატურა ვერ ახერხებს მდგომარეობის კონტროლს, ამ პირობებში სასამართლოს არ მიაჩნია სავალდებულოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

სასამართლოში დავის დამთავრებამდე, ასეთ რეჟიმში მხარეები ან დახოცავენ ერთმანეთს ან ციხეში აღმოჩნდებიან და სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აღსრულება აღარ დაჭირდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულ--, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლ--ნობის შეფასება შეუძლებელ-- და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

დადგენილ--, რომ 2018 წლის 01 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს ,,ლ---------“ დირექტორმა ლ-- ბ-–---–---–-- და შპს ,,ტ-----------“ ყოფილმა დირექტორმა და 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა დ-------- გ----–---მ, მოპასუხედ დაასახელეს შპს ,,ტ----------“ (დირექტორი გ------- გ---------) და შპს ,,ტ-----------“ 50%-იანი წილის მფლობელი თ----- ე-----–--- და მოითხოვეს, აეკრძალოს მოპასუხეს, შპს „ლ---------“ თანამშრომლების ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ადგილიდან გაყვანა, ადმინისტრაციის შენობაში თვითნებური შეჭრა და შპს „ტ-----------“ შენობის დალუქვა.

მოსარჩელეებმა იმავდროულად იშუამდგომლეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვეს, მოპასუხეებს აეკრძალოთ, დ-------- გ----–---- გარეშე, შპს ,,ლ-----------“ მიმართებაში ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება, ასევე შპს ,,ტ-----------“ ადმინისტრაციული შენობის დალუქვა სასამართლოში დავის დასრულებამდე.

დადგენილ--, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინებით, შპს ,,ტ----------“-ს ყოფილ დირექტორს და 50%-იანი წილის მფლობელს დ-------- გ----–---ს, ასევე შპს ,,ლ--------“-ს დირექტორს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკამყოფილებაზე.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილ-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლ-- მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა (გადაუდებლობა).

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2.”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ დავის საგანს წარმოადგენს შპს „-–---------“და შპს „------------“ შორის, ერთი წლის ვადით-2018 წლის 10 ივლისამდე დადებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთა, რაც მოსარჩელეს (მოიჯარეს) მითითებით უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მეიჯარეს) აეკრძალოს შპს „ლ---------“ თანამშრომლების ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ადგილიდან გაყვანა, ადმინისტრაციის შენობაში თვითნებური შეჭრა და შპს „ტ-----------“ შენობის დალუქვა.

ამდენად, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს შპს „-–---------“ და შპს „------------“ შორის, ერთი წლის ვადით-2018 წლის 10 ივლისამდე დადებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან.

წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შპს ,,ტ----------“-ს (მეიჯარე) 50%-იანი წილის მფლობელი დ-------- გ----–---- სარჩელი, მისსავე დაფუძნებული საწარმოს-შპს ,,ტ----------“-ს წინააღმდეგ, შპს „ლ---------“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე შეიძლება დაკმაყოფიდეს, ასეთ შემთხვევაში კი, არ არსებობს მისი მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება შუამდგომლობას, შპს „ლ---------“ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოპასუხეებს აეკრძალოთ, დ-------- გ----–---- გარეშე, შპს ,,ლ-----------“ მიმართებაში ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება, ასევე შპს ,,ტ-----------“ ადმინისტრაციული შენობის დალუქვა სასამართლოში დავის დასრულებამდე, პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულ-- არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ.

განსახილველ შემთხვევაში, თუკი დაკმაყოფილდება შპს „ლ---------“ სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს აეკრძალება შპს „ლ---------“ თანამშრომლების ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ადგილიდან გაყვანა, ადმინისტრაციის შენობაში თვითნებური შეჭრა და შპს „ტ-----------“ შენობის დალუქვა, ამ გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშეც შესაძლებელი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი შპს ,,ტ-----------“ ყოფილი დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის დ-------- გ----–---- და შპს ,,ლ---------“ დირექტორის ლ-- ბ-–---–---–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველ--.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ლ---------“ დირექტორის ლ-- ბ-–---–---–-ს და შპს ,,ტ-----------“ ყოფილი დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის, დ-------- გ----–---- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ--;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე