განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2018
საქმის ნომერი
020310017002207883
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0----------------- (3/ბ-23-18წ)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი: - ს----–-–-----------------------------------------ო;

 

მოწინააღმდეგე მხარე: - ა-------------ა (კანონიერი წარმომადგენელი თ---------–---–ი);

 

დავის საგანი: -დროებითი განჩინების გაუქმება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის განჩინება;

 

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – კერძო საჩივარზე უარის თქმა

 

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 08 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა-------------ას კანონიერმა წარმომადგენელმა მოპასუხეების სსიპ ს----–-–-----------------------------------------ოს და სსიპ ს----–-–-----------------------------------------ოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

მოსარჩელე მხარემ ასევე იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღება მისთვის დავის დასრულებამდე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან პირადობის მოწმობის გარეშე შეუძლებელია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელება, კერძოდ, არასრულწლოვანი ა-------------ას მიმდინარე წელს ეწყება საატესტატო გამოცდები, იგი ვერ მონაწილეობს ოლიმპიადაზე და სპორტულ შეჯიბრებებში, ვერ სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, აპირებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ სჭირდება პირადობის მოწმობა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს----–-–-----------------------------------------ოს დაევალა ა-------------ას (პირადი №1----------) მიმართ დავის დასრულებამდე დროებითი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოში თ---------–---–მა წარადგინა განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა-------------ას კანონიერი წარმომადგენლის თ---------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; განუხილველად იქნა დატოვებული ა-------------ას სარჩელი მოპასუხეების სსიპ ს----–-–-----------------------------------------ოს და სსიპ ს----–-–-----------------------------------------ოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე 08.12.2017 წელს №0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 ლარი, რაც ჩარიცხულია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ”თ----------ი”, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22; მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული მასალები; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის №0----------------- (3-------) დროებითი განჩინებით გამოყენებული ღონისძიება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს----–-–-----------------------------------------ოსათვის ა-------------ას (პირადი №1----------) მიმართ დავის დასრულებამდე დროებითი პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალება.

 

ს----–-–-----------------------------------------ომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის დროებითი განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარადგინა კერძო საჩივარი.

 

2018 წლის 12 იანვარს ს----–-–-----------------------------------------ომ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.

 

სააპელაციო საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ს----–-–-----------------------------------------ოს მოთხოვნა კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის საქართველოს სსკ-ის XLVI თავით დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მხარის მიერ გამოხატული ამგვარი ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს კერძო საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება, შესაბამისად ძალაში რჩება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს იგი კერძო საჩივრის წესით.

 

საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნახევარი – 25 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით, 273-274-ე, 372-ე, 390-ე, 414-416-419-420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----–-–-----------------------------------------ოს განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს №3/ბ-23-18წ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ს----–-–-----------------------------------------ოს მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო;

 

3. განემარტოს ს----–-–-----------------------------------------ოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 დეკემბრის დროებითი განჩინება კერძო საჩივრის წესით;

 

4. სსიპ ს----–-–-----------------------------------------ოს დაუბრუნდეს 2017 წლის 20 დეკემბერს საგადასახადო მოთხოვნით №3---- კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ნახევარი - 25 ლარი;

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი