განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
010141318700057690
ინსტანცია
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057690

საქმე №1ა.გ/317-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ბ------------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ბ------------–ი (დ----------–-------–-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №1/3253-08 განაჩენით, ბ------------–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი - 3 (სამი) წლით და 11 (თერთმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბ------------–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 11 (თერთმეტი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბ------------–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი და 11 (თერთმეტი) თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი და 11 (თერთმეტი) თვე.

ბ------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 22 ნოემბრიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ბ------------–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ბ------------–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა, რომელიც დამატებულია 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.

 

ბ------------–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ბ------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 ნოემბრიდან.

 

2018 წლის 18 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ------------–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კანონში შესული სხვა ცვლილებების საფძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ბ------------–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“, წონით - 11,55 გრამი, უკანონო შეძენა, შენახვისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე, შესაბამისად, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულ ბ------------–ის ქმედება (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) აღარ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ არსებითად გააუმჯობესა მსჯავრდებულ ბ------------–ის სამართლებრივი მდგომარეობა, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ბ------------–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც შეხება სასჯელს, როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, ბ------------–ს დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა), შესაბამისად პალატა მოხდილ სასჯელთან დაკავშირებით აღარ მსჯელობს და ასევე ვერ დაუნიშნავს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ ახალ სასჯელს.

 

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში ბ------------–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ------------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაში ბ------------–ის მიმართ, შეტანილი იქნას ცვლილება;

 

მსჯავრდებულ ბ------------–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება ბ------------–ის მიმართ, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე