განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.05.2018
საქმის ნომერი
330310017002056579
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002056579

საქმე N3ბ/253-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ----- მ------–--ლი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის

ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ნ----- მ------–--ლის სახელზე, გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის ალ №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ----- მ------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ----- მ------–--ლის სახელზე, გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის ალ №0----- (სარეგისტრაციო№0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. 2006 წლის 01 აგვისტოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ნ----- მ------–--ლის მიმართ, გაიცა დიპლომი ალ №0----- (სარეგისტრაციო №0-----) მასზედ, რომ ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ----- მ------–--ლს მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალობით იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი წარჩინებით. (ს.ფ 11)

 

3.2.2. 2017 წლის 22 ივნისს ნ----- მ------–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ, მასზე გაცემული EU №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. (ს.ფ 62-63)

 

3.2.3. 2017 წლის 27 ივნისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წერილით მიმართა შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტს და სთხოვა დიპლომის მფლობელის გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობისა და სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ 5 (ხუთი) დღის ვადაში ინფორმაციის მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითება იმისა, თუ როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი (ს.ფ 70).

 

3.2.4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 03 ივლისის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკურ ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №--------6 ლიცენზია.

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2-------- სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ- ეკონომიკურმა ინსტიტუტმა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და მიუთითა, რომ ეს დაწესებულება საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში, ხოლო 2014 წლის 24 ნოემბერს №9----- კორესპონდენციით, აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა ცენტრს აცნობა, რომ შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურმა ინსტიტუტმა საქმიანობა დაასრულა 2014 წლის 01 სექტემბრიდან. (ს.ფ 71-72).

 

3.2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, ნ----- მ------–--ლს უარი ეთქვა მასზე გაცემული ალ №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ნ----- მ------–--ლისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკურ ინსტიტუტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, იგი ასევე არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2-------- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ნ----- მ------–--ლის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ალ №0----- (სარეგისტრაციო№0-----) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოსმიერ. (ს.ფ 24-27).

 

4.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2005 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ ”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ ”საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისად ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დაწყებისა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს შპს "ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტი" 2-------- წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც მის მიერ ხსენებულ წლებში (2-------- სასწავლო წელი) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

სასამართლომ განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი და არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ნ----- მ------–--ლს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა დიპლომის მიმართ.

 

5. სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ნ----- მ------–--ლის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ შპს "ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკურ ინსტიტუტში" 2-------- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ ნ----- მ------–--ლის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ალ №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. რაც გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები ნ----- მ------–--ლის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის და ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.

 

7. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

7.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №---- ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2006 წლის 01 აგვისტოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ნ----- მ------–--ლის მიმართ, გაიცა დიპლომი ალ№0----- (სარეგისტრაციო №0-----) მასზედ, რომ ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ----- მ------–--ლს მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალობით იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი წარჩინებით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს ნ----- მ------–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული EU №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ----- მ------–--ლმა 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ----- მ------–--ლს მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალობით იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი წარჩინებით, ხოლო 2006 წლის 01 აგვისტოს ნ----- მ------–--ლის სახელზე გაიცა დიპლომი EU №0----- (სარეგისტრაციო №0-----)

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით ნ----- მ------–--ლის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, იგი ასევე არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2-------- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით, ნ----- მ------–--ლის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ალ №0----- (სარეგისტრაციო№0-----) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 01 აგვისტოს კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ ნ----- მ------–--ლის მიმართ, გაიცა დიპლომი ალ №0----- (სარეგისტრაციო №0-----) მასზედ, რომ ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ----- მ------–--ლს მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალობით იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი წარჩინებით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს ნ----- მ------–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული EU №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. ამდენად დადგენილია, რომ ნ----- მ------–--ლმა 2006 წელს ნამდვილად დაამთავრა ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ----- მ------–--ლს მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალობით იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი წარჩინებით, ხოლო 2006 წლის 01 აგვისტოს ნ----- მ------–--ლის სახელზე გაიცა დიპლომი EU №0----- (სარეგისტრაციო №0-----).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტით – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, ნ----- მ------–--ლის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2006წ.) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკურ ინსტიტუტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, იგი ასევე არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2-------- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2006 წლის ჩათვლით ნ----- მ------–--ლის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ალ №0----- (სარეგისტრაცია №0-----) დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ნ----- მ------–--ლისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის თანახმად, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, იგი ასევე არ წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

დადგენილია, რომ უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №--------6 ლიცენზია. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2-------- სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ- ეკონომიკურმა ინსტიტუტმა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში, ხოლო 2014 წლის 24 ნოემბერს №9----- კორესპონდენციით, აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა ცენტრს აცნობა, რომ შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურმა ინსტიტუტმა საქმიანობა დაასრულა 2014 წლის 01 სექტემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის ”ა“ პუნქტის თანახმად, მიუთითა, რომ ლიცენზია განიმარტება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, ამდენად დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტი იყო ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად და განმარტავს, რომ, ვინაიდან შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად 2-------- სასწავლო წლის დასაწყისიდან მის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველზე (2006წ.) გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2005 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ ”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ ”საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისად ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ - ეკონომიკური ინსტიტუტი 2-------- წლებში ხელმძღვანელობდა ზემოთ მითითებული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც მის მიერ ხსენებულ წლებში (2-------- სასწავლო წელი) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ო” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სახეზე არ არის სზაკ- ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. ასევე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს ფ--–--ე გ-------–---–ის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ----- მ------–--ლის მიმართ გაცემული სასწავლო - საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მხარე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -