განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2018
საქმის ნომერი
330210016001481107
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2225-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპ----–-, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ნ----- გ----–--, ზ------ მ-----–---–-

წარმომადგენელი - ნ---- ბ-----

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-----------“

წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტები - ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სარჩელი მოპასუხეების ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

მოპასუხეებს ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს მოსარჩელის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 72369,13 აშშ დოლარი, პროცენტი - 27440 აშშ დოლარი, შემცირებული ჯარიმა - 15 000 აშშ დოლარი და სადაზღვევო პრემია - 3457,52 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ზ------ მ-----–---–-ს ვალდებულება შემოიფარგლა თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით - 79205 აშშ დოლარით.

 

მოპასუხეებს ნ----- გ----–-სა და ზ------ მ-----–---–ს მოსარჩელის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ზ------ მ-----–---–-ს ვალდებულება შემოიფარგლოს თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით - 79205 აშშ დოლარით.

 

მოპასუხეებს ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს მოსარჩელის სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების საფასურის ნაწილი 200 ლარის ოდენობით. მოპასუხე ზ------ მ-----–---–-ს ვალდებულება შემოიფარგლა თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხით - 79205 აშშ დოლარით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეთა მიერ 2012 წლის 17 აპ----–-დან დაირღვა ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის პირობები, ხოლო 2012 წლის 15 ნ-------დან კი, მოპასუხეთა მიერ არ განხორციელებულა თანხის ჩარიცხვა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. 2012 წლის 1---------ს სს „თ----- ბ----ა“ და მოპასუხე ნ----- გ----–--ს შორის დიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------------, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე გაიცა 79205 აშშ დოლარი 2022 წლის 17 იანვრამდე ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში საოპერაციო დღის დასრულებამდე. 2.13. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშეკრულებით. 2.16. პუნქტის მიხედვით განისაზღვრა კრედიტის გაცემის დამატებითი პირობები, კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებული ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბ----ს სასარგებლოდ GPIH-ში. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში ყოველი თვის 17 რიცხვში გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. სესხის გაცემის დღეს შემცირდეს ზ------ მ-----–---–-ს 177790 აშშ დოლარიანი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება N-------------- მიმდინარე დავალიანება 79205 აშშ დოლარით. სესხის ორ თვეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გაუქმდეს, როგორც ქონების გამოსყიდვის, ასევე ნაშთის 30%-მდე შემცირების პირობა (21.11.2011 წლის ხელშეკრულების N-------- და 2--------1 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.)

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 1---------ს გაიცა პოლისი N--------------, რომლის ვადას შეადგენდა 2013 წლის 18 იანვრამდე პერიოდი. აღნიშნული პოლისით დაზღვევის რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული ქმედუუნარობა, ასევე დაზღვეულის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება.

 

კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ყოველი თვის 17 რიცხვში ნ----- გ----–--ს მიერ გადასახდელი თანხიდან ნაწილი მიდიოდა ძირი თანხის, ხოლო ნაწილი კი სარგებლის დაფარვაში. ყოველთვიურ გადასახდელ თანხაში ასევე ნაგულისხმევი იყო სადაზღვევო თანხის დაფარვაც. გრაფიკის მიხედვით, გადახდა იწყებოდა 2012 წლის 17 თებერვლიდან და სრულდებოდა 2022 წლის 17 იანვარს.

 

2.3. 2012 წლის 18 იანვრის თავდებობის განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს სს „თ----- ბ----ა“ და ზ------ მ-----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N---------. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდები მთლიანად გახდა პასუხისმგებელი „ბ----ს“ წინაშე ნ----- გ----–--ს მიერ 2012 წლის 18 იანვრის N-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე (1 მუხლი). თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 79 205 აშშ დოლარს (2.2. პუნქტი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2012 წლის 1---------ს, სს „თ----- ბ----ა“ და მოპასუხე ნ----- გ----–--ს შორის დიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------------, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე გაიცა 79205 აშშ დოლარი 2022 წლის 17 იანვრამდე ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 აშშ დლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის (გარდა სესხის წისწრებით დაფარვისა) და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციებულიყო ყოველი თვის 17 რიცხვში საოპერაციო დღის დასრულებამდე.

 

ამდენად, მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რითაც მხარეთა შორის განისაზღვრა უფლება-მოვალეობანი. მხარეთა შორის ასევე ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულების ორი დანართი, კერძოდ, დაზღვევის პოლისი და კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სადაც დაწვრილებით ჩამოყალიბდა ყოველ თვეს რა გადასახდელი ჰქონდა მოვალეს და რა ნაწილი მიდიოდა ძირი თანხის, რა ნაწილი სარგებლისა და რა ნაწილი დაზღვევის დასაფარად.

 

2.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლების საფუძველზე, 2012 წლის 1---------ს, სს „თ----- ბ----ა“ და ზ------ მ-----–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რითაც ამ უკანასკნელმა სრულად იკისრა ვალდებულება ნ----- გ----–--ს მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. თავდებობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 79205 აშშ დოლარი.

 

2.6. წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 14 თებერვალს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხონის ფარგლები შემოსაზღვრეს სარჩელის შემოტანამდე 3 წლიანი ვადით, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს 2013 წლის 17 აგვისტოდან სარჩელის შემოტანამდე ანუ 2016 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ დავალიანებას. მათვე მიუთითეს, რომ 2013 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეებს ბ----ს წინაშე შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა 72369,13 ლარს (იხ. ს.ფ.22), რომელსაც ყოველწლიურად დაემატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი - 13%, რაც სარჩელის შემოტანის დროისთვის შეადგენდა 27440 აშშ დოლარს, ხოლო შემცირებული ჯარიმის ოდენობას კი ამჟამად ითხოვდა 23446,8 აშშ დოლარს, ასევე სადაზღვევო პრემიას - 3457,52 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2012 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ხელშეკრულებით, ასევე კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით დასტურდება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის წინაშე ყოველი თვის 17 რიცხვში უნდა შეესრულებინათ ვალდებულება ანუ აღნიშნული წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რის გამოც თითოეულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან. სარჩელით მოთხოვნილია 2013 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით არსებული დავალიანება, რომელიც მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ 2013 წლის სექტემბრის თვეში და რომელიც ამ უკანასკნელების მიერ არ შესრულებულა, შეესაბამისად, სწორედ მითითებული დროიდან, კერძოდ, კი 2013 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოსარჩელისთვის, რომელიც ამოიწურა 2016 წლის 18 სექტემბერს. მოცემული საქმე კი სასამართლოში შემოტანილია 2016 წლის 24 აგვისტოს. ამდენად, ბ----ს მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული. თუკი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, შესაბამისად, მისგან წარმოებული მოთხოვნები ასევე ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის დადებული ხელშეკრულება და მისი პირობები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის, სარგებლისა და სადაზღვევო პრემიიის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეს თავისი უფლებების დაცვის მიზნით ნებისმიერ დროს შეუძლია მომართოს სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით, მით უმეტეს 3 წლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში, და მოპასუხის მიმართ წარმოადგინოს თავისი პრეტენზიები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად. მართალია ხელშეკრულებაში ასევე მითითებული იყო, რომ მოსარჩელეს სარჩელის წარდგენის უფლება წარმოეშვება იმ დროს, თუკი მოპასუხე ორჯერ ზედიზედ არ შეასრულებს ვალდებულებას, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი მოსარჩელისთვის სასამართლოსადმი მომართვის უფლება არა ვალდებულებას, არამედ უფლებას წარმოადგენს და მას შეუძლია მომართოს ან არ მომართოს სასამართლოს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ზედიზედ ორჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტის დაფარვის გრაფიკი არის 2012 წლის 18 იანვრის საბანკო კრედიტის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც გრაფიკის მიხედვით არის წარმოდგენილი მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხების ოდენობა ყოველთვიურთად. მართალია გადახდის გრაფიკი მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია შეიცვალოს, თუმცა ასეთივე ცვლილებას განიცდის ხელშეკრულებაც, ვინაიდან ხელშეკრულება და გრაფიკი ერთი მთლიანი დოკუმენტია და ერთის ცვლილება ავტომატურად იწვევს მეორის ცვლილებასაც. ის, რაც სიტყვიერად არის ჩამოყალიბებული ყოველთვიური ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში, იგივე აისახება რიცხობრივად გადახდის გრაფიკში. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს ხელს აწერს ორივე მხარე და მათი დაცვა და შესრულება ორივეს ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გადახდის გრაფიკის სრულად ან/და ნაწილობრივ შეცვლა, არ დასტურდება არც ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში გადასახდელის შემცირება თუ მომატება, შესაბამისად, ის გრაფიკი, რაც საქმეზეა წარმოდგენილი და რაც ერთვის სარცელს, არის მოქმედი და მასში მხარეთა მიერ არანაირი სახის ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას გრაფიკთან მიმართებაში არ გააჩნია რაიმე სახის უპირატესობა, ისევე როგორც გრაფიკს ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ორივე დოკუმენტი ავსებს და აზუსტებს ერთმანეთს და წარმოადგენს ერთ მთლიანობას, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ის საკითხი, რომ სასამართლომ მხოლოდ ხელშეკრულებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განხილვის დროს. სასამართლოს მიჩნია, რომ ხელშეკრულების თანმდევი და შემადგენელი ნაწილი - გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულების ორგანული ნაწილი გამოხატული ციფრებში, რაც უადვილებს მხარეებს ერთმანეთთან ურთიერთობას, რადგან თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ყოველთვიური ვალდებულების შესრულების დრო, გადასახდელი თანხის ოდენობა, ნაშთად დარჩენილი თანხის ოდენობა და სხვა საკითხები, რაც უკავშირდება ვალდებულების სრულად და ზუსტად შესრულებას.

 

2.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 428-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 420-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხეებს სარჩელის შემოტანამდე სამი წლის განმავლობაში ბ----ს წინაშე არ შეუსრულებიათ ვალდებულება, ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მხოლოდ ბოლო სამი წლის ძირითადი თანხა, სარგებელი და სადაზღვევო პრემია და სხვა მოთხოვნა (მაგ: ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების და ა.შ.) მოპასუხეთა წინაშე არ დაუყენებია. ამასთან, მოსარჩელე არის საბანკო დაწესებულება, რომლის საქმანობის სფეროს წარმოადგენს თანხების ბრუნვის შედეგად მოგების მიღება, რაც სახელმწიფო ეკონომიკის ნაწილია და რაც სასამართლოს მიერ ჯარიმის გონივრულოვობის დასადგენად იქნება გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე და ბ----ს წინაშე არსებული ვალდებულების მიმართ მოპასუხეთა დამოკიდებულების გათვალიწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) გონივრული ოდენობა იქნება 15 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის წინაშე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სს „თ-----------ს" სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელემ როგორც თავად უთითებს შეიტყო 2012 წელს მისი უფლების დარღვევის შესახებ, თუმცაღა, როგორც თავად განმარტავს, მოვალის მიერ ირღვეოდა მისი უფლებები არაჯეროვანი გადახდის გამო, შესაბამისად, მას შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის 2015 წლის თებერვლამდე და არა 2015 წლის თებერვალს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მსესხებლის მიერ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ხანდაზმულად არ ჩათვლიდა შესასრულებელ ვალდებულებას მას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 420-ე მუხლი და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შეემცირებინა გონივრულ ოდენობამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს, კერძოდ: სარჩელით მოთხოვნილია 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება, რომელიც მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ 2013 წლის სექტემბერში და რომელიც ამ უკანასკნელების მიერ არ შესრულებულა, შესაბამისად, სწორედ მითითებული დროიდან, 2013 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2016 წლის 18 სექტემბერს. სარჩელი კი, სასამართლოში შემოტანილია 2016 წლის 24 აგვისტოს. ამდენად, ბ----ს მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული.

 

4.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რის გამოც, ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ პირგასამტეხოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2 344,68 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 4 500 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი პირგასამტეხლოს ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს „თ-----------ს“ მოთხოვნა ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–-სათვის პირგასამტეხლოს სახით 23 446.8 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ პირგასამტეხოს სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2 344,68 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. ნ----- გ----–--სა და ზ------ მ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 4 500 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

ლევან გვარამია