განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330310016001260099
საქმე N3ბ/2808-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ--------------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ--- ბ--------ძე
წარმომადგენელი - მ----------–--–--–--ლი
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ა-------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ--- ბ--------ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით კ--- ბ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანება (მოსარჩელის ნაწილში) კ--- ბ--------ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის N2------ ბრძანება (მოსარჩელის ნაწილში) კ--- ბ--------ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; კ--- ბ--------ძე აღდგენილ იქნა შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პ--------–--------------ს თანამდებობაზე; კ--- ბ--------ძეს აუნაზღაურდა თანამდებობაზე აღდგენის დღემდე მიუღებელი თანამდებობრივი სარგო, რაც შეადგენს ყოველთვიურად 1130 ლარს.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანებით შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–-ი-----------ი, პ---–-–-ის მ------ი კ--- რ---–----ის ძე ბ--------ძე (პ/ნ 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში (ტ.1, ს.ფ. 21).
2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს ყოფილი I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------, პ---–-–-ის მ------ი კ--- რ---–----ის ძე ბ--------ძე (პ/ნ 0----------) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2016 წლის 2 თებერვლიდან.
ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლი (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები (ტ.1, ს.ფ. 23).
2.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. შედეგად, ჩამოყალიბდა ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს I განყოფილება (ქ-------ი), სადაც გათვალისწინებულ იქნა პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეული. ცვლილებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეულს (ტ.1, ს.ფ. 24; 33-37; 26-32).
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 იანვრის N M---------------- წერილით დასტურდება, რომ შსს ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს I განყოფილების (ქ-------ი) ყოფილი პ--------–--------------ს კ--- ბ--------ძის თანამდებობრივი სარგო მუშაობისა და განთავისუფლების შემდგომ პერიოდში შეადგენდა 1130 ლარს (ტ.1, ს.ფ. 180).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო ბრძანებები - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანება კ--- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანება კ--- ბ--------ძის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. გარდა სადავო აქტების კანონიერების შესწავლისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შეესწავლა გამომდინარეობდა, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე კ--- ბ--------ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტები ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის დებულების“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
პ---–-–-აში სამსახურის გავლის წესს არეგულირებს ,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონი (პირველი მუხლი).
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ კ--- ბ--------ძეს დაკავებული ჰქონდა შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–-ი-----------ის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზედ ვრცელდებოდა როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ შრომის თავისუფლებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2----- ბრძანებით კ--- ბ--------ძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ხოლო ამავე მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანებით, კ--- ბ--------ძე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს კ--- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ დადგენილ გარემოებებზე: კ--- ბ--------ძის გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პ---–-–-ელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობრივ ცვლილებას საფუძვლად დაედო სამსახურში განხორციელებული ცვლილებები - რეორგანიზაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძნებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. ცვლილების შედეგად, ჩამოყალიბდა ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს I განყოფილება (ქ-------ი), სადაც გათვალისწინებულ იქნა პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ცვლილებამდე არსებული საშტატო განრიგი ითვალისწინებდა ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეულს. შესაბამისად, საშტატო ერთეულის ცვლილებას რეორგანიზაციის შედეგად ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პატრულ-ი-----------თა ფუნქციონალური მოვალეობების ცვლილება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად კ--- ბ--------ძის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა, არ გაუქმებულა ამასთან, არ შეცვლილა მასზედ დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობები.
სასამართლომ მიუთითა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისთავად მხოლოდ რეორგანიზაცია არ შეიძლება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება.
სასამართლომ მიუთითა პ---–-–-ის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პ---–-–-ელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამავე წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პ---–-–-ელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ჟ) აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით განსაზღვრული ვადით დანიშნული პირის სამსახურის ვადის გასვლის გამო; ს) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
ამავე წესის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პ---–-–-ელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
ისევე როგორც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლი და პ---–-–-ის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესიც ადგენს, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება რეორგანიზაციისას დაშვებულია მხოლოდ შტატების შემცირების შემთხვევაში.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
სასამართლომ განმარტა, რომ 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მოხელე კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გათავისუფლებული თანამდებობიდან. აღნიშნული ნორმა ვერ გამოდგება მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების საფუძვლად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის, საქმე Nბს-449-442(კ-15), გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ...საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა, ამასთან არც ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები არ არის დასაბუთებული, არ დგინდება გარემოება რაც შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატური მიზეზი. ფორმალურად, მხოლოდ დოკუმენტურად განხორციელებული რეორგანიზაცია ვერ გახდება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოსმ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და გაუმართლებლად არღვევს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებას - შრომის თავისუფლებას.
სასამართლო მიუთითა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველზე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა ,,საჯარო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო კ--- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, იგი კანონით დადგენილი წესით ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, კერძოდ: შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პ--------–--------------ს თანამდებობაზე.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ--- ბ--------ძეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი თანამდებობრივი სარგო, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
დადგენილია, რომ კ--- ბ--------ძის თანამდებობრივ სარგოს მუშაობისა და განთავისუფლების შემდგომ პერიოდში შეადგენდა 1130 ლარს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ--- ბ--------ძეს უნდა აუნაზღაურდეს ყოველთვიურად 1130 ლარი, მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს სახით, სამსახურიდან განთავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათილად ცნობილი 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანება კ--- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და ასევე ბათილად ცნობილი 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანება მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, გამოცემულია კანონის სრული დაცვით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პ---–-–-ელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, ამავე ბრძანების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე აპელანტი აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში აყვანა თავისთავად გულისხმობს საშტატო ერთეულის გაუქმებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ შეტანილ იქნა ცვლილება შს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის საშტატო განრიგში, განისაზღვრა ახალი სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები, რაც გახდა საფუძველი საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტში (ასევე ი-------ის მთავარ სამმართველოში), მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის. ამდენად, ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე, გაუქმდა და კანონის სრული დაცვით განხორციელდა მისი კადრების განკარგულებაში აყვანა და ოთხი თვის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანება სრულად გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ასევე არ არსებობდა ბათილად ცნობის საფუძველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანების კ--- ბ--------ძის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს კადრების განკარგულებში ყოფნის ვადის გასვლა.
აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა, ისევე როგორც აღდგენისა და იძულებით განაცდურის დაკისრების ნაწილშიც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ ბრძანებით შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–-ი-----------ი, პ---–-–-ის მ------ი კ--- რ---–----ის ძე ბ--------ძე (პ/ნ 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
4.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს ყოფილი I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------, პ---–-–-ის მ------ი კ--- რ---–----ის ძე ბ--------ძე (პ/ნ 0----------) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2016 წლის 2 თებერვლიდან.
ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლი (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები.
4.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. შედეგად, ჩამოყალიბდა ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს I განყოფილება (ქ-------ი), სადაც გათვალისწინებულ იქნა პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეული. ცვლილებამდე არსებული რედაქცია ითვალისწინებდა ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეულს.
4.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 იანვრის N M---------------- წერილით დასტურდება, რომ შსს ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს I განყოფილების (ქ-------ი) ყოფილი პ--------–--------------ს კ--- ბ--------ძის თანამდებობრივი სარგო მუშაობისა და განთავისუფლების შემდგომ პერიოდში შეადგენდა 1130 ლარს.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) NN 38-42).
4.2.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კ--- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების, იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნის კანონიერების განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი კ--- ბ--------ძის შრომითი უფლების დარღვევას, ასეთის დადასტურების შემთხვევაში არსებობდა თუ არა უფლების შეზღუდვის გამამართლებელი გარემოებები. პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღნიშნულ ჭრილში უნდა შეფასდეს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომელიც იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე კ--- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ--- ბ--------ძე იყო საჯარო მოსამსახურე და მასზედ ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აპელანტის შრომის უფლებას არეგულირებს, ასევე, ,,პ---–-–-ის შესახებ“ კანონი.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2----- ბრძანებით კ--- ბ--------ძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ხოლო ამავე მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის N2----- ბრძანებით, კ--- ბ--------ძე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პ---–-–-ელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობრივ ცვლილებას საფუძვლად დაედო სამსახურში განხორციელებული ცვლილებები - რეორგანიზაცია.
პ---–-–-ელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, ასევე, შეიძლება გახდეს შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება (,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1.ბ. მუხლი). იგივე რეგულაციას ითვალისწინებს სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი. ხოლო 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, თავისთავად მხოლოდ რეორგანიზაცია არ შეიძლება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება.
,,პ---–-–-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, პ---–-–-ელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოქტომბრის N2164292 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძნებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. ცვლილების შედეგად, ჩამოყალიბდა ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს I განყოფილება (ქ-------ი), სადაც გათვალისწინებულ იქნა პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ცვლილებამდე არსებული საშტატო განრიგი ითვალისწინებდა ი-------ის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქ-------ი) პ--------–--------------ს 79 საშტატო ერთეულს. შესაბამისად, საშტატო ერთეულის ცვლილებას რეორგანიზაციის შედეგად ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პატრულ-ი-----------თა ფუნქციონალური მოვალეობების ცვლილება.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მითითებას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ...საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (სუს 8.12.2015. საქმე Nბს-449-442(კ-15)).
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა, ამასთან არც ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, ამგვარი რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები არ არის დასაბუთებული, არ დგინდება გარემოება რაც შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატური მიზეზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და გაუმართლებლად არღვევს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებას - შრომის თავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ რეორგანიზაციის განხორციელება განსაზღვრავდა გამოცემული აქტების კანონიერებას. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ ფორმალურ რეორგანიზაციას და იგი არ იწვევდა ძირეული ფუნქციური მოვალეობებისა თუ საშტატო ერთეულის ცვლილებას. აღნიშნულ პირობებში განხორციელებული რეორგანიზაცია ვერ გახდება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა მსგავს რეგულაციას არ ადგენს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ვინაიდან, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი კ--- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, იგი კანონით დადგენილი წესით ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, კერძოდ: შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის ი-------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პ--------–--------------ს თანამდებობაზე.
პალატა, ასევე, მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კ--- ბ--------ძეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი თანამდებობრივი სარგო, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
დადგენილია, რომ კ--- ბ--------ძის თანამდებობრივ სარგოს მუშაობისა და განთავისუფლების შემდგომ პერიოდში შეადგენდა 1130 ლარს. ამდენად, კ--- ბ--------ძეს უნდა აუნაზღაურდეს ყოველთვიურად 1130 ლარი, მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს სახით, სამსახურიდან განთავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა