განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001911931
საქმე N3ბ/2462-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - რ---------------–-----ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-----– შ--–--–--ლი;
წარმომადგენელი - ნ----------–-ილი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება, მ-----– შ--–--–--ლის კუთვნილი „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „ფ--–--- გ-------–--ლის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------ი ინსტიტუტის“ მიერ მ-----– შ--–--–--ლის სახელზე გაცემული „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----– შ--–--–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება მ-----– შ--–--–--ლის კუთვნილი „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------ი ინსტიტუტის“ მიერ მ-----– შ--–--–--ლის სახელზე გაცემული „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. მ-----– შ--–--–--ლმა 2--- წელს დაამთავრა შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------ი ინსტიტუტი“. აღნიშნული ინსტიტუტის ი-----------–ი ფაკულტეტის 2--- წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, მ-----– შ--–--–--ლს, დაბადებულს 1----–-–--------------ს, მიენიჭა სამართალმცოდნის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. (ს.ფ 14)
3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 9 აგვისტოს ცნობის თანახმად, მ-----– შ--–--–--ლი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - პოლიციის კაპიტანი.
3.2.3. საქართველოს განათლების სამინისტრომ, 2002 წლის 17 მაისს შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N0-------- შემდეგ სპეციალობებზე: სამართალმცოდნეობა, საბანკო - საფინანსო საქმიანობა, საერთაშორისო ე-------------ი ურთიერთობები, საბაჟო - საგადასახადო საქმიანობა.
3.2.4. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 25 ივლისს შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია N0-------- შემდეგ სპეციალობებზე: ჟურნალისტიკა, დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, უცხო ენები. (ს.ფ. 88-89)
3.2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით მ-----– შ--–--–--ლს უარი ეთქვა „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. (ს.ფ 10-13)
4.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.3.1. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა: მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2--- წლის ჩათვლით, მ-----– შ--–--–--ლის სწავლის პერიოდი და აღნიშნული საფუძველზე მის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის „ალ“ N------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლოს განმარტებით, მ-----– შ--–--–--ლის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე------------- ინსტიტუტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2--- წლის ჩათვლით მ-----– შ--–--–--ლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლომ განმარტა, რომ დიპლომის გაცემის დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტის“ მიერ მ-----– შ--–--–--ლის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის „ალ“ N------ დიპლომი ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე------------- ინსტიტუტი“ დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მ-----– შ--–--–--ლმა მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა ი-----------–ი მნიშვნელობის მქონე ქმედებები. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მ-----– შ--–--–--ლი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - პოლიციის კაპიტანი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, ინსტიტუტისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება, იყო თუ არა გამოქვეყნებული სათანადო წესით. ამგვარი გარემოების დადასტურების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ფაქტი - ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა მ-----– შ--–--–--ლს დროულად გაცნობოდა აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და ეზრუნა, რომ თავიდან აეცილებინა დიპლომის დადასტურების ხელშემშლელი გარემოებები. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე-------------ი“ ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
5. სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პრიმა პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 66-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.
წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტობრივ - სამართლებრივ მოცემულობა, რომლის შესაბამისადაც შპს - „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე------------- ინსტიტუტში“ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2--- წლის ჩათვლით მ-----– შ--–--–--ლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, მ-----– შ--–--–--ლისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში შპს - „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------ი ინსტიტუტი“ არ მოქმედება შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში და მოსარჩელის სახელზე 2--- წელს გაცემული უმაღლესი განათლების ალ №0----- დიპლომი ასევე არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გამორიცხავს მისი კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.
წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის №3-------- გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სცნო ბათილად ცენტრის 2017 წლის 04 აპრილის №3----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა შპს - „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე-------------ი ინსტიტუტის“ მიერ, მ-----– შ--–--–--ლის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი „ალ“ №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.
პელანტმა ყურადღება გაამახვილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტზე და განმარტა, რომ „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------მა ინსტიტუტმა“ (ს/კ 2--------) ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში. „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე-------------ი ინსტიტუტს“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნულის შესაბამისად, წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტს“ 2005-2006 სასწავლოს წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2--- წლის ჩათვლით მ-----– შ--–--–--ლის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი „ალ“ №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შინაარსი.
7. წინააღმდეგე მხარის პოზიცია:
7.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით და საქმის განხილვაზე მიცემული ახსნა - განმარტებით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის ი-----------–ი პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის ი-----------–ი პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებული კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომის დანართი არის დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, ხსენებული მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მ-----– შ--–--–--ლის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.
დადგენილია, რომ 2017 წლის 7 აპრილს მ-----– შ--–--–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2--- წელს შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე-------------ი ინსტიტუტის“ მიერ გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით მ-----– შ--–--–--ლს უარი ეთქვა „ალ“ N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტში“ 2005 - 2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2--- წლის ჩათვლით მ-----– შ--–--–--ლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის გაცემის დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------–-ე------------- ინსტიტუტის“ მიერ მ-----– შ--–--–--ლის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის „ალ“ N------ დიპლომი ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფ--–--- გ-------–---–ის სახელობის თბილისის ი-----------– - ე------------- ინსტიტუტი“ დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ. სასამართლომ მიუთითა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები განხორციელდა 21.07.2010. N3528 საქართველოს კანონით და ამოქმედდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელს გააჩნია კანონიერი ნდობა და რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს, როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტს, რეალაქტს, გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი ი-----------–ი ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, ი-----------–ი ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ-----– შ--–--–--ლის მიმართ გაცემული სასწავლო - საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის ი-----------– შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მხარე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს სხვა პირთა ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
9. პროცესის ხარჯები:
9.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -