განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117001981250
საქმე №1ბ/310-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: დ------–----–---–ის
გამართლებულ: ა-----------ის
ადვოკატის: ზ----------–----ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა-- მ------ს ასული ფ------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი გა--თლებით, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–-----–----------------------------------------------ში, და--შაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- გა--ჩენით, ა-----------ე უდა--შაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ა-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–------------–-- საღამოს საათებში, ქ.თბილისი, ც----------------------------------- ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა-----------ემ თმის მოქაჩვისა და თავის ავტომანქანის ჩარჩოზე დარტყმის შედეგად თ-------------–---–ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი გა--ჩენის გაუქმება და ა-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხრემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა და დასაბუთების გარეშე უარყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ა-----------ის ბრალეულობას.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარში აპელანტს მოჰყავს მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და ვერ ასაბუთებს, თუ რა არგუმენტების საფუძველზე მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენს უკანონოდ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის პოზიცია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტის დადგენის კუთხით, ეფუძვნება დაზარალებულის ჩვენებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ მისი ახლობლებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ თ-------------–---–ის ჩვენების თა--ხმად, 2----–-–------------–-- საღამოს საათებში, საკუთარი ა/მანქანით, სამი წლის შვილთან ერთად სტუმრად მიდიოდა დ------------ში მცხოვრებ ბიძაშვილ ნ----------–---–თან. ეზოში შესასვლელი შლაგბაუმი გაუხსნა ბიძაშვილმა, რის შემდეგაც ცდილობდა მანქანის ეზოში გაჩერებას, რა დროსაც დიდი სიჩქარით შესულმა მანქა--მ ჩაუკეტა ადგილი და ვერ ახერხებდა მანქანის დაძვრას. ავტომანქანიდან გადმოსული ა-----------ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, თუ რატომ შევიდა ეზოში მის მიერ შლაგბაუმის გახსნისას. თავად მოუწოდებდა დაწყნარებისკენ, თუმცა იგი აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას და გამოხატავდა აგრესიას, რაზეც ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში და ვერ ახერხებდა მის დაწყნარებას. დაზარალებულის განმარტებით, ა-----------ემ ხელი შეყო ჩამოწეულ ფანჯარაში, მოქაჩა თმებში და თავი არტყმევინა ფანჯრის ჩარჩოზე. თმაზე ხელის გაშვება ვერ შეძლო, სა--მ თმა არ ამოაგლიჯა. თმას ქაჩავდა ისეთი სიძლიერით, რომ თმის მოქაჩვის შემდეგ ა-----------ე უკან გადავარდა. ამის შემდგომ, ა-----------ე ავიდა კორპუსში და ეზოში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია. ა-----------ე პატრულის თა--მშრომლებს უდასტურებდა მისი თმით თრევის ფაქტს და აცხადებდა, რომ დედის შეგინების გამო, დანის ქონის შემთხვევაში მას გამოიყენებდა. რაც შეეხება ბავშვს, ის იყო ისტერიკაში, არავისთან არ ჩერდებოდა და სწორედ ამიტომ, რათა სწრაფად გაცლოდა შემთხვევის ადგილს, ხელი მოაწერა ოქმს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას გამართლებულის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა. მეორე დღიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ, ჰქონდა თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება და ვინაიდან ცუდად გახდა, მამასთან ერთად მისული იყო გამოკვლევაზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - ტვინის შერყევა. ფსიქოლოგთან მკურნალობა დასჭირდა მის შვილსაც, რომელსაც აღენიშნებოდა შფოთვები, მომხდარი გამო, იყო შეშინებული. დაზარალებულის განმარტებით, საპატრულო პოლიციის თა--მშრომლებს აჩვენა მოგლეჯილი თმები და დეტალურად განუმარტა მომხდარის შესახებ.
დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თ-------------–---–ის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არა, როგორც ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა, დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმაა: ი-------------–---–მა, ე-----------------–---–მა, გ-------------------–მა, ე-–-----------–---–მა და ნ----------–---–მა, რომლებმაც ასევე გა--ცხადეს, რომ დაზარალებულმა მათ აჩვენა მოგლეჯილი თმები.
სასამართლოს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არსებითად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს თავად ა-----------ემ და ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ა-----------ის ჩვენებით, 2----–-–------------–-- საღამოს საათებში, საკუთარი ა/მანქანით ბრუნდებოდა სახლში, კორპუსის ეზოში შესასვლელი შლაგბაუმი გახსნა პულტით და აპირებდა ეზოში შესვლას, რა დროსაც დაასწრო სხვა მანქა--მ, რომელიც ეზოში შესვლისას მოძრაობდა უცნაურად და იმის შესამოწმებლად, ხომ არ იყო იგი მის მანქა--ს დაჯახებული, გადავიდა მანქანიდან, რაზეც საჭესთან მჯდომმა თ-------------–---–მა მიმართა აგდებულად, „რა ქაჯივით გადმოვარდი, დიდი ხანია აიღე პრავაო“, ამასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უკუსვლით დაძრა მანქა-- ისე, რომ ა/მანქანის სარკე შეეხო მას და რომ არა მისი რეაქცია, საბურავები ფეხზე გადაუვლიდა. თ-------------–---–ი აგრესიული იყო, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, რის გამოც გადაწყვიტა მისი ქმედების ვიდეოზე გადაღება. მართალია, ვიდეოჩა--წერის გამოყენებას არ აპირებდა, თუმცა აშინებდა მისი სოციალურ ქსელში განთავსებით, რათა შეეწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება. მოგვიანებით მანქა-- გადააყენა კორპუსის სადარბაზოსთან და ავიდა სახლში, საიდა--ც უკან დაბრუნებულს ეზოში დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შეგროვილი ხალხი. თ-------------–---–ის დედის მოთხოვნით, წაშალა მის ტელეფონში არსებული ვიდეოჩა--წერი და თ-------------–---–თან ერთად ხელი მოაწერა პატრულის მიერ შედგენილ ოქმს, რასთან დაკავშირებითაც არცერთ მხარეს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. ერთი თვის შემდეგ, გამომძიებლისგან ცნობილი გახდა მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. სიტუაციის გარკვევის მიზნით, მისი მეუღლე შეხვდა თ-------------–---–ის მამას, რომელიც აცხადებდა, რომ მისი შვილი იყო ნაცემი და ითხოვდა 7500 ლარის გადახდას, რაშიც შედიოდა ასევე მისი შვილიშვილის ფსიქოლოგთან შესაბამისი კურსის გავლის თანხაც. ბრალდებულის განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს, თ--------–---–-- ა/მანქა--ში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელსაც მთელი იმ დროის განმავლობაში ეძინა. ბრალდებულის განმარტებით, თ-------------–---–ს ფანჯრის მინა თითქმის აწეული ჰქონდა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შესაბამისად, არც თმები მოუქაჩავს და არც თავი ურტყმევინებია ფანჯრის ჩარჩოზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ--------------ის ჩვენების თა--ხმად, 2017 წლის 10 აპრილს შეესწრო ა-----------ეს და თ-------------–---–ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რაც გამოწვეული იყო ავტომანქანის პარკირების გამო. კონფლიქტის დროს გაიგო ა-----------ის ნათქვამი, „შენ დედას ვის აგინებო“ და მათ შორის იყო არასასიამოვნო საუბარი, რაც შემდგომ ამოიწურა, ხოლო საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდგომ მხარეები შერიგდნენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ. მოწმის განმარტებით, იგი იყო თვითმხილველი მოწმე „შლაგბაუმის“ გაღებიდან მთელი ინციდენტის ამოწურვის ბოლომდე. კონფლიქტის ადგილიდან დაშორებული იყო რამდენიმე მეტრით, ყველაფერს კარგად ხედავდა და თმით თრევის, მოქაჩვის ან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ჩაერეოდა სიტუაციის განმუხტვაში. მოწმის განმარტებით, ა-----------ეს იცნობდა როგორც მეზობელს, რომლის სახელიც კი არ იცოდა.
დაზარალებულზე ა-----------ის მხრიდან ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტი უარყვეს ასევე ფაქტის შემსწრე მოწმეებმა: ზ------ ბ------ემ და ა----------ემ.
დაზარალებულის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის საპატრულო პოლიციის თა--მშრომლის მოწმე გ--------–--–----ს სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2017 წლის 10 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ც--------------------- კორპუსთან, სადაც კონფლიქტი იყო ორ ქალბატონს შორის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ ურთიერთბრალდებები. მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა საგამოძიებო სამსახურს, რომლებიც გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მხარეებმა გა--ცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ, შეადგინა რეაგირების ოქმი, რისი სისწორეც მხარეებმა ხელმოწერით დაადასტურეს და საგამოძიებო სამსახურმა დატოვა ტერიტორია. მოწმის განმარტებთ, არცერთ მხარეს რაიმე სახის ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე მოგლეჯილი თმა არ უნახავს. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, არ ჩატარებულა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ა-----------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ვინაიდან, თ-------------–---–ი მის მიმართ იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, გა--ხორციელა მისი ქმედების ვიდეოზე გადაღება. მართალია, ვიდეოჩა--წერის გამოყენებას არ აპირებდა, თუმცა იმ მოტივით, რომ თ-------------–---–ს შეეწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება, აშინებდა მისი სოციალურ ქსელში განთავსებით. შემდეგ, ჩა--წერი თ-------------–---–ის დედის მოთხოვნით წაშალა.
მოწმის ჩვენების ამ ნაწილთან შესაბამისობაში მოდის დაზარალებულის დედის - ე-----------------–---–ის ჩვენება, სადაც ის უთითებს, რომ ა-----------ეს ტელეფონში ჩაწერილი ვიდეოს წაშლა თავად მოსთხოვა, რადგან არ იცოდა რა მიზნით გამოიყენებდა შემდეგში ჩა--წერს.
პალატის აზრით, მოცემული გარემოება ცალსახად ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ა-----------ის მიერ მიცემული ჩვენების ნამდვილობას, ვინაიდან, თ-------------–---–ისათვის სასარგებლო ჩა--წერის არსებობის შემთხვევაში, დაზარალებულის დედა ჩა--წერის წაშლას არ მოითხოვდა.
2. 2017 წლის 25 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო N1--- ბარათის მიხედვით, თ-------------–---–ს, 2017 წლის 10 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიუმართავს აღნიშნული კლინიკისთვის 2017 წლის 11 აპრილს, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, თავის ქალასა და კისრის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის მოშლით, თუ მოუშლელად, ასევე, მიმყენებელი საგნის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტ ე-------–--–---–ის განმარტებით, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზის დასმა ხდება ნევროლოგის ან ნეიროქირურგის მიერ. დოკუმენტაციით ჩანდა, რომ ნეიროქირურგმა გასინჯა პაციენტი და გამოიტა-- აღნიშნული დიაგნოზი. სამედიცინო დოკუმენტაციაში, ერთ-ერთი გვერდის ჩა--წერში მითითებული იყო, რომ პაციენტს გაუკეთდა შეხვევა, ჭრილობა დამუშავდა, შეიხვა საფენები. მას არ ჰქონდა უფლება ეჭვი შეეტა-- გამოძიების მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორეში. დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა იმით, რაც წარდგენილი იყო ექსპერტიზაზე. მოწმის განმარტებით, მის მიერ გაცემული დასკვნით არ არის შეფასებული დაჟეჟილობა, რადგან ის არ ფასდება სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით, ვინაიდან იგი არ არის დაზიანების ნიშანი. ამასთან, მოცემულ დასკვნაში არსად წერია, რომ თავის ტვინის შერყევა უკავშირდება 10 აპრილს მომხდარ ფაქტს. დასკვნაში მითითებულია, რომ თ-------------–---–ს ექიმთან მიმართული ჰქონდა 10 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თორემ არც ექსპერტს და არც ნევროლოგს არ აქვს იმის მტკიცების შესაძლებლობა, თუ როდინდელ ფაქტს უკავშირდება თავის ტვინის შერყევა, ვინაიდან ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია.
- შპს „გ------------–--------------------------------–-------–-------“-დან ამოღებული თ-------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თა-----------–---–ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, თავის ქალასა და კისრის მიდამოში რბილი ქსოვილის დაჟეჟლობა. ამასთან, დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ „პაციენტს გაუკეთდა შეხვევა, ჭრილობა დაუმუშავდა ანტისეპტიური ხსნარით და შეიხვა ანტისეპტიური საფენებით“ .
პირველი ინსტანციის სასამართლოში, მკურნალი ექიმის მოწმე ო--------------ს ჩვენებით, დაზარალებულ თ-------------–---–ს იცნობს როგორც მის პაციენტს, სხვა ნაცნობობა არ აკავშირებს. თ-------------–---–მა მიმართა ჩივილებით, რომ ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თუმცა იყო კონტაქტური და ადეკვატური. პაციენტის გაბრუება იყო თვალში საცემი. თ-------------–---–ი გამოკითხული იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რაზეც განმარტა, რომ მეზობელმა მოქაჩა თმებში და თავი არტყმევინა მანქანის ნაწილზე. პაციენტი გასინჯული იყო ნევროლოგიურად, შეფასებული იქნა მისი ცნობიერება, თვალის გუგები, რომელიც იყო მრგვალი და თა--ბარი, თუმცა თვალის კაკლების მოძრაობის დარღვევამ იგივე ნისტაგმმა მიიქცია ყურადღება. პაციენტს აღენიშნებოდა კონგრადული ამნეზია, რომლის დროს პირს რაღაც პერიოდი არ ახსოვს მომხდარი ფაქტის რაღაც მონაკვეთი, თუმცა შეიძლება გაახსენდეს რამდენიმე დღის შემდეგ. თვალის კაკლების მოძრაობის დარღვევა თუ თანდაყოლილი არ არის, იგი ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია ტვინის შერყევის. პაციენტს, საავადმყოფოდან გაწერის დროს თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევა აღარ აღენიშნებოდა, რაც მოწმობდა იმას, რომ აღნიშნული მას თანდაყოლილი არ ჰქონია. პაციენტს ხელის შეხებით ჰქონდა მტკივნეული ადგილები, შემოწმებისას აღენიშნებოდა მტკივნეული ადგილი, თუმცა ვიზუალურად დაჟეჟილობები არ ეტყობოდა, ამასთან, ვინაიდან ცნობილი იყო, რომ ჰქონდა ტრავმა, დაიწერა დასკვნა, რომ ჰქონდა რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები, თავის და კისრის არეში. მოწმის განმარტებით, პაციენტს ჭრილობა არ ჰქონია და ავადმყოფობის ისტორიაში მითითებული წინადადება, რომ ჭრილობები იქნა შეხვეული, არის შეცდომა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისაგან არსებითად განსხვავებული შედეგი იქნა დაფიქსირებული 2017 წლის 23 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------------ დასკვნით, რომლის მიხედვითაც დაჟეჟილობა ვიზუალურად აღქმადი არ არის და ეს არის მხოლოდ პაციენტის სუბიექტური შეფასება, რომ მას სტკივა კონკრეტული ადგილი, თუმცა კვალი, რომელიც არ ჩანს ექსპერტიზის მიერ არ ფასდება და ეს არის სუბიექტური ნიშანი. ამასთან, თავის ტვინის შერყევა არის ნევროლოგიური პათოლოგია და არა ნეიროქირურგიული. თ-------------–---–ი მკურნალობდა ნეიროქირურგიულ კლინიკაში, რაც არ იყო პროფილური იმ გამოკვლევის, რისი დიაგნოზიც მას დაუდგინდა. თავის ტვინის შერყევის ობიექტური ნიშნებიდან თ-------------–---–ს აღენიშნებოდა მხოლოდ წვრილამპლიტუდიანი ჰორიზონტალური ნისტაგმი (თვალის კაკლების მოძრაობის დარღვევა), რომელიც გამოხატული იყო 11 და 12 აპრილს. კომპიუტერული ტომოგრაფიით თავის ტვინში მწვავე კეროვანი დაზიანების ნიშნები არ გამოვლინდა. შესაბამისად, თ-------------–---–ს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დიაგნოზი დადგინდა სავარაუდოდ ტრავმის მიღებიდან 27 საათის დაგვიანებით, ამასთა--ვე, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დადგენილია ობიექტური ნიშნებიდან მხოლოდ ერთადერთი ობიექტური ნიშნის - წვრილამპლიტუდიანი ჰორიზონტალური ნისტაგმის საფუძველზე, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ტვინის შერყევის არსებობის უდავო ობიექტურ სიმპტომს. სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ----------–--–---–მა და განმარტა, რომ თმის ამოგლეჯვას, რასაც დაზარალებული უთითებს, თუ დიდი რაოდენობით თმა არის ამოგლეჯილი, მინიმუმ კანის სიწითლე მაინც უნდა გამოეწვია, რაც ვიზუალურად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო. მანქანის სხვადასხვა დეტალები, არის ეს პლასტმასი თუ სხვა, რომელზე ზემოქმედებითაც რჩება კვალი, წარმოადგენს მკვრივ-ბლაგვ საგანს, რომლის შეფასებითაც უნდა დადგინდეს ტრავმის არსებობა, თუმცა, თუ კვალი არ არის დარჩენილი, როგორც ტრავმად მისი განხილვა ვერ მოხდება და წყდება აღნიშნულზე მსჯელობა. თავის ტვინის შერყევის გამოწვევას სჭირდება საკმაოდ დიდი ძალა და იმ ტრავმის მექანიზმს, რაც საქმის მასალებშია წარმოდგენილი, ძალიან საეჭვოა თავის ტვინის შერყევა გამოიწვიოს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნების შეფასებას და აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც ერთ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია ორი ურთირთგამომრიცხავი მტკიცებულება, პალატა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს, მით უმეტეს, როდესაც დასკვნაში მითითებულია ისეთ დაზიანებაზე, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, პალატა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად რჩება მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულის ჩვენება მიჩნეულ იქნება ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, როდესაც სახეზე არ არის სხვა ურთიერშეთანხმებული მტკიცებულებები, გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ა-----------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ისინი იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თა--ხმად, ,,გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- გა--ჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- გა--ჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ა-----------ე ცნობილ იქნეს უდა--შაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გამართლებულ ა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია;
5.გამართლებულ ა-----------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ა--ზღაურების უფლება;
6. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ერთ ცალი CD დისკი, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის გა--ჩენი gamocხადებისთა--ვე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი