განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2018
საქმის ნომერი
010100218700050632
ინსტანცია
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100218700050632

საქმე №1b/211-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2018წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გერონტი კახეთელიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თი-----------------–--ს

ადვოკატის: ზუ--------------–---–-ს

მსჯავრდებულების: ბე–---–------ა და კახ--------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულების, ბე–---–------ა და კა----------------ს, ასევე, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბე–---–------ მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ო-----------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–-----------–-------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

კახ--------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ--–-----------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–-----------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით, ბე–---–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10(ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბე–---–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 22 აპრილიდან.

ამავე განაჩენით, კახ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10(ათი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კა----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 22 აპრილიდან.

ბე–---–------ და კა----------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონოდ შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: რომ 20---–-–------------–---------–----------------------, ბე–---–----ამ, კახ--------------მ და დაუდგენელმა ორმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს ქ------–--–-------------------------ში მდებარე შპს ,------------------ ოფისში, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ამავე ორგანიზაციის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტებს გუ--------–------ა და ლე----------ს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ოფისის სალარო ოთახიდან გაიტაცეს სეიფი, მასში მოთავსებული 1--------- ლარის დიდი ოდენობით ფულადი თანხით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ა---------------–-----------------–-------------–---------–-------–----------------------------------------------------–-–---------–----------–-------–-------------------------–-----------------–-------------–---------–-------–---------------------------------------------------------------–-–------------–--------–-------–-------). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ა---------------–-----------------–-------------–---------–-------–-----------------------------------------------------–-–------------------–-------–--------.).

ამდენად, პალატა იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბე–---–------ და კა----------------ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით.

 

1. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ბე–---–------ა და კახ--------------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ მტკიცებულებები შეაფასა არაობიექტურად, ცალმხრივად, განაჩენში მხოლოდ ჩამოთვლილია მოწმეთა ჩვენებები და არ არის მსჯელობა, თუ რატომ გაიზიარა ის სასამართლომ, ან უარყო.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ამასთან, აპელანტი ზოგიერთი მოწმის ჩვენების არასწორი ინტერპრეტაციით მიუთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც არსებითად განსხვავდება თავად ამ მოწმის სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან.

უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, გუ--------–------, ლე----------ს, ზ--------------–---–-------------–-–---–-- და შპს ,------------------ სხვა თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე შპს ,------------------ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, 20---–-–------------–---------–----------------------, ქ------–--–-------------------------ში მდებარე შპს ,------------------ ოფისზე ყაჩაღური თავდასხმისა და ამ გზით ოფისის სალარო ოთახიდან სეიფის და მასში მოთავსებული 1--------- ლარის გატაცების ფაქტი.

პალატა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას საჭიროდ მიიჩნევს, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ აღნიშნული მოწმეების ჩვენებების შეფასებებიდან გამომდინარე ,რჩება შთაბეჭდილება, რომ აპელანტი თავად ყაჩაღობის ფაქტს ხდის სადაოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გუ--------–-----მ დაადასტურა 2016 წლის 17 აპრილს, შპს ,------------------ ოფისზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და განმარტა, რომ იგი მუშაობს შპს ,------------------ დაცვის თანამშრომლად. 2016 წლის 17 აპრილს ღამის საათებში, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში და ლე----------სთან ერთად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მოესმა ხმაური, რა დროსაც სამორიგეო ოთახში პიროვნება იარაღით ხელში შევარდა. სამორიგეო ოთახში შევიდა ორი თავდამსხმელი, რომლებსაც ეკეთათ ნიღბები და ხელთათმანები. თავდამსხმელებმა მოუწოდეს, რომ არ განძრეულიყო, შემდეგ დააწვინეს მუცელზე და შეუკრეს ხელ-ფეხი. მისი განმარტებით, თავდამსხმელები იყვნენ ოთხნი და ყველა მათგანი იყო ნიღბებით და ხელთათმანებით. ბოროტმოქმედების საქციელით ,,სიკვდილს ჩახედა თვალებში’’ და შიშისაგან კანკალებდა. დაახლოებით 5 წუთში ოთახში შეიყვანეს ლე----------, რომელიც ასევე შეკრული იყო ე.წ. ,,სკოჩით“. თავდამსხმელებმა გუ--------–------ და ლე----------ს წაართვეს მობილური ტელეფონები, რომლებიც დაშლილ მდგომარეობაში დაყარეს. შემდეგ გუ--------–------თან და ლე----------სთან ერთი თავდამსხმელი დარჩა, დანარჩენები კი ოთახის გარეთ იყვნენ. მოწმე გუ--------–------ განცხადებით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი საუბრობდა დამტვრეული რუსულით. იგი უნდა ყოფილიყო წარმოშობით მეგრელი. ბოროტმოქმედები დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდნენ შპს ,------------------ შენობაში. მათი წასვლის შემდეგ გუ--------–-----მ შეიხსნა ხელები და დაუკავშირდა 112-ს, შემდეგ კი დაუკავშირდა შპს ,------------------ დაცვის უფროსს. მოწმემ ნახა, რომ სალაროს ოთახიდან წაღებული იყო სეიფი და მონიტორის დენის წყარო, ე.წ „იუ----ი“.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ლე----------მაც.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გუ--------–----- ტყუის, როდესაც მიუთითებს, რომ „მან სიკვდილს ჩახედა თვალებში“, რადგანაც მას უთხრეს: „მალჩი, ვსიო ბუდეტ ნორმალნო“, ასევე, იმ პირობებში, როდესაც თავდამსხმელმა სულ სამი სიტყვა წარმოთქვა, მოწმე ვერ მიხვდებოდა თავდამსხმელი თ---–-----–- იქნებოდა თუ მ------–-- რომელიც დამტვრეული რუსულით საუბრობდა.

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ მოწმის ჩვენების ეჭვქვეშ დაყენება ფაქტობრივად იმ მოტივით, რომ მას არ უნდა შეშინებოდა ყაჩაღური თავდსახმის დროს, ყოველგვარ ლოგიკას და დასაბუთებულობას მოკლებულია, ვინაიდან ეს არის პირის მიერ კონკრეტული სიტუაციის შეგრძნებისა და აღქმის მომენტი. ასევე, სუბიექტურია მოწმის მიერ თავდამსხმელის წარმომავლობის შეფასება, თუ რატომ მიიჩნია მან ის „მ------–---“ და არა „თ---–----–---“ . მოცემულ სიტუაციაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ აღნიშნულით დასტურდება მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი და იმ ფაქტს, მოწმეს შეეშინდა თუ არა თავდასხმის მომენტში და როგორ შეაფასა მან თავდამსხმელის წარმომავლობა, უშუალოდ კახ--------------სა და ბე–---–------ ბრალეულობასთან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს, ვინაიდან, არც გუ--------–------ და არც ლე----------ს, მით უმეტეს, შპს ,------------------ სხვა თანამშრომლებს, მსჯავრდებულები არ ამოუცვნიათ, როგორც ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები.

პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც თავდამსხმელები მოქმედებდნენ ნიღბებით და საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მსჯავრდებულებზე, როგორც განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე პირებზე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც პირდაპირ და უტყუარდ ადასტურებენ მსჯავრდებულების ბრალეულობას.

- აპელანტის მტკიცებით, მოწმეების: გუ--------–------, ლე----------ს, ა---------–---–---–-ს და ზუ------------–---–-ს ჩვენებები ე.წ. „ი---------ნ“ დაკავშირებით, წინააღმდეგობრივია, ვინაიდან გუ--------–------ა და ლე----------ს განმარტებით, „იუ----ი“ ახალი ნაყიდი იყო და 3-4 დღის შემოტანილი ჰქონდათ სამორიგეო ოთახში, მაშინ, როდესაც ა---------–---–---–- მიუთითებს, რომ ერთი თვის შემოტანილი ჰქონდათ, რაც შეეხებაზუ------------–---–ს, მისი განმარტებით, „იუ----ი“ ძველი მოდელის იყო, ხმარებისგან ინდიკატორები გადაქექილი იყო და მან წაუსვა თეთრი ფერის „შტრიხი“. სასამართლოში გამოკვლეულ „იუ----ს“ კი არავითარი თეთრი შტრიხი არ ჰქონია, რაზეც სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა.

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ მოწმეთა ჩვენებების ასეთი სახით შეფასებას, ვინაიდან გუ--------–------ა და ლე------------ს არსად თავის ჩვენებაში არ უთქვამთ, რომ „იუ----ი“ ახალი ნაყიდი იყო. გუ--------–-----მ განაცხადა, რომ „იუ----ი“ ახალი შემოტანილი იყო და არა ახალი ნაყიდი. მისი განმარტებით, ახალი მონიტორი იყიდეს, ხოლო „იუ----ი“ იყიდეს თუ არა არ იცის(იხ სასამართლო სხდომის ოქმი 0---------------------------) ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის შემოიტანეს, არამედ ის, რომ აღნიშნულ „იუ----ს“ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხმარდნენ იმავე ორგანიზაციაში, მოძველებული იყო, რის საფუძველზეც ზუ--------------–---–მა ამოიცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ზუ--------------–---–მა განმარტა, რომ ორგანიზაციიდან დაყაჩაღების დროს წაღებული „იუ----ი“ მოძველებული მოდელის იყო, რამდენიმე წლის იქნებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ „დ-------“ გადაიწვა, დაახლოებით ერთი თვის წინ შემოიტანეს სამორიგეო ოთახში, იმავე ორგანიზაციის სხვა ოთახიდან. მოწმის განმარტებით, როგორც ეტყობოდა, „იუ----ის“ ღილაკები მრავალჯერადი შეხების გამო გადაქექილი იყო და ამიტომ, მან ტექსტის წასაშლელი თეთრი ფერის კორექტორი წაუსვა მათ. შემდეგ, სწორედ ამ ნიშნით ამოიცნო მან „იუ----ი“, როდესაც ამოცნობის დროს წარუდგინეს სხვა მსგავს „ი---------ნ“ ერთად (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი2--------------------------).

მოწმის აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია 2016 წლის 23 აპრილის ობიექტის(საგნის) ამოცნობის ოქმთან, რომლის მიხედვითაც, ზუ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი „იუ----ებიდან“ წარწერით და სწორედ მის მიერ ღილაკებზე დატანილი თეთრი ფერის კორექტორით - „შტრიხით“ ამოიცნო დაყაჩაღების დროს შპს ,,ბ-----------------ნ“ წაღებული „იუ----ი“.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გატაცებული სეიფი იყო 200კგ და მის გატანას თავდამსხმელები თავისუფლად ვერ შეძლებდნენ, თუმცა გვერდს უვლის პირველი ინსტანციის სასამართლოში, შპს„ბ--------------ს“ დირექტორის მოადგილის, მოწმე გრ----------–--------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელების მიერ წაღებული სეიფი იქნებოდა დაახლოებით 60-70 სმ სიმაღლის და 50სმ სიგანის. მართალია, მოწმემ განაცხადა, რომ სეიფის წონა დაახლოებით იქნებოდა 200კგ, თუმცა იქვე მიუთითა, რომ, როდესაც სეიფი მოიტანეს, სამმა, ჩვეულებრივი აღნაგობის კაცმა, გადმოიღო მანქანიდან, ხოლო ვინაიდან სალაროს ოთახის კარი ვიწრო იყო, სეიფი ოთახში ორმა კაცმა შეიტანა.

- პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შეფასებას მოწმე ან-------–-–---–-ს ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მოწმის ჩვენება წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ვინაიდან თავიდან მან განაცხადა, რომ კუპიურების შეკვრაზე მისი დნმ-ის გენეტიკური პროფილი ამოვიდა, ბოლოს კი განმარტა, რომ მხოლოდ რეზინები გამოიკვლიეს, ფული არ გამოუკვლევიათ.

მოწმე ან-------–-–---–მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შპს ,,ბ--------------ში“ ოფისის მენეჯერად. 2016 წლის აპრილის თვეში მოუწია მოლარის თა---------------ს შეცვლა და მისი ფუნქციების შეთავსება. ზოგადად, თანხას ითვლიდა როგორც თავად, ისე ფულის სათვლელი მანქანით და ერთნაირი კუპიურების მიხედვით ალაგებდა, ფულის შესაკრავი, ყვითელი ფერის რეზინით კრავდა და მოლარის ოთახში არსებულ სეიფში ინახავდა. 2016 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაასრულა მუშაობა, დისტრიბუციის მიერ მიტანილი ფულადი თანხა ჩაალაგა და სეიფში შეინახა, რომელიც დაკეტა, წამოსვლისას დაკეტა სალარო ოთახის რკინის კარი. მას ღამის საათებში დაუკავშირდა დირექტორის მოადგილე და განუცხადა, რომ ოფისში მოხდა ყაჩაღობა და სთხოვა სამსახურში მისვლა. მოწმემ განაცხადა, რომ მომხდარი ყაჩაღობის დროს გასაღები მას ჰქონდა. მოწმეს თავის ჩვენებაში არსად არ უთქვამს იმის შესახებ, რაზეც აპელანტი მიუთითებს. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწმე განაცხადებდა, რომ ექსპერტიზაზე რეზინები გამოიკვლიეს და არა ფული, ეს გარემოება შესაბამისობაში მოდის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს ბე–---–------ა და კახ--------------ს ბრალეულობას.

2016 წლის 5 მაისის ბი---–------------------------ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,ბე–---–------ ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა“ მოთავსებული ქაღალდის კუპიურების სამ ცალ შეკვრაზე (ობ. N-----) და პაკეტში, წარწერით: ,,კახ--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა“ მოთავსებული ქაღალდის კუპიურების ორ ცალ შეკვრაზე (ობ.4--) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N------ის გენეტიკური პროფილი და ან-------–-–---–-ს (ობ. N6; პაკეტში წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ან----------–--------–------–-–---–-ს (----------–- პირის ღრუს მიდამოდან“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N4-ის (ორასორმოცდაათი ცალი ოც-ლარიანი კუპიურების შეკვრა) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი და ან-------–-–---–-ს (ობ. N6) გენეტიკური პროფილი, იდენტურია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქე----------------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შერეულ პროფილში მინორული წილი ეკუთვნოდა მამრობითი სქესის ადამიანებს. გამოკვლეული იქნა 5 ცალი ფულის შესაკრავი რეზინა, რაც შეეხება ფულს, ის არ გამოკვლეულა, ვინაიდან ფულს იკვლევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე შეინიშნება ხილული ბიოლოგიური მასალა, მაგალითად, სისხლი. ფული წარმოადგენს ისეთ საკვლევ ობიექტს, რომელთანაც შეხება აქვს უამრავ ადამიანს, შესაბამისად, მასზე ამოდის შერეული გენეტიკური პროფილი, რაც კვლევისთვის არაინფორმატიულია და ყველა შემთხვევაში დასკვნა არ იქნება კატეგორიული.

 

2. აპელანტის მტკიცებით, მსჯავრდებულ კახ--------------ს კუთნილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა ე.წ „იუ----ი“, დაუშვებელი მტკიცებულებაა და ის გამამტყუნებელ განაჩენს, საფუძვლად არ უნდა დადებოდა, ვინაიდან სასამართლომ ყოველგავარი შეფასების გარეშე დატოვა მოწმე ბე--------------ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან გამომძიებელს ავტომანქანის გასაღები გადასცა შუაღამის ოთხის ათ წუთზე, დათვალირება კი დაიწყეს დილის 9 საათზე, 5 საათის დაგვიანებით. მანქანის დათვალიერების დროს ის იდგა დაახლოებით 30-40 მეტრში, შესაბამისად, მას მანქანის დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია და მისთვის არც უფლებები განუმარტავთ.

აპელანტის აზრით, სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე გაიზიარა მოწმე იმე-------------–---–-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ის მანქანის დათვალიერების დროს იდგა დაახლოებით 20 მეტრში და გამომძიებლები რას აკეთებდნენ, მისი საქმე არ იყო. მანქანის გასაღები გამომძიებელს გადასცა დაახლოებით 3 საათზე, 4-ის ნახევარზე. სამსახურში მისვლისას, სულ ბე--------------ს ცეხში იყო და თავის ცეხში შევიდა მარტო გასაღების გამოსატანად.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მოწმეთა ჩვენებების ასეთი სახით ინტერპრეტირებას, ვინაიდან ის კონტექსტიდან ამოგლეჯილია და არ ემსახურება ობიექტურად ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.

უპირველსად, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო საჩივარში მოწმე ბე--------------ს ჩვენება წინააღმდეგობრივი შინაარსითაა მოყვანილი, ვინაიდან აპელანტი ერთ შემთხვევაში მიუთითებს, რომ მოწმემ თავად გადასცა გამომძიებელს ავტომანქანის გასაღები 4-ის ათ წუთზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, გამომძიებელს გასაღები გადასცა იმ--------------–---–მა სამსახურში მოსვლისთანავე. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოწმემ თავის ჩვენებაში თავიდან განაცხადა, რომ იმ--------------–---–მა გამომძიებელს გასაღები გადასცა ექსპერტების მოსვლის შემდეგ,(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2-----------------) ხოლო ადვოკატის შეკითხვის შემდეგ მიუთითა, რომ იმ--------------–---–მა გასაღები გადასცა მისვლისთანავე, რაც წინააღმდეგობაშია თავად იმე-------------–---–-ს ჩვენებასთან. ბე--------------ს ჩვენების მიხედვით, მან გამომძიებელს 4-ის ათ წუთზე კი არ მისცა გამომძიებელს გასაღები, რაზეც აპელანტი აპელირებს, არამედ ამ დროს ის სამსახურში მივიდა. მისივე განმარტებით, როდესაც მანქანას ათვალიერებდნენ, ის იდგა 20 მეტრის მოშორებით, ამოიღეს შავი ფერის ყუთის მაგვარი საგანი, რომელიც შეიფუთა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 2---------------------------). ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტომანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ბე--------------ი დათვალიერებაში მონაწილე პირი არ არის და შესაბამისად, უფლებებსაც ვერ განუმარტავდნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე იმ--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ავტოსახელოსნოში, არის ე.წ. ,,მალიარი“ და მეთუნუქე. მისული იყო კახ--------------, რომელმაც სთხოვა, რომ მისი ავტომანქანისთვის - შავი ფერის ,,ნი---------ს“ გაეკეთებინა ,,პალიროვკა’’. რაზეც უთხრა, რომ ორი დღის შემდეგ გააკეთებდა. როდესაც ბე---------------ა დაასრულა ავტომანქანაზე მუშაობა, შემდეგ მას მიუყვანა, დააყენა ბოქსში და გადასცა გასაღები. 22 აპრილს, გვიან, ღამის საათებში, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და სამსახურში მისვლა სთხოვეს. ავტოსახელოსნოში მივიდა დახლოებით 03:30 საათზე, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, მალევე მივიდა ავტოსახელოსნოს დირექტორი. აპელანტისაგან განსხვავებით, რომელიც მიუთითებს, რომ თითქოსდა იმ--------------–---–მა გამომძიებელს გასაღები გადასცა სამსახურში მისვლისთანავე, მოწმის განმარტებით, ექსპერტებს დააგვიანდათ და მათ მისვლამდე ავტომანქანის გასაღები მასთან იყო, მხოლოდ მათი მოსვლის შემდეგ გადასცა გასაღები გამომძიებელს. მისი სამსახურში მისვლლიდან გასაღების გადაცემემდე გასული იქნებოდა დაახლოებით 2-3 საათი. გათენებული იყო, როდესაც მანქანის დათვალიერება დაიწყო. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2------------------------------------). იმე-------------–---–-ს თქმით, მანქანის დათვალიერების დროს იქვე იდგა, 20 მეტრიც არ იქნებოდა დაშორება, გამომძიებელი თავზე ადგა ექსპერტებს, როცა მანქანის უკანა კარი გააღეს, შავი ყუთის მსგავსი საგანი ამოიღეს და მაშინ ნახა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2--------------------------). მისივე განმარტებით, შესაძლებელია ბე--------------ს გასაღების გადაცემის მომენტი საერთოდ ვერ ენახა. ნივთის ამოღების შემდეგ, დაუძახეს, ნახა საგნის დალუქვის მომენტი, გამომძიებელმა შეადგინა დოკუმენტი და ხელი მოაწერა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2----------------------------.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ მოწმეების ბე--------------სა და იმე-------------–---–-ს ჩვენებებით, მათ ავტომანქანის გასაღები სხვა უცხო პირისათვის არ გადაუციათ.

მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია, 2----–-–------------–-- ავტომანქანის დათვალიერების ოქმთან, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ავტომანქანის დათვალიერება დაიწო 07:00 საათზე და დამთავრად 08:15 საათზე. გამომძიებლისა და ექსპერტების გარდა, ოქმს ხელს აწერენ: იმე-------------–---–- და ავტოპროფილაქტიკის მესაკუთრე - რა------------ე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე ია--------–-----მ.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩხრეკა ჩატარდა არაუფლებამოსილი პირის იმე-------------–---–-ს მონაწილეობით და მანქანის დათვალიერებას უნდა დასწრებოდა ავტომანქანის მესაკუთრე კახ--------------.

მანქანის დათვალიერება ჩატარდა ავტოპროფილაქტიკის ტერიტორიაზე და მას ესწრებოდა ავტოპროფილაქტიკის მესაკუთრე რა------------ე. რაც შეეხება კახ--------------ს, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ავტომანქანის დათვალიერების დაწყების დროს ის უკვე დაკავებული და შესახლებული იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში და, შესაბამისად, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ვერ დაესწრებოდა.

 

3. პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულების: კახ--------------ს და ბე–---–------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებზე, როგორც პირდაპირ მტკიცებულებებზე, რა დროსაც, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფულადი თანხები.

2----–-–------------–-- ჩხრეკის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ ქ. თ---–----------------------–--–----------–--------------------ში, მსჯავრდებულ ბე–---–------ დედის, ლი----------–--ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა 00:50 საათიდან 02:35 საათამდე. ბე–---–------ საძინებელი ოთახის ჩხრეკისას, ამავე ოთახში ორადგილიანი საწოლის გვერდით, ფანჯარასა და საწოლს შორის კედელთან მიდგმული მოყავისფრო ფერის ნაჭრის სავარძლიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა სამი მსხვილი შეკვრით, 50, 20, 10 და 5- ლარიანი კუპიურებით, სულ 19.870 ლარი. სავარძლიდან ამოღებულ ფულად თანხაზე ლი----------–--მ განაცხადა, რომ ფულის წარმომავლობა მისთვის უცნობია. მის მიერ ჩხრეკის დაწყების წინ წარმოდგენილ იქნა სახლში არსებული თანხა 225 ლარის ოდენობით (სამი ორმოცდაათ-ლარიანი, სამი ოც-ლარიანი, ერთი ათ-ლარიანი და ერთი ხუთ-ლარიანი კუპიურები). მეორე საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის სამუშაო ხელთათმანები. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, კერძოდ 50-ლარიანი, 20-ლარიანი, 10-ლარიანი და 5-ლარიანი კუპიურები მოთავსებული იქნა ერთ პაკეტში და დაილუქა. ამოღებული ხელთათმანები მოთავსებული იქნა გამჭოლ პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. ლი----------–--ს მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა მისივე თანდასწრებით დაილუქა. სულ დალუქული იქნა სამი პაკეტი ცალ-ცალკე.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დამთავრებისთანავე ბარლდებულის სახით დაკავებული იქნა ბე–---–----ა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმე და--------–-–---მ დაადასტურა ჩხრეკისა და დაკავების ოქმების სისწორე და განმარტა, რომ 2016 წლის 21 აპრილს მიიღო შეტყობინება გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილების უფროსთან ჩატარდა თათბირი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნაყაჩაღარი ნივთები და იარაღი უნდა ყოფილიყო ა----------------------–---–- მდებარე მისამართზე. ის, ილ-----------------------------–---–ი მივიდნენ მისამართზე, სადაც ცხოვრობდა ბე–---–----ა, ბინის კარი გაუღო ბე–---–------ დედამ, რომელსაც გადასცა დადგენილება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის თაობაზე, რომელიც ჩხრეკის განმავლობაში მათთან ერთად იყო. სახლში დახვდათ ბე–---–------ დედა, მამა, და, მეუღლე და ბებია. ბინაში განთავსებული იყო ოთხი ოთახი, რომელიც იქნა გაჩხრეკილი. მოწმის განმარტებით, ჯა-----------–---–მა უთხრა, რომ ბე–---–------ა და მისი მეუღლის საძინებელ ოთახში ნანახი იქნა ფულადი თანხა. საძინებელ ოთახში მდებარე დივნიდან ამოღებული იქნა ფული 50-ლარიანი, 20-ლარიანი და 10-ლარიანი კუპიურების შეკვრა, ხოლო ბე–---–------ ბებიის ოთახიდან ამოღებული იქნა ხელთათმანები. ამოღებული ფულადი თანხა დათვალა მან და ჯა-----------–---–მა. ყველაზე მეტი, დაახლოებით 17 000 ლარამდე აღმოჩნდა 50-ლარიანი კუპიურები. რის შემდეგაც ფულადი თანხა და ხელთათმანი მოთავსებული იქნა სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა. ამასთან, ჩხრეკის ოქმში შეტანილი იქნა თითოეული კუპიურის ნომერი. ლი----------–--ს მიერ წარმოდგენილი იქნა 220 ლარი, რომელიც ასევე დაილუქა. მოწმის განმარტებით, ვერც ლი----------–--მ და ვერც სხვა ოჯახის წევრებმა ვერ ახსნეს, ამოღებული თანხის წარმომავლობა. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ჯა-----------–---–მა „ფოიეში“ დააკავა ბე–---–----ა, სადაც ასევე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აკონტროლებდნენ გარე პერიმეტრს.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ჩრეკის ოქმს ხელს აწერს ლი----------–--ც.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა ილ---------- და ჯა-----------–---–მა.

2----–-–------------–-- ჩხრეკის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ ქ. თ---–----------------------–--–------ კილომეტრი, ყოფილი ს-----------------------------–-----------------ში, კახ--------------ს საცხოვრებელ სახლში \ჩხრეკა მიმდინარეობდა 00:35 საათიდან 02:40 საათამდე. საძინებელი ოთახის ჩხრეკის დროს, საწოლზე არსებული ბალიშის ქვემოთ აღმოჩენილი იქნა ორი შეკვრა ფულადი თანხა 20 (ოცი)ლარიანი კუპიურებით. თითოეულ შეკვრას შემოხვეული აქვს რეზინის მოყვითალო ფერის რგოლისებური თასმა. საერთო ჯამში ფულადი თანხის ოდენობა წარმოადგენს 7 300 ლარს. აღნიშნული ფულადი თანხა მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. საძინებელ ოთახში ასევე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის პლასტმასის ტაქსის ტრაფარეტი, რომელიც ასევე ამოღებული იქნა და დაილუქა. საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანები, აღნიშნული ხელთათმანები მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დამათავრებისთანავე ბარლდებულის სახით დაკავებული იქნა კახ--------------.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ირ---–------------მ, რომელმაც განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლებთან გი----------–-------–------------–--------–---–--------------------------------ნ ერთად, გავიდა კ----------------–--–-- დასახლებაში მდებარე ,---------------------------------- შენობაში. კახ--------------ს ბინის ჩხრეკა ჩაატარა მან გი----------–-------–---ნ და ვი----–--------–---–------ნ ერთად, რაც შეეხება ჯა--------------ს, ის ბინაში არ შესულა, გარეთ დარჩა და ჩხრეკის დამთავრების შემდეგ კახ-------------- დააკავა. მოწმის განმარტებით, მათ ბინის კარი გაუღო კახ--------------მ, რომელსაც გადასცეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ბინის ჩხრეკის თაობაზე. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა კახ--------------, ასევე, ჩხრეკას თავიდან ბოლომდე ესწრებოდა დედამისი და და. საძინებელ ოთახში, კერძოდ, საწოლზე არსებული ბალიშის ქვემოდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, ორ შეკვრად, ერთ შეკვრაში იყო 250 ცალი 20-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შეკვრაში 115 ცალი 20-ლარიანი კუპიურა, სულ 7 300 ლარი. შეკვრას გადახვეული ჰქონდა რეზინის თასმები. კახ--------------ს დედამ განაცხადა, რომ ეს ფული იყო საფლავის ფული და შეადგენდა 1000 ლარამდე თანხას, ხოლო თავად კახ-------------- ყვიროდა, რომ ამოღებული ფული მას არ ეკუთვნოდა და ის ჩაუდეს. კახ--------------მ და დედამისმა ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. მოწმის განმარტებით, ბინის ჩხრეკა ჩატარდა კანონის დაცვით და კახ--------------ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა: გ-----------–-------–----------–--------–---–--- და ჯა--------------მა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პალატამ დაცვის მხარისაგან ვერ მოისმინა დასაბაუთებული არგუმენტაცია მსჯავრდებულებების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბე–---–------ა და კა----------------ს ოჯახის წევრების, ასევე, სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების მიერ დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არადამაჯერებელია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ცი----------------------------------ს მიერ 2015 წლის 15 აპრილის და ამავე წლის 19 ოქტომბრს იპოთეკური ხელშეკრულებების საფუძველზე გამოტანილი სესხები 2000 აშშ დოლარისა და 600 აშშ დოლარი ოდენობით, ერთი წლის შემდეგ- 2016 წლის აპრილის თვეში რეალურად ვერ იქნებოდა სახლში შენახული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ სესხებზე მათ უნდა გადაეხადათ შესაბამისი პროცენტები, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მათ სოციალურ მდგომარეობას. მხედველობაშია მისაღბი ის გარემოება, რომ აღნიშნული დროისათვის კახ--------------ს მამა ავადმყოფობდა და სწორედ ამან განაპირობა სესხის აღება.

ამასთან, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხების შეკვრები ამოღებულია სწორედ ისეთ მდომარეობაში, რომელზედაც თავის ჩვენებაში მიუთითებს მოწმე ან-------–-–---–-, კერძოდ, მისი განმარტებით ის 50, 20, 10, 5 ლარიან კუპიურებს ცალ-ცალკე შეკვრებად კრავდა, ფულის გადასაკრავი რეზინით.

გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 3 მარტს გაფორმებული იპოთეკური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნუ-----------–----–------ს მოქალაქე ნა----–------–---–-----ნ 6 თვის ვადით, ყოველთვიური 3,23%-ის გადახდის პირობით სესხის სახით აღებული აქვს 6000 აშშ დოლარი, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 14 820 ლარს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღებული სესხიდან, მათ იპოთეკარს წინასწარ გადაუხადეს ორი თვის პროცენტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლი----------–--მ განაცხადა, რომ აღნიშნული სესხით უნდოდათ მისი შვილისთვის - ბე–---–------ათვის და მისი მეუღლისათვის ბინა ეყიდათ, რაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების და თანხის გათვალისწინებით, არარეალურია. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს ლი----------–--ს 600 ლარი, რომელზედაც ყოველთვიურად გადასახდელი ჰქონდა პროცენტი 2016 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით და ჟან--–-----ს ყოველდღიური შემოსავალი 17,5 ლარი.

პალატის აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც ბე–---–------ 2016 წლის აპრილის თვისთვის ბინაც კი არ ჰქონდათ შერჩეული, ასეთ პირობებში სესხის წინასწარ აღება და მასზე პროცენტის გადახდა, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ლი----------–--მ და მი--------------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხების წარმომავლობის შესახებ ცნობილი იყო ადვოკატებისათვის, თუმცა საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ გამოძიების მსვლელობის დროს, ამის თაობაზე დაცვის მხარეს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ამდენად, პალატა მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის ჩვენებებს, რომ თითქოს ჩხრეკისას ამოღებული თანხები მათი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, ვერ გაიზიარებს.

მსჯავრდებულებმა, როგორც პირველი, ისე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, უარყვეს წაყენებული ბარალდება და განაცხადეს, რომ პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

პალატა აღნიშნული საკითხის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომდე ამ ფაქტების შესახებ მსჯავრდებულებს არავისთვის არ განუცხადებიათ, რაც დასტურდება მათივე ჩვენებებით და ეს ახსნეს იმ გარემოებით, რომ ამას ზრი არ ჰქონდა. მსჯავრდებულმა ბე–---–----ამ, პროკურორის შეკითხვაზე, თუ რატომ არ უთხრა მას პირადად, როდესაც მასთან იყო შესული, უპასუხა, რომ მასთან ერთად გამომძიებელი ია--------–-----ც იმყოფებოდა. თუმცა პროკურორის განმეორებით შეკითხვაზე, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო მას შემდეგ, როდესაც გამომძიებელი გასული იყო ქსეროქსის გადასაღებად, პასუხი აღარ გასცა.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაკავების ოქმების თანახმად, ბე–---–------ და კახ--------------ს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდათ, ბე–---–----ა 2016 წლის 22 აპრილს 03:11 საათზე, ხოლო კახ-------------- 2016 წლის 22 აპრილს 03:35 საათზე მიყვანილნი იქნენ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. იმავე დღეს 2016 წლის 22 აპრილს, ადვოკატ თა---–-----–-----ს დაევალა ბრალდებულების ინტერესების დაცვა, ხოლო 23 აპრილს ბე–---–------ და კახ--------------ს ინტერესების დაცვა დაევალა ადვოკატ ზუ--------------–---–ს. ფაქტობრივად, დაკავების დღიდან ბრალდებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატით და არც გამოძიებისას, არც ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისას, არც წინასასამართლო სხდომაზე, არ დაუყენებიათ საკითხი, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის და არასათანადო ქცევის შესახებ.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენენებთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს არა იმდენად იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული მოწმეები მსჯავრდებულების ახლო ნათესავები და მეგობრები არიან, არამედ იმაზე, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითეს ისეთ გარემოებაზე, რასაც თავიანთი გამოკითვის ოქმებში არ მიუთითებდნენ. მაშინ, როდესაც შპს ,,ბ--------------ზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს, მსჯავრდებულების მათთან ერთად ყოფნის ფაქტი არსებითად მნიშვნელოვანი იყო დაცვის მხარის პოზიციისათვის. მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მიუთითეს აღნიშნულმა მოწმეებმა ბე–---–------თან და კახ--------------სთან ერთად ყოფნის ის დრო, რომელიც ემთხვეოდა დანაშაულის ჩადენის დროს, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს მოწმეთა ჩვენებების, როგორც მტკიცებულების სანდოობას.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბე–---–------ა და კახ--------------ს ქმედებას და მათ სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბე–---–----ამ და კახ--------------მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება და არ არსებობს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების ბე–---–------, კახ--------------ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ბე–---–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების კვეთა 10(ათი)წლის ვადით.

4. მსჯავრდებულ ბე–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 22 აპრილიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბე–---–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

6. კახ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.

7. მსჯავრდებულ კახ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 22 აპრილიდან.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კახ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

9. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, თითის კვლები, რომელიც ინახება ქ.თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სალაროს კარის საკეტი, გულა და გასაღები, რომელიც ინახება ქ.თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- შემთხვევის ადგილიდან დათვალიერების დროს ამოღებული მ/ტელეფონები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ხოლო ანაწმენდები, წებოვანი ლენტები (სკოჩები) და ხამუთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- შემთხვევის ადგილიდან დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დატანილი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დატანილი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ელექტრო მოწყობილობა (იუ----ი), რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - შპს ,,------------------

- კახ--------------ს და ლი----------–--ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 27 170 (ოცდაშვიდიათას ასსამოცდაათი) ლარი, რომელიც ინახება დალუქულ მდგომარეობაში ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - შპს ,,------------------

- ლი----------–--ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 225 ლარის ოდენობით, რომელიც ინახება დალუქული სახით ქ. თბილისის გ-–-----------–--------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - ლი----------–--ს.

- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

-შპს ,----------------- ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დატანილი 2 ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

10. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

გ. კახეთელიძე