განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210117001669739
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი 2018წელი თბილისი
საქმე №2ბ/6430-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი -- თ----- კ--–------ე
წარმომადგენელი -- ნ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე -- ს-----–--ა ა------ი, ვ------ მ------–---–ი
წარმომადგენელი -- გ--------------ი
დავის საგანი --- გარიგების ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილება;
აღწერილობითი ნაწილი
1. თ----- კ--–------ემ ს-----–--ა ა------ისაგან 2015 წლის მარტის თვეში ზეპირი გარიგებით შეიძინა დაბა ვ------ში მდებარე სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა 10 000 აშშ დოლარად, რისთვისაც გადაუხადა 17 000 ლარი, ხოლო 4500 ლარი უნდა გადაიხადა ოთხ თვეში. მოგვიანებით ს-----–--ა ა------ს გამოართვა 2500 ლარი, რაც სჭირდებოდა ავტომობილის საყიდლად, რაც ასევე ოთხ თვეში უნდა დაებრუნებინა. დაჩენილი თანხის გადახდა ვეღარ შეძლო, რის გამოც ბინა მასზე ვეღარ გადაფორმდებოდა. მხარეთა შეთანხმებით ბინა გაიყო და თ----- კ--–------ე საცხოვრებლად დარჩა 1 ოთახში;
2. 2015 წლის 24 სექტემბრის ხელწერილით ს-----–--ა ა------მა აღიარა, რომ თ----- კ--–------ისათვის დასაბრუნებელი აქვს 2400 ლარი, რასაც დააბრუნებს 2016 წლის 1 სექტემბრამდე. ამ თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 100 ლარი, ხოლო 2300 ლარი გადასახდელია.
3. ვ------ მ------–---–ი და ს-----–--ა ა------ი ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრობენ, თუმცა არ არინ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
4. 2015 წლის 1 სექტემბერს თ----- კ--–------ემ პოლიციაში შეიტანა განცხადება ს-----–--ა ა------ისათვის თანხის დაკისრების საკითხზე. 2015 წლის3 სექტემბერს ს-----–--ა ა------მა სადავო ავტომანქანა ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ვ------ მ------–---–ს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ----- კ--–------ემ მოპასუხეების ს-----–--ა ა------ის და ვ------ მ------–---–ის წინააღმდეგ და მოითხოვა ს-----–--ა ა------ისათვის 2300 ლარის დაკისრება; ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C--- სახ. ნომერი S- 6-- V- გასხვისების შესახებ დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ავტომობილის მესაკუთრედ ს-----–--ა ა------ის აღიარება.
6. მოპასუხე ს-----–--ა ა------მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნო თანხის დაკისრების მოთხოვნა. მოპასუხეებმა არ ცნეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სადაო ავტომობილით 2015 წლის მარტიდან სარგებლობდა და მოსახლეობის ტაქსით მომსახურებისათვის იყენებდა ვ------ა მ------–---–ი.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ----- კ--–------ის სარჩელი. ს-----–--ა ა------ს დაეკისრა თ----- კ--–------ისათვის 2300 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა თ----- კ--–------ის მოთხოვნა ავტომობილის შესახებ დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ;
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. სასამართლომ დაადგინა რომ, საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 3 ნოემბრის ცნობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C--- სახ. ნომერი S- 6-- V- 2015 წლის 29 მარტიდან დარეგისტრირდა ს-----–--ა ა------ის სახელზე, ხოლო 2015 წლის 3 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ვ------ მ------–---–ის საკუთრებად. ვ------ მ------–---–ი და ს-----–--ა ა------ი რამდენიმე წელია ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრობენ, როგორც მეუღლეები. ს-----–--ა ა------ის მიერ დაბა ვ------ში საცხოვრებელი ბინის გასხვისების შესახებ თ----- კ--–------ეს ინფორმაცია მიაწოდა ვ------ მ------–---–მა, რის შემდეგ მოლაპარაკება და შეთანხმება 2015 წლის მარტის თვეში შედგა თ----- კ--–------ესა და ს-----–--ა ა------ს შორის. მათი შეთანხმების თანახმად, თ----- კ--–------ემ ს-----–--ა ა------ისაგან 10 000 აშშ დოლარად შეიძინა ვ------ში მდებარე სამ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა. 2015 წლის მარტში თ----- კ--–------ემ ს-----–--ა ა------ს გადაუხადა 17 000 ლარი, ხოლო 4 თვეში უნდა გადაეხადა დარჩენილი 4500 ლარი. დარჩენილი თანხის გადახდა თ----- კ--–------ემ ვერ შეძლო, რის გამოც მხარეთა შეთანხმებით ბინა გაიყო, თ----- კ--–------ეს გადაეცა ბინიდან ერთი ოთახი, ხოლო პროპორციულად ბინის ღირებულების თანხა 2400 ლარი ს-----–--ა ა------ს უნდა დაებრუნებინა თ----- კ--–------ისათვის. ვ------ მ------–---–ისათვის ცნობილი იყო თ----- კ--–------ესა და ს-----–--ა ა------ს შორის ბინის თაობაზე შეთანხმების დეტალები. ის ფაქტი, რომ ს-----–--ა ა------ს სრულად არ ჰქონდა დაბრუნებული თანხა თ----- კ--–------ისათვის. მოსარჩელე ავტომობილის გასხვისების შესახებ გარიგებას თვალთმაქცურად მიიჩნევს იმის გამო, რომ მისი გადაფორმება მოხდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ თანხის დაბრუნების საკითხზე მიმართა პოლიციას. სადაო ავტომობილი ს-----–--ა ა------ის საკუთრებად აღირიცხა 2015 წლის მარტიდან, ხოლო 2015 წლის 3 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ვ------ მ------–---–ის საკუთრებად. სასამართლოს მიიჩნია, რომ ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის დადებულია ავტომობილის ჩუქების ხელშეკრულება, რადგან სასყიდლიანი გარიგების დადების შესახებ მხარეებს არ მიუთითებიათ. სასამართლომ მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადაო ავტომობილით 2015 წლის მარტიდან სარგებლობდა და მას მოსახლეობის ტაქსით მომსახურებისათვის იყენებდა ვ------ მ------–---–ი. აღნიშნული დასტურდება არა მარტო მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არამედ თ----- კ--–------ის განმარტებითაც. მოსარჩელის განმარტებით, მანქანას მართავს და ტაქსაობისთვის იყენებს ვ------ მ------–---–ი.
8.2. სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. 341-ე მუხლიდან გამომდინარე ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტულ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. თავის მხრივ ცალმხრივია ხელშეკრულება, რომელშიც ერთ მხარეს აქვს მხოლოდ უფლება, ხოლო მეორე მხარეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულება. ვალის აღიარების ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- კ--–------ის მოთხოვნა ს-----–--ა ა------ისათვის 2300 ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ს-----–--ა ა------ისათვის 2300 ლარის დაკისრების თაობაზე.
8.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის ავტომობილის გასხვისების შესახებ დადებული გარიგების ბათილად აღიარების შესახებ და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგება არის მხარეთა მიერ შეთანხმების დადება იმ განზრახვით, რომ მას არ მოჰყვეს იურიდიული შედეგი. მხარეებს ხელშეკრულების გაფორმების დროს არა აქვთ განზრახვა შეასრულონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები, არ სურთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად ხელშეკრულების დადება ატარებს ფორმალურ ხასიათს ან მხარეთა მიზანია მესამე პირისათვის ზიანის მიყენება. სასამართლომ დადგინა, რომ მოპასუხეებს შორის დადებულია ჩუქების ხელშეკრულება. 2015 წლის 3 სექტემბრიდან ს-----–--ა ა------ის საკუთრებად რეგისტრირებული ავტომობილი მხარეთა შეთანხმებით დარეგისტრირდა ვ------ მ------–---–ის საკუთრებად. მხარეებს არ მიუთითებიათ ამ შეთანხმების სასყიდლიან ხასიათზე. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის დაიდო ავტომობილის ჩუქების ხელშეკრულება. ჩუქების ხელშეკრულების არსი განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით, რომლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულების არსი მდგომარეობს დასაჩუქრებულისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემაში, შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს დასაჩუქრებულს გადაეცა თუ არა ქონება, სარგებლობს თუ არა იგი ნაჩუქარი ქონებით. მოსარჩელე სადაო ჩუქების ხელშეკრულებას მოჩვენებით გარიგებად მიიჩნევს იმის გამო, რომ იგი დადებულია პოლიციაში თანხის დაბრუნების შესახებ განცხადების შეტანის და მას შემდეგ რაც, პოლიციის მიერ გამოიკითხა ს-----–--ა ა------ი. ამ გარემოების გამო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტომობილის გასხვისების მიზანი იყო ს-----–--ა ა------ის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, მის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არ განხორციელებულიყო ავტომობილის გაყიდვის გზით თანხის გადახდევინება.
თ----- კ--–------ემ გ--------ის შს სამმართველოს განცხადებით ს-----–--ა ა------ის მიერ თანხის დაუბრუნებლობის საკითხზე მიმართა 2015 წლის 1 სექტემბერს. ს-----–--ა ა------ი პოლიციელების მიერ გამოიკითხა 2015 წლის 3 სექტემბერს. ავტომობილი ვ------ მ------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა 2015 წლის 3 სექტემბერს. ამდენად, ავტომობილი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა მას შემდეგ, რაც ს-----–--ა ა------ისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----- კ--–------ეს მასთან გააჩნდა პრეტენზია თანხის დაბრუნების საკითხზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ეს გარემოება ქონების არამართლზომიერად გასხვისებაზე არ მიუთითებს. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სადაო ქონებით არ სარგებლობს ვ------ მ------–---–ი, რომ მას ქონება ფაქტობრივად არ გადასცემია.
8.4. სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ ვ------ მ------–---–ი დაბა ვ------ში ცხოვრობს ს-----–--ა ა------თან ფაქტობრივად ერთ ოჯახად, ავტომობილს მისი შეძენის დღიდან იყენებდა ვ------ მ------–---–ი შემოსავლის მისაღებად. ავტომობილით ახორციელებდა მოსახლეობის ტაქსით მომსახურებას. ამდენად, ვ------ მ------–---–ი ავტომობილით სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისათვს იყენებდა მის საკუთრებად რეგისტრაციამდე, არ შეუწყვეტია ავტომობილის მართვა, მისი სარგებლობა ტაქსით მომსახურებისათვის. სადაო ავტომობილს იყენებს როგორც მესაკუთრე, ქონება ფაქტობრივად მის მფლობელობაშია, გარიგების დადებამდე და მას შემდეგაც იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციაში სადაო თანხის დაბრუნების საკითხზე წარმოების მიმდინარეობისას ქონების გასხვისება არ მიუთითებს მოპასუხეთა შეთანხმების მოჩვენებით ხასიათზე, რადგან დასაჩუქრებული ფლობს და სარგებლობს სადაო ქონებით, იყენებს მას როგორც საკუთარ ქონებას. ამასთან, იგი სარგებლობდა და ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა გარიგების დადებამდეც.
8.5. მოჩვენებითი გარიგებების საკითხზე საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებაში №ას-1347-1272-2012 განმარტა, რომ მნიშვნელოვანია პრეზუმფციების და მტკიცების ტვირთს სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოების დადასტურება ეკისრება პირს რომელიც მოითხოვს გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გარაქწყლებაც ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების განზრახვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება. თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა ან ოჯახის წევრმა იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია. კერძოდ, ოჯახის წევრებს შორის დადებული გარიგების მოჩვენებითობის შესახებ დავაში მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება და მათი მიზანი არ იყო მესამე პირისათვის ზიანის მიყენება, მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება. მოპასუხეთა ნამდვილი ნების დასადგენად სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, შეაფასოს ის, თუ პოლიციაში წარდგენილი განცხადებით რა პრეტენზიას აცხადებდა თ----- კ--–------ე. პოლიციის მიერ თ----- კ--–------ის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ თ----- კ--–------ეს სურს ს-----–--ა ა------მა დაუბრუნოს მისგან აღებული 14 500 ლარი, მას აღარ უნდა ბინის გადაფორმება. განცხადების წარდგენის შემდეგ თ----- კ--–------ესა და ს-----–--ა ა--------ს შორის 2015 წლის 24 სექტემბერს შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ თ----- კ--–------ის სარგებლობაში დარჩებოდა ბინის ნაწილი, ხოლო დასაბრუნებელი თანხად განისაზღვა არა 14 500 ლარი, არამედ გადაცემული თანხის ნაწილი 2400 ლარი, რასაც ს-----–--ა ა------ი დააბრუნებდა 1 წლის ვადაში. ამდენად, პოლიციაში წარდგენილი განცხადებით თ----- კ--–------ე ს-----–--ა ა------ისაგან მოითხოვდა 14 500 ლარის დაბრუნებას, ხოლო მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 2400 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, თუ მხარეებს იმთავითვე არ ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციისთვის მნივნელოვანია არა მარტო მოჩვენებითი გარიგების დადების მიზნის დადგენა, არამედ ასევე იმის დადგენა სადავო გარიგებას მოჰყვა თუ არა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, რამდენად მოყვა გარიგებას ის შედეგი, რაც ამ გარიგების არსებითი პირობაა და მისი შინაარსის განმსაზღვრელია. ჩუქების ხელშეკრულების არსი მდგომარეობს დასაჩუქრებულისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემაში. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობის შემოწმების მიზნით უნდა დადგინდეს დასაჩურებულმა მიიღო თუ არა ნივთი ანუ დაეუფლა ქონებას. მოპასუხე ვ------ მ------–---–ი როგორც გარიგების დადებამდე, ისე მას შემდეგ უწყვეტად სარგებლობის სადაო ავტომობილით, იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის, ტაქსით მომსახურების შედეგად იღებს შემოსავალს. ამდენად, ვ------ მ------–---–ს მიღებული აქვს ქონებაზე საკუთრების უფლება და ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებებს, იყენებს მას, როგორც საკუთარს.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა თ----- კ--–------ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას;
9.1. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ვ------ მ------–---–ი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმტაცია სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, არამედ მხოლოდ ეფუძნება მოპასუხეების ზეპირი სახის მითითებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაგებელში არც ერთი სიტყვა არ თქმულა აღნიშნულის თაობაზე. ამასთანავე, ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეუღლის მოძრავი ნივთის დროებით, დღის განმავლობაში მცირე პერიოდის მანძილზე გამოყენება, არ აქცევს ვ------ მ------–---–ს ავტომობილის მესაკუთრედ. მით უფრო, რომ შემოსავალის მიმღებ პირად ვ------ მ------–---–ი არც ერთ ორგანოში არ ფიქსირდება, არამედ ს-----–--ა ა------ი არის რეგისტრირებული გადამხდელად შემოსავლების სამსახურში.
9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ მოპასუხე - ს-----–--ა ა------ი არ წარმოადგენს მესაკუთრეს, ვინაიდან მას არ გააჩნია მართვის მოწმობა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სასამართლოში ასევე არ წარდგენილა. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად მესაკუთრის დადგენა მართვის მოწმობის ქონა-არ ქონის საფუძველზე წარმოადგენს მოსარჩელის და ასევე ზოგადად მესაკუთრეებისა და საკუთრების უფლებების უხეშად შელახვას. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ნამსჯელ გარემოებებზე, მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია და ის გაცხადდა მხოლოდ მთავარ სხდომაზე, რის გამოც ასევე არ უნდა დაყრდნობოდა მას სასამართლო.
9.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ს-----–--ა ა------ს არ გააჩნია სხვა არავითარი ქონება, საიდანაც შესაძლებელი იქნება, რომ სოციალურად დაუცველმა მოსარჩელემ დაიბრუნოს ვალი. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ს-----–--ა ა------ს, როდესაც 2015 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის შემდგომ ამავე წლის 3 სექტემბერს სასწრაფოდ გადააფორმა ავტომობილი მეუღლეზე. მას არ გააჩნდა სხვა რეგისტრირებული საკუთრება და იცოდა, რომ ვერ მოხდებოდა ამ თანხის ამოღება მისგან. ვ------ მ------–---–ი არის არაკეთილსინდისიერი, რადგან, იცოდა ს------–ა ა------ის ვალდებულებების შესახებ და სურდა ამ ვალდებულებებისათვის თავის არიდება. ამ შემთხვევაში კი, ცხადი ხდება, რომ მესაკუთრედ გაფორმდა ვ------ მ------–---–ი სწორედ იმის გამო, რომ ს-----–--ა ა------ს აერიდებინა თავი პასუხისმგებლობისათვის. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები - მეუღლეები ერთად ცხოვრობენ, საერთო სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, შესაბამისად საკუთრება ს-----–--ა ა------იდან ვ------ მ------–---–ზე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადავიდოდა სრულად, რადგანაც სულ მინიმუმ საზიარო საგნად ექნებოდათ ავტომობილი და მიუხედავად იმისა, ექნებოდა თუ არა ს-----–--ა ა------ს მართვის მოწმობა (რისი არ ქონაც არ დადადსტურებულა და არც მხარეს მიუთითებია მასზე შესაგებელში), ის მაინც რჩება ავტომობილის მფლობელად. მისი მფლობელობიდან არ გასულა მოძრავი ნივთი. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ მესაკუთრე არის კვლავ ს-----–--ა ა------ი.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის 1.2. ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ----- კ--–------ის მოთხოვნა ავტომობილის შესახებ დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ; თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, იმის შესახებ რომ: თ----- კ--–------ემ შინაგან საქმეთა სამინიტროს გ--------ის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა 2015 წლის 1 სექტემბერს, სადაც აღნიშნა რომ წყალტუბოში მისმა მეზობელმა ვ------ მ------–---–მა გააცნო ს-----–--ა ა------ი, რასაც მოპასუხეებიც არ უარყოფენ. ვ------ მ------–---–ის გადმოცემით ს-----–--ა ა------ი ყიდდა ბინას დაბა ვ------ში. 2015 წლის 8 მარტს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ბინის 10 000 აშშ დოლარად ყიდვის შესახებ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბინა იყო სახელმწიფო საკუთრებაში და მისი გადაფორმება ვერ ხერხდებოდა. ამდენად, ვ------ მ------–---–ისათვის ცნობილი იყო თ----- კ--–------ესა და ს-----–--ა ა------ს შორის ბინის თაობაზე შეთანხმების დეტალები. ის ფაქტი, რომ ს-----–--ა ა------ს სრულად არ ჰქონდა დაბრუნებული თანხა თ----- კ--–------ისათვის.. 2015 წლის 1 სექტემბერს თ----- კ--–------ემ პოლიციაში შეიტანა განცხადება ს-----–--ა ა------ისათვის თანხის დაკისრების საკითხზე, ხოლო 2015 წლის3 სექტემბერს ს-----–--ა ა------მა ავტომანქანა ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა ვ------ მ------–---–ს. თ----- კ--–------ის მიერ პოლიციაში განცხადების წარდგენის შემდეგ, 2015 წლის 24 სექტემბერს, მხარეებს შორის შედგა შეთახმება, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი ბინა გაიყო, სამი ოთახიდან ოთახ ნახევარი დარჩა თ----- კ--–------ეს, ხოლო ს-----–--ა ა------მა იკისრა ვალდებულება 2400 ლარი თ----- კ--–------ისათვის დაებრუნებინა 2016 წლის 1 სექტემბრამდე. (იხ. ს,ფ, 21;130-144 ტომი 1)
ვ------ მ------–---–ი და ს-----–--ა ა------ი რამდენიმე წელია ფაქტობრივად ერთ ოჯახად ცხოვრობენ, როგორც მეუღლეები, თუმცა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან. თავად კ--–------ე და ა------ი ერთმანეთს სწორედ ვ------ მ------–---–ა დააკავშირა, რომლისთვისაც ცნობილი იყო მათ შორის არსებული ვალდებულებების შესახებ; (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება სარჩელი შესაგებელი და სამმართველოდან მიღებული მასალები)
პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარი პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ სადაო ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა ვ------ მ------–---–ი, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან ასაცილებად ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C--- სახ. ნომერი S- 6-- V- 2015 წლის 29 მარტიდან დარეგისტრირდა ს-----–--ა ა------ის სახელზე, ხოლო 2015 წლის 3 სექტემბრიდან რეგისტრირებული იქნა ვ------ მ------–---–ის საკუთრებად. ამდენად, თ----- კ--–------ის მიერ შინაგან საქმეთა სამინიტროს გ--------ის რაიონულ სამმართველოში განცხადების მიმართვიდან 2015 წლის 1 სექტემბერიდან, ორ დღეში მოხდა ავტომობილის გადაფორმება ს-----–--ა ა------ის მეუღლეზე ვ------ მ------–---–ზე. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო0 საპროცესო კოდე ქსის 102-ე მუხლს და განმარტავს რომ მოპასუხეები ვერ ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომ ავტომანქანა ისედაც მ------–---–ის საკუთრება იყო.
12. პალატას მიაჩნია რომ, მხარეთა შორის ავტომანქანის თაობაზე დადგებული გარიგება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორედ იქნა შეფასებული ჩუქების ხელშეკრულებად, რადგან 2015 წლის 3 სექტემბრიდან ს-----–--ა ა------ის საკუთრებად რეგისტრირებული ავტომობილი მხარეთა შეთანხმებით დარეგისტრირდა ვ------ მ------–---–ის საკუთრებად უსასყიდლოდ. ამასთან უდავოა, რომ სადაო ქონებით სარგებლობს ვ------ მ------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულების არსი მდგომარეობს დასაჩუქრებულისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემაში, შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს დასაჩუქრებულს გადაეცა თუ არა ქონება, სარგებლობს თუ არა იგი ნაჩუქარი ქონებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენს გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, კერძოდ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე და (იხ. სუსგ №ას-571-879-09) განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე, მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ოჯახის წევრებს შორის ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. (იხ. სუსგ საქმე №ას-1347-1272-2012)
13. სააპელაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლეებმა) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ ის კეთილსინდისიერი იყო. მასვე უნდა დაედასტურებინა, თუ რამ განაპირობა ხელშეკრულების დადება დროის სწორედ ისეთ მონაკვეთში, როდესაც მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება არსებობდა. ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირებს შორის, ქონების უსასყიდლო განკარგვა სადავო პერიოდში მიუთითებს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაზე, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც მოპასუხისათვის, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო. (იხ. სუსგ საქმე № ას-820-786-2016)
საქმეში წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვების და ხელწერილის საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ს-----–--ა ა------ს ფულადი ვალდებულება უნდა შეესრულებინა თ----- კ--–------ისთვის, რის თაობაზეც 2015 წლის 01 სექტემბერს მიმართა შს სამინისტროს გ--------ის რაიონულ სამმართველოს, ხოლო მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა 2015 წლის 03 სექტემბრიდან რეგისტრირებული იქნა ვ------ა მ------–---–ზე. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის მოძრავი ქონების თაობაზე დადებული უსასყიდლო გარიგება მოჩვენებითი იყო. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხე მხარეებს ჰქონდათ, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ, მართალია, უსასყიდლოდ მოხდა ქონების გადაცემა, თუმცა არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება და, რომ შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ აღნიშნული ქონების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ვ------ მ------–---–მა იცოდა ს-----–--ა ა------ის ფულადი ვალდებულების შესახებ და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა დაბა ვ------ში საცხოვრებელი ბინის გასხვისება თ----- კ--–------ეზე, რომლის საფუძველზეც წარმოშობილი იქნა მხარეთა შორის ფულადი ვალდებულება.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ა------ი და მ------–---–ი ერთმანეთის ახლო, საოჯახო ურთიერთობაში მყოფი პირები არიან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია იმ დასკვნის მისაღებად, რომ სადავო გარიგების მხარეებს არ სურდათ გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება ანუ, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეთა შინაგანი ნების არსებობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ყველა ეს ქმედება მიზნად ისახავდა კრედიტორის მოთხოვნის შესრულებისაგან თავის არიდებას. ვინაიდან ხელშეკრულების მხარეები წარმოადგენენ უახლოესი პირები, ჩუქების ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა შესაძლოა, ახლობელი პირის ინტერესების უზრუნველყოფაზე ზრუნვითაც ყოფილიყო განპირობებული, თუმცა გარიგებების დადების თარიღის, დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამ გარიგებების დადებით, ფაქტობრივად მოძრავ ქონებაზე არიდებული იქნა კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის მიქცევის შესაძლებლობა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ნორმის შეფარდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა დამატებით უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ მყარ პრაქტიკასაც იხ. სუსგ საქმე ას-1347-1272-2012)
14. პალატას მიაჩნია რომ, მ------–---–სა და ა------ს შორის მიუხედავად ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არარსებობისა, მხარეთა შორის არსებობდა საქორწინო ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობის ამგვარად შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვით ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე.” საქმეზე - „კრონი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (1994) ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“ . ცხადია, აქ იგულისხმება ერთად ცხოვრება ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე, რაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი (იხ. სუსგ საქმე ას-1202-1131-2012) ამდენად, ოჯახური ურთიერთობის ცნების განმარტებისას სააპელაციო პალატა ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს დადგენილ მყარ პრაქტიკას, ევროპული სასამართლოს სტანდარტს და ასკვნის, რომ მხარეები იყვნენ რა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში და ვ------ მ------–---–ისათვის ცნობილი იყო ს-----–--ა ა------ისა და კ--–------ეს შორის არსებულ ვალდებულელებზე, რაც გარიგების ბათილობის საფუძველია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, კერძოდ: უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია M--------B----C---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სანომრე ნიშნით S-6--V-, დადებული გარიგება და ს-----–--ა ა------ი ცნობილი იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სანომრე ნიშნით S-6--V-, მესაკუთრედ;
15. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ----- კ--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება
3. თ----- კ--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნას ცნობილი ს-----–--ა ა------სა და ვ------ მ------–---–ს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სანომრე ნიშნით S-6--V-, გასხვისების შესახებ დადებული გარიგება;
5. ს-----–--ა ა------ი ცნობილი იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------B----C---, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სანომრე ნიშნით S-6--V-, მესაკუთრედ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა