განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.05.2018
საქმის ნომერი
010210116001572877
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001572877

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-977-2017 20 თებერვალი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - მ----- ა------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ო----- ა------ე

დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ო----- ა------ის სარჩელი, მოპასუხე მ----- ა------ის მიმართ, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. მოსარჩელე ო----- ა------ე ცნობილ იქნა მოპასუხე მ----- ა------ის სახელზე რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ა-----–----ის ჩიხი I, #10-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) თანამესაკუთრედ. მოსარჩელე ო----- ა------ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ამავე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ო----- ა------ე და მოპასუხე მ----- ა------ე დაქორწინდნენ 1987 წლის 20 იანვარს. მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 2.2. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - გ---–----ი ა------ე (დაბ.15.07.1987წელს) და გ--–ა ა------ე (დაბ.12.12.1988 წელს). 2.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-------------”-ის წევრთა 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ----- ა------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ა-----–----ის ჩიხი I, #10-ში არსებული 336.0 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა -ნაგებობიდან 43.6 კვმ. ფართი, რაც 2013 წლის 10 მარტს საკუთრების უფლებით აღირიცხა მ----- ა------ის სახელზე საჯარო რეესტრში. 2.4. 2016 წლის 21 სექტემბერს მ----- ა------ესა და ო----- ა------ეს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით. 2.5. ქ. ბათუმში, ა-----–----ის ჩიხი I, #10-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0------------------) არ წარმოადგენს მოპასუხე მ----- ა------ის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს, ვინაიდან ის დაქორწინებამდე არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, ამასთან, ქორწინების შემდეგ მიღებული არ აქვს ჩუქებით ან მემკვიდრეობით. სადავო ქონება შეძენილია მხარეების ო----- ა------ისა და მ----- ა------ის ქორწინებისა და თანაცხოვრების პერიოდში. 2.6. ო----- ა------ის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი დადასტურებული არ არის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. სკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. არ არის აუცილებელი, შეძენაში მეორე მეუღლის დამოუკიდებელი შემოსავლით მონაწილეობა და შეძენილის ორივე მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხეს უძრავი ქონების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია, არ ნიშნავს იმას, რომ მას თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე არ მოუპოვებია. სადავო უძრავი ქონება შეძენილია ო----- ა------ისა და მ----- ა------ის ქორწინებისა და მათი ერთად ცხოვრების პერიოდში - 2012 წელს; ასევე დადგენილია, რომ საქორწინო ხელშეკრულება, რითაც მოწესრიგებული იქნებოდა ქონებრივი ურთიერთობები, მხარეთა შორის დადებული არ ყოფილა. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მიმართ მ----- ა------ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი არ გამხდარა საქართველოს სკ-ის 1161-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები, რაც გამორიცხავდა ქონების მიმართ მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლების გავრცელების შესაძლებლობას, ქორწინების პერიოდში მისი შეძენის მიუხედავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილ, ქ. ბათუმში, ა-----–----ის ჩიხი 1, #10-ში მდებარე (საკადასტრო კოდით 0------------------) უძრავ ქონებაში მეუღლეთა წილი თანაბარი იყო, ვინაიდან მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევის სკ-ის 1168.2 მუხლით გათვალისწინებული რაიმე წინაპირობა არ არსებობდა. კერძოდ, მხარეებს არ ჰყავდათ არასრუწლოვანი შვილები და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ იყო მოსარჩელის მიერ საერთო ქონების ოჯახის საზიანოდ ხარჯვის ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ----- ა------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის საკუთრებაში გადაცემული ბინა შეადგენს 43,6 კვ.მ-ს. სახლი არ არის კეთილმოწყობილი, არ გააჩნია სანიტარული კვანძი, საყოფაცხოვრებო კვანძები, ამიტომ, მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ ბინის ღირებულება შეადგენს 7000 აშშ დოლარს არ არის სწორი, მითუმეტეს, მოსარჩელეს აღნიშნულზე არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სახლის ღირებულება მაქსიმუმ შეადგენს 3000 აშშ დოლარს. ბინა ეკუთვნის არა მხოლოდ აპელანტს და მოსარჩელეს, არამედ ბინაში მცხოვრებ შვილებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ მოსარჩელე ო----- ა------ე და მოპასუხე მ----- ა------ე დაქორწინდნენ 1987 წლის 20 იანვარს. მათ საქორწინო ხელშეკრულება არ დაუდიათ. 4.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-------------”-ის წევრთა 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ----- ა------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ა-----–----ის ჩიხი I, #10-ში არსებული 336.0 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა -ნაგებობიდან 43.6 კვმ. ფართი, რაც 2013 წლის 10 მარტს საკუთრების უფლებით აღირიცხა მ----- ა------ის სახელზე საჯარო რეესტრში. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სადავო ქონება მხარეთა თანასაკუთრება იყო. 4.4. პალატას მიაჩნია, რომ ქონების მდგომარეობასა და ღირებულებას დავის საგანთან შემხემლობა არა აქვს, ამიტომ, ამ საკითხს სასამართლო ვერ შეაფასებს. 4.5. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მხარეთა გარდა სადავო ქონების წილი მათ შვილებსაც ეკუთვნოდათ, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.5.1. ამის გამო, მისი პოზიცია დაუსაბუთებელია. 4.6. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. მ----- ა------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა