განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
050310018002320736
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002320736 (3/ბ-155-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე), შპს ,,მ-----–---" (მოსარჩელე)

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებები

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

2018 წლის 15 იანავარს შპს ,,მ-----–---მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა:

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.3. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გაუქმების ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით, 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება დაკისრებული ჯარიმის გაუქმების თაობაზე, კერძოდ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება 6 ბენეფიციარის შემთხვევაში როგორც ზედმეტად მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნების, ისე დაკისრებული ჯარიმის ნაწილში (უკან დაბრუნებული 85,14 ლარი და დაკისრებული ჯარიმა 209,72 ლარი), ასევე ბათილად იქნეს ცნობილი აღნიშნული პუნქტის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის (დაკისრებული ჯარიმა 8179,50 ლარი) გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება დაკისრებული ჯარიმის (დაკისრებული ჯარიმა 2080,08 ლარი) ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება დაკისრებული ჯარიმის (დაკისრებული 2 ჯარიმა 1382,40 ლარი) ნაწილში;

- ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გაუქმების თაობაზე. კერძოდ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება იმ 3 ბენეფიციარის შემთხვევაში, რომელთაც რეალურად მიღებული აქვთ სამედიცინო მომსახურება ჩ---------------------–-----–------ში, როგორც ზედმეტად მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნების, ისე დაკისრებული ჯარიმის ნაწილში (უკან დაბრუნებული თანხა 38,52 ლარი, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 74,04 ლარი); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილება იმ 132 ბენეფიციარის შემთხვევაში, რომელთაც რეალურად მიღებული აქვთ სამედიცინო მომსახურება ლ------------------–-----–------ში, როგორც ზედმეტად მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნების, ისე დაკისრებული ჯარიმის ნაწილში (უკან დაბრუნებული თანხა 3932,31 ლარი, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 7670,88 ლარი);

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----------ის №0------- გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „მ-----–---ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შეჩერდეს:

1) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტის და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.3. პუნქტის მოქმედება;

2) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტის და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. და 7.2. პუნქტის მოქმედება დაკისრებული ჯარიმის ნაწილში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ და №6------ აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე უკვე აღსრულებული ჯარიმის თანხების შპს „მ-----–---სათვის“ სრულად დაბრუნება.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 2---------ოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის №6------; №6------ და №6------ აქტების თანახმად, ო----------------------------ა და ლ------------------–-----–------ებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შპს „მ-----–---ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქციები. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----------ის №0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „მ-----–---ს“ საჩივარი არცერთ ნაწილში. მართალია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების მიხედვით, საკითხის გადასინჯვის და კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მხოლოდ შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. და 7.2. პუნქტების, ასევე №6------ აქტის 7.3. პუნქტის მოქმედება და მათ საფუძველზე დარიცხული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება. მოქმედების შეჩერება კი ნამდვილად არ ნიშნავს საჩივრების დაკმაყოფილებას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაკისრებული ჯარიმის დიდი ნაწილი უკვე აღსრულებულია.

 

რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ და №6------ აქტების თანახმად, ო----------------------------ა და ლ------------------–-----–------ებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის „გეგმიური ამბულატორიული მომსახურება“ კომპონენტის ფარგლებში შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, შპს „მ-----–---ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქციები, რომელთა ჯამური ოდენობა შეადგენს 793 190.37 ლარს. აღნიშნული ჯარიმის ძირითად ნაწილს: 764 452,96 ლარს შეადგენს სსიპ მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომელთა წარმოშობის საფუძვლები იდენტურია ორივე აქტში (ბენეფიციარების თანხმობის ფორმის არ არსებობა). შპს „მ-----–---“ არ ეთანხმება თანხის ბიუჯეტში დაბრუნებას, ვინაიდან ზემოაღნიშნული ბენეფიციარების მომაგრება კლიენტებზე განხორციელდა კლინიკის ნების გარეშე, თავად განმახორციელებლის მიერ.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3------ის №--- განკარგულებით, 2013 წლის 1------იდან სს „ს--------------------------–---“ სრულად გავიდა სადაზღვევო პროგრამიდან. პროგრამიდან გასვლა განხორციელდა აღნიშნული განკარგულებით დადგენილი წესითა და პირობებით, რომლის მე-5 პუნქტის მიხედვითაც, 2013 წლის 1------იდან №--- დადგენილების მოსარგებლეთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. აღნიშნული განკარგულების მე-7 პუნქტის მიხედვით, სწორედ სააგენტოს ეკისრებოდა მოსარგებლეების სათანადო წესით ინფორმირება. შესაბამისად, 2013 წლის 1------იდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, როგორც პროგრამის განმახორციელებელმა და როგორც აღნიშნული განკარგულების შესაბამისად სს „ს--------------------------–---ს“ უფლებამონაცვლემ, თავად განახორციელა №--- დადგენილებით გათვალისწინებული ბენეფიციარების მომაგრება შპს „მ-----–---ს“ ო-------------------–------------------–-----–------ებზე გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ შპს „მ-----–---ს“ არ ეკისრებოდა ვალდებულება არც აღნიშნული განკარგულებით და არც რომელიმე სხვა აქტით _ თავად მოეპოვებინა მოსარგებლეების თანხმობის ფორმები. ასევე არ არსებობს შპს „მ-----–---ს“ წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული კონტიგენტის კლინიკებში რეგისტრაციაზე. შესაბამისად, გაუგებარია თავად განმახორციელებლის მიერ მომაგრებულ ბენეფიციარებზე თანხმობის ფორმების არქონის გამო კომპანიის დაჯარიმება.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, ბენეფიციარების მომაგრება ხდებოდა ერთიანად და ავტომატურად. ერთი სადაზღვევო პერიოდის დამთავრებასთან ერთად, პერიოდულად უუქმდებოდა და კვლავ, ისევ სააგენტოს მიერ უაქტიურდებოდათ სტატუსი მათი კლინიკების ბაზებში. პირველი ავტომატური შეწყვეტა და იმავე წუთს გააქტიურება კვლავ სააგენტოს მიერ მოხდა 2014 წლის 1 იანვარს. აღსანიშნავია, რომ შერჩევითი შემოწმების პროცესში გამოყენებული კანონმდებლობა, მასალა და დოკუმენტაცია არ ადასტურებს შპს „მ-----–---ს“ მიერ თანხმობის ფორმების შევსების ვალდებულებას ზემოაღნიშნულ ბენეფიციარებზე.

 

ჯარიმის დარჩენილი ნაწილი: 28 737,41 ლარი შედგება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტის და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. და 7.2. პუნქტების საფუძევლზე დაკისრებული ჯარიმისაგან, რომელთა დაკისრების საფუძველიც იდენტურია 7.1. პუნქტების ნაწილში. შპს „მ-----–---“ არ ეთანხმება დაჯარიმებას, ვინაიდან პორტალზე კონტიგენტის არასწორად ასახვა მოხდა პროგრამული ხარვეზის გამო და მიაჩნია, რომ მხოლოდ უკან დასაბრუნებელი თანხა უნდა დაექვემდებაროს ბიუჯეტში აღდგენას. კლინიკის მიერ ელექტრონულ პორტალზე დაფიქსირდა ზუსტად იგივე მონაცემი, რაც თანხმობის ფორმებშია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა უთითებდა პორტალზე დამატებით კონტიგენტს, პორტალმა დაუტოვა მათ ძირითადი სტატუსი. დღევანდელი მდგომარეობით პორტალზე შეუძლებელია მიეთითოს ბენეფიციარი ძირითად კონტიგენტში, თუკი მისი ფაქტიური მისამართი განსაზღვრულია სოფლით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმდროინდელ პორტალს ჰქონდა ხარვეზი და ეს ხარვეზი სააგენტოს მიერ გამოსწორდა მოგვიანებით.

 

რაც შეეხება 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმას თანხმობის ფორმების არ არსებობის საფუძვლით, მოსარჩელის აზრით ეს ნაწილიც არის უსაფუძვლო, ვინაიდან ბენეფიციარების უმრავლესობას მიღებული აქვთ მომსახურება შპს „მ-----–---ს“ ლ------------------–-----–------ში, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ რეალურად მიეწოდათ სამედიცინო სერვისი მათი ნების შესაბამისად და კლინიკამ თავის მხრივ გასწია რეალური ხარჯი თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს საჯარიმო სანქციების აღსრულებას, ხოლო გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს დაკისრებული აქვს ჯარიმა დიდი ოდენობით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გადაუდებელი აღსრულებით შპს „მ-----–---ს“, როგორც სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას, მიადგება მძიმე ფინანსური ზიანი. ამასთან შპს „მ-----–---“ წარმოადგენს სამედიცინო სერვისების ძირითად მიმწოდებელს მთლიანად გურიის რეგიონში, ხოლო დაწესებულების ძირითად შემოსავალს სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ გურიის რეგიონში შპს „მ-----–---ს“ დასაქმებული ჰყავს 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სამედიცინო სერვისების მიწოდების გარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა, სჭირდება მთელი რიგი მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალის და კომუნალური გადასახადების ფინანსური ხარჯი, გასაჩივრევბული აქტების დაუყოვნებლივი აღსრულებით ამ ყველაფრის განხორციელებას შეექმნება საფრთხე, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ჩასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიური შესრულებული სამუშაოდან მისაღები შემოსავლის 50%-ს აღსრულების მიზნით დაიტოვებს სსიპ სოციალური სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო დარჩენილი 50% არა თუ დასაქმებული სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურებას ვერ დაფარავს, არამედ შეუძლებელს გახდის პაციენტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვას. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული ჯარიმა გამომდინარეობს ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლეების თანხმობის ფორმების შემოწმებიდან, ხოლო ყოველთვიური შესრულება, საიდანაც 50%-ის ჩამოჭრა ხდება, შედგება, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული შესრულებისგან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და ქმნის როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიწოდების შეფერხების საფრთხეს მთლიანად გურიის რეგიონში და შპს „მ-----–---ს“ აყენებს ფინანსური კრიზისის რისკის ქვეშ.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ და №6------ აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „მ-----–---სათვის“ აღნიშნული აქტების საფუძველზე უკვე აღსრულებული ჯარიმის თანხა სრულად დაბრუნება. მოსარჩელის აღნიშვნით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის 191 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მისი გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ამ აქტის აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება მიმწოდებლისათის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.

 

იქედან გამომდინარე, რომ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ აჩერებს საჯარიმო სანქციების აღსრულებას, 2017 წლის 6 ოქტომბრიდან დღემდე უკვე აღსრულებულია დაკისრებული საჯარიმო სანქციების დიდი ნაწილი, რომელიც ჯამში შეადგენს 342 955,54 ლარს. ვინაიდან შპს „მ-----–---“ წარმოადეგნს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებას მთლიანად გურიის რეგიონში, აღნიშნული ოდენობის თანხის ჩამოჭრა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სამედიცინო სერვისების განხორციელების პროცესს. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვიური მისაღები შემოსავლიდან 50%-ს აღსრულების მიზნით იტოვებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამედიცინო დაწესებულება ვეღარ ახერხებს ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურების გაცემას. მოსარჩელის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, გასაჩივრებული აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით. ასევე თვალსაჩინოა ფინანსური ზიანის საფრთხე მომავალში და დაუყოვნებლივი აღსრულებით უკვე მიყენებული ფინანსური ზიანის ფაქტები.

 

18.01.2018 წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (ს.ფ. 70-71).

 

18.01.2017წ. განჩინებით შპს „მ-----–---ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება - 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.2. პუნქტით და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. პუნქტით და 2017 წლის 2---------ოს №6------ აქტის 7.1. და 7.2. პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების დაკისრებული ჯარიმის ნაწილში; ამავე განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 2---------ოს №6------ და №6------ აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „მ-----–---სთვის“ აღნიშნული აქტების საფუძველზე უკვე აღსრულებული ჯარიმის თანხის დაბრუნებაზე. განჩინებით განმარტებულია მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრების წესი და ვადა.

 

30.01.2018 წლის განჩინებით გასწორდა უსწორობა №3/250-18 ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ განჩინებაში და 2018 წლის 18 იანვრის განჩინების მიღების თარიღად „18 იანვარი, 2017 წელის“ ნაცვლად მიეთითა „18 იანვარი, 2018 წელი“, ხოლო საქმის „№250-17“ ნაცვლად მიეთითა „№250-18“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2018 წ. განჩინებით შპს ,,მ-----–---ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 88-90).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2018 წ. განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და შპს ,,მ-----–---მ“ (ს.ფ. 92-101; 123-126).

 

2018 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,მ-----–---ს“ დირექტორმა, რომელმაც დააზუსტა დავის საგანი, ამასთან მოითხოვა დამატებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (ს.ფ. 146-155).

 

განსჯადობის შესახებ 08.02.2018წ. გაჩინების საფუძველზე, წინამდებარე საქმე განსახილველად ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შევიდა - 23.02.2018 წ.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წ. განჩინებით შპს „მ-----–---ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, - შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილება 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,მ-----–---მ“.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 მარტის მომართვით, 2018 წლის 19 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად შემოვიდა საქმე N3-22-18 შპს ,,მ-----–---ს“ წარმომადგენელის თ------- ქ---–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიმართ, - მოპასუხის წარმომადგენლების დ-------- მ-----–---–ის და ლ-–- ქ--------ის კერძო საჩივართან და მოსარჩელის წარმომადგენლის, თ------- ქ---–---–ის კერძო საჩივართან ერთად.

 

საქმის მასალების გაანალიზების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ლ-–- ქ--------ის კერძო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წლის განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსახილველია, ხოლო მხარეთა (შპს“მ-----–---სა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18. 01. 2018 წლის (საქმე N3/350-17წ) განჩინებაზე (ს.ფ. 73-80) განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ლ-–- ქ--------ის კერძო საჩივრის (გასაჩივრებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წლის განჩინება) დაკმაყოფილების დასაბუთება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მ-----–---ს“ შუამდგომლობა და შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილება 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 175-177).

 

მოსარჩელე შპს ,,მ-----–---“ თავის მოთხოვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ იმით ასაბუთებდა, რომ 2017 წლის 2---------ოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის N6------, N6------ და 6------ აქტების თანახმად ო---------------------------- და ლ------------------–-----–------ებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შპს ,,მ-----–---ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქციები, რომელიც 2017 წლის 15 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----------ის N0------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,მ-----–---ს“ საჩივარი არცერთ ნაწილში. მართალია, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით საკითხის გადასინჯვის და კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მხოლოდ შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტის 7.1 და 7.2 პუნქტები, ასევე 6------ წლის აქტის 7.3. პუნქტის მოქმედება და მათ საფუძველზე დარიცხული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება.

 

2018 წლის 02 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 2---------ოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის N6------ აქტში, რომლითაც შეიცვალა აქტის ყველა პუნქტი და ფაქტობრივად გაორმაგდა N6------ აქტით მანამდე დაკისრებული საჯარიმო სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----------ის N0------- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით საკითხის გადასინჯვის და კოორდინირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეჩერდა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტის 7.3 პუნქტის მოქმედება და მათ საფუძველზე დარიცხული საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება, 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა N6------ წლის აქტის ყველა პუნქტში. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ცვლილებების განხორციელების საფუძველი და ცვლილებების შეტანის მიზეზი, რაც ქმნის მისი კანონიერების საფუძვლიან ეჭვს. 2017 წლის 1-----------ის N0------- გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო გადასინჯვის ფარგლები: - უნდა მომხდარიყო მხოლოდ N6------ აქტის 7.3 პუნქტის გადასინჯვა, რაც თავისთავად არ გულისხმობდა აქტის ყველა პუნქტის ცვლილებას და მათ შორის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების რაოდენობის გაზრდას, მითუმეტეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არ მომხდარა სამედიცინო დაწესებულების განმეორებითი შემოწმება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტით გათვალისწინებული იყო 453 132.7 ლარის საჯარიმო სანქცია, ხოლო 2018 წლის 02 თებერვალს N6--------- გადაწყვეტილების საფუძველზე N6------ აქტში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, აღნიშნული ჯარიმის თანხა გაორმაგდა და განისაზღვრა 858151.33 ლარით. ამასთან N6------ აქტის 7.3 პუნქტში მითითებულია, რომ 7968 შემთხვევაში ვერ მოხდა თანხმობის ფორმის წარდგენა, ხოლო 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილების საფუძველზე ეს რაოდენობა გაზრდილია და განსაზღვრულია 16 389 ბენეფიციარით. იმავე ცვლილებით გაიზარდა N6------ აქტის 7.1. და 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარების რაოდენობა და დაკისრებული ჯარიმა. 7.1. პუნქტის ცვლილებების მიხედვით საჯარიმო სანქცია 2 200.14 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 2 248.61 ლარით, ხოლო 7.2. პუნქტის ცვლილების მიხედვით კი ამ ბენეფიციარების რაოდენობა რომელთა შემთხვევაშიც რეკვიზიტები არასწორადაა შევსებული 170 ნაცვლად განსაზღვრულია 184-ით. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს 2017 წლის 1-----------ის N0------- გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო გადასინჯვის ფარგლები, ხოლო 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები, შპს ,,მ-----–---’’ სადავოდ ხდის 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილების კანონიერებას.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წ. განჩინებით შპს ,,მ-----–---ს’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ სოცისლური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილება 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე, იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე სადავო აქტის აღსრულება მოსარჩელეს მიაყენებს არსებით ზიანს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გამოყენებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და თანხების დარიცხვის საფუძველი არის იდენტური. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან/და შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.02.2018 წ. განჩინების გაუქმებას იმ დასაბუთებით, რომ საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის პირობას, შესაბამისად სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით განსაზღვრულ საფუძველს, ასევე განჩინებით არ არის დასაბუთებული აუცილებლობა ან დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, - მისი გადაუდებელი აღსრულება რატომ აყენებს მხარეს ზიანს ან შეუძლებელს რატომ გახდის მხარის კანონიერი უფლებების და ინტერესის დაცვას.

 

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შეჩერება საფრთხეს უქმნის პროგრამის არსებობას, ვინაიდან შეჩერდება საბიუჯეტო შემოსავლის მიღება. მათივე განმარტებით, სასამართლოს არ უმსჯელია რა ზიანი შეიძლება მიადგეს ზოგადად საქართველოს მოსახლეობას, თუ მსგავს დავებზე არ განხორციელდა თუნდაც არასწორად მოთხოვნილი თანხების დროული დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მომწოდებლის მხრიდან სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა წარმოდგენილ იქნება მსგავსი გარემოებების მითითებით, ხოლო პროგრამა ასეთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დიდი ალბათობით არსებობას ვერ გააგრძელებს, გარდა ამისა, არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან არსებობს გაცილებით მეტი ფინანსური გარანტია, დავის გადაწყვეტის შედეგებიდან გამოდინარე მიმწოდებლის სასარგებლოდ, როგორც აღინიშნა მიმწოდებლის კაპიტაციური მეთოდით დაფინანსება ხორციელდება მოსარჩელის რეგისტრაციის დღიდან და არ არის დამოკიდებული სერვისის მიწოდებაზე. ამდენად, სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ, არასწორად იმსჯელა. სასამართლოს ეჭვის უსაფუძვლობა იმ გარემოებებიდანაც ვლინდება, რომ დაკისრებული საჯარიმო სანქციის ჩამოჭრა/გადახდა ხდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოსავლიდან და არა სხვა რომელიმე კერძო შემოსავლიდან, თუ სხვა ქონებიდან, მაშინ როდესაც, მომჩივანის მხარისთვის უარყოფითი შედეგებით დავის დასრულების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ყველა შემოსავლიდან და/ან უძრავ-მოძრავი ქონებიდან (ყადაღა, აუქციონი და ა.შ.), რაც არამარტო სამედიცინო დაწესებულებისათვის, არამედ ნიბისმიერი მეწარმისთვის გაცილებით უფრო მძიმე ტვირთს წარმოადგენს, რამაც შეიძლება რეალურად შეაფერხოს მეწარმე სუბიექტის არამარტო შემდგომი განვითარება, არამედ საერთოდ მისი ფუნქციონირება. შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის ამოღების/გადახდის მექანიზმი, ამ გარემოებებსაც ითვალისწინებს.

სააპელაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის სხვა მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულება, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით... სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

დასახელებული ნორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს, როგორც განმცხადებლის ვალდებულებას მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის წინაპირობებს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

 

უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცეოს კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. აღნიშნული ნორმა გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება და აქტის შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებული რომელიმე სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაჩერებლად, მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაბუთებული შუამდგომლობა სადავო აქტის უკანონობის ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ გასაჩივრებული აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდომში დაცვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს გონივრულ ვარაუდს, რომ მისი განუხორციელებლობა ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ვარაუდი საბოლოოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებისა და გამოტანის პროცესზე.

 

კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი მიუთითებს მასზედ, რომ საგამონაკლისო ნორმის გამოყენება გამართლებულია ორი პირობით, კერძოდ, 1) იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, რაც გულისხმობს შუამდგომლობის ავტორის მიერ იმ სპეციალური ნორმატიული დანაწესით აპელირებას, რომლის დარღვევის გამო ის იზღუდება ამ დანაწესებით აღიარებულ უფლებაში და 2) სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის სამომავლო დაცვას.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ამავე განცხადების შესაბამისად, წყვეტს სარჩელის განმხილველი სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის მიზანსა (რომელიც თავის თავში მოიცავს აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც) და სასამართლოს (და არა მხოლოდ განმცხადებლის) დასაბუთებულ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე.

 

მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ ახდენს მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმებას, რამდენადაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხორციელდება სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, რაც გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს მიერ მისაღებ არსებით გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის ჩანაწერი, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო მხარის მოთხოვნით შეაჩერებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე.

 

ამდენად, მარტოოდენ სარჩელის წარდგენა სასამართლოში და შესაბამის გარემოებებზე მითითება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს მხრიდან მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის რეგულაციების გამოყენება, იმავდროულად აუცილებელია მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებდეს იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას. ასეთი საფუძველი, სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ იკვეთება, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2018 წლის განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების დ-------- მ-----–---–ის და ლ-–- ქ--------ის და შპს ,,მ-----–---ს“ კერძო საჩივრებს - ისინი განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 4.2 მუხლით, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. საქმის მხოლოდ განსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა-გადაწყვეტის უფლებამოსილებაზე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლიც.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოები იქმნება და მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 24.1 მუხლით, სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებზე.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილების 58.2 მუხლით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას მიეკუთვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია.

 

ზემოთ დასახელებული ნორმების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (განჩინებებზე) შეტანილ სააპელაციო/კერძო საჩივრების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2018 წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს.ფ.92-101) და შპს „მ-----–---ს’’ (ს.ფ. 123-126) კერძო საჩივრები უნდა გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სასამართლოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება;

 

3. შპს “მ-----–---ს“ მოთხოვნა - 2017 წლის 2---------ოს N6------ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-----------–ის N6--------- გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს ,,მ-----–---ს’’ კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებაზე (კერძო საჩივრები დაცულია ს.ფ. 92-122; 123-130) გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

5. განჩინების ასლი მხარეებს გადაეგზავნოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-79-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

 

6. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე