განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002012092
საქმე N3ბ/541-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი _ გიორგი სანიკიძე
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ------–-----ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------- ა-–---------ია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ-------- ა-–---------იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-------- ა-–---------იას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1.1. ნ-------- ა-–---------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ნ-------- ა-–---------იას ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე:ა---------ი, გ----- ს. ი------ი).
3.1.2. 2013 წლის 09 აგვისტოს, ნ-------- ა-–---------იამ შეავსო განაცხადი (N--) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტრომ ნ-------- ა-–---------იას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 3.0 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები "შშმპ" - 2 ქულა, ომში დაღუპული წვრი/ წევრები - 3.0 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები - 1.5 ქულა;
3.1.3. 2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ნ-------- ა-–---------იამ წარადგინა N5------- განცხადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
3.1.4. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2016 წლის 07 სექტემბერს გამოცხადნენ ნ-------- ა-–---------იას არადევნილი მეუღლის ი---- კ-----–--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, მ--------ს გამზ. მე-4 კვარტ., კორპ. N1, სადარბაზო N1, სართ. N2, ბინა N4), სადაც დახვდათ ი---- კ-----–--–---–ის მამიდა მ------ა კ-----–--–---–ი, რომელმაც მონიტორინგის ჯ-----ი სახლში არ შეუშვა;
- 2016 წლის 05 აგვისტოს დევნილი ნ-------- ა-–---------იას მონიტორინგის მიზნით განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადნენ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ--------ნის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ. N9, ბინა N53, სადაც არავინ დახვათ; ამავე კორპუსში მონიტორინგის ჯ-----მა გამოკითხეს დევნილის მეზობელი ე-----–- პ----------ა, მცხოვრები მე-2 სართულზე ბინა N49-ში, რომელმა განაცხადა, რომ ნ-------- ა-–---------ია ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ზუსტი მისამართი არ იცის, არც მეუღლის სახელი და გვარი იცის. ქალბატონი ე-----–-ს განცხადებით ბინა N53-ში ცხოვრობს ნ-------- ა-–---------იას და მანა------–---------ია და მ-----ს შვილი მაქსი გვარი არ იცის. მეზობლის განცხადებით 3-5 წელია ნ-------- ა-–---------ია ბინა N53-ში არ ცხოვრობს;
- 2016 წლის 10 სექტემბერს მონიტორინგის მიზნით განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადნენ ნ-------- ა-–---------იას ყოფილი მეუღლის ი---- კ-----–--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც გასაუბრემა მოხდა ქალბატონ ი----სთან. გასაუბრებით გაირკვა, რომ ბინა N4 არის მისი საკუთრება, სადაც ცხოვრობს 3 სული კერძოდ: ი---- კ-----–--–---–ი, ა------–---------ია და მ------ა კ-----–--–---–ი. ასევე ი---- კ-----–--–---–მა განმარტა, რომ ნ-------- ა-–---------იასთან არის ოფიციალურად განქორწინებული, 2 წელია ერთად არ ცხოვრობენ. მისი ინფორმაციით ცხოვრობს დასთან მ----- ა-–---------იასთან ვ--------ანში, ზუსტი მისამართი არ იცის.
3.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №122 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა ქ. თბილისში, მენაშენეებისგან და "ჰ----–--გ ჯ-----ი"-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება.
კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე ასევე იმსჯელა ნ-------- ა-–---------იას ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით ნ-------- ა-–---------იას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იმ ეტაპისათვის განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. (1 ქულა დაემატა სოციალურში);
3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანებით ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ-------- ა-–---------იას ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N3--- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
3.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
3.2.3. სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას.
მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო მე-7 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომელი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №22 – „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას;
ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ;
ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ- ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
3.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული
„საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა ამავე ბრძანებით დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე - ნ-------- ა-–---------ია წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-------- ა-–---------იამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ ნ-------- ა-–---------იას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 3.0 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები "შშმპ" - 2 ქულა, ომში დაღუპული წვრი/ წევრები - 3.0 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები - 1.5 ქულა; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კერძოდ, 2016 წლის 05 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შედგენილი ოქმით ნ-------- ა-–---------იას დაემატა 1 ქულა სოციალურში. ანუ ჯამში მოსარჩელის საერთო რაოდენობის ქულას წარმოადგენს 10.5.
3.2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.
მოპასუხის პოზიციის თანახმად, მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, კერძოდ განმცხადებელი ნ-------- ა-–---------ია ცხოვრობს მამიდის, ნ--- ა-–---------იას კუთვნილებაში არსებულ ფართში მისამართზე: ვ--------ნის მე-3 მ/რ კორპ. N9, ბინა N53 ქირის გარეშე, ხოლო თავად მამიდა ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართში მისამართზე ქ. თბილისის დ---–--ის ქ. კორპ. N3, ბინა N4, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გახდა საფუძველი კომისიის გადაწყვეტილებისა, რომელმაც მიიჩნია, რომ ნ-------- ა-–---------იას ოჯახი აღნიშნული ეტაპზე განსახლების აუცილებლობას არ საჭიროებდა.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გამოცხადნენ აპლიკანტის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ასევე ყოფილი მეუღლის (არა დევნილი) საცხოვრებელ მისამართზე და საბოლოოდ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ-------- ა-–---------იასთვის განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
უდავოდ დადგენილია, რომ ნ-------- ა-–---------იას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნ-------- ა-–---------იას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავთან, არ წარმოადგენს მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მას ბოლო პერიოდში კონფლიქტი აქვს მამიდასთან და სურს თავისთვის ცხოვრება, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ნ-------- ა-–---------იას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1.1. აპელანტი მიუთითებს რომ სასამართლომ მართალია, სწორად მიუთითა გამოსაყენებელი კანონი, თუმცა არასწორად განმარტა ის და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტის მითითებით სასამართლო ისე განმარტავს კანონს, რომ თითქოს სამინისტრო, ვალდებულია საცხოვრებლის მიღების მქონე ყველა დევნილი ოჯახი დააკმაყოფილოს, თუკი სახეზეა მათი მხრიდან ამგვარი ნების გამოხატვა სააპლიკაციო განაცხადის შევსების გზით (ქულათა საკმარისი რაოდენობის მიღების შემთხვევაში). აპელანტის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი მსჯელობა წარმოადგენს ნორმის არასწორ განმარტებას. კანონის მოქმედი რეგულაციები სამინისტროს ავალდებულებს, განაცხადის შემვსები, საჭირო რაოდენობის ქულების მქონე ოჯახებიდან შეარჩიოს ის ოჯახები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ საცხოვრებელზე. ამასთან, ამ შერჩევის დროს, საცხოვრებლით დაკმაყოფილების სხვა ეტაპებისათვის გადადოს იმ ოჯახების დაკმაყოფილების საკითხი, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ საცხოვრებელზე. ეს მტკიცება უფრო სარწმუნო და დამაჯერებელია კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოების ფონზე, როდესაც დევნილ ოჯახს წლების განმავლობაში მიუწვდება ხელი მისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაში დათმობილ საცხოვრებელზე და ამასთან, ოჯახის წევრების (მოსარჩელის შვილების) უახლოეს ნათესავს (დედას) საკუთრებაში გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის კანონიერი და დასაბუთბული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
ფაქტობრივი დასაბუთება:
5.1.1. ნ-------- ა-–---------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ნ-------- ა-–---------იას ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე:ა---------ი, გ----- ს. ი------ი).
5.1.2. 2013 წლის 09 აგვისტოს, ნ-------- ა-–---------იამ შეავსო განაცხადი (N--) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტრომ ნ-------- ა-–---------იას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 3.0 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები "შშმპ" - 2 ქულა, ომში დაღუპული წვრი/ წევრები - 3.0 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები - 1.5 ქულა;
5.1.3. 2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ნ-------- ა-–---------იამ წარადგინა N5------- განცხადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
5.1.4. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები
2016 წლის 07 სექტემბერს გამოცხადნენ ნ-------- ა-–---------იას არადევნილი მეუღლის ი---- კ-----–--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, მ--------ს გამზ. მე-4 კვარტ., კორპ. N1, სადარბაზო N1, სართ. N2, ბინა N4), სადაც დახვდათ ი---- კ-----–--–---–ის მამიდა მ------ა კ-----–--–---–ი, რომელმაც მონიტორინგის ჯ-----ი სახლში არ შეუშვა;
- 2016 წლის 05 აგვისტოს დევნილი ნ-------- ა-–---------იას მონიტორინგის მიზნით განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადნენ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ--------ნის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ. N9, ბინა N53, სადაც არავინ დახვათ; ამავე კორპუსში მონიტორინგის ჯ-----მა გამოკითხეს დევნილის მეზობელი ე-----–- პ----------ა, მცხოვრები მე-2 სართულზე ბინა N49-ში, რომელმა განაცხადა, რომ ნ-------- ა-–---------ია ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ზუსტი მისამართი არ იცის, არც მეუღლის სახელი და გვარი იცის. ქალბატონი ე-----–-ს განცხადებით ბინა N53-ში ცხოვრობს ნ-------- ა-–---------იას და მანა------–---------ია და მ-----ს შვილი მაქსი გვარი არ იცის. მეზობლის განცხადებით 3-5 წელია ნ-------- ა-–---------ია ბინა N53-ში არ ცხოვრობს;
- 2016 წლის 10 სექტემბერს მონიტორინგის მიზნით განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები გამოცხადნენ ნ-------- ა-–---------იას ყოფილი მეუღლის ი---- კ-----–--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც გასაუბრემა მოხდა ქალბატონ ი----სთან. გასაუბრებით გაირკვა, რომ ბინა N4 არის მისი საკუთრება, სადაც ცხოვრობს 3 სული კერძოდ: ი---- კ-----–--–---–ი, ა------–---------ია და მ------ა კ-----–--–---–ი. ასევე ი---- კ-----–--–---–მა განმარტა, რომ ნ-------- ა-–---------იასთან არის ოფიციალურად განქორწინებული, 2 წელია ერთად არ ცხოვრობენ. მისი ინფორმაციით ცხოვრობს დასთან მ----- ა-–---------იასთან ვ--------ანში, ზუსტი მისამართი არ იცის.
5.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №122 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა ქ. თბილისში, მენაშენეებისგან და "ჰ----–--გ ჯ-----ი"-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება.
კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე ასევე იმსჯელა ნ-------- ა-–---------იას ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით ნ-------- ა-–---------იას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იმ ეტაპისათვის განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. (1 ქულა დაემატა სოციალურში);
5.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანებით ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ-------- ა-–---------იას ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
5.2.2. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ- ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოაგდგენს ის ფაქტი, რომ ნ-------- ა-–---------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირი - დევნილი, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, ნ-------- ა-–---------იამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ ნ-------- ა-–---------იას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 9.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 3.0 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები "შშმპ" - 2 ქულა, ომში დაღუპული წვრი/ წევრები - 3.0 ქულა, ომის ვეტერანი/ვეტერანები - 1.5 ქულა; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კერძოდ, 2016 წლის 05 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შედგენილი ოქმით ნ-------- ა-–---------იას დაემატა 1 ქულა სოციალურში. ანუ ჯამში მოსარჩელის საერთო რაოდენობის ქულას წარმოადგენს 10.5.
აპელანტის პოზიციის თანახმად, ნ-------- ა-–---------იასათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, კერძოდ განმცხადებელი ნ-------- ა-–---------ია ცხოვრობს მამიდის, ნ--- ა-–---------იას კუთვნილებაში არსებულ ფართში მისამართზე: ვ--------ნის მე-3 მ/რ კორპ. N9, ბინა N53 ქირის გარეშე, ხოლო თავად მამიდა ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართში მისამართზე ქ. თბილისის დ---–--ის ქ. კორპ. N3, ბინა N4, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გახდა საფუძველი კომისიის გადაწყვეტილებისა, რომელმაც მიიჩნია, რომ ნ-------- ა-–---------იას ოჯახი აღნიშნული ეტაპზე განსახლების აუცილებლობას არ საჭიროებდა.
5.2.3. როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გამოცხადნენ აპლიკანტის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ასევე ყოფილი მეუღლის (არა დევნილი) საცხოვრებელ მისამართზე და საბოლოოდ კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ-------- ა-–---------იასთვის განსახლების აუცილებლობის არ საჭიროების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
უდავოდ დადგენილია, რომ ნ-------- ა-–---------იას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო პოზიციას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნ-------- ა-–---------იას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ოჯახი ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავთან, არ წარმოადგენს მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნ-------- ა-–---------იამ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესებზე განმარტა, რომ მას ბოლო პერიოდში კონფლიქტი აქვს მამიდასთან და სურს თავისთვის ცხოვრება, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახი არის თავშესაფარის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ ქმნიდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
6.1. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
6.2.2. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა