განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3--------------
საქმე №1/ბ-425-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორ -ზ---------------–--ის,ადვოკატ - მ-----------–---–ის,გამართლებულ - ზ---------------ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ზ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------–---–---------------–-----; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ზ---------------ე 2013 წლის 01 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. სხვადასხვა უფლებამოსილებასთან ერთად მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დადგენილი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, კრიმინოგენური სიტუაციის გამოვლენა, აღმოფხვრა და სხვა. კანონიერი მიზნების მისაღწევად, ზ---------------ეს უფლება ჰქონდა მოეხდინა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გადაყვანა.
2013 წლის ივლისს, აგვისტოსა და ოქტომბრის თვეებში, სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში სათანადო რეჟიმის დარღვევით წარმოქმნილი სიტუაციის დარეგულირებისა და მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების - დაწესებულების მართვის გაადვილების მიზნით, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, ზ---------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რა დროსაც მიუხედავად პატიმრობის კოდექსით დადგენილი მოთხოვნისა - სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ერთმანეთისგან იზოლაციის თაობაზე, ორგანიზება გაუკეთა სასჯელაღსრულების N18-ე და N11-ე დაწესებულებებში მოთავსებულ ე.წ. ქურდული ტრადიციების მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მათივე მოთხოვნით N18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვედრას. ამასთან, დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად და მსჯავრდებულთა კანონის დარღვევით განხორციელებული ეტაპირებისთვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, ორგანიზება გაუკეთა ცალკეული პირების მიერ მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
ზ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულ ზ---------------ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ზ---------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: გამოძიების სტადიაზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, სრულად არის დადგენილი ზ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. საქმეზე არსებული თითოეული ფაქტობრივი გარემოება სრულყოფილად იქნა დადასტურებული პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: დ------–----–---–-ს, ნ-----–----------------ის, ნ--------------ის, დ------------–---–იას, ნ-------------–--ის, ი-–--------------ს, ა----------–------ის, ვ--------------ძის ჩვენებებით და ასევე, წერილობითი მტკიცებულებებით - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის და N11 დაწესებულების დირექტორ ა----------–------ის ბრძანებებით - მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე; სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების ა----------–------ის და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ნ-------------–--ის 2013 წლის 30 აგვისტოს ინფორმაციული ბარათებით; სამედიცინო ბარათებით; პირადი საქმეებიდან ამოღებული ამონაწერებით; მოწმეების - პ------------ას, ს-------------------ის, ნ-------------ის, მ--–---------------ის, გ----------------–ის, გ----------------ის, ზ-------------–--ლის, ზ------–--------–--ლის, ი--------–-------ის, დ-------------------ის, დ-------------–---–ის, ი------–--–-----ას, კ------------–---–ის, ი-----–--------–---–ის, გ----------------ას, ვ--–---------------, გ-------------–-------ვას, რ------------ას ჩვენებებით.
ზემოაღნიშნული თითოეული მტკიცებულების გაანალიზების საფუძველზე ბრალდების მხარე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 19 ივლისს - პატიმრები რ---–-----–-----–--, ი--------–----–---–ი და ნ----------------ი, 2013 წლის 30 აგვისტოს - პატიმრები რ---–-----–-----–--, გ------------–---- და ლ--------------ი და 2013 წლის ოქტომბერში - პატიმრები რ---–-----–-----–-- და ო---------------–---–ი, N11 და N8 დაწესებულებებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ზ---------------ის სიტყვიერი მითითებით, გადაიყვანეს მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რა დროსაც სხვა პირების დასწრების გარეშე შეახვედრეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ - ტ------–-----–-------ს და ს-------------------ეს. შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვნების პრობლემების მოგვარება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების აღმზრდელობით დაწესებულებაში ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ მიერ ე.წ. ,,მაყურებლის“ დანიშვნას.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება, რომლის მიხედვითაც გაწერილია უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები. მასში აღნიშნული ფართო სამსახურებრივი უფლებამოსილების შედეგად, ზ---------------ეს, როგორც მაღალი იერარქიის საჯარო მოხელეს, გავლენა ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორებზე და სისტემაში დასაქმებულ სხვა მოხელეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უშუალოდ მასთან იყვნენ კოორდინაციაში. სწორედ ხსენებული გავლენა და სამსახურებრივი უფლებამოსილება იქნა გამოყენებული ზ---------------ის მიერ დანაშაულის ჩასადენად, რაზეც ღიად ისაუბრეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა. ზ---------------ე, უკანონო მეთოდებით, საკუთარი ინტერესების, თანამდებობის შესანარჩუნებლად იყენებდა ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“, რათა კონტრლი არ დაკარგვოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე. ხსენებული ქმედება არსებით ზიანს აყენებდა სასჯელაღსრულების სისტემის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის ავტორიტეტს და არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, პატიმრობის კოდექსსა და სახელმწიფოს მიერ კრიმინალურ მენტალიტეტთან აქტიური ბრძოლის შესახებ გაცხადებულ პოლიტიკას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის, რომელიც ობიექტირ პირს დაარწმუნებდა ზ---------------ის, როგორც მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა ზ---------------–--ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
გამართლებულმა ზ---------------ემ და მისმა ადვოკატმა მ-----------–---–მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება ზ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–--ემ განმარტა, რომ 2013 წლის 21 მაისიდან მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე, რა დროსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო ზ---------------ე. სწორედ ამ უკანსკნელთან თანხმდებოდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მსჯავრდებულების ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი. სამსახურებრივად იმყოფებოდა ზ---------------ის დაქვემდებარებაში, შესაბამისად, მუშაობის პროცესში ყველა საკითხს ათანხმებდა მასთან. ნ-------–--ის განმარტებით, 2013 წლის ივლისში, შიდა IP ტელეფონზე დაუკავშირდა ზ---------------ე და აცნობა, რომ კანონიერ ქურდებთან შეხვედრის მიზნით ორი არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი იყო რ---–-----–-----–--, უნდა გადაეყვანა სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში. მანვე განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო მე-18 დაწესებულების დირექტორთან - ნ-----–----------------თან. იგი (ნ-------------–--ე) ესაუბრა ნ-----–----------------ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა არასრულწლოვანთა განყოფილებას და უზრუნველყვეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების N18 დაწესებულებაში გადაყვანა. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები შეხვდნენ კანონიერ ქურდებს: ტ------–-----–-------ს და ს-------------------ეს, მათ დაახლოებით 20-30 წუთი დაჰყვეს ერთად, რის შემდეგაც არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.
აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოს თვეში, შიდა IP ტელეფონზე კვლავ დაუკავშირდა ზ---------------ე და უთხრა, რომ სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებიდან N8 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ რ---–-----–-----–--ს, გ------------–----ს და ლ--------------ს, რომლებიც შემდეგ უნდა გადაეყვანათ N18 დაწესებულებაში - კანონიერ ქურდებთან შეხვედრის მიზნით. ზ---------------ის მითითება შეასრულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ი-–--------------მ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხსენებული პირები დააბრუნეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ხოლო მოგვიანებით, ზ---------------ის მითითებითვე, რ---–-----–-----–-- გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში.
მოწმემ სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა, რომ თავად არასრულწლოვანი მსჯავრდებულების და კანონიერი ქურდების შეხვედრას არ დასწრებია. ერთ შემთხვევაში ისინი ნ-----–----------------ის სამუშაო ოთახიდან დაინახა პირველ სართულზე დერეფანში; შიდა ტელეფონი დირექტორების და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სამუშაო ოთახში იყო განთავსებული, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ შიდა ტელეფონებზე დასაკავშირებლად, გ---------იდან შიდა ტელეფონზე ზარი ვერ განხორციელდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–--------------მ განმარტა, რომ 2013 წლის მდგომარეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე უსაფრთხოების კუთხით. მოწმემ დაადსტურა, რომ ორ შემთხევავში - 2013 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში მოხდა მათი დაწესებულებიდან არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში გადაყვანა. მათგან ერთ-ერთში უშუალოდ მიიღო მონაიწლეობა, კერძოდ, აგვისტოს თვის ბოლოს მას დაუკავშირდა ნ-------------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ზ---------------ის დავალებით მე-11 დაწესებულებიდან გადმოყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უნდა გადაეყვანათ მე-18 დაწესებულებაში, კანონიერ ქურდებთან - ტ------–-----–-------სთან და ს-------------------ესთან შესახვედრად. მოწმეს პირადად დაევალა აღნიშნულის შესრულება, რომელიც უზრუნველყო კიდეც. ესაუბრა მე-18 დაწესებულების დირექტორს ნ-----–----------------ს, რომელიც თავის მხრივ უკვე იყო საქმის კურსში და საუბრის შემდეგ ხსენებული არასრულწლოვნები გადაიყვენა N18 დაწესებულებაში. მისი განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო დაწესებულებაში მდგომარეობის მოგვარება კანონიერი ქურდების მითითებით. გადაყვანის თაობაზე რაიმე დოკუმენტაცია არ შედგენილა. შეხვედრის შემდეგ სამივე არასრულწლოვანი დააბრუნა მე-8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, საიდანც რ---–-----–-----–-- მალევე გადაიყანეს N11 დაწესებულებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–----------------მა განმარტა, რომ მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე. 2013 წელს კანონიერ ქურდებათან შეხვედრის მიზნით სამჯერ განხორციელდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების N18 დაწესებულებაში ეტაპირება. კერძოდ, 2013 წლის ივლისში იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რა დროსაც სამსახურის შიდა ტელეფონზე დაუკავშირდა ზ---------------ე და მისცა მითითება, რომ N18 დაწესებულებაში გადაყვანილი პატიმრები, მათ შორის რ---–-----–-----–--, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეეხვედრებინა ამავე დაწესებულებაში მყოფ კანონიერ ქურდებს - ტ------–-----–-------სა და ს-------------------ისათვის. მოწმესთან მივიდა N8 დაწესებულების დირექტორი ნ-------------–--ე, რომელსაც თავის მხრივ ზ---------------ისგან ანალოგიური მითითება ჰქონდა მიღებული. მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ამ შეხვედრის ორგანოზება, მოწმის მხრიდან აღნიშნული მითითების შესრულება დაევლა განყოფილების რეჟიმის უფროსს დ------------–---–იას. შეხვედრა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და კანონიერ ქურდებს შორის დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ნ-------------–--ემ უზრუნველყო არასრულწლოვანი პატიმრების N18 დაწესებულებიდან, N8 დაწესებულებაში გადაყვანა. მოწმის განმარტებით, არასრულწლოვანი პატიმრებისა და კანონიერი ქურდების მეორე შეხვედრა 2013 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა. ზ---------------ე კვლავ სამსახურის შიდა ტელეფონზე დაუკავშირდა და N18 დაწესებულებაში გადაყვანილი არასრულწლოვანი პატიმრების კანონიერი ქურდებთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა. ამ შემთხვევაში ასევე დაუკავშირდა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების უფროსის მოადგილე ი-–--------------, რომელმაც უთხრა, რომ ზ---------------ისაგნ ჰქონდა დავალება პატიმრების გადაყვანის შესახებ. კანონიერ ქურდებთან - ს-------------------ესთან და ტ------–-----–-------სთან არასწულწლოვანი მსჯავრდებულიების, მათ შორის რ---–-----–-----–--ს შეხვედრა, მისი მხრიდან კვლავ რეჟიმის განყოფილების უფროს დ------------–---–იას დაევალა. შეხვედრა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც რ---–-----–-----–-- გადაყვანილი იქნა N11 დაწესებულებაში, ხოლო ორი არასრულწლოვანი N8 დაწესებულებაში. რაც შეეხება 2013 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდს, იგი (ნ-----–----------------ი) სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც ზ---------------ემ უთხრა, რომ რამდენიმე დღეში უსაფრთხოების მიზნით, N11 დაწესებულებიდან განხორციელდებოდა ორი არასრულწლოვანი პატიმრის გადაყვანა, რის შესახებაც დაუკავშირდებოდა უსაფრთხოების თანამშრომელი ა-–---------–--–--–---–ი. რამდენიმე დღეში მას მართლაც დაუკავშირდა ა-–---------–--–--–---–ი და აცნობა, რომ მათ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ ორ არასრულწლოვანს, ვითომდა სამედიცინო ამბულატორიული კვლევის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ N18 დაწესებულებაში, საბადრაგო სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა ორი არასრულწლოვანი - რ---–-----–-----–-- და ო---------------–---–ი, რომელთაც სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, სავარაუდოდ გადაყლაპული ქონდათ უცხო სხეულები, თუმცა მათ გამოკვლევის შედეგად უცხო სხეულის გადაყლაპვის ფაქტი არ დაუდასტურდათ. ხოლო შემოწმების შემდეგ, დ------------–---–იამ უზრუნველყო რ---–-----–-----–--ს და ო---------------–---–ის კანონიერ ქურდებთან ტ------–-----–-------სა და ს-------------------ესთან შეხვედრა, რაც დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა.
მოწმის განმარტებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში, ხორციელდებოდა უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. შესაბამისად, მათ ბადრაგირება ან დამატებითი დოკუმენტების წარმოება არ სჭირდებათ, ხოლო მე-11 დაწესებულებიდან პატიმრის გადმოყვანის შემთხვევაში აუცილებელი იყო შესაბამისი დოკუმენტების შედგენა. ვინაიდან ზ---------------ე იყო სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ყველა გადაყვანა და შეყვანა თანხმდებოდა მასთან, უსაფრთხოების ყველა საკითხი შეთანხმებას გადიოდა ზ---------------ესთან, რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელი არ ყოფილა, მაგრამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი რგოლი იყო და მისი მითითებები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეესრულებინათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------------–---–იამ განმარტა, რომ იმ პერიოდში მუშობდა სასჯელაღსურელბის დეპარტამენტის N18 დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსად. 2013 წლის ივლისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, ნ-----–----------------ის მითითებით სამჯერ უზრუნველყო არასრულწლოვანი პატიმრებისა და კანონიერი ქურდების შეხვედრის ორგანიზება. კერძოდ, პირველად 2013 წლის ივლისის თვეში, ორი არასრულწლოვანი პატამრი, მათ შორის რ---–-----–-----–--, მე-8 დაწესებულებიდან გადმოიყვანეს და შეახვედრეს კანონიერი ქურდებს - ს-------------------ეს და ტ------–-----–-------ს. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა რენდგენის ოთახში, რომელიც განთავსებულია მე-18 დაწესებულების პირველ სართულზე. თავად შეხვედრას არ დასწრებია, იდგა კარს მიღმა. მოგვინებით, როდესაც ცოტა ხმას აუწიეს, ესმოდა, რომ ს-------------------ე გარკვეულ მითითებებს აძლევდა არასრულწლოვნებს. მოწმის განმარტებით, ფ--–-------ს ხმას ვერ გაიგებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოს ბოლოს, სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მათ შორის რ---–-----–-----–--, კვლავ გადმოიყვანეს მე-18 დაწესებულებაში კანონიერ ქურდებთან ს-------------------ესთან და ტ------–-----–-------სთან შესახვედრად. შეხვედრა შედგა კვლავ რენდგენის ოთახში. ასევე, 2013 წლის ოქტომბრის თვეში N11 დაწესებულებიდან, N18 დაწესებულებაში, ამჯერად ორი მსჯავრდებული იქნა გადმოყვანილი. ამბობდნენ, რომ მათ უცხო სხეულები ჰქონდათ გადაყლაპული და მუცლის ღრუს რენდგენი უნდა გადაეღოთ. მოწმემ განმარტა, რომ კვლავ ნ-----–----------------თან შეთანხმებით, ჯერ რენდგენი გადაუღეს არასრულწლოვნებს, რათა დარწმუნებულიყვნენ - მართლა ხომ არაფერი ჰქონდათ გადაყლაპული და შემდეგ შეახვედრეს ექოსკოპიის კაბინეტში დაახლოებით 10-15 წუთით, აღნიშნული კაბინეტის კარი იხურება გერმენტულად. დ------------–---–იამ დამატებით განმარტა, რომ ყველა საუბრის შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა დირექტორ ნ-----–----------------ს. იგი აღნიშნულ შეხვედრებამდეც იცნობდა რ---–-----–-----–--ს, ვინაიდან მანამდეც იყო მიყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში თვითდაზიანებების მიყენების გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–------მა განმარტა, რომ 2013 წლის პერიოდში იყო სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N11 დაწესებულების დირექტორი. ივლისის თვეში N11 დაწესებულებაში N8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა ორი არასრულწლოვანი პატიმარი. ეს პირები აცხადებდნენ, რომ როდესაც ისინი იმყოფებოდნენ გლდანის N8 დაწესებულებაში, გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ N18 დაწესებულებაში განთავსებულ კანონიერ ქურდებთან. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ აცნობა ზ---------------ეს, რომელმაც განუმარტა, რომ ასეთი რამ არცერთ შემთხვევაში არ მოხდებოდა. ამის შემდეგ რ---–-----–-----–-- N11 დაწესებულებაში არ ემორჩილებოდა შინაგანაწესს, ჰონდათ გარკვეული მოთხოვნები, რომლის შესრულებაც იყო შეუძლებელი და ამის თაობაზე აცნობა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს. დაწესებულებაში მივიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ა-–---------–--–--–---–ი, რომელიც შეხვდა არასრულწლოვნებს და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით არასრულწლოვანი პატიმრები უნდა გადაყვანათ სხვა დაწესებულებაში. ა----------–------ის განმარტებით, აღნიშნული მოქმედება არის ჩვეულებრივი ფორმა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და მან მოცემულ მომენტში ამაში საეჭვო ვერაფერი დაინახა. ამის შემდეგ უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, მისი (ა----------–------ის) მიმართვის საფუძველზე მოხდა სამი არასრულწლოვანის გაყვანა, რომელთაგან ერთი მალევე დააბრუნეს N11 დაწესებულებაში, ხოლო ორი - დატოვეს N8 დაწესებულებაში. მისთვის ამჯერადაც ცნობილი გახდა, რომ ხსენებული პატიმრები კვლავ შეხვდნენ ე.წ კანონიერ ქურდებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა კვლავ მოითხოვეს შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ან მის მოადგილესთან, რის შესახებაც აცნობა უსაფრთხოების სამსახურს. არასრულწლოვან პატიმრებს ა-–---------–--–--–---–თან კვლავ ჰქონდათ შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე. მისი წასვლის შემდეგ, პატიმრების გარკვეულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაყლაპეს ე.წ ,,კუსაჩკა“. იყო ეჭვი, რომ შეიძლება არც ჰქონოდათ გადაყლაპული არანაირი ნივთი, თუმცა ვინაიდან მანამდე სხვა დაწესებულებაში ყოფნისას ერთ-ერთს უკვე ჰქონდა გადაყლაპული რაღაც ნივთი და ასევე N11 დაწესებულების მთავარი ექიმი ვერ იძლეოდა გარანტიას, რომ მსჯავრდებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნებოდა, უსაფრთხოების სამსახურთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ექიმის მიმართვის საფუძველზე გამოცემული ბრძანებით, ხსენებული პირები გადაიყვანეს N18 დაწესებულებაში რენდგენის გადასაღებად. არასრულწლოვნებს არაფერი არ აღმოაჩნდათ გადაყლაპული. მოწმე ა----------–------მა მისი ხელმოწერის არსებობა დაადასტურა 2013 წლის 30 აგვისტოთი დათარიღებულ საიდუმლო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართავს - „გაცნობებთ, რომ N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სასჯელს იხდის 44 მსჯავრდებული, აქედან მსჯავრდებულები ი----------–---ა, რ---–-----–-----–-- და ლ--------------ი ცდილობენ იყვნენ ლიდერები, ზეგავლენა მოახდინონ სხვა მსჯავრდებულებზე და იმოქმედონ მათი ცხოვრების წესზე“. მოწმის განმარტებით, მის მიზანს წარმოადგენდა დეპარტამენტის უფროსისთვის ვითარების მოხსენება, რომ აღნიშნული პირები ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას დაწესებულებაში და ითხოვს სხვა დაწესებულებაში გადაყვანას. მოწმემ ასევე დაადასტურა 2013 წლის 14 ოქტომბრის N--- და N--- ბრძანებებზე მისი ხელმოწერა, რომელთა თანახმადაც მსჯავრდებულები ო---------------–---–ი და რ---–-----–-----–-- გადაყვანილი იქნენ ამბულატორიულ რეჟიმში N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ა----------–------მა დამატებით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ზ---------------ესთან და ა-–---------–--–--–---–თან, ისინი ძირითადად შიდა ტელეფონების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს; თვითმფრინავიდან შიდა ტელეფონზე ზარს ვერ განახორციელებდა და ვერც აეროპორტში დაუკავშირდებოდა ვინმეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--------------ძემ განმარტა, რომ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში მუშაობდა მთავარი ექიმის პოზიციაზე. დაწესებულებაში 2013 წლის მეორე ნახევარში სარემონტო სამუშაოების წარმოების გამო მაქსიმალურად იკლო პაციენტების მიღებამ, თუმცა გარკევული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მაინც იღებდნენ მცირე რაოდენობის პაციენტებს. დაწესებულება მთლიანად 2013 წლის ნოემბერში დაიცალა. აღნიშნული წლის ოქტომბრის თვეში დაწესებულებაში მოთავსებული იყო 5 პატიმარი, მათ შორის ტ------–-----–------- და ს-------------------ე. 2014 წლის 14 ოქტომბერს N18 დაწესებულებაში მიიყვანეს ორი არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელთაც სავარაუდოდ გადაყლაპული ჰქონდათ უცხო სხეულები. იგი ამ დღეს არ იმყოფებოდა სამსახურში, თუმცა ტელეფონის საშუალებით გამოიძახეს მორიგე რენდგენოლოგი ნ-------------ი, რომელმაც ჩაუტარა მსჯავრდებულებს გამოკვლება. მათ უცხო სხეული მუცლის არეში არ აღენიშნებოდათ. მან (ვ--------------ძემ) გამოკვლევის შედეგები აცნობა N11 დაწესებულების ექიმს ნ--------------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------------მა განმარტა, რომ 2013 წლის იანვრიდან მუშაობს სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების მთავარ ექიმად. აღნიშნული წლის 14 ოქტომბერი იყო დასვენების დღე და არ იმყოფებოდა სამსახურში. დღის პირველ ნახევარში დაუკავშირდა N11 დაწესებულების დირექტორი ა----------–------ი და უთხრა, რომ ორ არასრულწლოვანს - ო---------------–---–ს და რ---–-----–-----–--ს გადაყლაპული ჰოქნდათ რამდენიმე უცხო სხეული, რის საფუძველზეც გამოცხადდა სამსახურში. ორივე მსჯავრდებული აცხადებდა, რომ გადაყლაპული ჰქონდათ რამდენიმე უცხო სხეული ე.წ. „კუსაჩკები“ და „ბიგის პირები“. თუმცა გასინჯვის შედეგად არც მტკივნეულობა აღენიშნებოდათ და არც მუცლის კუნთების დაჭიმვა. შესაბამისად, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულები იტყუებოდნენ, რაც მოახსენა ა----------–------საც. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ რენდგენის გადაღება მაინც საჭირო იყო. მოწმის შეთავაზებაზე - გამოეძახებინათ რენდგენ-ლაბორანტი, ა----------–------მა უარი უთხრა და განუმარტა, რომ მოემზადებინა მოხსენებითი ბარათი მის მიერ არასრულწლოვნებისათვის შემოწმების ჩატარების თაობაზე და აღნიშნულის საფუძველზე ამ პირებს გადაიყვანდნენ მე-N18 დაწესებულებაში. ზოგადად არასრულწლოვნების გაყავნა საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა სამოქალაქო პროფილის საავადმყოფოებში და არა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა ვინაიდან იყო ა----------–------ის მოთხოვნა, მოამზადა მოხსენებითი ბარათი, შემდეგ დაუკავშირდა N18 დაწესებულების მთავარ ექიმს ვ--------------ძეს და უთხრა, რომ ორი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გადაჰყავდათ მათთან რენდგენოლოგიურ შემოწმებაზე და სთხოვა შემდგომში გამოკვლევის პასუხები ეცნობებინა მისთვის. გამოკვლევის შედეგად ო---------------–---–ს და რ---–-----–-----–--ს მუცლის ღრუში უცხო სხეული არ აღმოაჩნდათ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - მოწმე რ---–-----–-----–--ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებიდან სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში გადაიყვანეს 2013 წლის ივლისის თვის შუა რიცხვებში. მოგვიანებით, 2013 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, გ------------–----სა და ლ--------------თან ერთად, როგორც დაწესებულების შიდა განაწესის დამრღვევები, გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში. იმავე დღეს მისი და გ------------–----ს მოთხოვნით, სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადაყვანილი იქნენ N18 დაწესებულებაში. გამოკვლევებზე დაახლოებით 10-15 წუთი იმყოფებოდნენ. საკანში დაბრუნების შემდეგ გადაყვანილი იქნა N11 დაწესებულებაში, ხოლო გ------------–---- და ლ--------------ი - N8 დაწესებულებაში დარჩნენ. N18 დაწესებულებაში ექიმების გარდა არავის შეხვედრიან. ასევე უცნობია იმ დროისთვის N18 დაწესებულებაში ვინ იყო მოთავსებული. 2013 წლის 13 ოქტომბერს ო---------------–---–თან ერთად გადაყლაპა ლითონის ფრჩხილის საჭრელი, რის გამოც 2014 წლის 14 ოქტომბერს მოითხოვა ექიმის დახმარება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რენდგენოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილი იქნენ N18 დაწესებულებაში. ამ შემთხვევაშიც, მე-18 დაწესებულებაში ყოფნისას ექიმების გარდა არავის შეხვედრია, ხოლო ო---------------–---–ი ექიმების გარდა შეხვდა თუ არა ვინმეს, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმედ დაიკითხა ადვოკატი ზ-------–----–---რი, რომლმაც განმარტა, რომ ზ---------------ეს იცნობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც ადვოკატი. ზ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე დაიწყო მუშაობა იმ კუთხით, თუ რა სამსახურებრივი უფლებამოსილება ჰქონდა ბრალდებულს და რით რეგულირდებოდა მისი უფლებამოვალეობები. ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვა ინფორმაცია ზ---------------ის უფლებამოსილებისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. 2013 წლის 24 დ--------ს, განცხადების პასუხად მიიღო ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ რაიმე ნორმატიული აქტი, სადაც განსაზღვრული იქნებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების და პრობაციის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობები, იმ ეტაპისთვის დამტკიცებული არ იყო. ასევე, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროდან, იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მე-18, მე-11 და მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელები (დირექტორები) სტრუქტურულად ექვემდებარებოდნენ თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს - ზ---------------ეს. ხსენებული განცხადებაზე 2013 წლის 27 დ--------ს მიიღო პასუხი, სადაც მითითებულია, რომ დირექტორი საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს სტრუქტურულად არ ექვემდებარებოდნენ. 2013 წლის 25 დ--------ს კვლავ მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენი პატიმარის გადაყვანა მოხდა 2013 წლის 1 იანვრიდან, 2013 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მე-18 დაწესებულებაში და ხდებოდა თუ არა არასრულწლოვნების გადაყვანაც. განცხადების პასუხით ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში დაწესებულებაში გადაყვანილი იქნა 1086 მსჯავრდებული, მათ შორის 8 არასრულწლოვანი. მან (ადვოკატმა ზ-------–-----–---რმა) ასევე, 2015 წლის 25 მაისს მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ და გამოითხოვა ინფორმაცია ზ---------------ის სატელეფონო საუბრების შესახებ. შპს „მაგთიკომის“ წერილიდან დადასტურდა, რომ ივლისის თვეში, მოთხოვნილ კონკრეტულ თარიღებში ზ---------------ის სატელეფონო კავშირებს ემსახურება დ--–---ის და ყ------ის რაიონებში მდებარე ანძები. მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პერიოდს, რომელსაც გამოძიება ზ---------------ეს ედავება თითქოს იგი შიდა ნომრებზე ტელეფონით უკავშირდებოდა სასჯელაღსრულების სამნისტროს თანამშრომლებს და ახორციელებდა გარკვეულ მითითებების გაცემას. მოწმემ 2015 წლის 25 მაისს ასევე განცხადებებით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს და ითხოვა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში თანამშრომლების - დ------------–--–იას და ზ-------------–--ლის შესვლისა და გასვლის თაობაზე კონკრეტულ პერიოდებში, რა დროსაც საქმის მასალებით დაფიქსირებულია მსჯავრდებულების ერთმანეთთან შეხვედრა. თუმცა მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი მცდელობისა, აღნიშნულ განცხადებებზე პასუხი არ მიუღია. საქმეში მითითებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოთხოვილი იქნა ასევე ინფორმაცია ნ-----–----------------ის მიერ შვებულებით, მივლინებით ან საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის შესახებ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ პერსონალური მონაცმების შემცველობის გამო ვერ უზრუნველყოფდნენ მისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას. ზ-------–-----–---რმა, ასევე შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ზ---------------ის საზღვრის კვეთის შესახებ, რომლის თანახმადაც ზ-------------ძე 2013 წლის 14 ოქტომბერს 3:10 საათზე გავიდა საზღვარზე გვიან ღამე და საქართველოში დაბრუნდა 2013 წლის 19 ოქტომბერს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმედ დაიკითხა ა-–---------------–--–--–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის მდგომარეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლის 27 ნოემბერს, ზ---------------ის დაკავებიდან მეორე დღეს, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის მ-------------–--ნის მითითებით, გამოცხადდა ამ უკანასკნელის სამუშაო ოთახში, სადაც მ-------------–--ნის გარდა იმყოფებოდა ორი პირი: ტ------–-–-------იძე და ი-–--------–-–--ლი. მ-------------–--ნის განმარტებით, გარკვეულმა პირებმა მისცეს ჩვენება, რომელთა შინაარსი თავადაც უნდა დაედასტურებინა. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ჩვენებები შეეხებოდა პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანის ფაქტებს, მან სხვა პირების მიერ მიცემული ჩვენებების დადასტურებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული მ-------------–--ნს არ ესიამოვნა, გაღიზიანებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაიწყო ყვირილი და გასცა განკარგულება მისი დაკავების თაობაზე. დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საგამოძიებო დეპარტამენტში. იქ განხორცელდა მისი დაკითხვა, რა დროსაც მუდმივად მოუწოდებდნენ, რომ დაედასტურებინა ზ---------------ის დავალებით პატიმრების და ე.წ კანონიერ ქურდების შეხვედრის ფაქტი. სთხოვდნენ აღიარებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ---------------ემ დაავალა პატიმრების გადაყვანა, აღნიშნულის შემდეგ კი გათავისუფლებას პირდებოდნენ. გამომძიებელმა გააცნო ნ-----–----------------ის და დ------------–---–იას ჩვენებები და უთხრა, რომ ხალხი ადასტურებს და შენ კიდევ ტყუილს ამბობო. მოწმემ მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გადაყვანის ბრძანება ზ---------------ეს არ გაუცია. 30 აგვისტოს გადაყვანასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს წერილის საფუძველზე მსჯავრდებულების გადაყვანა დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, ვინაიდან ეს არასრულწოვანი მსჯავრდებულები არ ემორჩილებოდნენ დაწესებულებაში დადგენილ წესრიგს და აყენებდნენ რეჟიმის საწინააღმდეგო მოთხოვნებს. N18 დაწესებულებიდან პატიმრების N8 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, N8 დაწესებულების დირექტორმა, რ---–-----–-----–--ს წარსული ცხოვრების გამო, უარი განაცხადა მის N8 დაწესებულებაში განთავსებაზე, რის გამოც რ---–-----–-----–-- N11 დაწესებულებაში დააბრუნეს. მოწმის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, თორმეტი საათის განმავლობაში ითხოვდნენ ნ-----–----------------ის და დ------------–---–იას მიერ მიცემული ჩვენებების დადასტურებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ემუქრებოდნენ, ასევე იყო სხვადასხვა შეთავაზებებიც. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, 2013 წლის 14 ოქტომბერიდან, 19 ოქტომბრამდე ასრულებდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის - ზ---------------ის მოვალეობას, ვინაიდან დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე სამსახურებრივი მივლინებით გერმანიაში, მიუნხენში იმყოფებოდნენ. 2013 წლის 14 ოქტომბერს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც N11 დაწესებულების პატიმრებმა უცხო სხეულები გადაყლაპეს, გამოცხადდა N11 დაწესებულებაში. ექიმის მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორის ა----------–------ის ბრძანებით, ხსენებული პირები გადაყვანილნი იქნენ N18 დაწესებულებაში, შემოწმების მიზნით. შესაბამისად, ამ ეპიზოდშიც მას უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული გადაყვანაც განხორციელდა ზ---------------ის დავალებით. დაკითხვის მეორე დღეს, მოწმე ჟურნალის დათვალიერების მიზნით, სადაც აღირიცხება დაწესებულებაში შესვლა/გასვლა დრო და საათი, გამოცხადდა N18 დაწესებულებაში. დათვალიერების შედეგად კი დაადგინა, რომ 30 აგვისტოსა და 14 ოქტომბრის პერიოდისთვის, დ------------–---–ია და ნ-----–----------------ი სამსახურში არ იმყოფებოდნენ. ჟურნალში ფიქსირდება დ------------–---–იას დაწესებულებაში შესვლა 2013 წლის 29 აგვისტოს, 10:51 საათზე და გამოსვლა - 2013 წლის 30 აგვისტოს, 10:27 საათზე. რაც შეეხება მ----------ს, იგი ამ პერიოდში საერთოდ არ ფიქსირდება ჟურნალში. 2013 წლის 14 ოქტომბერს კი არცერთი მათგანი სამსახურში არ იმყოფებოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია, ვინაიდან ჟურნალი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ინახება არქივში. ოქტომბრის თვეში ნ-----–----------------ი, ავადმყოფობის გამო სამსახურში საერთოდ არ იმყოფებოდა და მის მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შეუძლებელია შიდა ქსელის ტელეფონით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, ვინაიდან აღნიშნული მიეკუთვნება ინტერნეტ ტელეფონებს, რომელიც სამუშაო ოთახშია განთავსებული და მისი მობილურ ტელეფონზე პორტირება შეუძლებელია; სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი არის დირექტორი. დაწესებულების დირექტორი და მისი მოადგილე უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არ არიან; უსაფრთხოების სამსახური ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გასცემდა რეკომენდაციებს, რაც განხილვას ექვემდებარებოდა. მოწმემ ასევე აღწერა N18 დაწესებულების დერეფნების და ოთახების განალგება, მათ შორის დირექტორის ოთახის განლაგება და მიუთითა, რომ დირექტორის ოთახიდან დერეფნის დანახვა შეუძლებელია. ოთახის ფანჯრები გადის ეზოში, რომელიც არის დაკეტილი და იქ არავინ მოძრაობს.
2013 წლის 22 ნოემბრის მსჯარდებულთა გადაყვანის ამსახველი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ჩატარებული იქნა იმ ბაინდერის დათვალიერება, რომელშიც მოთავებული იყო მსჯავრდებულების გადაყვანის ამსახველი დოკუმენტაცია. დათვალიერების შედეგად ნანახი იქნა:
- 19.07.2013 წლით დათარიღებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის N---- ბრძანება, N8 დაწესებულებიდან N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულების რ---–-----–-----–--ს, ი--------–---–--ლის და ნ----------------ის გადაყვანის შესახებ.
- 30.08.2013 წლით დათარიღებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის N---- ბრძანება N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან N8 დაწესებულებაში მსჯავრდებულების გ------------–----ს, რ---–------–-----–იას და ლ--------------ის გადაყვანის შესახებ.
- 30.08.2013 წლით დათარიღებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის N1---- ბრძანება N8 დაწესებულებიდან N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულების რ---–-----–-----–--ს გადაყვანის შესახებ.
- 14.10.2013 წლით დათარიღებული N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორის N--- ბრძანება N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, ამბოლატორიულ რეჟიმში, მსჯავრდებულ რ---–-----–-----–--ს გადაყვანის შესახებ, რომელსაც თან ერთვის N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორის ა----------–------ის წერილი რ---–-----–-----–--ს და ო---------------–---–ის N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
2013 წლის 19 ივლისის N---- ბრძანების საფუძველზე მსჯავრდებულები რ---–------–-----–ია, ი---------–----–---–ი და ნ----------------ი N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნენ N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებაში. საფუძველი: N8 დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 19 ივლისის N------------------ წერილი. ბრძანებას ხელს აწერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მ-------–--ია.
2013 წლის 30 აგვისტოს N---- ბრძანების საფუძველზე მსჯავრდებულები გ------------–----, რ---–------–-----–ია, ლ--------------ი N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საფუძველი: N11 დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 30 აგვისტოს N------------ წერილი. ბრძანებას ხელს აწერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მ-------–--ია.
2013 წლის 30 აგვისტოს N1---- ბრძანების საფუძველზე მსჯავრდებული რ---–------–-----–ია N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებაში. საფუძველი: N8 დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 30 აგვისტოს N------------- წერილი. ბრძანებას ხელს აწერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მ-------–--ია.
2013 წლის 14 ოქტომბრის N------------- წერილით ირკვევა, რომ N11 დაწესებულების დირექტორი ა----------–------ი მიმართვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნ--------–---–--ეს: ,,გაცნობებთ, რომ N11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს რ---–-----–-----–--ს და ო---------------–---–ს 2013 წლის 14 ოქტომბერს, ამბულატორიულ რეჟიმში, გამოკვლევისთვის ესაჭიროებათ გადაყვანა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რის შესახებაც დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარმა ექიმმა ნ--------------მა 2013 წლის 14 ოქტომბერს მიმართა სამედიცინო დეპარტამენტს და N11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულების ადმინისტრაციას.
2013 წლის 14 ოქტომბრის N--- ბრძანების თანახმად, მსჯავრდებული რ---–-----------------–-----–ია გადაყვანილი იქნა ამბულატორიულ რეჟიმში, N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, 2013 წლის 14 ოქტომბერს. საფუძველი: დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ--------------ის მოხსენებითი ბარათი, ბრძანებას ხელს აწერს არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ა----------–------ი.
რ---–-----–-----–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის თანახმად 2013 წლის 14 ოქტომბერს დაფიქსირებულია ჩანაწერი: მსჯავრდებულის განმარტებით 2013 წლის 13 ოქტომბერს, 22:00 საათზე საკანში გადაყლაპა ე.წ ,,კუსაჩკა“ და საპარსი პირი. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეკომენდცია: საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია, რენდგენოგრაფია. 2013 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებული გამოკვლევის მიზით გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ო---------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიური დაკვირვების დღიურის თანახმად 2013 წლის 14 ოქტომბერს სამედიცინო კაბინეტში შემოვიდა პატიმარი, რომელმაც აღნიშნა რომ 2013 წლის 13 ოქტომბერს, 22:00 საათზე საკანში გადაყლაპა ე.წ ,,კუსაჩკა“ და საპარსი პირი. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეკომენდცია: საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია, რენდგენოგრაფია. 2013 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებული გამოკვლევის მიზით გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
2013 წლის 14 ოქტომბერს ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის N---- თანახმად ო---------------–---–ს მუცლის ღრუში რენტგენოკონტრასტული უცხო სხეული არ ვიზუალიზირდება.
პიველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის მარტის თვიდან მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლის ივლისის, აგვისტოსა და ოქტომბრის თვეებში ნ-----–----------------თან და ნ-------------–--ესთან შიდა სატელეფონო კავშირი არ ჰქონია და არც არასრულწლოვნებისა და კანონიერი ქურდების შეხვედრაზე მიუცია მათთვის რაიმე სახის დავალება. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული. საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაკითხვისას გამოიყენა დოკუმენტები თავისი პოზიციის დასადასტურებლად და განმარტა, რომ 2013 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 20 ივლისამდე, პოლიტიკური სწავლების სემინარზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა დაბა გ---------ში, რასაც ადასტურებს მაგთიკომიდან მიღებული წერილით. ხსენებული წერილის თანახმად, 2013 წლის 17 ივლისის 18:29 საათიდან, 2013 წლის 20 ივლისის 11:17 საათამდე მის მობილურ ტელეფონს ემსახურებოდა ყ------ის რაიონის ლოკაციაში განთავსებული სატელეფონო ანძები. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორის, ა-----------–-----ნის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ზ---------------ე 2013 წლის 18-19 ივლისს ესწრებოდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარს გ---------ში. მონაწილეები თბილისიდან გ---------ში გაემგზავრნენ 2013 წლის 17 ივლისს და დაბრუნდნენ 2013 წლის 20 ივლისს. რაც შეეხება მის მიერ აღნიშნულ პერიოდში დაწესებულების დირექტორებთან შიდა ქსელის ტელეფონით დარეკვას და გარკვეული მითითებების მიცემას, განმარტა, რომ შიდა ქსელის ტელეფონები განთავსებული იყო მხოლოდ დაწესებულების დირექტორების და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რგოლის სამუშაო ოთახებში. შესაბამისად, მხოლოდ ამ ლოკაციებიდან იყო შესაძლებელი შიდა ტელეფონით სარგებლობა. 2013 წლის 30 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით ზ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რ---–-----–-----–--ს, გ------------–----ს და ლ--------------ის გადაყვანა სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებიდან, N8 დაწესებულებაში განხორციელდა დეპარტამენტის დირექტორის მიმართვის საფუძველზე, რასაც საფუძვლად დაედო დაწესებულების დირექტორის შესაბამისი მიმართვა. რაც შეეხება 2013 წლის 14 ოქტომბრის პერიოდს, იგი 2013 წლის 14 ოქტომბრიდან, 2013 წლის 19 ოქტომბრამდე სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული შესაბამისი მასალებით. შესაბამისად, ა----------–------თან შიდა დახურული ტელეფონით მისი კავშირი შეუძლებელი იყო. ასევე, 2013 წლის ოქტომბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 დაწესებულების დირექტორი ნ-----–----------------ი ავადმყოფობის გამო სამსახურში არ დადიოდა, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ მისი ჩვენების სანდოობას. ზ---------------ემ მიუთითა, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტებით დეტალურად არის გაწერილი, თუ ვის უფლებამოსილებაა მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გაყვანა, რაც უსაფრთხოების სამსახურს და პირადად მისი უფლებამოსილება ნამდვილად არ არის. შესაბამისად, იგი ვერანაირად ვერ გასცემდა მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის ბრძანებას. ზ---------------ის განმარტებით, საქმეზე ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უსაფრთხოების სამსახურის დებულება და უფროსის უფლებამოსილებები გაგზავნილი იყო სამინისტროში დასამტკიცებლად, რომ გამოცემულიყო შესაბამის ნორმატიული აქტი, თუმცა მისი მუშაობის პერიოდში აღნიშნული დებულება არ დამტკიცებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფორსის უფლებამოვალეობების შესახებ ნორმატიული აქტი არ არსებობდა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ზ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ნიშანი; კერძოდ, არ არის დადგენილი მოხელის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ნორმატიულად გაწერილი უფლება-მოვალეობები. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია დადასტურებული იყოს: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ; თავისთვის ან სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად; რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მოხელის ქმედება უნდა გამომდინარეობდეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან და მისთვის ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღნიშნული დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე კი არ არღვევს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, არამედ მოქმედებს მის ფარგლებში, თუმცა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. მოხელის სამსახურებრივი მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც განისაზღვრა მისი უფლებამოსილებანი შესაბამის ნორმატიული აქტით. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიზუსტით იქნეს განსაზღვრული მოხელის უფლება-მოვალეობები კონკრეტული თანამდებობაზე მისი საქმიანობის განხორციელებისას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ ზ---------------ე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. თუმცა, საქმის არსებითი განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი დებულება, სადაც განსაზღვრული იქნებოდა მისი უფროსის უფლება-მოვალეობები, არ იყო დამტკიცებული. ბრალდების მხარე უთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში გაწერილია უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები. პალატა განმარტავს, რომ მოცემული ნორმატიული აქტი წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებას, სადაც აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის სრტუქტურაში შედის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო. ასევე, დებულება მოიცავს აღნიშნული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების ჩამონათვალს, რაც არ შეიძლება მივიჩნიოთ სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობების იდენტურად. ხსენებულ ნორმატიულ აქტში არ არის განსაზღვრული უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილის ან სამსახურის შემადგენლობაში არსებულ განყოფილებათა ხელმძღვანელი პირების უფლებები და მოვალეობები.
რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, დადგენილი ფაქტია, რომ N8 დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 19 ივლისის N------------------ წერილის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მ--------–--იას N---- ბრძანების საფუძველზე მსჯავრდებულები რ---–------–-----–ია, ი---------–----–---–ი და ნ----------------ი N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნენ N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებაში.
N11 დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 30 აგვისტოს N------------ წერილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მ--------–--იას N---- ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებულები: გ------------–----, რ---–------–-----–ია და ლ--------------ი N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნენ N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ხოლო ამავე თარიღის N8 დაწესებულების დირექტორის N------------- წერილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მ--------–--იას N1---- ბრძანების საფუძველზე, მსჯავრდებული რ---–------–-----–ია N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებაში.
არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის ა----------–------ის N--- და N--- ბრძანებების თანახმად, მსჯავრდებულები ო---------------–---–ი და რ---–-----–-----–--, დაწესებულების სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ--------------ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაყვანილი იქნენ ამბულატორიულ რეჟიმში, N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ტ------–-----–-------სა და ს-------------------ესთან შეხედრის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ მათი შეხვედრები ორგანიზებული იყო სასჯელაღსრულების დეპატრამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის - ზ---------------ის მიერ. თითოეულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის ბრძანება მიღებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, დაწესებულების დირექტორების წერილის საფუძველზე, ხოლო 2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით - თავად დაწესებულების დირექტორის მიერ. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებას მართავს დირექტორი, რომელიც იერარქიულად უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს არ ექვემდებარება. იგი უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის დაქვემდებარებაშია. იმ პირობებში, როდესაც მოწმეები ნ-------------–--ე და ნ-----–----------------ი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მსჯავრდებულების თითოეული შეხვედრის მითითება მოდიოდა ზ---------------ისგან, მნიშვნელოვანია დადასტურდეს, თუ რამდენად ქონდათ ვალდებულება აღნიშნულ პირებს, დამორჩილებოდნენ ზ---------------ეს და შეესრულებინათ მისი მითითებები. ნ-------------–--ე და ნ-----–----------------ი ვერ უთითებენ, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ექვემდებარებოდნენ ისინი უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს. ნ-----–-------------ანმა ზოგადად აღნიშნა, რომ ვინაიდან ზ---------------ეს ევალებოდა უსაფრთხოების კონტროლი და წესრიგის დაცვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შესაბამისად, ისინი ვადლებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ მას. თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ დასტურდება საქმეზე წარმოდეგნლი მტკიცებულებებიდან - დაწესებულებებში გადაყვანა ხორცილედებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მიმართვებს აკეთებდნენ დაწესებულების დირექტორები და საქმეში არ მოიპოვება ზ---------------ის არც ერთი წერილობითი მითითება, ან თუნდაც რეკომენდაცია, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში არ არის დაკითხული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც იყო როგორც ბრალდებულის, ასევე დაწესებულებების დირექტორების პირდაპირი ხელმძღვანელი, ბრძანებები შესრულებულია მისი ხელმოწერით და შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია - თუ რა კუთხით იყვნენ დაწესებულებების დირექტორები ვლადებულნი ზ---------------ის წინაშე, რამდენად ევალებოდა ზ---------------ეს დაწესებულებების მართვა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ასევე, მის მიერ გაცემული ბრძანებების საფუძველი რამდენად იყო ზ---------------ის რეკომენდაციები.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდეგნილ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ისინი სხვადასხვა ფაქტობრივ გარემებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებიან როგორც ერთმანეთს, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ და უტყუარად დადასტურებულ არაერთ გარემოებას, კერძოდ:
მოწმეებმა ნ-------------–--ემ და ნ-----–----------------მა განმარტეს, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სრულწლოვნებთან შეხვედრის შესახებ მითითებებს იღებდნენ ზ---------------ისგან, რომელიც შიდა სამსახურებრივი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მათ, ასევე მოწმე ა----------–------მაც განმარტა, რომ მასა და ზ---------------ეს შორის კონტაქტი ძირითადად შიდა ტელეფონების საშუალებით ხორცილედებოდა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკველული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ---------------ე 2013 წლის 17 ივლისიდან, 2013 წლის 20 ივლისამდე იმყოფებოდა დაბა გ---------ში, სემინარზე მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, ზ---------------ის სემინარზე მონაწილეობა დადასტურებულია ორგანიზატორის მიერ გაცემული წერილით და ასევე, შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი დეტალური ნუსხის ანალიზით, რომლის თანახმადაც 2013 წლის 17 ივლისის 18:29 საათიდან, 2013 წლის 20 ივლისის 11:17 საათამდე ზ---------------ის მობილურ ტელეფონს ემსახურება ყ------ის რაიონის ლოკაციაში განთავსებული ანძები. რაც შეეხება 2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდს, 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე ზ---------------ე მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. შესაბამისად, ვ-------ის მხრიდან შიდა სატელეფონო კომუნიკაცია დაწესებულების დირექტორებთან იყო შეუძლებელი. სამსახურის გარეთ მყოფ პირთან, რომ შიდა ტელეფონზე დაკავშირება ვერ მოხდებოდა, ადასტურებენ თავად ბრალდების მხარის მოწმეებიც.
მოწმე ნ-----–----------------მა 2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულ დღემდე გარკვეული პერიოდით ადრე სასაჯელაღსრულების დეპარტამენტში შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ რამდენიმე დღეში კვლავ უნდა განეხორცილებინა N18 დაწესებულბაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების ტ------–-----–-------სა და ს-------------------ესთან შეხვედრა. მოწმე ა----------–------მა კი მიუთითა, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს თვითონ მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების N18 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ვინაიდან ერთ-ერთ მათგანს სხვა დაწესებულებაში ყოფნისას უკვე ჰქონდა გადაყლაპული უცხო ნივთი და არსებობდა ეჭვი, რომ ამჯერედაც შეიძლება გაეხორიცლებინა აღნიშნული. ასევე, დაწესებულების ექიმი სრულ გარანტიას ვერ იძლეოდა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, დამაჯერებლობას მოკლებულია რ---–-----–-----–--ს და ო---------------–---–ის N18 დაწესებულებაში გადაყვანის წინასწარ დაგეგმვა ზ---------------ის მიერ, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმის მასლებით არ არის დადასტურებული, რომ ზ---------------ე ან მისი რომელიმე თანამშრომელი წინასწარ სხვა პირების თანდასწრების გარეშე შეხვდნენ შ-----–იას და ჯ-------–---–ს და დადგემეს მათ მიერ უცხო ნივთების გადაყლაპვის სიმულირება. ზ---------------ემ და ა-–---------------–--–--–---–მა დაადასტურეს, რომ მათი შეხვედრები არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმდინარებოდა დირექტორის ა----------–------ის თანდასწრებით, ასევე კამერების წინაშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ა----------–------ის განმარტებით, 2013 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულების N18 დაწესებულებაში გადაყვანა შეათანხმა უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა როგორ უკვე აღინიშნა, ამ დღეს ზ---------------ე იმყოფებოდა მივლინებით გერმანიაში, მის უფლებამოსილებას ასრულებდა ა-–---------------–--–--–---–ი და შესაბამისად, შეთნახმებაში მონაწილე მეორე მხარე ზ---------------ე ვერ იქნებოდა.
2013 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით დადგენილია, რომ N11 დაწესებულების დირექტორის წერილის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მოხდა მსჯავრდებულების: გ------------–----ს, რ---–------–-----–იას და ლ--------------ის N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებიდან, N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა. მოწმე ა----------–------ის ჩვენებით დადასატურებულია, რომ რ---–-----–-----–-- და მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი N11 დაწესებულებაში არ ემორჩილებოდა შინაგანაწესს, ჰონდათ სახვადასხვა სახის მოთხოვნები, რომლის შესრულებაც იყო შეუძლებელი და ამის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა უსაფრთხოების სამსახურს. არასრულწლოვნებთან შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია იყო, რომ შესაბამისი ზომების გატარებისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით რამდენიმე არასრულწლოვანი პატიმარი სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ. ა----------–------ის განმარტებით, აღნიშნული არის ჩვეულებრივი ფორმა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და ამაში საეჭვო ან კანონდარღვევა არაფერია. ამასთან, პალატა დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ თუ 2013 წლის 30 აგვისტოს არსრულწლოვნების N11 დაწესბეულებიდან N8 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი იყო კანონიერ ქურდებთან შეხვედრა და არა N11 დაწესებულებაში დაძაბული ვითარების განმუხტვა, მაშინ გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა სამიდან ორი მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში დატოვება რამდენიმე დღით. გ------------–---- და ლ--------------ი იმავე დღეს არ დააბრუნეს N11 დაწესებულებაში, შესაბამისად, ლოგიკურია დასკვნა, რომ ისინი გაარიდეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არსებულ გამწვავებულ ვითარებას. რაც შეეხება რ---–-----–-----–--ს N11 დაწესებუელბაში იმავე საღამოს დაბრუნებას, მოწმე ნ-------------–--ის განმარტებით, აღნიშნულიც ზ---------------ის მითითების საფუძველზე განხორცილედა. მაშინ, როდესაც ზ---------------ე და ა-–---------------–--–--–---–ი აღნიშნავენ, რომ ნ-------------–--ეს არ სურდა მის დაწესებულებაში რ---–-----–-----–--ს გაჩერება მისივე წარსული ქმედებებიდან გამომდინარე. ეს უკანასკნელი N8 დასეწებულებაში ყოფნისას უხეშად არღვევდა რეჟიმს, არ ემორჩილებოდა ხელმძღვანელობას, იყო ბუნტისა და მათ შორის, ხანძრის გაჩენის ინიციატორი. შესაბამისად, ნ-------------–--ეს არ სურდა შ-----–იას მხრიდან კიდევ განმეორებულიყო ანალოგიური და კატეგორიულად განაცხადა მის N8 დაწესებულებაში დატოვებაზე უარი. რ---–-----–-----–-- რომ მიდრეკილი იყო ციხეში დადგენილი რეჟიმის დარღვევისა და არამართლზომიერ ქმედებების ჩადენისაკენ, დადასტურებულია როგორც ა----------–----ნის, ასევე დ------------–---–იას ჩვენებებით. იგი N11 დაწესებეულებაში არ ემორჩილებოდა ხელმძღვანელობას, ხოლო მანამდე სხვა დაწესებულებაში ყოფნისას გადაყლაპა უცხო ნივთები და მიიყენა თვითდაზიანებები.
მოწმე ნ-------------–--ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ასევე მოწმე დ-------------–---–იას მიერ სასამართლოსათვის მოხსენებულ ინფორმაციასთანაც. კერძოდ, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ ორ შემთხვევაში შეახვედრა რენდგენის კაბინეტში, ხოლო მესამედ - ექოსკოპიის გერმეტულად დახულულ კაბინეტში. ნ-------------–--ის განმარტებით კი, აღნიშნული პირების შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა ერთ შემთხვევაში ისინი ნ-----–----------------ის კაბინეტიდან დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ დერეფანში. ამასთან, ზ---------------ემ და მოწმე ა-–---------------–--–--–---–მა კატეგორიულად გამორიცხეს ნ-----–----------------ის კაბინეტიდან დერეფნების დანახვის შესაძლებლობა. ბრალდების მხარის მიერ კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოწმე ნ-------------–--ის პოზიციას გაამყარებდა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ნ--------------ის ჩევნებაზეც, რომელმაც აღნიშნა, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულების რ---–-----–-----–--ს და ო---------------–---–ის N18 დაწესებულებაში გადაყვანა იყო ა----------–------ის დაჟინებული მოთხოვნა. ასევე, N18 საკურნალო დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გაყვანა არ ხდებოდა და ისინი პირდაპირ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ა----------–------ის ჩვენებასთან, რომელმაც მიუთითა, რომ ექიმი სრულ გარანტიას არ იძლეოდა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რაც საფუძვლად დაედო მათ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მოწმე ზ-------–-----–---რმა სასამართლოს მოახსენა, რომ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 1 იანვრიდან, 1 დეკემბრამდე პერიოდში N18 დაწესებულებაში გადაყვანილი იქნა რვა არასრულწლოვანი მსჯავრდებული. მოწმე დ------------–---–იას ჩვენებით, რ---–-----–-----–--ს მანამდეც იცობდა, ვინაიდან მან ადრეც მიიყენა თვითდაზიენებები და ამ მიზნით იმყოფებოდა N18 დაწესებულებაში. შესაბამისად, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არასრულწლოვნების მოთავსება არ იყო უჩევეულო და არ მომხდარა მხოლოდ იმ ეპიზოდებში, რასაც ბრალდება ედავება ზ---------------ეს. რაც შეეხება N18 დაწესებულებაში არსებულ სარემონტო სამუშაოებს, პალატა განმარტავს, რომ დაწესებულების მთავარი ექიმის ვ--------------ძის ჩვენებით, მართალია 2013 წლის მეორე ნახევრიდან პაციენტების მიღებამ იკლო, თუმცა გარკვეული სამედიცნო დახმარების გაწევის მიზნით მაინც მიჰყავდათ მათთან მსჯავრდებულები. დაწესებულება ყველა მსჯავრდებულმა ნოემბრის თვეში დატოვა.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, თითქოს ზ---------------ის მიერ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შეხვედრის ორგანიზება, უტყუარად დასტურდება ამ უკანასკნელთა ჩვენებების გარეშეც, კერძოდ დაწესებულებების დირექტორების, სხვა მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარის მოწემთა ჩვენებებში აშკარად თვალშისაცემია არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ისინი არ შეესაბამებიან საქმეზე უტყუარად დადგენილ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებს; დაცვის მხარის მოწმეები კატეგორიულად უარყოფენ ზ---------------ის მიერ შეხვედრების ორგანიზებას და ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული რ---–-----–-----–--ც არ ადასტურებს N18 დაწესებულებაში „კანონიერ ქურდებთან“ შეხვედრის ფაქტს; გარდა ამისა, საქმისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა შეხვედრის მეორე მხარის - ტ------–-----–-------სა და ს-------------------ის ჩევნებების მოსმენა და მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გაანალიზება.
დაცვის მხარის მოწმე ზ-------–-----–---რის განმარტებით, 2015 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს და ითხოვა ინფორმაცია კონკრეტულ პერიოდებში N18 დაწესებულებაში დ------------–---–იას და ზ-------------–--ლის შესვლისა და გასვლის თაობაზე, რა დროსაც საქმის მასალებით დაფიქსირებულია მსჯავრდებულების ერთმანეთთან შეხვედრა. თუმცა, აღნიშნულ განცხადებებზე დაცვის მხარეს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი არ მიუღია. ასევე, საქმეში მითითებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნ-----–----------------ის მიერ შვებულებით, მივლინებით ან საავადმყოფო ფურცლით სარგებლობის შესახებ, რაზეც პერსონალური მონაცმების შემცველი ინფორმაციის გამო, მიიღო უარი. მოწმე ა-–---------------–--–--–---–მა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მისი დაკითხვის მეორე დღეს, ჟურნალის დათვალიერების მიზნით, სადაც აღირიცხება დაწესებულებაში შესვლა/გასვლა დრო და საათი, გამოცხადდა N18 დაწესებულებაში, დათვალიერების შედეგად კი დაადგინა, რომ 30 აგვისტოსა და 14 ოქტომბრის პერიოდისთვის, დ------------–---–ია და ნ-----–----------------ი სამსახურში არ იმყოფებოდნენ. ჟურნალში ფიქსირდება დ------------–---–იას დაწესებულებაში შესვლა - 2013 წლის 29 აგვისტოს, 10:51 საათზე და გამოსვლა - 2013 წლის 30 აგვისტოს 10:27 საათზე, ხოლო მ----------ი ამ პერიოდში საერთოდ არ ფიქსირდება. 2013 წლის 14 ოქტომბერს კი არცერთი სამსახურში არ იმყოფებოდა. როგორც ეს უკანასკნელი, ასევე ზ---------------ე უთითებენ, რომ ნ-----–----------------ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არც 2013 წლის აგვისტოსა და არც 2013 წლის ოქტომბრის თვეში სამსახურში თითქმის არ იმყოფებოდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა თავად ნ------------ის მიერაც დადასტურებულია. ამასთან, დაცვის მხარე სადავოდ ხდის შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდის დროს თავად ტ------–-----–-------ს N18 დაწესებულაბაში ყოფნის ფაქტსაც. ასეთ პირობებეში კი საჭირო იყო ბრალდების მხარის მიერ იმ უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, როგორიცაა თანამშრომელთა დაწესებულებაში შესვლა-გასვლისა და ასევე მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალები, რაც უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასადასტურებლად, რომ 2013 წლის 19 ივლისს, 30 აგვისტოს და 14 ოქტომბერს ნ-----–----------------ი, დ-------------–---–ია და მათ შორის ტ------–-----–------- და ს-------------------ეც, ნამდვილად იმყოფებოდნენ სასჯელასრულების დეპარტამენტის N18 დაწესებულებაში.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
აქვე პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“.
ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ზ---------------ის მიერ სამსასახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არ წარმოადგენს უტყუარად დადასტურებულ ფაქტს. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც ზ---------------ის, ა-–---------------–--–--–---–ის და ზ-------–-----–---რის ჩვენებებში ეჭვის შეტანისა და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, ხოლო თავის მხრივ გაამყარებდა მოწმეების ნ-------------–--ის, ნ-----–----------------ის და ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებეს. ამდენად, ზ---------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ზ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ზ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი:
ზ---------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
,,Iphone-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0-------------- და მასში მოთავსებული "მაგთიკომის" სიმბარათი, ,,HTC-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,hp prphook 4540 s” ფირმის ლეპტოპი და სატენი, პერსონალური კომპიუტერის ქეისი წარწერით super riemastet DVD, თეთრი ფერის პლასტმასის ყუთი წარწერით ,,HTC Desirev“ და მობილური ტელეფონის სატენი, 9 ცალი სახალხო ბანკის და 6 ცალი ლიბერთი ბანკის ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
მობილური ტელეფონის ნამტვრევები, რომელიც ასევე ინახება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში, განადგურდეს კანონდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4 ცალი ,,NOKIA-ს“ ფირმის და 1 ცალი ,,Kgtcl Model-ის“ ფირმის მობილური ტელეფონის დატეხილი ნაწილები, რომელიც ასევე ინახება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში, განადგურდეს კანონდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
დისკები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე