განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.02.2018
საქმის ნომერი
110310016001443157
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110310016001443157

საქმე №3/ბ-432-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამაღტლეები (მომხსენებელი):გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – ვ-–---------ე

წარმომადგენელი – რ---–-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი – ა---------–--------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი – მ-----–--------–-–---–ი

 

მესამე პირი – ლ------------ე

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის გახმობა

 

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

 

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 15 ივლისს ვ-–---------ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 25 აგვისტოს N122 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის N882012462638-03, N882012462642-02, N882012462644-03, N88------------5 გუ-------------ს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახე გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის N88------------3, N88---------------3, N88------------3, N88------------3, N88------------3, N88------------3, N88------------3, N88------------4 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტუილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის N88------------3, N88------------4, N88------------4 და N88---------2 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 ივნისის N13---3 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე

უარის თქმის შესახებ შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ვ-–---------ის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობაში დაფიქსირებული 0,025 ჰა. მიწა და მასზე განთავსებული სახლი აღრიცხოს მის საკუთრებად.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 1986 წლის 25 აგვისტომდე ირიცხებოდა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად. მასზე ირიცხებოდა ნაკვეთი 0,025 ჰა. 2016 წლის 04 მაისს მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დადგენილ იქნა ხარვეზი N33.15-------, N33.15------- და N33.15.3----- რეგისტრირებულ მონაცემებზე ზედდების გამო და მოთხოვნილ იქნა კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

 

მოსარჩელის მითითებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გუ--------------ს სახელზე დარეგისტრირებული იქნა უძრავი ქონება მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 1986 წლის 25 აგვისტოს ჩხარის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით გაუქმდა მისი კომლი, ხოლო გუ-------------ს სახელზე განხორციელებული არასწორი რეგისტრაციის გამო შეუძლებელი გახდა მისი საცხოვრებელი სახლისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, გუ-------------ს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, არ დარღვეულა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მოთხოვნები, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რაც თავისთავად წარმოადგენდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადების დაკმაყოფილების ვალდებულებას. არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები, ვინაიდან მისი მიღებისას არ დარღვეულა ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და მითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით ვ-–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვ-–---------ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

2017 წლის 16 თებერვლს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა რ---–-------------ემ იშუამდგომლეს სარჩელის გამოხმობის შესახებ. შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მოწინააღმდეგე მხარეების წამომადგენლებმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალებისა და დაყენებული შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–---------ისა და მისი წარმომადგენლის რ---–-------------ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მხარის მიერ გამოხატული ამგვარი ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელის გამოხმობის გამო ვ-–---------ის სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 831, 272-275-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–---------ისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ-–---------ის სარჩელი სარჩელი დარჩეს განუხილველი, შესაბამისად გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

მურთაზ მეშველიანი