განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2018
საქმის ნომერი
060210017001961952
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210017001961952

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1166

15 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: ნ----- ი------ე

წარმომადგენელი: ნ----–- ქ------

მოწინააღმდეგე მხარე: მ----–--ა ქ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ----- ი------ემ, მოპასუხე მხარედ მ----–--ა ქ-------ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხისავის მის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2730 ლარის დაკისრება, მათ შორის ძირითადი თანხის 900 ლარის, პროცენტის - 1830 ლარის, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 750 აშშ დოლარის, მათ შორის ძირითადი თანხის 270 აშშ დოლარის, პროცენტის 480 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოსარჩელის განარტებით: 2015 წლის აგვისტოს მ----–--ა ქ-------ეს ასესხა 2000 ლარი, ყოველთვიურად 10% სარგებლით, 3 თვის ვადით. ამ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში შემდგომ თვეებში მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 15%. 2016 წლის 16 იანვარს მ----–--ა ქ-------ემ გადაუხადა 1500 ლარი, საიდანაც 400 ლარით დაიფარა პროცენტი, ხოლო ძირითადი თანხას მოაკლდა 1100 ლარი, გადასახდელი დარჩა 900 ლარი ყოველთვიურად 15%-ის სარგებლით. მ----–--ა ქ-------ე იხდიდა პროცენტს შეთანხმებისამებრ 2016 წლის მაისამდე. ამის შემდეგ არანაირი თანხა არ გადაუხდია. 2016 წლის 18 აპრილს მოპასუხეს ასესხა 270 აშშ დოლარი თვიურად 15% სარგებლით, საიდანაც მ----–--ა ქ-------ემ დაფარა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი 40 აშშ დოლარი და დღემდე არც სესხი დაუბრუნებია და არც პროცენტი გადაუხდია.

3. მოპასუხე მ----–--ა ქ-------ემ სარჩელი ცნო უცხოურ ვალუტაში 2016 წლის 18 აპრილს აღებული სესხის 230 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელისგან 2015 წლის აგვისტოში ისესხა 2000 ლარი, მან მოსარჩელეს 2016 წლის 16 იანვარს დაუბრუნა სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი 1500 ლარი, თუმცა მოსარჩელემ მას გადახდილი 1500 ლარიდან 400 ლარი ჩაუთვალა პროცენტში გადახდილად, ამის შემდეგ პროცენტის სახით გადახდილი აქვს ასევე 550 ლარი.

4. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის ზეპირი გარიგებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი არის ძალიან მაღალი ოფიციალური ორგანოს მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში. რეალურად გადახდილი აქვს, როგორც ძირითადი თანხა 2000 ლარი, ასევე პროცენტიც და მოსარჩელისთვის დასაბრუნებელი აქვს მხოლოდ 230 აშშ დოლარი, რომელიც რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ მოსარჩელემ თანხა არ მიიღო.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით: ნ----- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს 2015 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირითადი თანხის 386.08 ლარის და პროცენტის სახით 100.36 ლარის გადახდა ნ----- ი------ის სასარგებლოდ. მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს 2016 წლის 18 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირითადი თანხის 233.07 აშშ დოლარის და პროცენტის სახით 27.96 აშშ დოლარის გადახდა ნ----- ი------ის სასარგებლოდ.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. 2015 წლის 15 აგვისტოს, ნ----- ი------ემ მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს გადასცა 2000 ლარი სესხის სახით, 10% სარგებლით, 3 თვის ვადით. გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სარგებელი ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 15%.

8. 2015 წლის 18 აპრილს, ნ----- ი------ემ მოპასუხე ნ-----–ა ქ-------ეს სესხის სახით გადასცა 270 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 15% სარგებლით.

9. მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს 2016 წლის 16 იანვარს გადასცა 1500 ლარი.

10. მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს, 2016 წლის 16 მაისს გადასცა პროცენტის სახით 40 აშშ დოლარი.

11. მოპასუხე მ----–--ა ქ-------ის მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

12. სასამართლომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული 10% არაგონივრულ ოდენობად მიიჩნია და ჩათვალა რომ საპროცენტო განაკვეთი ლარში აღებული სესხის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს თვეში 2%-ით, ხოლო დოლარში აღებული სესხის შემთხვევაში თვეში 1 %-ით.

13. სასამართლოს მითითებით ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხის ძირითადი თანხა არის 2000 ლარი, რომლის 2% თვეში შეადგენს 40 ლარს. უდავოა, რომ 2016 წლის 16 იანვარს მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს გადასცა 1500 ლარი. მოსარჩელის განმარტებით ამ პერიოდზე მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს პროცენტის სახით გადასახდელი ქონდა 400 ლარი, დანარჩენი ნაწილი აპატია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მ----–--ა ქ-------ის მიერ არ არის წარმოდგენილი. მ----–--ა ქ-------ეს თებერვლის თვის პროცენტი გადახდილი აქვს სრულად შეთანხმებული 135 ლარი, მარტის თვეში გადახდილი აქვს პროცენტის ნაწილი 65 ლარი, გადასახდელი დარჩა 75 ლარი, აპრილის თვეში პროცენტის სახით გადაიხადა 150 ლარი. ამის შემდეგ მ----–--ა ქ-------ის მიერ სხვა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

14. შესაბამისად, სასამართლომ გონივრულად მიჩნეული საპროცენტო განაკვეთის და მ----–--ა ქ-------ის მიერ მოსარჩელისათვის პერიოდულად გადახდილი თანხების გათვალისწინებით მ----–--ა ქ-------ის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზაურებელი თანხა გამოითვალა შემდეგნაირად: მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს 2015 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 16 იანვრისთვის უნდა გადაეხადა პროცენტის სახით 40 ლარი X 5 თვეზე = 200 ლარი. 2016 წლის 16 იანვარს მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს გადასცა 1500 ლარი, საიდანაც 200 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში და 1300 ლარი უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას. შესაბამისად 2016 წლის იანვრისთვის ძირითადი ვალდებულება შეადგენდა 700 ლარს. 2016 წლის იანვრის შემდეგ 2016 წლის მაისამდე მოპასუხე მ----–--ა ქ-------ის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხა შეადგენს 350 ლარს. მ----–--ა ქ-------ეს 2016 წლის თებერვლის თვეში პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 700 ლარის 2%, რაც შეადგენს 14 ლარს, მ----–--ა ქ-------ის მიერ თებერვლის თვეში გადახდილი იქნა 135 ლარი, საიდანაც 14 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენი (135-14=121) უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას 700-121= 579 ლარი. მარტის თვეში გადასახდელი ძირითადი თანხის 579 ლარის 2% შეადგენს 11.58 ლარს. მ----–--ა ქ-------ის მიერ მარტის თვეში გადახდილი იქნა 65 ლარი, საიდანაც 11.58 უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენი (65-11.58= 53.42) უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას 579- 53.42 = 525.58 ლარი. აპრილის თვეში გადასახდელი ძირითადი თანხის 525.58 ლარის 2% შეადგენს 10.51ლარს. მ----–--ა ქ-------ის მიერ აპრილის თვეში გადახდილი იქნა 150 ლარი, საიდანაც 10.51 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენით (150-10.51=139.49) უნდა შემცირებულიყო ძირითადი დავალიანება 525.58-139.49=386.08 ლარი. მ----–--ა ქ-------ის ძირითადი დავალიანება შეადგენს 386.08 ლარს, 386.08 ლარის ყოველთვიური 2% შეადგენს 7.72 ლარს. ხოლო გადასახდელი პროცენტი დაწყებული 2016 წლის მაისის თვიდან სარჩელის აღძვრამდე 2017 წლის ივნისამდე შეადგენს 7.72 ლარი x 13 თვეზე = 100. 36 ლარს.

15. უცხოური ვალუტაში აღებული სესხის ძირითადი თანხა არის 270 აშშ დოლარი, რომლის 1% არის 2.7 აშშ დოლარი ყოველთვიურად. მ----–--ა ქ-------ემ მაისის თვეში გადაიხადა 40 აშშ დოლარი, საიდანაც 2.7 აშშ დოლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, ხოლო დანარჩენით( 40-2.7= 37.3) უნდა შემცირებულიყო ძირითადი თანხა 270-37.3 =233.7 აშშ დოლარს. შესაბამისად მ----–--ა ქ-------ის ძირითადი დავალიანება შეადგენს 233.7 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი დაწყებული 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის ივნისამდე შეადგენს 2.33 აშშ დოლარი x 12 თვეზე = 27.96 აშშ დოლარს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

16. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ნ----- ი-----ის მიერ, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.

17. აპელანტის განმარტებით: 2015 წლის 15 აგვისტოს, აპელანტსა და მ----–--ა ქ-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ----- ი------ემ მოპასუხეს მ----–--ა ქ-------ეს ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებით გადასცა 2000 ლარი 10 %-ის სარგებლით, სამი თვის ვადით. მითითებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სარგებელი ყოველთვვიურად უნდა გადაეხადა მსესხებელს 15%-ის ოდენობით, ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 18 აპრილს მოსარჩელესა და მ----–--ა ქ-------ეს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცმ----–--ა ქ-------ეს გადაეცა 270 აშშ დოლარი თვეში 15% სარგებლით, ვალდებულების შესრულებამდე. ვალდებულების შესრულების პირობებზე, სესხზე მისაღები სარგებლის ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ; თუ მოპასუხე ხელშეკრულების დადებისას თვლიდა, რომ სესხისათვით განსაზღვრული იყო შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი, მას არ უნდა დაედო სესხის ხელშეკრულება, მაგრამ მოპასუხე მხარისათვის მისაღები იყო დათქმული საპროცენტო განაკვეთი, რაც გახდა საფუძველი სახელშეკრულებო ურთიერთობისა.

17. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

19. მოსარჩელე მხარის განმარტებითა და მოპასუხე მხარის დადასტურებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, ნ----- ი------ემ მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს გადასცა 2000 ლარი სესხის სახით, 10% სარგებლით, 3 თვის ვადით. გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებლის სარგებელი ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 15%.

20. 2015 წლის 18 აპრილს, ნ----- ი------ემ მოპასუხე ნ-----–ა ქ-------ეს სესხის სახით გადასცა 270 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 15% სარგებლით.

21. მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს 2016 წლის 16 იანვარს გადასცა 1500 ლარი. 2016 წლის 16 მაისს გადასცა პროცენტის სახით 40 აშშ დოლარი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მ----–--ა ქ-------ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

22. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

23. უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, პროცენტი კი შეადგენს ყოველთვიურად დასაწყისში 3 თვეზე 10%-ის, ხოლო შემდეგ -15%, რაც შეადგენს წლიურ 120 %- 150%-ზე მეტს.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად აქცევს.

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სესხის სარგებლის ოდენობაზე, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს, ვინაიდან მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ზოგადად ქვეყანაში კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ზღვრულ ოდენობას.

27. პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება (თუნდაც საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე) არ იქნება გადასინჯული სასამართლოს მიერ, რადგან მხარეებმა ისარგებლეს ნების ავტონომიის პრინციპით, გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის შეფერხებას.

28. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საპროცესო განაკვეთის გონივრულ ოდენობად ლარში გაცემული სესხისათვის მიჩნეული უნდა იქნეს თვეში 2%-ს. ხოლო დოლარში გაცემული სესხისათვის თვეში 1%-ს.

29 შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ გაანგარიშებას, მითითებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით დავალიანების არსებობის შესახებ.

30 კერძოდ: მოპასუხე მ----–--ა ქ-------ეს 2015 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 16 იანვრისთვის უნდა გადაეხადა პროცენტის სახით 40 ლარი X 5 თვეზე = 200 ლარი. 2016 წლის 16 იანვარს მ----–--ა ქ-------ემ მოსარჩელეს გადასცა 1500 ლარი, საიდანაც 200 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში და 1300 ლარი უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას. შესაბამისად 2016 წლის იანვრისთვის ძირითადი ვალდებულება შეადგენდა 700 ლარს. 2016 წლის იანვრის შემდეგ 2016 წლის მაისამდე მოპასუხე მ----–--ა ქ-------ის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხა შეადგენს 350 ლარს. მ----–--ა ქ-------ეს 2016 წლის თებერვლის თვეში პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 700 ლარის 2%, რაც შეადგენს 14 ლარს, მ----–--ა ქ-------ის მიერ თებერვლის თვეში გადახდილი იქნა 135 ლარი, საიდანაც 14 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენი (135-14=121) უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას 700-121= 579 ლარი. მარტის თვეში გადასახდელი ძირითადი თანხის 579 ლარის 2% შეადგენს 11.58 ლარს. მ----–--ა ქ-------ის მიერ მარტის თვეში გადახდილი იქნა 65 ლარი, საიდანაც 11.58 უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენი (65-11.58= 53.42) უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას 579- 53.42 = 525.58 ლარი. აპრილის თვეში გადასახდელი გადასახდელი ძირითადი თანხის 525.58 ლარის 2% შეადგენს 10.51ლარს. მ----–--ა ქ-------ის მიერ აპრილის თვეში გადახდილი იქნა 150 ლარი, საიდანაც 10.51 ლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, დანარჩენით (150-10.51=139.49) უნდა შემცირებულიყო ძირითადი დავალიანება 525.58-139.49=386.08 ლარი. მ----–--ა ქ-------ის ძირითადი დავალიანება შეადგენს 386.08 ლარს, 386.08 ლარის ყოველთვიური 2% შეადგენს 7.72 ლარს. ხოლო გადასახდელი პროცენტი დაწყებული 2016 წლის მაისის თვიდან სარჩელის აღძვრამდე 2017 წლის ივნისამდე შეადგენს 7.72 ლარი x 13 თვეზე = 100. 36 ლარს.

31. უცხოური ვალუტაში აღებული სესხის ძირითადი თანხა დადგენილია, რომ არის - 270 აშშ დოლარი, რომლის 1% არის 2.7 აშშ დოლარი ყოველთვიურად. მ----–--ა ქ-------ემ მაისის თვეში გადაიხადა 40 აშშ დოლარი, საიდანაც 2.7 აშშ დოლარი უნდა მიმართულიყო პროცენტის ანგარიშში, ხოლო დანარჩენით( 40-2.7= 37.3) უნდა შემცირებულიყო ძირითადი თანხა 270-37.3 = 233.7 აშშ დოლარს. შესაბამისად მ----–--ა ქ-------ის ძირითადი დავალიანება შეადგენს 233.7 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი დაწყებული 2016 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის ივნისამდე შეადგენს 2.33 აშშ დოლარი x 12 თვეზე = 27.96 აშშ დოლარს.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

33. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

34. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია პირველი ინსტანციი სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

35. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. ნ----- ი------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე