განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
330210115733503
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სამოქალქო
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115733503

საქმე №2ბ/2273-16

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - გი-------–------–-–---–ი

წარმომადგენელი - ლო-–--------------–ი, ლა-–-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ-----------------ე, ირ---–-------ა

წარმომადგენელი - ლა–--–---–---ე

 

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

საოქმო განჩინება, რომლის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით გი-------–------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1.ნი----–----------ა გარდაიცვალა 1999 წლის 2 ოქტომბერს, ნი----–----------ას მეუღლე ევ------–------–-–---–ი გარდაიცვალა- 2002 წლის 8 თებერვალს. მოსარჩელე გი-------–------–-–---–ი არის ნი----–----------ას გერი და ევ------–------–-–---–ის შვილი, ხოლო მოპასუხე ირ---–-------ა არის ნ-----–-----–------–-–---–ის შვილი;

2.1.2. 2005 წლის 26 სექტემბერს, ნი----–----------ას სამკვიდრო ქონებაზე- კერძოდ, მ–-----ში, გო----–---–-- ქ. 2--ში მდებარე უძრავ ნივთზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა გი-------–------–-–---–ის სასარგებლოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო ნ-----–----------- მიერ გი-------–------–-–---–ის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი.

 

2.1.3. აწ გარდაცვლილ ნი----–----------ას საკუთრებაში იყო თ---–--–- პ-------------------–- მდებარე ბინა 5-- რომელიც 1995 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ზ-----------------ეს.

 

თბილისის ს----------–--- რაიონის 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო დავაში მონაწილებდნენ ნი----–----------ა, გი-------–------–-–---–ის უფლებრივი წინამორბედი ევ------–------–-–---–ი (გი-------–------–-–---–ის დედა და ნი----–----------ას მეუღლე), ირ---–-------ა, ზ-----------------ე, სანოტარო კანტორა და სს „ბა-------------ი“, სასამართლომ ბათილად ცნო ნი----–----------ას და ზ-----------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სათანადო ცვლილებების შეტანით, სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 24 იანვრის განჩინებით.

 

სასამართლომ 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოპასუხე ზ-----------------ე იყო სს „ბა-------------ის“ თანამშრომელი, ხოლო ნი----–----------ას სს „ბა-------------თან“ გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოხდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და შესაბამისად სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნია.

 

2.1.4. თბილისის ვ----ს----------–--- რაიონული სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ირ---–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ირ---–-------ა ცნობილი იქნა თ---–--–-, გა-----------------------–- მდებარე ბინა 5---- და მ–-----ში, გო----–---–-- ქ----–- მდებარე ბინის ¼ სავალდებულო წილის მემკვიდრედ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მხარეები ეთანხმებოდნენ და არ ასაჩივრებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

2.1.5. სადავო უძრავი ქონება მდებარე თ---–--–- პ---------–-- 2014 წლის 30 ივნისამდე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ზ-----------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული იყო 1995 წლის 9 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ-----------------ემ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 01--------------------4, მდებარე: თ---–--–- პ---------–-- ბინა 5-- საკუთრებაში გადასცა ირ---–-------ას. ირ---–-------ას სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა 2014 წლის 27 ივნისს და დღემდე რეგისტრირებულია მის სახელზე.

 

2.1.6. თ---–--–- პ---------–ი მდებარე სადავო ბინა 5---, მოსარჩელე გი-------–------–-–---–ი ფლობდა 2----–-–ის თებერვლამდე, მას მფლობელობა შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავრი სამმართველოს ვ----ს----------–--- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის 2----–-–---------------–-- გაფრთხილების საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ირ---–-------ას პოლიციის განყოფილებისადმი მიმართვის შედეგად.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2. 2.1. ზ-----------------ესა და ირ---–-------ას შორის 2014 წლის 27 ივნისს უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

2.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5--- მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

2.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

2.2.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ იქნება სამართლებრივად დაინტერესებული მოითხოვოს 2014 წლის 27 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან ასეთის განხორციელების შემთხვევაშიც ვერ მოხდება ანდერძის საფუძველზე უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა, უძრავი ქონება დაუბრუნდება ისევ ზ-----------------ეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ 1996 წლის 4 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად კი იქნა ცნობილი ზ----------------ეზე 1995 წლის 9 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ნივთის ნი----–----------ას უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გამოთხოვა ვერ განხორციელდება, რადგან გასულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა და ზ-----------------ე შესაგებელს ამყარებს სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. არც ნი----–----------ას და არც მისი გარდაცვალების შემდეგ მის უფლებამონაცვლეებს 10 წლის განმავლობაში არ აღუსრულებიათ სასამართლო გადაწყვეტილება, უძრავი ქონება 2014 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო კვლავ ზ-----------------ის სახელზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ იმ საფუძვლით რომ გასულია სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ვალდებულ პირს-ზ-----------------ეს უფლება აქვს უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე-ნივთის კრედიტორის უფლებამონაცვლისათვის საკუთრებაში დაბრუნებაზე, შესაბამისად ვერ ჩაითვლება სამოქალაქო კოდექსის 5--- მუხლის საფუძველზე ზ-----------------ის მიერ 2014 წლის 27 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ და ბათილად.

 

2.2.6. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად ცნობა.

 

2.2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

2.2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აწ გარდაცვლილ ნი----–----------ას სამკვიდრო მასაში მისი გარდაცვალების დროისთვის შედიოდა არა გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, არამედ უფლება მოვალე ზ-----------------ის მიმართ მოეთხოვა უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება, ეს უფლება მისი გარდაცვალების შემდგომ გადავიდა მის უფლებამონაცვლეებზე, რომლებმაც აღნიშნული უფლების რეალიაზაცია კანონით დადგენილ ვადაში არ განახორციელეს, შესაბამისად არ არსებობს სადავო ქონებაზე გი-------–------–-–---–ის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მტკიცებულების სახით არ მიიღო 26----2----–-–ის შსს-ს ბ------------, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა გი-------–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ვ----ს----------–--- პოლიციის მ--- განყოფილების მიერ 2----–-–----------------–ს გაცემული გაფრთხილება #3-----. შესაბამისად სასამართლომ არასწორედ დაადგინა მოსარჩელის მფლობელობის შეწყვეტა სადაო უძრავ ქონებისთვის, რადგან იგი დღემდე ფლობს და მართავს სადაო უძრავ ქონებას.

3.2.2. აპელანტის განმარტებით, ნი----–----------ამ აღასრულა 04.12.1996 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაფარა ბანკის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული თანხა - 18 320 აშშ დოლარის ოდენობით. სს „ბა-------------მა“ გასცა სესხის დაფარვის დამადასტურებელი წერილი #4----, რის შესაბამისად ბანკს აღარ გააჩნდა ნი----–----------ას ბინის გამოსახლების საფუძველი. სწორედ ამ მიზეზის გამო არ მომხდარა ნი----–----------ას ბინიდან გამოსახლება.

3.2.3. 28.07.2001 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მემკვიდრეთა შორის გაიყო სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო მასას დაეუფლნენ: ევ------–------–-–---–ი და ანდერძისმიერი მემკვიდრე - გი-------–------–-–---–ი. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ზ-----------------ის სახელზე რეგისტრირებული ბინა ნი----–----------ას საკუთრებაში არ დაბრუნებულა და არც მის უფლებამონაცვლეებზე გადაცემულა, მაშინ როდესაც სასამართლოს 28.07. 2001 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადაო ბინა წარმოადგენდა ნი----–----------ას სამკვიდრო მასას, ვინაიდან გაუქმდა ფ--------ის საკუთრების სამართლებრივი საფუძველი, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამასთან მემკვიდრეებს განესაზღვრათ კონკრეტული წილები და მემკვიდრეთა შორის მოხდა შეთანხმება. 28.07.2001 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გი-------–------–-–---–მა ირ---–-------ას 2005 წლის 06 ოქტომბერს გადასცა მთლიანი სამკვიდრო მასის ¼ ღირებულება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის ს----------–--- რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება (ძალაშია 1997 წლის 24 იანვრიდან) არ აღსრულებულა, ამასთან, გასულია მისი აღსრულებისათვის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ათწლიანი ვადა.

 

თბილისის ს----------–--- რაიონის 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბათილად ცნო 1995 წლის 9 ივნისს ნი----–----------ას და ზ-----------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ბინის 1/3 ნაწილი ცნობილი იქნა ირ---–-------ას, ხოლო 2/3 ნაწილი ნი----–-----------ას პირად საკუთრებად ტექბიუროში ცვლილებების შეტანით, ნი----–----------ას ,,ბა-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 30475 აშშ დოლარის გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 24 იანვრის განჩინებით 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა: ნი----–----------ას დაეკისრა ,,ბა-------------ის“ სასარგებლოდ 18 320 აშშ დოლარის გადახდა, გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნი----–----------ას და ზ-----------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, დარჩა უცვლელად, ამასთან, დადგინდა გადაწყვეტილების ორივე ნაწილის ერთდროულად აღსრულება, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ირ---–-------ა ცნობილი იქნა სადავო ბინის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს.

 

ნი----–----------ამ 1997 წლის 24 იანვარს შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც ამავე წლის 31 იანვარს, კრედიტორმა გასცა ცნობა, რომლითაც მას საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებულ ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.

 

1----–-–------------ს ტექ.ინვენტარიზაციის ბიურომ უარი უთხრა ნი----–----------ას წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტლების სისრულეში მოყვანაზე.

 

უდავოა, რომ ნი----–----------ას, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ (1999 წლის 2 ოქტომბერი) მის მემკვდრეებს 1997 წლის 28 თებერვლის შემდეგ სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ტექინვენტარიზაციის ბიუროსთვის, შემდეგ კი საჯარო რეესტრისთვის არ მიუმართავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

ამავე კოდექსის მუხლი 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 141-ე მუხლით თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად წარდგენის ხანდაზმულობის ვადაზე ვრცელდება კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადის

დენის შეჩერებისა და შეწყვეტის საერთო საფუძვლები. მოყვანილი ნორმების თანახმად, სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების (ძალაშია 1997 წლის 24 იანვრიდან) ხანდაზმულობის ვადის დენა ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროსთვის მიმართვით 1997 წლის 28 თებერვალს შეწყდა, იგი თავიდან აითვლება და შესაბამისად ამოიწურა 2007 წლის 28 თებერვალს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ ვადაში სასამართლოს გადაწვეტილება არ აღსრულებულა და სადავო უძრავი ნივთზე სარჩელით სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის კვლავ რეგისტრირებული იყო ზ-----------------ის საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია ირ---–-------ას და ევ------–------–-–---–ს შორის დავაზე და რომლითაც ირ---–-------ა ცნობილია მესაკუთრედ თ---–--–-, გ-------------ს ქ----ში მდებარე ბინის და მ–-----ში, გო----–---–-- ქ. #---–- მდებარე ბინის ¼ ნაწილზე, არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც თბილისის ს----------–--- რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება.

 

უდავოა, რომ გ-------------ს ქ----ში მდებარე ბინა ხსენებული გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ისევ ზ-----------------ის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე უდავოა, რომ სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონება არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში ევ------–------–-–---–ის და ირ---–-------ას საკუთრებად, ასეთი ვერც განხორციელდებოდა იმ მიზეზით, რომ ამ ნივთზე რეგისტრირებული იყო არა მამკვიდრებლის, არამედ სხვა პირის საკუთრების უფლება. მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგით მხარეებს არ უსარგებლიათ, რადგან გადაწყვეტილებაში მითითებული, მ–-----ში მდებარე უძრავი ქონება, სამკვიდრო მოწმობის და არა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა გი-------–------–-–---–ის, როგორც ნი----–----------ას ანდერძით მემკვიდრის საკუთრებად.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 10 წლიანი ვადის გასვლის გამო, მოსარჩელე, როგორც ნი----–----------ას უფლებამონაცვლე, ვეღარ განახორცილებს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზებას, მას საჯარო რეესტრში (ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში) ასახული საკუთრების უფლების გაუქმება უნდა მოეთხოვა ამ ვადაში.

 

შესაბამისად, პალატა მართებულია სასამართლოს დასკვნა, რომ ნი----–----------ას გარდაცვალების მომენტისათვის, მის სამკვიდრო აქტივში სადავო ბინა არ შედიოდა, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის და სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის საფუძველზე, სამკვიდრო აქტივში შედიოდა ამ ბინის საკუთრებაში დაბრუნების გადაწყვეტილებით დადგენილი უფლება, რომლის რეალიზაციას დამოკიდებული იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

 

4.1.3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასულია სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სასამართლოს დასკვნა მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით, რადგან, ხელშეკრულების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს სადავო ქონების ზ-----------------ის საკუთრებიდან გამოთხოვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში სარჩელში ზ-----------------ესა და ი-----–ია ე-----ს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან ერთად დაყენებულია მიკუთვნებითი მოთხოვნაც, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როცა არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია გი-------–------–-–---–ის (როგორც ნი----–----------ას) უფლებამონაცვლის უფლება სადავო ბინაზე და ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ამასთან არ არსებობს მის აღსრულების შესაძლებლობაც, სადავო ბინის მესაკუთრედ გ--------–------–-–--–ის მოთხოვნა რეალურად ამ გადაწყვეტილების აღსრულების მცდელობას წარმოადგენს მისი აღსრულებისათვის დადგენილი წესისა და ვადების გვერდის ავლით, შესაბამისად, იგი ვერ იქნება განხილული, როგორც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი და იურიდიული ინტერესი და მოსარჩელისათვის, სადავო ბინის, როგორც სამკვიდრო ქონების მიკუთვნების საფუძველი.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც სარჩელზე, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მოწინაღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია და აპელანტს, გი-------–------–-–---–ს მოწინააღმდეგე მხარის ირ---–-------ას და ზ-----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 1187.60 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ვანო წიკლაური