განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2018
საქმის ნომერი
010141318700060217
ინსტანცია
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060217

საქმე ?1/აგ-376-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მაისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ--–--–-----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ბ--–--–-----–----ი (დაბ. 1----–-–----------------ს, პ/ნ 2----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ--–--–-----–----ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

2018 წლის 22 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ბ--–--–-----–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ--–--–-----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ბ--–--–-----–----ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ--–--–-----–----ი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ--–--–-----–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ბ--–--–-----–----ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე