განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115791078
საქმე №1ბ/62-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ
ნანა უნდილაშვილის, ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-------ას
ადვოკატის: გ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ----------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-------) გამართლებულ დ----- ა-----–---ის მიმართ. დ----- ა-----–---ი დაბადებულია 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ №5----------), რეგისტრირებული: ხ-–-----, დ------------, ზ------------–--–---–-- ქუჩა №--ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები. (2009 წლამდე მოქმედი რედაქცია)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ----- ა-----–---მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. (ძვ. რედაქციის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები), რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 28 აგვისტოს გამოძიებით დაუდგენელმა ვინმე გ-------მ ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ლ--–--------–---ს აშკარად გასტაცა 300 ლარად ღირებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცა დ----- ა-----–---ს. დ----- ა-----–---მა ტელეფონი იქვე არსებულ ლომბარდში დაალომბარდა 30 ლარად, რითიც ლ--–--------–---ს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
დ----- ა-----–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ----------------–-ამ.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა დ----- ა-----–---ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებებელი განაჩენის გამოტანა - დ----- ა-----–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 178-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.(ძვ.რედაქცია)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ქ----------------–-ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დ----- ა-----–---ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ დ----- ა-----–---ის მიერ საქართველოს სსკ–ის 178-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. პალატამ საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სრული მოცულობით გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები. საპელაციო წესით საქმის განხილვისას ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დისტანციურად დაიკითხა მოწმე რ-----------------ია.
მოწმე რ-----------------იას ჩვენებით, 2005 წელს მუშაობდა მეტრო ,,----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბადში. 2005 წლის 28 აგვისტოს 30 ლარად დ----- ა-----–---ისგან ჩაიბარა მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებითვე, მან შეამოწმებინა მობილური ტელეფონი, შეადგინა ხელშეკრულება და გადაიღო დ----- ა-----–---ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. დ----- ა-----–---ი მისთვის უცნობ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის დალომბარდების პროცესს ესწრებოდა და აღნიშნულ ფაქტს არ აპროტესტებდა. დ----- ა-----–---ის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ თავად მობილურ ტელეფონს არ წაიღებდა, აღნიშნულს გაიტანდა მისი თანხმლები გოგონა. 2005 წლის 30 აგვისტოს დ----- ა-----–---მა მობილური ტელეფონი ლომბარდიდან გაიტანა, ხოლო მეორე დღეს მასთან მივიდა ის გოგო, რომელიც დ----- ა-----–---ს ახლდა ტელეფონის ჩაბარებისას. იგი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმ ფაქტზე, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი დ----- ა-----–---მა ლომბარდიდან გაიტანა.
დაზარალებულ ლ--–--------–---ის პირველი ჩვენების მიხედვით გ-------მ - მეტსახელად ,,ს---მა“ ხელიდან გასტაცა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 300 ლარად და დ----- ა-----–---თან და სხვა პირებთან ერთად გადაადგილდებოდა ,,----------- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლომბარდისკენ. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, გ-------მ მობილური ტელეფონი გადასცა დ----- ა-----–---ს. განსასჯელმა მობილური ტელეფონი ,,ნოკია“ დაალომბარდა. ტელეფონის დალობარდების პროცესს არ დასწრებია, გ-------სთან ერთად ლომბარდის შესასვლელთან იდგა. დაზარალებულის დამატებითი დაკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ ტელეფონის დალომბარდებას უშუალოდ ესწრებოდა და ლომბარდის ოპერატორის თანდასწრებით ხმამაღლა ტელეფონის ჩაბარება არ გაუპროტესტებია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მითუმეტეს სახეზეა დაზარალებულის წინააღმდეგობრივი ჩვენება. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ასახავდა მობილური ტელეფონის აშკარად დაუფლების ფაქტს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებული ლ--–--------–---ი სამჯერ დაიკითხა, თუმცა მისი ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და კონკრეტული.
საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 28 აგვისტოს, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ვინმე გ-------მ, თბილისში, მეტროსადგურ ,,----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ლ--–--------–---ს აშკარად გასტაცა 300 ლარად ღირებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცა დ----- ა-----–---ს. წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით კი დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ დ----- ა-----–---მა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი 30 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა მეტროსადგურ ,,----------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში დაზარალებულის თანდასწრებით. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენება არის ბრალდების მხარის ის ერთადერთი გამოქვეყნებული მტკიცებულება, რომელიც ვერ გახდება განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ამდენად, რ-----------------იას ჩვენებით დგინდება იმის შესახებ, რომ დაზარალებულს მობილური ტელეფონის ჩაბარების დროს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც თვით დაზარალებულმაც დაადასტურა თავის ჩვენებაში (განსხვავებით წინა ჩვენებისაგან). ამიტომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ ლომბარდში მისვლამდე ადგილი ჰქონდა დ----- ა-----–---ის მიერ დაზარალებულის ტელეფონის დაუფლებას მისი ნების საწინაარმდეგოდ. ის ფაქტი, რომ ტელეფონის ლომბარდში ჩაბარებისას დ----- ა-----–---მა მის გატანაზე უფლებამოსილ პირად დაასახელა დაზარალებული ლ--–--------–---ი, შემდეგ კი მასთან შეუთანხმებლად ნივთი თვითონვე გაიტანა უკან, შესაძლოა, მიუთითებდეს დ----- ა-----–---ის არამართლზომიერ ქმედებაზე მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების შემდეგ, თუმცა მისი ეს ქმედება სცილდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში საქართველოს სსკ–ის 178-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით დ----- ა-----–---ის ბრალეულობის დასადასტურებლად მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ--–--------–---ის ჩვენებაა, რომლის ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის საფუძველზე საჯაროდ გამოაქვეყნა, ხოლო სააპელაციო სასამართლოზე მხარეთა თანხმობით გამოკვლეულად ჩაითვალა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ცალმხრივად და არასრულყოფილად. წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილად ვერ ადასტურებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- ა-----–---ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სასამართლო პალატა, აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდების მხარის ზემოხსენებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ----- ა-----–---ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი, არ დგინდება, თუმცა ძარცვის ფაქტს რომც ჰქონოდა ადგილი, ხსენებული მტკიცებულებებით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებს დ----- ა-----–---ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ----- ა-----–---ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უინდა გადაწყდეს ბრალდებულის (განსასჯელის) სასარგებლოდ. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ დ----- ა-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქმეზე გამოძიება არასრულყოფილადაა ჩატარებული, შეკრებილი მტკიცებულებები ეწინააღმდეგებიან საბრალდებო დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათი შინაარსით არ დასტურდება დ----- ა-----–---ისათვის წარდგენილი ბრალდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დ----- ა-----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 537-ე, 538-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ----------------–-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დ----- ა-----–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ----- ა-----–---ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
დ----- ა-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გამართლებულ დ----- ა-----–---ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№-2ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე