განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.06.2018
საქმის ნომერი
050210017001898197
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210017001898197

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-948-2017 27 მარტი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - მ-----–- ჭ--–--ე, ნ----- ნ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - მ------------–--ე, მ---------------–ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- მ------–-–---–ი

წარმომადგენელი - თ---------------ი

მესამე პირი - ო------------------–----–------ი

დავის საგანი - გამოსახლება, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ----- მ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე- ნ----- ნიკოლაიშვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონების (ს/კ 2-----------) 123 კვ. მ ოდენობის ფართი და გამოსახლებულ იქნა აღნიშნული ფართიდან. მოპასუხე მ-----–- ჭ--–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონების (ს/კ 2-----------) 24.03 კვ. მ ოდენობის ფართი და გამოსახლებულ იქნა აღნიშნული ფართიდან. მოპასუხე- ნ----- ნ-----–--–---–- მოსარჩელე მ----- მ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის თანხა-11 808 ლარი. მოპასუხე- მ-----–- ჭ--–--ეს მოსარჩელე მ----- მ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის თანხა-2 496 ლარი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქმეშია 2015 წლის 16 იანვრის ამონაწერი საჯარო რესტრიდან, რომლის თანახმად სადაო ქონების ს/კ 2----------- მესაკუთრეა სსიპ ო------------------–----–------ის გამგეობა. 2.2. საქმეშია ო------------------–----–------ის საკრებულოს თვმჯდომარის 2013 ლის 8 აპრილის №99 ბრძანება მ----- მ------–-–---–ისათვის 30 წლის ვადით მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის სასყიდლანი უზუფრუქტით გადაცემის შესახებ. 2.3. საქმეშია 2013 წლის 8 აპრილის სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულება. 2.4. საქმეშია საგადასახადო დავალებები იჯარის თანხის გადახდასთან დაკავშირებით. 2.5. საქმეშია დამოუკიდებელი შემფასბლის დასკვნა, რომლის თანახმად სადაო ფართში ქირა 1 კვ.მ თვეში შეადგენს 2.17 ლარს, მ-----–- ჭ--–--ის მიერ დაკავებულ 24.03 კვ.მ-ზე ქირის თანხა შეადგენს - 52 ლარს, ხოლო ნ----- ნ-----–-–---–ის მიერ დაკავებულ 123 კვ. მ-ზე-246 ლარს. 2.6. საქმეშია შემოსავლების სამსახურიდან ცნობები ნ----- ნ-----–-–---–ისა და მ-----–- ჭ--–--ის მიმართ გადასახადის გადახდის თაობაზე. 2.7. საქმეშია კომისიის დასკვნა კოლექტიურ განცხადებასთან დაკავშირებით. 2.8. საქმეშია ო------------------–----–------ის საკრებულოს 2015 წლს 3 თებერვლის კომისიის სხდომის ოქმი №3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად: ,,მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლიობა....” ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამივე პირობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის-მ------------–--ის პოზიცია, რომ მესაკუთრის შეცვლას არ უნდა გამოეწვია მისი მარწმუნებელების გამოსახლება სადაო ფართიდან, ვინაიდან მოპასუხეები სადაო ფართს არ ფლობდნენ კანონიერი საფუძვლით. საქართველოს სკ-ის 164-ე მუხლის შესაბამისად, არაკეთილსინისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზრაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა 2013 წლის 8 აპრილის შემდგომ (უზუფრუქტის ხელშეკრულების დადების შემდგომ) უსაფუძვლოდ გააგრძელეს სადაო ფართის ფლობა. შესაბამისად ეკისრებოდათ ვალდებულება აენაზღაურებინათ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რაც გაანგარიშებული იყო ექსპერტიზის დასკვნით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ-----–- ჭ--–--ემ და ნ----- ნიკოლაიშვილმა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მ----- მ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 08.04. 99 ბრძანებას მ----- მ------–-–---–ისთვის 30 წლის ვადით მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემის შესახებ, მდებარე ოზურგეთი, ბ---ი. ფაქტობრივი გარემოება უსწოროა და იგი არ უნდა გახდეს მ----- მ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 16.01 თარიღით დასტურდება, რომ სადაო ქონების ს/კ26.23.02.011 მესაკუთრეა სსიპ ო------------------–----–------ის გამგეობა. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა. ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს /გამგეობას/ და დაინტერესებულ პირს შორის /ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ 122 მუხლი/. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და უზუფრუქტის ხელშეკრულებაზე ხელს აწერს საკრებულო, რომელმაც ჩამოართვა გამგეობას კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ამ შემთხვევაში იგი არაუფლებამოსილი პირია. გარიგება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და ბათილია სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულება. 3.2. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად არ მიიჩნია და არ შეაფასა აპელანტების მიერ წარდგენილი დასკვნა ნ----- ნ-----–-–---–ისა და სხვათა განცხადება თანდართული მასალებით, რომლითაც დადგენილი იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნული დასკვნის გაანალიზებით გამოირიცხებოდა მ----- მ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოპასუხეთა სადაო შენობიდან გამოსახლებისა და ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები. 3.3. მოპასუხეებს არ წარმოშობიათ ქირის გადახდის ვალდებულება. მავალდებულებელი გარემოება არ არსებობს, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება დადასტურებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება მოპასუხეების მიმართ უნდა წარმოშობოდა ქვეიჯარის ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. ასეთი დოკუმენტი მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ საქმე განიხილა ნაჩქარევად, ზედაპირულად და ცალმხრივად. არ გაანალიზა საქმის მასალები, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ გამიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოსარჩელის მოთხოვნა არასწორად მიიჩნია საფუძვლიანად და მიიღო გადაწყვეტილება მისი სრულად დაკმაყოფილების შესახებ. 3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან. მოპასუხეები უზუფრუქტუარზე ადრე დაუფლენ და 42 წელია იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის სადაო ფართს. მ-----–- ჭ--–--ე 24 კვ.მ. ფართს, ხოლო გარაყანიძე-ნ-----–-–---–ი 40 კვ.მ. ფართს. მოპასუხეებს ჰქონდათ ამ ქონებით სარგებლობის უფლება და ეს ცნობილი იყო ოზურგეთის გამგეობისათვის და მოსარჩელე მ----- მეგრელიშვისათვის. სახ. არ მოუთხოვია მათი გამოსახლება დაკავებული ფართიდან, ისე გადასცა ქონება მოსარჩელეს 30 წლის ვადით. 3.6. არასწორია სასამართლოს მოსაზრება სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმის თაობაზე, რომ ჭ--–--ე და ნ-----–-–---–ი კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ დაკავებულ სადაო ფართებს. უკანონოა მ------–-–---–ის მფლობელობა, რადგან ო------------------–----–------ის გამგეობის ნაცვლად მ------–-–---–თან ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილება მიიღო და ხელი მოაწერა ო------------------–----–------ის საკრებულომ, რაც აპელანტმა გაასაჩივრა ადმინისტრაციულ ორგანოში, მიღებულია დასკვნაც, რომლის პირობებიც შესრულებული არ არის. 3.7. სამ. კოდექსის 164 მუხლის დანაწესი, რომელიც არაკეთილსინდისიერ მფლობელს ეხება არ უნდა გავრცელდეს მოპასუხეებზე და არ უნდა გახდეს დაკავებული ფართიდან გამოსახლების და ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რაც დასტურდება ადგ. თვითმმართ. შესახებ კოდექსის 122-ე მუხლის 7 ნაწილით. ამ მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობის /კომერციული/ მიზნით იყენებს, ვალდებულია ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონებით სარგებლობაში გადაცემის საფასური სათანადო პერიოდში საბაზრო ღირებულების შესაბამისად საექსპერტო /აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. სამართლებრივი ნორმის ამ დანაწესით და უზუფრუქტის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოპასუხეთა საქმიანობა თანხვედრაშია კანონის და ხელშეკრულების მიზანთან. მოპასუხეთა გამოსახლება არ არის აუცილებელი სამეწარმეო ფართიდან, არც აუდიტის დასკვნა არის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. 3.8. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქ. კოდექსის 412 მუხლი, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც წინასწარ იყო სავარაუდო მოპასუხეებისათვის. მიუღებელი შემოსავლების წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე. ამდენად მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მ-----–- ჭ--–--ეს და ნ----- ნ-----–-–---–ს ზიანის მიყენების განზრახვა არ ქონიათ. მათ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდათ იმ შემთხვევაში თუ მ----- მ------–-–---–ი ქვეიჯარის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ნებართვისათვის მიმართავდა გამგეობას და თანხმობის შემთხვევაში ქვეიჯარის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოეშობოდა უფლება-მოვალეობები, რაც არ მომხდარა. 3.9. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ 411 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელისათვის მოპასუხეთა ბრალეული მოქმედებით არც ფაქტობრივი ზიანი დამდგარა და არც მიუღებელ შემოსავალს ქონია ადგილი. უზუფრუქტის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაქმებინა სადაო ფართში, როგორც ადგილობრივი, ისე სოფლის გარეთ მცხოვრები მოსახლეობა. დასაქმებული მეწარმეების გამოსახლებას დაკავებული ფართიდან არც კანონი ითვალისწინებს და არც ხელშეკრულება. 3.10. სავაჭრო ფართში დასაქმებულ მოპასუხეებს აქვთ ბანკის ვალი. ნ----- ნ-----–-–---–ს 8000 ლარი, მ-----–- ჭ--–--ეს 10000 ლარი. ისინი ხელს უწყობენ მოსახლეობას ნავაჭრ საქონელზე საფასურის გადახდის განვადებით, რომელიც შეადგენს 12000 ლარზე მეტს. 3.11. უზუფრუქტის არცერთი პირობა შესრულებული არ არის და მ----- მ------–-–---–ი 2013 წლიდან დღემდე ზიანს აყენებს სახ. და საზოგადოებასაც. შენობის გამოყენება მიზნობრივი დანიშნულებით შეუძლებელია, რადგან მოსარჩელემ სრულიად უვარგისი გახადა შენობა ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, რაც ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია. 3.12. უსაფუძვლოა სასამართლოს აპელირება, თითქოს აპელანტებმა ვერ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები ანუ დასაბუთებული შეპასუხება სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად. აპელანტებმა უარი თქვეს ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობდა მოპასუხეთა ბრალეული ქმედება, არც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და არც ზიანი დამდგარა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ოზურგეთში, სოფელ ბ---–-, 2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება ეკუთვნის ო------------------–----–------ს. 4.2. 2013 წლის 8 აპრილს ეს ქონება სასყიდლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა მ----- მ------–-–---–ს. 4.3. სადავო ქონების ნაწილს, კერძოდ, 24.03 კვ.მ. ფართს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მ-----–- ჭ--–--ე, ხოლო 123 კვ.მ. ფართს - ნ----- ნ-----–-–---–ი. 4.4. უზუფრუქტის ხელშეკრულების დადებისთანავე მ----- მ------–-–---–მა აპელანტებს სადავო ქონების გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ მათ უზუფრუქტუარის მოთხოვნა არ შეასრულეს. 4.5. ამ ქონების 1 კვ.მ. ფართის თვიური ქირა შეადგენს 2,17 ლარს. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. 4.6.1. როგორც აღინიშნა, მ----- მ------–-–---–ს სადავო ქონება გადაცემული აქვს უზუფრუქტით, ამის შესაბამისად, იგი უფლებამოსილია არ დაუშვას ამ ნივთით მესამე პირთა სარგებლობა. 4.6.2. ამის გამო, მისი მოთხოვნა უზუფრუქტით გადაცემული ქონებიდან აპელანტთა გამოსახლების თაობაზე კანონიერია. 4.7. პალატა არ ეთანხმება აპელანტებს, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულება ბათილია. 4.7.1. როგორც აღინიშნა, ო------------------–----–------სა და მ----- მ------–-–---–ს შორის უზუფრუქტის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 8 აპრილს. 4.7.2. ამ დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო იყო. 4.7.3. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერდა. 4.7.4. გადაწყვეტილება მ----- მ------–-–---–ისათვის სადავო ქონების უზუფრუქტით გადაცემის შესახებ ო------------------–----–------ის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო და ხელშეკრულებას ხელი მისმა წარმომადგენელმა მოაწერა. 4.7.5. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულება უფლებამოსილ პირებს შორის არის დადებული. 4.7.6. საყურადღებოა, რომ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის წერილის თანახმად, ამ გარიგებას მუნიციპალიტეტის გამგეობაც ეთანხმებოდა. 4.7.7. ხელშეკრულების დადების დროს დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 243-ე და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები და ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. 4.7.8. ამის შესაბამისად, უზუფრუქტის ხელშეკრულება ნამდვილია. 4.8. საქმეში წარმოდგენილი არ არის არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც სადავო ქონებაზე აპელანტთა უფლებები დადასტურდებოდა. 4.8.1. ამის შესაბამისად, მათ სადავო ქონების ფლობის უფლება არ გააჩნიათ. 4.9. ამის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებიდან აპელანტთა გამოსახლების თაობაზე მართებულად დააკმაყოფილა. 4.10. უზუფრუქტის ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მ----- მ------–-–---–ს სადავო ქონება სამეწარმეო საქმიანობისათვის გადაეცა. 4.10.1. საკრებულოს კომისიის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელემ აპელანტებს დაკავებული კომერციული ფართის განთავისუფლება უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსთხოვა (ს.ფ. 101). 4.10.2. ამის შესაბამისად, ის გარემოება, რომ სადავო ქონება მ----- მ------–-–---–ს უზუფრუქტით გადაეცა და იგი აპელანტებისაგან ქონების გათავისუფლებას ითხოვდა, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. 4.10.3. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადავო ფართს თავად აპელანტებიც სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებენ და ფართის გადაცემის მოთხოვნით მუნიციპალიტეტს მათაც მიმართეს. 4.10.4. ამის შესაბამისად, აპელანტებისათვის ისიც ცნობილი იყო, რომ ფართით სარგებლობისათვის მათ შესაბამისი ქირა უნდა გადაეხადათ. 4.10.5. რადგან აპელანტებმა მოსარჩელეს არ გადასცეს ქონება, რომელიც მას სამეწარმეო საქმიანობისათვის უნდა გამოეყენებინა და თავად მას სწორედ ამ მიზნით იყენებდნენ, აშკარაა, რომ მათ მოსარჩელეს მიაყენეს ზიანი. 4.10.6. ეს დანაკლისი კი ქონების საიჯარო ქირის ტოლფასი უთუოდ არის. 4.10.7. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ, ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ მათ ამ ზიანის ანაზღაურება მართებულად დააკისრა. 4.11. რაიონული სასამართლოს სხდომაზე ო------------------–----–------ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო ქონების იჯარით და ქვეიჯარით გაცემაზე მუნიციპალიტეტმა თანხმობა არაერთხელ გამოხატა (2017 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი - 15:11:41-15:13:53). 4.11.1. ო------------------–----–------ის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 დეკემბრის წერილში (ს.ფ. 106) ეს თანხმობა პირდაპირაც აისახა. მეტიც, ამ წერილით საკრებულომ მესამე პირებს სთხოვა იჯარის ხელშეკრულების დასადებად მ----- მ------–-–---–ისათვის მიემართათ. 4.11.2. ამის შესაბამისად, აპელანტთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ უზუფრუქტუარს ქონების იჯარით გაცემაზე თანხმობა არ ჰქონია, დასაბუთებული არ არის. 4.11.3. მნიშვნელოვანია, რომ უზუფრუქტის ხელშეკრულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, უზუფრუქტუარს შენობა მრავალფეროვანი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სამეწარმეო საქმიანობისათვის უნდა გამოეყენებინა, ეს კი ქონების იჯარით გაცემის შესაძლებლობასაც გულისხმობდა. 4.12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტებს მათ მიერ დაკავებული ფართის ოდენობა სადავოდ არ გაუხდიათ. 4.12.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე აპელანტების მითითება დაუშვებელია. 4.13. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. მ-----–- ჭ--–--ისა და ნ----- ნ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე