განაჩენი

სისხლის სამართლის 01.06.2018
საქმის ნომერი
330100116001475894
ინსტანცია
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100116001475894

საქმე №1ბ/237-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ------------ს

ადვოკატის: ა----------------------ის

მსჯავრდებულის: მ-----–--------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-----–--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----------------------ის, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ-----–--------------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–-----------–---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით, მ-----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ-----–--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ადამიანის დევნა აღმსარებლობისა და რწმენის გამო და მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 18 ივლისს, დაახლოებით დილის 08:25 საათზე, ქ------–-------–-----–-------------------–--------------–-------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ---------------- და ი---------–---–---–ი ქადაგებდნენ თავიანთი აღმსარებლობის სარწმუნოება ,-------------–---- შესახებ, რა დროსაც გამვლელმა მ-----–--------------მ, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ნ----- ნ---------- და ი---------–---–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესის დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა მ-----–--------------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ გარემოებებთან, კერძოდ, დაზარალებულების ჩვენებების თანახმად, მსჯავრდებული მათ სცემდა სახის არეში, ასევე ფეხებს ურტყამდა წვივის არეში, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანება ჰქონდა მხოლოდ ერთ დაზარალებულს - ნ----------------ს სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც ექსპერტის ჩვენების თანახმად განვითარებულია უფრო ხელის მოჭერით და არა დარტყმით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ----------------მ განმარტა, რომ არის ,-------------–---- წევრი და ახორციელებს ქადაგებას. 2016 წლის 18 ივლისს დილის საათებში, მის თანამორწმუნესთან - ი---------–---–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისი, „ა-–--------------------–--, სადაც ქადაგებდნენ. ქადაგების დროს ი---------–---–---–მა ერთ-ერთი გამვლელი - მ-----–-------------- გააჩერა და სთხოვა, რომ მოესმინათ მათთვის. ამ სიტყვების გაგონებაზე, მ-----–--------------მ დაუწყო მათ ყვირილი, ლანძღვა, მიუახლოვდა ი----ს და დაუწყო ცემა სახის არეში. ი----ს ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული. ამ დროს იგი ცდილობდა ი----ს დაცვას და მიუახლოვდა მათ, მ-----–--------------ს ხელი მოჰკიდა და უთხრა, თუ რას სჩადიოდა. ამის შემდეგ, მ-----–-------------- მიუბრუნდა მასაც და სახის არეში დაუწყო ცემა, ფეხებს ურტყამდა წვივებში და შემოახია მას პერანგი. ამით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ძალადობის შედეგად, მას ხელი და გულმკერდი ჰქონდა დალურჯებული. როგორც მან დაინახა, ი---- გაწითლებული იყო მთლიანად, მაგრამ დროთა განმავლობაში გაუარა, ხოლო მას დააჩნდა კვალი. მ-----–--------------ს გაბრაზების მიზეზი იყო ის, რომ ი----ს რელიგიური ლიტერატურა ეჭირა ხელში და პირდაპირ მ-----–--------------სკენ გაეშურა. იგი მოიხსენიებდა მათ ქუჩის ქალებად და იეჰოველებად. მ-----–--------------მ ძალიან კარგად იცოდა, თუ ვინ იყვნენ ისინი. როდესაც ის და მასთან მყოფი პირი ახორციელებდნენ რელიგიურ ქადაგებას, სწორედ მაშინ მოხდა მათზე თავდასხმა. ძალადობის შედეგად მას ხელი ჰქონდა დალურჯებული, ასევე სახლში მისვლისას ნახა, რომ გულმკერდიც დალურჯებული ჰქონდა. მანვე განმარტა, რომ ექსპერტმა მისი დაზიანებული ხელი ნახა და სახლში გაუშვა. იმ მომენტში მკერდისთვის არ მიუქცევია ყურადღება, რადგან ქუჩაში ვერ შეამოწმებდა, რაც ხილული იყო, აჩვენა ექსპერტს, ხოლო მკერდი უკვე სახლში ნახა. ამასთან, მოწმემ სასამართლო დარბაზში მიუთითა მ-----–--------------ზე და განმარტა, რომ სწორედ ამ პიროვნებამ განახორციელა მასზე ძალადაობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ი---------–---–---–მა განმარტა, რომ ის და მისი მეწყვილე გასულები იყვნენ ა-–-------------- ბაღში და რელიგიური მრწამსის შესახებ, საქმინობას ეწეოდნენ. მან დაინახა გამვლელი მოქალაქე - მ-----–-------------- და მიმართა მას, რომ ,,თუ შეიძლებოდა გაჩერებულიყო“. რაზეც მ-----–-------------- გახდა აგრესიული, დაუწყო მას ყვირილი „შე იეჰოველოო“, ლანძღვა და ცემა. მ-----–--------------მ მას რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდეგაც მისი მეწყვილე ნ---------------- მივიდა მათთან და ცდილობდა მ-----–--------------ს შეჩერებას. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ნ-----საც დაუწყო წიხლებით ცემა და შემოახია პერანგი. მან ნახა, რომ ნ-----ს მკლავი ჰქონდა დალურჯებული. მოწმის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს განიცადა ძლიერი ტკივილი სახის არეში, მაგრამ დალურჯებები არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ ფიზიკური აგრესია მ-----–--------------ს მხრიდან გამოიწვია იმან, რომ ისინი რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ, რომ იეჰოვას წევრები იყვნენ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2016 წლის 18 ივლისის სასამართლო სამედიცინო N--------- ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ----------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ----------------–---მ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მიღებული დაზიანებები შესაძლოა ხელის მოჭერით ყოფილიყო განვითარებული, მაგრამ ზუსტად ამის თქმა არ შეუძლია, თუმცა დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ადამიანის ხელი, ფეხი და თითები განეკუთვნებიან მკვრივ-ბლაგვ საგანებს.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული დამთავრებულია ძალადობის გამოხატვის მომენტიდან, ხოლო მოცემული მუხლის დისპოზიციის გაანალიზებით ძალადობა გულისხმოს ცემას ან პირისთვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებას. ამასთან, ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე ხელის დარტყმებში, ხელის მოჭერ(ებ)ში, ან საგნების/ნივთების ჩარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს.

მოცემულ გარემოებათა შეფასებით პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებებში გადმოცემული გარემოებები შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ურთიერთშეთანხმებულია, გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ----- ნა-------ს მოცემული შემთხვევის დროს გააჩნდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს დაზარალებულების ჩვენებების ის ნაწილები, სადაც ისინი მკაფიო ფორმით უთითებენ, რომ მოცემული შემთხვევის დროს მათზე მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ნ----------------ს ეტყობოდა დალურჯებები, ხოლო ი---------–---–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფის დროს განიცადა ძლიერი ტკივილი სახის არეში, რომელსაც თავიდან ჰქონდა სიწითლე, რამაც დროთა განმავლობაში გადაუარა და მას დალურჯებები არ ჰქონია.

მოცემული შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოწმე დ-----------–---–ის ჩვენება, რომელიც მართალია უშუალოდ არ გამხდარა მოცემული შემთხვევის დროს დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის მომხრადი ჩხუბის თვითმხილველი, თუმცა მან გაიგო აღნიშნული პირების ხმამაღალი საუბარი, ხოლო როდესაც მივიდა მათთან, მოუწოდა ბრალდებულს და ორ ქალბატონს, რომ დამშვიდებულიყვნენ. მან უშუალოდ ნახდა ფიზიკური დაპირისპირების შედეგი, ერთ-ერთ ქალბატონს მაისური ჰქონდა ჩამოხეული, ასევე, რეკავდა საპატრულო პოლიციაში და უთითებდა პირზე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებულის თქმით, მას მ-----–- ერქვა, მუშაობს ქ-–------ ეკლესიაში და თუ ვინმეს საქმე ჰქონდა, იქ მისულიყო.

აღნიშნული მოწმის ჩვენება ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს დაზარალებულების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების ნამდვილობას და უტყუარობას, შესაბამისად, დაზარალებულების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ვერ იქნება გაზიარებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----–--------------ს ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზრალებულების და მოწმეების ჩვენებებით, სამედიცინო N--------- დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----–--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ადამიანის დევნა აღმსარებლობისა და რწმენის გამო და მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-----–--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ-----–-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ-----–--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია;

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 1000(ათასი)ლარის ნაცვლად შესატან მ-----–--------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე მდებარე: ქალაქი თ---–-----–-----------–---–-------------------–----------–----------------------------------------------------------------- დადებული ყადაღა.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი