განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.06.2018
საქმის ნომერი
060210017001940659
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210017001940659

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-882-2017 20 მარტი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - მ--–---- ა--------ე

წარმომადგენელი - ხ------- ხ----–--–--ა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ი---------–----– ტ----- ე------- კ-------

წარმომადგენელი - ა------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ი---------–----– ტ----- ე------- კ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ--–---- ა--------ეს შპს ი---------–----– ტ----- ე------- კ-------ს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 10470 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული გარიგება ხორბლის ფქვილის ნასყიდობის შესახებ. 2.2. მხარეთა შორის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. 2.3. გამყიდველმა შპს ,,ი---------–----– ტ----- ე------- კ-------ამ“ მყიდველს - მ--–---- ა--------ეს 2015 წლის 05 ოქტომბრის N ელ -0--------- სასაქონლო ზედნადების თანახმად მიაწოდა უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, საერთო წონით 50 კგ, რომლის ღირებულება შეადგენს 13350 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მ--–---- ა--------ემ სარჩელი ცნო ფულადი ვალდებულების 9850 ლარის ანაზღაურების ნაწილში. 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 477-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 316-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ, რომ მ--–---- ა--------ის მიერ ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, შპს ,,ი---------–----– ტ----- ე------- კ-------“- წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს მ--–---- ა--------ეს მოქმედების შესრულება, მოცემულ შემთხვევაში მიწოდებული საქონლის ღირებულების 10470 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება 10470 ლარიდან 3000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მ--–---- ა--------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მ--–----ე ა--------ე არ იმყოფებოდა საქართველოში და ფიზიკურად ვერ წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ გაითვალისწინა მისი პოზიცია და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი. 3.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დაუსაბუთებლად არასწორი სამართლებრივი შეფასებით დააკმაყოფილა სრულად მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული გარიგება ხორბლის ფქვილის ნასყიდობის შესახებ. 4.2. მხარეთა შორის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. 4.3. გამყიდველმა აპელანტს მიაწოდა 13350 ლარის ღირებულების უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, აქედან აპელანტმა მოსარჩელეს მხოლოდ 2880 ლარი გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის 10470 ლარი გადაეხადა. 4.5. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დარჩენილი დავალიანების ნაწილის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.5.1. ეს გარემოება არც მოსარჩელეს დაუდასტურებია. 4.6. ამის გამო, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე მ--–---- ა--------ეს შპს ი---------–----– ტ----- ენერჯოი კ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 120 ლარის ანაზღაურება. 6.2. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. მ--–---- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;

3. მ--–---- ა--------ეს შპს ი---------–----– ტ----- ე------- კ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე