განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
080100116002418217
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002418217

(1/ბ-258-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წელი ქ. ქ-------ი

 

ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---------------–------------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 25 ივლისს, პირადი ნომერი: 1-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართი ც------- რაიონი, სოფელი ა---ი; ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. ქ-------ი, თ------------ ქუჩა №9,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ-------------მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------ში, თ------------ ქუჩა N9-ში, ურთიერთშელაპარაკებისას რ-------------მ სახის არეში ხელი დაარტყა თ--------------–--------–---–ს, რის შედეგად თ--------------–--------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით რ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმებულია.

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ-------------მ და მოითხოვა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე ითხოვს სასამართლოში გამოკვლეული იქნას სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 24 სექტემბერს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №--------, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო განხილვის დროს დაირღვა მისი კანონიერი უფლება, მაშინ როდესაც ის თავად არის დაზარალებული უკანონოდ წარუდგინეს ბრალი, გასამართლეს მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ცრუ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წარმიდგინეს ბრალი, დაზარალებული არის თავად, რის გამოც პროტესტის ნიშნად ბრალს ხელი არ მოაწერა. საქმეში დაკითხული ყველა მოწმეები ცრუ ჩვენებას აძლევენ, როგორც გამოძიებას ასევე სასამართლოს. ისინი ერთამეთის ახლობლები არიან და შეთხზეს ცრუ ინფორმაცია და გამოიყვანეს მოძალადედ. სასამართლოს არ გაჩენია ეჭვი, მან ერთმა ასაკოვანმა ჯანმრთელობაშერყეულმა ადამინდმა, როგორ მოვახერხე ორი ახალგაზრდა ჯანღონით სავსე პირების ცემა. ასევე სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მის მიმართ მიყენებული დაზიანების ფაქტი და ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები. მოწეებმა ერთხმად შეკრეს პირი მის წინააღმდეგ, რათა დაეცვათ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თ--------------–--------–---–ი და მ----------------------ე, მოიგონეს ისტორია თითქოს მან ცემა თ-----–--------–---–ი. საქმეზე დაკითხული მოწმეები არიან ერთმანეთის ახლობლები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან ისინი ვერ იქნებიან მიუკერძოებელი, საქმეში არ არის ნეიტრალური პირი დაკითხული. სასამართლო დაყრდნო ექსპერტიზის დასკვნას თ--------------–--------–---–ის მიმართ, ხოლო საერთოდ იგნორირება გაუკეთა მის მიმართ მიყენებულ დაზიანებას, რაც აშკარად უკანონობაა.

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ--------------–--------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 3 წელია ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში, თ------------ N9-ში, საერთო საცხოვრებელში. ბრალდებული რ-------------ე არის მისი მეზობელი, მათი ოთახის კარი არის გვერდიგვერდ. რ-------------ს სახლში ჰყავს ლეკვი, რომლის გამოც სადარბაზოში გამუდმებით იყო არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულის გამო თ---------------–--------–---–მა არაერთხელ მიმართა რ-------------ეს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. 2016 წლის 5 აგვისტოს, თ--------------–--------–---–ი სამუშაო საათების შემდეგ სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა თანამშრომელ მ----------------------ესთან ერთად, როდესაც კვლავ არასასიამოვნო სუნი იყო სადარბაზოში და განაწყენებულმა შეიგინა ძაღლის მისამართით და თქვა: „ეს ძაღლი კიდევ არ გაუყვანიაო“?! მოწმემ არ იცოდა რ------------- იმყოფებოდა თუ არა სახლში. წარმოთქმულის შემდეგ ოთახიდან გამოვარდა რ------------- აგრესიულად და სახის არეში დაარტყა ხელი თ--------------–--------–---–ს. მოწმე ვარაუდობს, რომ შესაძლოა რ------------- ნასვამიც ყოფილიყო და ვერ გაერკვია ვის შეაგინა. დარტყმის შედეგად ის წაბარბაცდა, განიცადა ძლიერი ტკივილი, გაუსკდა ზედა ტუჩის მარცხენა არე. რ-------------მ კვლავ გაიწია მისკენ, თუმცა თ--------------–--------–---–მა ხელი უბიძგა მოსაშორებლად, რ------------- წაბარბაცდა და წაიქცა, რამდენიმე წამში წამოდგა და დაიშალნენ. ამ ფაქტს შეესწრნენ მ----------------------ე, მ---------–-------ე, ხ-------------–--ე და ზ---------------ე. მ----------------------ეს არანაირი დახმარება არ გაუწევია მისთვის, არ ჩარეულა მათ საუბარში. თ--------------–--------–---–ს პოლიციისთვის მომხდარი არ შეუტყობინებია. რამდენიმე საათის შემდეგ თავად მივიდა პოლიცია მასთან. მათ იკითხეს თუ ვისა და ვის შორის მოხდა ჩხუბი. ის იმავე დღეს გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ის არ ფლობს ინფორმაციას დასჭირდა თუ არა რ-------------ს სამედიცინო დახმარება.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ----------------------ის ჩვენების თანახმად, იგი 3 წელია ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში, თ------------ N9-ში, ოჯახთან ერთად. მეზობლად მცხოვრებ რ-------------ს სახლში ჰყავს ლეკვი, რომლის გამოც სადარბაზოში გამუდმებით იყო არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. 2016 წლის 5 აგვისტოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მეგობარ თ--------------–--------–---–თან ერთად, რომელიც ასევე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს, ბრუნდებოდა სახლში, როდესაც სადარბაზოში კვლავ შეამჩნიეს არასასიამოვნო სუნი, რაზეც კ--–--------–---–მა შეიგინა, კიდევ არ წაუყვანია ეს ძაღლიო? მაშინვე ოთახიდან გამოვიდა რ------------- და დაარტყა ხელი თ--------------–--------–---–ს და შეაგინა დედის მისამართით-----–--------–---–ს დარტყმის შედეგად ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. მოწმის განმარტებით შესაძლოა რ------------- ნასვამიც ყოფილიყო და ვერ გაერკვია თუ ვის შეაგინა კ--–--------–---–მა. თ--------------–--------–---–მა მოშორების მიზნით ხელი ჰკრა რ-------------ს, რომელსაც ფეხი აუსრიალდა და დაეცა. მოწმის მ---------------ის განმარტებით იმ მომენტისათვის ოდნავ მოშორებით იდგა და ხმაურის შედეგად მივიდა მათთან და გააზავა. კონფლიქტი ამით დასრულდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მეზობლები, კერძოდ ხ-------------–--ე, მისი მეუღლე - ს-------–------ე და თ--------------–--------–---–ის დეიდა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის შემდეგ რ-------------ს რაიმე ჩივილები არ ჰქონია. მოწმე იმ დღესვე დაკითხა პოლიციამ. თ--------------–--------–---–სა და რ-------------ს სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დასჭირვებიათ. მ-----------------------ემ განმარტა, რომ რ-------------ისათვის არავის უთხოვია ლეკვის თხოვება და არც მისი შვილები ეფერებოდნენ ხოლმე კ-----ის ლეკვს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ---------–-------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში, თ------------ N9-ში. არის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თ--------------–--------–---–ის დეიდა, ხოლო მსჯავრდებულის მეზობელი. რ-------------ს აღნიშნულ მისამართზე ჰქონდა ოთახი, თუმცა იქ არ ცხოვრობდა. ოთახში ჰყავდა ლეკვი. აღნიშნულის გამო სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. უკმაყოფილება ამ საკითხზე თავად მოწმეს არ ჰქონია, თუმცა 2016 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის, სახლში დაბრუნებულმა თ--------------–--------–---–მა, მას შემდეგ რაც კვლავ დაინახა სადარბაზოში ლეკვის მოსაქმებული, განაწყენებულმა შეიგინა ლეკვის მისამართით. მოწმის მ-----–-------ის განმარტებით იგი ხმაურზე გავიდა ოთახიდან და დაინახა როგორ მიდიოდა რ------------- გინებით და როგორ დაარტყა თ--------------–--------–---–ს. კ--–--------–---–ს დარტყმის შედეგად გაუსკდა ტუჩი. იქ მყოფები მიეშველნენ თ--------------–--------–---–ს, რა დროსაც რ------------- კვლავ გაიწია დასარტყმელად. კ--–--------–---–მა თავიდან მოსაშორებლად ხელი უჯიკა, კ-----ე წაბარბაცდა, წაიქცა, მაგრამ სრულიად საღსალამათი შევიდა ოთახში. რ------------- იძახდა, რომ პოლიციას დაურეკავდა, სადღაც დარეკა, თუმცა მან არ იცის ვის ესაუბრა. რ-------------ისათვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. მომხდარ ფაქტს შეესწრნენ მ----------------------ე, ზ---------------ე და ნ-------–-------ე. შემთხვევა მოხდა რ------------ის ოთახის კართან კოლიდორში. მოწმის განმარტებით, ლეკვის თაობაზე მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს, არც ამჯერად მომხდარის შემდეგ არ დაურეკავს პოლიციისათვის. შემთხვევის შემდეგ რ------------- კვლავ არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ხოლო მომხდარიდან მეორე დღეს კ-----ის მეუღლე მივიდა თ------------ N9-ში და ლეკვის მოპარვას აბრალებდა თ--------------–--------–---–ს. მოწმე ასევე განმარტავს, რომ კ-----ის მეუღლეს თან ახლდა ქალბატონი, რომელმაც გალანძღა იქ მაცხოვრებლები და თავად წაიყვანა ლეკვი. ლეკვის მიყვანამდე მოწმეს რ-------------სთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, მათ შორის არც კონფლიქტური.

 

მოწმის სახით დაკითხულ ს--------–------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში, თ------------ N9-ში. დაზარალებული და მსჯავრდებული მისი მეზობლებია. თ------------ N9 არის საერთო საცხოვრებლის ტიპის დასახლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთახი ჰქონდა ასევე რ-------------ეს, რომელსაც ოთახში ჰყავდა ლეკვი, რის გამოც სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი, რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა, სამეზობლომ არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. ეს თხოვნა არასდროს გადაზრდილა კონფლიქტში. 2016 წლის 5 აგვისტოს მოწმე ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას, როდესაც გზად შემოხვდა სახლში მიმავალი თ--------------–--------–---–ი. ს--------–------ე, მას შემდეგ რაც დაასრულა საქმიანობა, ავიდა სახლში და მეუღლე მ----------------------ემ უთხრა, რომ თ--------------–--------–---–მა შეიგინა ძაღლის მისამართით, არასასიამოვნო სუნის გამო, „ძაღლი კიდევ არ წაუყვანიაო?!“ და ამ დროს რ-------------ე გამოვარდნილა ოთახიდან, „შენ ვის შეაგინეო“ და ხელი დაურტყამს კ--–--------–---–ისათვის, შედეგად თ----------ს ტუჩი გასკდომია. სხვა მეზობლებისაგან მომხდარზე მოწმეს არაფერი გაუგია. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე მ----------------------ე მუშაობს დილის 7 საათიდან 9-10 საათამდე და მომხდარის დროს სახლში იმყოფებოდა. რ------------ის ლეკვი კონფლიქტის დღეს, მისივე მეუღლემ და რძალმა წაიყვანეს. მოწმე უშუალოდ მომხდარს არ შესწრებია და საუბრის მიზნით არც რ------------- უნახავს მას შემდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ----------------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში, თ------------ N9-ში. დაზარალებული არის მისი დეიდაშვილი, ხოლო მსჯავრდებული - მეზობელი. ბრალდებულთან ხშირი შეხება არ ჰქონია. 2016 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათისათვის კოლიდორიდან გაიგონა ხმამაღალი საუბარი, რომ თ--------------–--------–---–მა შეიგინა ძაღლის მისამართით, რადგან ძაღლის გამო სადარბაზოში ხშირად იყო არეულობა და არასასიამოვნო სუნი. რაც მაცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა, კ--–--------–---–მა არაერთხელ მიმართა რ-------------ს, რომ გაეყვანა ლეკვი იმ ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ. შეგინება არასწორად გაიგო რ-------------მ, თავადაც შეაგინა და მოუქნია ხელი თ----------ს სახის არეში, რის შედეგადაც კ--–--------–---–ს გაუსკდა ზედა ტუჩი (ტუჩის გასკდომის ფაქტი მოწმემ შეიტყო, პირადად არ დაუნახავს). კ-----ე კვლავ გაიწია კ--–--------–---–ისაკენ, რომელმაც თავიდან მოშორების მიზნით ხელი უბიძგა და კ-----ე წაიქცა. შემდეგ გამოვიდნენ მეზობლები სიტუაციის განსამუხტად და ხალხიც დაიშალა. შემთხვევა მოხდა რ------------ის ოთახის კართან. მოწმე ხმამაღალი საუბრის გაგონებისთანავე გავიდა კოლიდორში და მომხდარი თავად დაინახა. ზ----------------ის განმარტებით, რ-------------ს დაზიანებები არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ხ-------------–--ე, ს--------–------ე, მ----------------------ე და მ---------–-------ე. მოწმე არ ფლობს ინფორმაციას პოლიციის გამოძახების შესახებ.

 

რ-------------ის განმარტებით, 2016 წლის 05 აგვისტოს დაახლოებით ხუთ საათზე, მასთან მივიდნენ მ----------------------ე და თ--------------–--------–---–ი და სთხოვეს, რომ მიეცა ძაღლი, რაზეც უარი მიიღეს. მისულებმა დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. რომან კ-----ის განმარტებით, ის ძაღლს „პედიგრით“ კვებავდა. შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ლეკვმა დაიწყო ყეფა, რაზეც კ--–--------–---–მა დაიწყო გინება. მან დარეკა პოლიციაში დასახმარებლად: „მიშველეთ თავს დამესხნენო“, კარის ჩაკეტვა ვერ მოასწრო, „დაეტაკნენ ორივე კარებს, ჩამოანგრიეს“, კარი დაზიანდა. მან მოასწრო ლეკვის ხელში აყვანა, მაგრამ ცდილობდნენ მის წართმევას. რ------------ის განმარტებით, უკნიდან მ----------------------ე იქნევდა ხელებს და მოხვდა კიდევაც ორჯერ. მესამედ მოქნეული ხელი უკვე კ--–--------–---–ს მოხვდა. თ----------მა უთხრა მ--------ს: ,,რას შვები ბიჭო, მე მირტყამო?“. მ--------მა უპასუხა: „შენ არ გირტყამ, ამას ვურტყამ, ამის დედაცო“ და კიდევ შეაგინა კ-----ეს. რ-------------მ განმარტა, რომ მას სცემდნენ „სიკვდილამდე“. დასისხლიანებული დააგდეს, დაუმტვრიეს კბილები, ასევე ტელეფონიც. როცა გონს მოვიდა, ორი მანდილოსანი წმინდავდა სისხლს, ასევე მოვიდა სასწრაფო. ბრალდებული რ------------- მიიჩნევს, რომ მოწმეებმა იცრუეს და თავადაა ამ საქმეზე დაზარალებული.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ--------------–--------–---–ი შემოწმებული იქნა 2016 წლის 06 აგვისტოს, 01:10-01:25 სთ-ზე და ჩატარებული პირადი გასინჯვით, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა მიუთითა პირადი გასინჯვის მონაცემები: 06.08.2016წ. 01:10-01:25სთ. თ--------------–--------–---–ი უჩივის ტკივილს ტუჩის მიდამოში. ზედა ტუჩის გარეთა კუთხეში მარცხნივ ქობაზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,7X0,4სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ექსპერტმა მ-------------–--ემ განმარტა, რომ შემოწმების შედეგად სხვა რაიმე დაზიანება შესამოწმებელ პირს არ ჰქონდა. ექსპერტმა განმარტა, რომ ზოგადად ადამიანის ნატურალური იარაღი წარმოადგენს მკვრივ- ბლაგვ საგანს, როგორიცაა თუნდაც თავი, კბილი და ა.შ. ხოლო საგნის ზუსტი დადგენა არის კომისიური ექსპერტიზის კომპეტენცია.

 

საქმეში არსებული №1------ შეტყობინებით ირკვევა, რომ ქ. ქ-------ში წერეთლის ქ. №1-ში „T--- ბანკთან, სასწრაფო დახმარების ექიმმა ეკატერინე ობოლაძემ განაცხადა, რომ გამოძახებაზე მისულს ნაცემი დახვდა 1--- წ. დაბადებული რ-------------. რ. კ-----ემ განაცხადა: თ------------ ქუჩაზე ასეირნებდა ძაღლს, რა დროსაც ის სცემა ახალგაზრდა მამაკაცმა, წაართვა ძაღლი და დაუზიანა მობილური ტელეფონი.

 

საქმეში არსებული №------- შეტყობინებით ირკვევა, რომ 2016 წლის 05 აგვისტოს 23:15 საათზე განყოფილებაში გამოცხადდა თ--------------–--------–---–ი, მცხ: ქ. ქ-------ი, თ------------ ქუჩა №9-ში, რომელმაც განაცხადა, რომ ამავე მისამართზე მცხოვრებმა რ-------------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზედაც ითხოვა დახმარება.

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას არ უცემია დაზარალებული თ--------------–--------–---–ი და პირიქით დაზარალებულმა და მის ახლობელმა მ----------------------ემ ცემეს თავად კენჭოშვილი, ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გამოკვლეული უნდა იქნას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №-------- დასკვნა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაყენებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, რომლის თანახმადაც გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;

დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი რ------------ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ რ-------------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - დათვალიერებისას წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში, როგორს მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე