განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2018
საქმის ნომერი
330210017002068392
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7282-17 05 მარტი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - შ-------------------------–---- (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე --–-----------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სარჩელის მოთხოვნა:

 

1. შ-------------------------–----------“ შ------------------ სასარგებლოდ, გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ - 5888.33 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. შ------------------ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ-------------------------–---“ მოსარჩელე შ------------------ სასარგებლოდ დაეკისრა - 5888.33 ლარის გადახდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 2009 წლის 09 ივლისის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში მითითებული გარემოება, ვინაიდან სასამართლო სხდომის არცერთ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელს არ განუცხადებია, რომ შ-------------------------–---- 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში უწყვეტად სარგებლობდა შ------------------ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის ქსელით. ამასთან, არ უხსენებია ქ-------–--–---------–----------ის მიმდებარედ არსებული აბონენტების რაოდენობა, მაშინ როდესაც სასამართლო რამდენიმე წლის წინანდელი გადაწყვეტილებების თანახმად, თავად განსაზღვრავს მათ.

 

5. დავის არცერთ ეტაპზე შ----------------- არ წარმოუდგენია საკუთრებაში არსებული მილსადენით, შ-------------------------–----- მიერ სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ეს უკანასკნელი გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ვინაიდან, თავდაპირველი სასამართლო დავის დროს სასარჩელო მოთხოვნის პერიოდში ქსელით სარგებლობის ფაქტი სადავო არ გამხდარა.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას - სასამართლო გადაწყვეტილებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად. სასამართლო აპელირებს სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ბუნებრივი აირის გატარების საფასურთან მიმართებით უკვე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლეთა საფუძველზეც შ-------------------------–---“ დაეკისრა შპ----------------------- მხარის მიერ ხაზობრივი ნაგებობის დარეგისტრირებიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში, გატარების საფასურის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანალოგიური წესი უნდა გავრცელებულიყო მოცემული სადავო გარემოებების მიმართაც, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება, რომელიც 2014 წლის 01 იანვარს შევიდა ძალაში და დარეგულირდა, ანუ წინასწარ გახდა ცნობილი ბუნებრივი აირის გატარებისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა (გამოსაანგარიშებელი ფორმულა).

 

7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მხოლოდ ქსელის მესაკუთრის განცხადებით მომართვის გზით კი არ წყდება, არამედ განცხადების საფუძველზე შედგენილი ხელშეკრულებით, ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი შესაბამისი აღრიცხვის კვანძის შეძენისა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შემდგომ. სასამართლომ თმენის კომპენსაცია კანონის საფუძველზე წარმოშობილ ვადებულებათა იმგვარ კატეგორიას მიაკუთვნა, რასთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის არ არის საჭირო ე.წ. კრედიტორის ნების გამოხატვა, მოცემული მსჯელობა კი ეწინააღმდეგება სემეკის დადგენილებებს.

 

8. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც შესაძლებელია შეეხოს თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქსელი ემსახურება თავად მოსარჩელის საწარმოს გაზმომარაგებას. შესაბამისად, მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მას შ-------------------------–----- მხრიდან ქსელის სარგებლობით რაიმე სახის ზიანი მიადგა, ან შეიზღუდა საკუთრებით სარგებლობა. ამასთან, ბუნებრივი აირის მოქმედი ქსელი მხოლოდ ბ/აირის გატარებას ემსახურება, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით კი მესაკუთრეს არავითარი ტექნიკური ხასიათის შეფერხება არ შექმნია, აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუგებარია თმენის კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

9. შ------------------ ქსელი წარმოადგენს მხოლოდ დამხარე ხასიათის ხაზოვან ნაგებობას, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ ზამთრის პერიოდში, იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი აირის წნევა დაბალია. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სემეკმა 2013 წლის 30 დეკემბერს მიღებული №15 დადგენილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 01 იანვარს, განსაზღვრა მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ქსელში ბუნებრივი აირის გატარების საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრის წესი. შესაბამისად, საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არის სახელმძღვანელო ხასიათის, რომლის მიხედვითაც ერთმნიშვნელოვნად უნდა დაანგარიშდეს საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია იყოს გატარების საფასურის ტოლი ან ნაკლები და არავითარ შემთხვევაში ამ ტარიფზე ნაკლები, რათა სემეკის №12 დადგენილების მე-16 მუხლისა და სემეკის მიერ დადგენილი სატარიფო განაკვეთის შეცვლა ან/და გაუარესება არ გამოიწვიოს. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება არ გაამახვილა უზენაესი სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაზე.

 

10. №15 დადგენილებაში მოცემული ფორმულებისა და მხარის გამოთვლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელში მოცემული არგუმენტაციის მიუხედავად მაინც დააკისრებს შ-------------------------–---“ საკომპენსაციო თანხის გადახდას, შ------------------ სასარჩელო მოთხოვნის ერთი თვის მოცულობა არ უნდა გასცდეს 66,63 ლარს. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს თმენის სტანდარტზეც, მაშინ როდესაც შ----------------- თავის ქონებაზე არავითარ ხარჯს არ წევდა და არც რაიმე სახის ზიანი ადგებოდა მას. მეტიც, იგი უფასოდ იღებდა იმ მომსახურებას რასაც შ-------------------------–---- ასრულებდა ქსელის დიაგნოსტიკისა და ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენახვის კუთხით. მოცემული ქმედებები რეგლამენტირებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც სავალდებულო ხასიათის მატარებელია.

 

11. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საქმესთან კავშირში არმყოფი გადაწყვეტილებები, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. მოსამართლემ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ შეასრულა ის საპროცესო მოქმედებები, რაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №---------- არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

 

15. შ----------------- რეგისტრირებულია შ-------------------------–----- აბონენტად (--------- რომელიც ყიდულობს გაზს და აკისრია ვალდებულება, გადაიხადოს მიწოდებული გაზის საფასური.

 

16. შ----------------- არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიანტს.

 

17. 2011 წლის ბოლოს შ-------------------------–--მა“ განახორციელა ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ-------–-----------–------------ მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელზე.

 

18. ქ-------–--–---------–----------ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №---------- გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 3-----------–-–------------------- დარეგისტრირებულია შ----------------- საკუთრების უფლება.

 

19. შ-------------------------–--მა“ ქ-------–--–---------–----------ის მიმდებარედ მდებარე გაზმომარაგების ქსელზე 2011 წლის ბოლოს განახორციელა მარეგულირებელი პუნქტის მიერთება. შ-------------------------–---“ აღნიშნულზე შ------------------ თანხმობა არ მიუღია.

 

20. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.

 

21. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური.

 

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----------------- უფლებამოსილია, მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიანტისაგან მოითხოვოს გატარების საფასურის ანდა თმენის კომპენსაციის გადახდა, ხოლო მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართოს სასამართლოს.

 

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ორჯერ მიმართა სასამართლოს გატარებისა და თმენის საკომპენსაციო თანხის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლო დავები მიმდინარეობს ჯერ კიდევ 2013 წლიდან, მიუხედავად ამისა, მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმება გატარების საფასურის ანდა თმენის კომპენსაციის გადახდის თაობაზე არ მომხდარა.

 

23. წარმოდგენილი სარჩელით შ------------------ მიერ სადავოდ არის გამხდარი შ-------------------------–----- მიერ 2----–-–---------------–-----------–-–--------------- პერიოდში შ------------------ საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების ქსელით სარგებლობის შედეგად ბუნებრივი აირის გატარების და თმენის საკომპესაციო თანხის ოდენობა.

 

24. პალატა აღნიშნავს, რომ შ-------------------------–----- მიერ სადავო პერიოდში შ------------------ კუთვნილი გაზმომარაგების ქსელით სარგებლობის ფაქტი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიჩნეულია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, თუმცა აღნიშნული გარემოება შედავებულია სააპელაციო საჩივრით იმ არგუმენტზე მითითებით, რომ გაზმომარაგების კომპანიის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია, რომ შ-------------------------–---- 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში უწყვეტად სარგებლობდა შ------------------ კუთვნილი ბუნებრივი აირის ქსელით.

 

25. პალატა აღნიშნავს, რომ შ-------------------------–---- 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში უწყვეტად სარგებლობის ფაქტობრივი გარემოება უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული ამავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე #2--------, პუნქტი 3.1.1.), რაც ასევე გაზიარებულია ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 იანვრს გამოტანილი გადაწყვეტილებით (საქმეზე №2--------- პუნქტი 4.1.).

 

24. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს გარდა ზეპირი შედავებისა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით უდავოდ დადგენილ შ-------------------------–----- მიერ 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში შ------------------ კუთვნილი გაზმომარაგების ქსელით უწყვეტად სარგებლობის ფაქტს გააქარწყლებდა. პალატა მიიჩნევს, რომ კვალიფიციური შედავების მიზნით აპელანტს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში (2----–-–--------------–-----------–-–---------------) შესაბამის აბონენტებს ან შეწყვეტილი ჰქონდათ გაზმომარაგება, ან ისინი სხვა ალტერნატიული საშუალებით მარაგდებოდნენ, თუმცა ასეთი გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. (საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ შედგენილი „გადართვის აქტი“ რომლითაც დგინდება, რომ 20---–-–------------------------------------------–----- მარეგულირებელი დანადგარები გადმოირთო შ-------------------------–----- კუთვნილ ქსელზე). შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ სააპელაციო შედავებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ შ-------------------------–---- 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში უწყვეტად სარგებლობდა შ------------------ კუთვნილი ბუნებრივი აირის ქსელით.

 

25. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შ------------------ საკუთრებაში არსებული ქ-------–-----------–------------ მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №---------- გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება.

 

25. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გაზის გატარების და მილსადენით სარგებლობის საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება უნდა განხორციელდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

25.1. მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების ანაზღაურების საკითხი რეგლამენტირებულია ორი ნორმატიული აქტით. პირველი, ეს არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ და მეორე - ამავე კომისიის „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანაგრიშების წესების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება.

 

25.2. სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ამ წესების მიზანია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სფეროებში მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დადგენა. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან ან საფასურის გაანგარიშებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი.

 

25.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ბუნებრივი აირის გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა.

 

25.4. შ------------------ წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლიდან შპ----------------------- არავის მოუმართავს ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამასთან, მიუხედავად შ------------------ არაერთი თხოვნისა, გაზმომარაგების ქსელზე არ მოაწყო ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის გამოც ვერ დგინდება, მილსადენი საშუალოდ თვეში რა ოდენობის გაზს ატარებს. მოსარჩელის აღნიშნული განმარტების საპირისპიროდ აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ-------------------------–--მა“ მიმართა შ----------------- ხელშეკრულების დადების მოთხოვნით და რომ ეს უკანასკნელი აღნიშნულის წინააღმდეგი იყო.

 

25.5. 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არსებობა სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს N15 დადგენილებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესის გამოყენებისათვის, ხოლო ასეთი ხელშეკრულების, ასევე, ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძის არარსებობა, (მაშინ როდესაც მილსადენის მფლობელი წინააღმდეგია მითითებული დადგენილებით განსაზღვრული დაანგარიშების წესის გამოყენებისა) გამორიცხავს 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესის გამოყენების საფუძველს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ N15 დადგენილებით გათვალიწინებული გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არ დადებაში არ დგინდება მოსარჩელის ბრალეულობა.

 

26. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ-------------------------–---“ გაზმომარაგების ქსელზე მარეგულირებელი პუნქტის მიერთებასთან დაკავშირებით შ------------------ თანხმობა არ მიუღია. შ-------------------------–----- მიერ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ-------–-----------–------------ მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელზე განხორციელდა 2011 წლის ბოლოს და სარგებლობდა - 2017 წლის 26 მაისამდე, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბრიდან ქ-------–--–---------–----------ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №---------- გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი, ობიექტის სიგრძე - 321 მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის შ-----------------, ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შ------------------ საკუთრებაში არსებული ქ-------–-----------–------------ მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

28. მითითებულ მხარეთა შორის არსებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შ--------------------------–---- შ------------------ სასარგებლოდ დაეკისრა ბუნებრივი აირის გატარების საფასურის გადახდა 2012 წლის 30 ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე პერიოდზე, 1მ3-ზე 0.02 ლარის ოდენობით. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ფასის დადგენისას მიუთითა: „იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ნოემბრიდან - 2013 წლის მაისი, სარჩელის აღძვრის მომენტი) არ არსებობს კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, შესაბამისად, გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მოხდეს რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულვებელყოფს ქსელის მფლობელის უფლებას მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზაშეწონილად მიიჩნევს 2012 წლის 30 ნოემბრიდან (ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტი) სარჩელის აღძვრის მონეტისათვის - 2013 წლის მაისამდე (5 თვე) საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის - 77 478 მ3 გათვალისწინებით 1მ3 x 0.02 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას, რაც ჯამურად შეადგენს - 7748 ლარს“. ამავე გადაწყვეტილებაში მოსამართლემ იმსჯელა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე, კერძოდ, მილსადენის მიერ თვეში საშუალოდ გატარებული ბუნებრივი აირის ოდენობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ შ------------------ საკუთრებაში არსებული ქ. თ---–-----------–------------ მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N---------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს.

 

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შ-------------------------–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2014წ. გადაწყვეტილება. პალატამ მართებულად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საფასურის ოდენობა ბუნებრივი გაზის გატარებისთვის, 0.02 ლარი 1მ3-ზე. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.10.2014წ. განჩინება). თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შ-------------------------–----- საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

31. განსახილველ დავაში მონაწილეობენ მხარეები (მოსარჩელე --–-----------------, მოპასუხე შ-------------------------–----), რომელთა შორის არსებულ ანალოგიურ სამოქალაქო დავაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბუნებრივი აირის - 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდში გატარების და თმენის საკომპესაციოდ თანხის მოპასუხეზე დაკისრებას - 5888.33 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს 0.02 ლარს 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე. ზემოაღნიშნულ სამოქალაქო დავაში დადგინდა სწორედ მითითებული ფასი, რაც დაეკისრა კიდეც მოპასუხე მხარეს.

 

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დადგენილია ფაქტების პრეიუდიცია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ის გარემოება, რომ შ------------------ საკუთრებაში არსებული მილსადენი თვეში ატარებს - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეზე არ მოპოვება, გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად მიიჩნევა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მართლზომიერია 0.02 ლარი 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე.

 

33. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს მართებულად დაეკისრა 2----–-–--------------–-----------–-–--------------- პერიოდისათვის გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის კომპენსაცია 5888.33 ლარის ოდენობით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

35. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-------------------------–----- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე