განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002121035
საქმე № 1ბ/244-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძე
ეკატერინე ობოლაძის, ოთარ ბუკიას მდივნობით
პროკურორების - ა--------–---–-----–-------------–----
ადვოკატ - რ----------–---–--
მსჯავრდებულ - ფ--------------------–-–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ფ--------------------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ფ--------------------–-–---–-- მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: დ--------–--–----ოს რაიონის სოფელი ზ------------ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რუსთავი, ზ------–--–---–------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით:
ფ--------------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ოდენობით. ფ--------------------–-–---–ს პატიმრობაში ყოფის ვადა 2017 წლის 23 სექტემბრის 03:10 საათიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ ფ--------------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ხანგრძლივობით;
ფ--------------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 23 სექტემბერს, ქ. რუსთავში, ზ------–--–---–------------ში მცხოვრებ მ---------------–---–ს, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა მეუღლემ, ფ--------------------–-–---–მა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს მისცა შენიშვნა, თუ რატომ გაჰქონდა ავტოფარეხიდან ოჯახის კუთვნილი ნივთები, მცირეწლოვანი შვილების, 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული თ-------------------–-–---–ისა და 2015 წლის 8 ივნისს დაბადებული გ------------------–-–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულ ფ--------------------–-–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმება და ფ--------------------–-–---–-- გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ფ--------------------–-–---–-- მიმართ დაადგინა ვარაუდის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის გარეშე. ფ--------------------–-–---–ს მ---------------–---–ისათვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, კონფლიქტი თავად დაზარალებულმა წამოიწყო და როცა ფ---------ი შეეცადა გაცლოდა, მანქანაში ჩაჯდომისას მ---------------–---–მა მარჯვენა ხელზე უკბინა, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ------------------–-–---–მა, მან ასევე აღნიშნა, რომ მის ძმას შეურაცხყოფას მ---------------–---–ი აყენებდა და როცა ფ--------------------–-–---–ი 112-ში დარეკვას შეეცადა მ------მა ხელი შეუშალა და თავად დაასწრო დარეკვა. ფ--------------------–-–---–-- და გ------------------–-–---–ის თანმიმდევრული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის მ---------------–---–ის, ა--------------–---–ის და ე----------–----–---–ის ჩვენებებთან. მცდარია სასამართლოს განმარტება, რომ გ------------------–-–---–ი დაინტერესებულია მისი ძმის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანით და არ აწვდის სასამართლოს სწორ ინფორმაციას, ვინაიდან მოწმე გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და რა დაინტერესებაც არ უნდა ჰქონდეს ტყუილს არ იტყვის. აპელანტის აზრით სასამართლომ განაჩენში არ გაიზიარა პოზიცია მ---------------–---–ის თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილების შესახებ, როცა 2017 წლის 30 აპრილის სისხლის სამართლის საქმეზე შეწყვეტის შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ მ---------------–---–მა გატეხილი ფინჯნის ნატეხით ყელის და კისრის არეში მიიყენა დაზიანება, ხოლო შემდეგ გამოვარდა ქუჩაში, აიღო ქვა და რამოდენიმეჯერ ჩაირტყა თავის არეში. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალიდან’’ მიღებული შეტყობინება, რომლის თანახადაც თითქოს მ---------------–---–ი მეუღლემ ცემა.
აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 21 სექტემბერს, ფ--------------------–-–---–სა და მ---------------–---–ს შორის კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა იყო და არა საჭმლის ფულის მოთხოვნა, რაც დამალა მ---------------–---–მა, მას დაემართა ფსიქიკური აშლილობა და მიიყენა დაზიანებები. ექსპერტის განმარტებიდან გამომდინარე დასკვნაში აღნიშნული ნაჭდევების ნაწილი შესაძლოა იყოს თვითდაზიანებით მიყენებული, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. რაც შეეხება კბენის მომენტს თითქოს მ------მა უკბინა ფ---------ს თმებში მოქაჩვის დროს არ არის სწორი, კბენა მოხდა ზუსტად იმ ვითარებაში როგორც ეს აღნიშნეს სასამართლო განხილვის დროს ფ--------- და გ------------------–-–---–ებმა და ნაწილობრივ დაადასტურა ე----------–----–---–მაც.
აპელანტის აზრით, ორაზროვანი და არადამაჯერებელია ა--------------–---–ისა და ე----------–----–---–ის ჩვენებები, ამასთან, მათ გამოძიებაში მიცემული ჩვვენებებისაგან რადიკალურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოში. ამიტომ მათი ჩვენებები დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
მსჯავრდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტთა განმარტებას, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ფ--------------------–-–---–-- მიმართ დაადგინა ვარაუდის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის გარეშე, პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ფ--------------------–-–---–-- მიერ მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით.
აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ფ--------------------–-–---–ს მ---------------–---–ისათვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, კონფლიქტი თავად დაზარალებულმა წამოიწყო და როცა ფ---------ი შეეცადა გაცლოდა, მანქანაში ჩაჯდომისას მ---------------–---–მა მას მარჯვენა ხელზე უკბინა, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ------------------–-–---–მა. თავისი პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარე აპელირებს ფ--------- და გ------------------–-–---–ების ჩვენებებზე, კერძოდ:
მსჯავრდებულმა ფ--------------------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს მეუღლესთან - მ---------------–---–თან მოუვიდა კამათი, რისი მიზეზიც გახდა მ---------------–---–ის მიერ საჩუქარად მიღებული წიგნი და ტკბილეული, რომელიც მათი არასრულწლოვანი შვილის გადმოცემით, აჩუქა უცნობმა მამაკაცმა. მის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო ის მამაკაცი, მ---------------–---–მა დაიწყო არაადეკვატური ქცევა, კერძოდ: თავს ურტყამდა კედელს და იატაკს, ამასთან ყვიროდა, რომ თუ გაშორდებოდა გადახტებოდა ფანჯრიდან. აღნიშნულის შესახებ ფ--------------------–-–---–მა შეატყობინა მეუღლის მამას, ძმას და დედას, რომლებსაც მოსთხოვა ქ. რუსთავში ჩასვლა და შვილისთვის ყურადღების მიქცევა. მან ასევე სსიპ 112-ის მეშვეობით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასწრაფოს ექიმმა მ---------------–---–ს გაუკეთა დამამშვიდებელი მედიკამენტები. მომხდარიდან დაახლოებით 03 საათში, მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში, მივიდა მ---------------–---–ის მამა - ა------ მ-------–---–ი, რომელსაც ფ---------მა მოუყვა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ აღარ სურდა მ------თან ცხოვრება, რის შემდეგაც დატოვა სახლი და წავიდა ძმასთან ქ. თბილისში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა სოფელში.
2017 წლის 23 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 01:00 საათზე, ძმასთან - გ------------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. რუსთავში, მის მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში და გ------------------–-–---–ის დახმარებით, ამ უკანასკნელის კუთვნილ მიკროავტობუსში ტვირთავდა მის მიერ შეძენილ ავტონაწილებს. ამ დროს მათთან მივიდა მ---------------–---–ი და დაუწყო ყვირილი, რომ მანქანის ნაწილები იყო მისი შვილების და არ წაეღო. ფ--------------------–-–---–ი ცდილობდა მ---------------–---–ს დამშვიდებას, თუმცა მ------ი არ ეშვებოდა, ეჯაჯგურებოდა, აგინებდა, ემუქრებოდა, რომ პოლიციაში დარეკავდა და ნაწილებს წაართმევდა. გ------------------–-–---–მა დაკეტა ავტოფარეხი და მიკროავტობუსი გადააყენა მოშორებით. ფ--------------------–-–---–ი ცდილობდა ძმის მართვის ქვეშ არსებულ მანქანაში ჩაჯდომას, მაგრამ მ---------------–---–ის ჯაჯგურის გამო ვერ მოახერხა. ამ დროს მათთან მივიდა ა--------------–---–ი, რომელმაც ფ---------ს მოუწოდა დაერტყა მ------ისთვის, თუმცა მას არ დაურტყამს. მან, მ------ის თავიდან მოშორების მიზნით, დარეკა 112-ში. ამ პერიოდში, მისმა ძმამ უფრო მოშორებით გადააყენა მანქანა და როდესაც ის უკვე უნდა ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, მ------მა მას ხელზე უკბინა. ფ--------------------–-–---–-- განმარტებით, მას მ---------------–---–ისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც 2017 წლის 21 სექტემბერს და არც 23 სექტემბერს. მან ასევე განმარტა, რომ მანქანაში ა--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა მ------ის დედა ე----------–----–---–ი, ხოლო, ბავშვები არ დაუნახავს.
მსჯავრდებულის ჩვენება დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ------ი ო--------–-–---–მა, მისივე განმარტებით, მ---------------–---–ი ეჯაჯგურებოდა ფ--------------------–-–---–ს არ აძლევდა მანქანაში ჩაჯდომის საშუალებას, თან სთხოვდა არ წასულიყო და შერიგებოდა. ჯაჯგურის შედეგად მ------მა ფ---------ს მაისური შემოახია. ამავე დროს, ჯერ მ---------------–---–მა და შემდეგ ფ--------------------–-–---–მა დარეკეს სსიპ 112-ში. ფ--------------------–-–---–მა სცადა მანქანაში ჩაჯდომა, რა დროსაც მ---------------–---–მა ფ---------ს უკბინა ხელზე. კბენის შედეგად მიყენებული ტკივილის გამო ფ---------მა იყვირა და ძმას სთხოვა დახმარება. ფ--------------------–-–---–-- ყვირილის ხმაზე მათთან მივიდა მ------ის მამა ა----------------–---–ი და მ------ს შეაგინა დედის მისამართით და ხელიც გაარტყა. სწორედ ამ დროს მივიდა პოლიცია და ფ--------------------–-–---–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
დაცვის მხარის პოზიციას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული მ------ მ-------–---–ის მიერ გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ხუთი წელია არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ფ--------------------–-–---–თან. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობდა ქ. რუსთავში, ზ. ფალიშვილის ქ.N3/50-ში. 2017 წლის 23 სექტემბერს, როდესაც მ---------------–---–ი მშობლებთან: ა--------------–---–თან, ე-----------–----–---–თან და მცირეწლოვან შვილებთან: გ------ი და თ-------------------–-–---–ებთან ერთად, რაიონიდან ქალაქ რუსთავში ბრუნდებოდა, დაახლოებით 01:00 საათზე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანიდან დაინახა ფ--------------------–-–---–ი, რომელსაც მათ მიერ ნაქირავები ავტოფარეხიდან გაჰქონდა ავტომანქანის ნაწილები. ფ---------თან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმა - გ------------------–-–---–ი. მ------მა ფ---------ს უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში და მოუყვებოდა ავტომანქანის ნაწილებზე. ტელეფონზე აკრიფა ნომერი 112, რაზეც ფ--------------------–-–---–ი გაბრაზდა, მივიდა მასთან და ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც მ---------------–---–მა იგრძნო ტკივილი. აღნიშნულს შეესწრნენ მისი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები. მამა - ა--------------–---–ი და დედა - ე----------–----–---–ი, ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ფ---------ი, თუმცა მან მაინც მოახერხა მისთვის მკლავებისა და ნიკაპის არეში დარტყმა. კონფლიქტის მიმდინარეობისას მ---------------–---–მა მოახერხა 112-ში დარეკვა და აღელვებისა და ნერვიულობის გამო, რადგან ვერ საუბრობდა და ხმაც კი დაკარგა, ოპერატორს გაუგებრად გადასცა, რომ კონფლიქტი ჰქონდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მან ფ--------------------–-–---–ს ხელზე უკბინა, მისგან თავის დაღწევის მიზნით. სხვაგვარი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისივე განმარტებით მათ შორის კონფლიქტი მოხდა 21 სექტემბერსაც, რის მიზეზიც იყო ის, რომ ფ--------------------–-–---–ს სთხოვდა შვილებისათვის საარსებო ფულს.
იგივე დაადასტურა მ---------------–---–მა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებაშიც.
დაზარალებულ მ---------------–---–ის ჩვენება დაატასტურეს სასმართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მისმა მშობლებმაც, კერძოდ:
მოწმე ა------ მ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილს მ---------------–---–ს და ფ--------------------–-–---–ს ქორწინების პერიოდში არაერთხელ მოსვლიათ კონფლიქტი, რის გამოც შორდებოდნენ და შემდგომ ისევ რიგდებოდნენ. ფ--------------------–-–---–-- მიმართ მ---------------–---–ზე ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელი, თუმცა მაინც აპატიეს და ცოლ-ქმარი შერიგდნენ. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 21 სექტემბერს, მ------ს და ფ---------ს მოუხდათ კონფლიქტი მათ საცხოვრებელ ბინაში ქალაქ რუსთავში, ფ---------მა იეჭვიანა მ------ზე, ვინაიდან ამ უკანასკნელს გზად ვიღაცამ ბროშურა აჩუქა. იმ დროს მათთან იმყოფებოდა და ამ კონფლიქტის შემსწრე თავადაც გახდა. კონფლიქტის მერე, მიუხედავად მისი თხოვნისა, ფ--------------------–-–---–ი მაინც წავიდა სახლიდან. ა------ მ-------–---–მა მ---------------–---–ი მცირეწლოვან შვილებთან ერთად წაიყვანა სოფელ კ-------ში, თავის საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა--------------–---–ი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, მეუღლესთან - ე-----------–----–---–თან, შვილთან - მ---------------–---–თან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, სოფელ კ-------იდან გაემგზავრა ქ. რუსთავში, რათა დაეცალათ მ---------------–---–ის ნაქირავები ბინა და წაეღოთ მათი პირადი ნივთები. ბინაში მისვლამდე შეამჩნიეს, რომ ფ--------------------–-–---–ი ავტოფარეხიდან ლითონის ნივთებს ტვირთავდა „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში. ფ--------------------–-–---–-- დანახვისთანავე, მ---------------–---–მა მოითხოვა მანქანის გაჩერება. ა------ მ-------–---–მა მისი კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაახლოებით სამი მეტრით გასცდა ფ--------------------–-–---–-- ნაქირავებ ავტოფარეხს და ავტომანქანას, რათა მის შვილს და სიძეს მისცემოდათ შესაძლებლობა განმარტოებით ესაუბრათ. მ---------------–---–ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, ა--------------–---–მა გაიგონა, რომ მისი შვილი მიმართავდა ფ--------------------–-–---–ს, რატომ იპარავდა და ყიდდა ჯართს, ფული შვილებისთვის მოეხმარებინა, ამასთან მიმართა სიტყვებით, რომ იყო მატყუარა და არაკაცი. ჩხუბის დაწყება და პირველი დარტყმა ა------ მ-------–---–ს არ დაუნახავს, თუმცა ესმოდა წივილ-კივილის ხმა და დაინახა, რომ ფ--------------------–-–---–ს თმებით ჰყავდა დაჭერილი მ---------------–---–ი და მუშტებით ცემდა თავისა და მხრების არეში. შვილის საშველად წასულმა ა--------------–---–მა დაინახა, რომ ავტომანქანაში, რომელშიც ფ--------------------–-–---–ი ტვირთავდა ლითონის ნივთებს, საჭესთან იჯდა მისი ძმა, რომელმაც ავტომანქანა გადააყენა რამდენიმე მეტრის მოშორებით. ფ--------------------–-–---–ი განაგრძობდა მ---------------–---–ის ცემას და თან მიათრევდა ავტომანქანისკენ, მიიმწყვდია მანქანის კართან და სცემდა. ა--------------–---–მა სიკოჭლის გამო დროულად ვერ მოახერხა მიშველებოდა შვილს. ამ დროს, ფ--------------------–-–---–-- ძმა ავტომანქანის საჭესთან იჯდა და უყურებდა მიმდინარე მოვლენებს, იგი არ ცდილობდა ძალადობის შეჩერებას, როდესაც ა--------------–---–ი მივიდა მოჩხუბარ ცოლქმართან და ცდილობდა მათ გაშველებას, სავარაუდოდ, სწორედ ავტომანქანის საჭესთან მჯდომმა ფ--------------------–-–---–-- ძმამ ჩაარტყა რაღაც საგანი თავის არეში, რის გამოც ა--------------–---–ს მომდევნო დღეებში თვალზე სისხლჩაქცევა განუვითარდა. მოწმის განმარტებით, ფ--------------------–-–---–-- მხრიდან მ---------------–---–ზე ძალადობა, რაც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა და აღკვეთილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდე. ამ ფაქტს ავტომანქანიდან უყურებდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ტიროდნენ, ხოლო მისი მეუღლე ე-----------–----–---–ი ცდილობდა მათ დამშვიდებას. ა------ მ-------–---–მა აღნიშნა, რომ მ---------------–---–ის მიერ ფ--------------------–-–---–--თვის კბენის პროცესი არ დაუნახავს. მან არ დაადასტურა მ---------------–---–ის მიერ წარსულში თვითდაზიანებების მიყენების ფაქტები. ა--------------–---–ის განმარტებით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ მ---------------–---–ი გაემგზავრა თურქეთში და მუშაობს ქარხანაში.
მოწმე ე------------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს შვილი მ---------------–---–ი, რომელიც 6 წელია დაქორწინებულია ფ--------------------–-–---–ზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ არაერთხელ ჰქონიათ კონფლიქტი, რის გამოც შორდებოდნენ, თუმცა შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. მოწმის განმარტებით, მეუღლეთა შორის კონფლიქტის მიზეზი იყო ფ--------------------–-–---–-- ეჭვიანობა მ---------------–---–ის მიმართ. 2017 წლის 23 სექტემბრის, დაახლოებით 00:00 საათზე, მის მეუღლესთან - ა------ მ-------–---–თან, შვილთან - მ---------------–---–თან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად სოფელ კ-------იდან ჩავიდა ქ. რუსთავში, სადაც მიუახლოვნდნენ რა მ---------------–---–ის ოჯახის დროებით საცხოვრებელ კორპუსს, მ---------------–---–მა შენიშნა ფ--------------------–-–---–ი და ამ უკანასკნელის ძმა გ------------------–-–---–ი, რომლებიც ავტოფარეხიდან ეზიდებოდნენ მანქანის ნაწილებს და ტვირთავდნენ ყვითელი ფერის „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში. მ---------------–---–მა, ა------ მ-------–---–ს მოსთხოვა გაეჩერებინა ავტომანქანა, რათა გაერკვია, თუ რა ხდებოდა. ავტომანქანის გაჩერებისთანავე მ---------------–---–ი გადავიდა მანქანიდან და ფ--------------------–-–---–ს ჰკითხა, თუ რატომ გაჰქონდა მანქანის ნაწილები გასაყიდად, რამაც გამოიწვია კამათი, რაც მალევე გადაიზარდა ჯაჯგურში. მოწმის განმარტებით, მან უშუალოდ დაინახა, ფ--------------------–-–---–-- მხრიდან მ---------------–---–ზე ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში დარტყმა და თმებში ჩაჭიდებით გათრევა. ასევე დაინახა, რომ თმებში წვდომის შემდეგ მ---------------–---–მა ხელზე უკბინა ფ--------- ო--------–-–---–ს. ფ--------------------–-–---–-- მხრიდან მ---------------–---–ზე ძალადობის ფაქტს ავტომანქანიდან უყურებდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც შიშისგან ტიროდნენ, ე-----------–----–---–ი ბავშვებს ამშვიდებდა და ვერ ახერხებდა მანქანიდან გადასვლას შვილის დასახმარებლად. მისივე განმარტებით, ღამის საათების და ცუდი ხილვადობის გამო, მისგან მოშორებით მიმდინარე კონფლიქტს ვეღარ ხედავდა და ესმოდა მხოლოდ ჩხუბის და ყვირილის ხმა. ფ--------------------–-–---–-- მხრიდან მ---------------–---–ზე განხორციელებულ ძალადობა გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და ესწრებოდნენ გასაშველებლად მისული მ---------------–---–ის მამა - ა------ მ-------–---–ი და ფ--------------------–-–---–-- ძმა გ------------------–-–---–ი, რომელიც იჯდა მიკროავტობუსის საჭესთან და ჩხუბში არ ჩარეულა.
აპელანტთა განმარტება, რომ ფ--------------------–-–---–ს მ---------------–---–სათვის დაზიანებები არ მიუყენებია და შესაძლებელია აღნიშნული მან თავად მიიყენა, წინააღმდეგობაშია არა მარტო ფ--------- და გ------------------–-–---–ების ჩვენებებთან, არამედ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, კერძოდ:
ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის 2017 წლის 23 სექტემბრის #0-------- დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, 11:30 საათზე მ---------------–---–ს ობიექტურად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე მაღლა, ზომით 2,7x0,2სმ; ასეთივე ხასითის ნაჭდევები აღენიშნებოდა: ნიკაპის მიდამოში ზომით 0,3x0,2სმ; კისრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 1,2x0,1სმ; მკერდის ძვლის მიდამოში მეორე ნეკნის დონეზე ზომით 8,7x0,2სმ; და 3,9x0,2სმ; მარჯვენა დელტისებური მიდამოს წინა ზედაპირზე ზომით 1,3x0,3სმ; მარჯვენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე ზომით 2,5x0,1სმ; და ქვედა მესამედის შუა ზედაპირზე 2,4x0,2სმ; მარცხენა მხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო - მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5x2,1სმ; ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა: შუბლის მიდამოში ზომით 2,1x2სმ; მარჯვენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე ზომით 3,5x2,8სმ. მარცხენა წინამხრის ზედა მესამედის წინა გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოვარდისფრო, მორბილო ნაწიბური სწორი კიდეებითა და წამახვილებული კუთხეებით, კანის დონეზე მაღლა, ზომით 3,2x0,4სმ; ასეთივე ხასიათის ნაწიბურები აღენიშნებოდა: მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე ზომით 1,7x0,2სმ; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე ზომით 1,4x0,2სმ; მარცხენა წინამხრის შუა და ზედა მესამედის გარეთა და უკანა ზედაპირზე აღინიშნებოდა მოთეთრო ფერის თხელი მორბილო ნაწიბურები სწორი კიდეებითა და წამახვილებული კუთხეებით, კანის დონეზე, ზომით 3x0,2სმ; 1,2x0,2სმ; და 1,5x0,2სმ.
დასკვნის მიხედვით, მ---------------–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ნაკვეთი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები ორივე ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით; დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო ნაწიბურები ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია).
ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის 2017 წლის 23 სექტემბრის #0-------- დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 სექტემბერს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეზღუდული ხელოვნური განათების პირობებში ფ--------------------–-–---–ს ობიექტურად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა წინამხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ნაჭდევი მოწითალო ფერის მშრალი ფუფხით კანის დონეზე ოდნავ მაღლა ზომით 1,7x1,4სმ. ხერხემლის მიდამოში დუნდულების მაღლა აღენიშნება სწორკიდეებიანი, მოთეთრო ფერის, მორბილო ნაწიბური კანის დონეზე ზომით 8,1x0,1სმ.
სამედიცინო ექსპერტის მიერ ფ--------------------–-–---–-- სხეულზე არსებული დაზიანებები შეფასდა შემდეგი სახით: ფ--------------------–-–---–ს 2017 წლის 23 სექტემბერს, ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ასევე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომი ნაწიბურები წელის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით 1,5 წელზე მეტისაა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ა-–-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
აპელანტები აპელირებენ ექსპერტის ჩვენებაზე და განმარტავენ, რომ შესაძლებელია დაზიანებები თავად მ---------------–---–ს მიეყენებინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, შემდეგს: მართალია, ექსპერტმა ა-–-------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იმ გარემოებას, შეეძლო თუ არა დაზარალებულ მ---------------–---–ს სხეულზე არსებული დაზიანებები მიეღო თვითდაზიანების შედეგად, ვერც გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს, ვინაიდან ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება და წარმოადგენს კომპლექსური ექსპერტიზის უფლებამოსილებას. თუმცა პალატა ითვალისწინებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების, მათ შორის მსჯავრდებულის ძმის ჩვენებით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ფ--------------------–-–---–ი და მ---------------–---–ი წაიყვანეს რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩვენების მისაცემად. როგორც დაკავების ოქმიდან ირკვევა ფ--------------------–-–---–-- პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის დროა 02:30 საათი, ხოლო მ---------------–---–ის დაკითხვა დაიწყო 02:36 საათზე, ბუნებრივია ასეთ პირობებში, სურვილის შემთხვევაშიც კი ეს უკანასკნელი თვითდაზიანებებს ვერ მიიყენებდა.
შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ფ--------------------–-–---–-- და გ------------------–-–---–ის ჩვენებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდის მ---------------–---–ის, ა--------------–---–ის და ე----------–----–---–ის ჩვენებებთან, ასევე წინააღმდეგობაშია მ---------------–---–ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, მას სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რომელთა განვითარება იმ ქმდებათა შედეგად, რომელსაც გ------------------–-–---–ი აღწერს, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მ---------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია და განვითარების მექანიზმი ადასტურებს, რომ მათი განვითარება მოხდა სწორედ ისეთ გარემოებებში, როგორც ამას აღწერენ ბრალდების მხარის მოწმეები: მ---------------–---–ი, ა------ მ-------–---–ი და ე-----------–----–---–ი.
რაც შეეხება 2017 წლის 23 სექტემბრის 01:16:20 საათზე, 01:17:49 საათზე, 01:17:53 საათზე, 01:17:56 საათზე და 01:18:28 საათზე მ---------------–---–ის მიერ მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-----------, სსიპ 112-ში განხორციელებული შეტყობინების შენიშვნას, რომლის თანახმადაც ოპერატორმა ივარაუდა, რომ ზარის ინიციატორი ეჩხუბებოდა ქმარს, საუბრობდა არაკორექტულად და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, პალატას მიაჩნია, რომ მ---------------–---–ის არაკორექტული საუბარი და ზარების ინტენსიურობა გამოწვეული იყო თავის დახსნის მცდელობებით მოძალადისაგან, რომელიც მოცემულ მომენტში ფიზიკურად უსწორდებოდა მას, დაზარალებული კი ამ ფონზე ცდილობდა შეტყობინების განხორციელებას, რაც ოპერატორის მიერ აღქმული იქნა ნასვამი ადამიანის საუბრად. მ---------------–---–ის მიერ 112-ში განხორციელებული იქნა ხუთი ზარი, მცირედი ინტერვალებით, ზარების რაოდენობა და მათი ინტენსივობა, მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს არ აძლევდნენ შესაძლებლობას შეტყობინება გადაეცა სრულად და კორექტულად, რაც დასტურდება მისი ჩვენებითაც.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს მსჯავრდებულ ფ--------------------–-–---–-- მიერ სსიპ 112-ში განხორციელებულ შეტყობინებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ ფ--------------------–-–---–ი სხვადასხვა მოტივით ხშირად აკეთებდა შეტყობინებებს, ითხოვდა საპატრულო ეკიპაჯის დახმარებას, შემდეგ აუქმებდა შეტყობინებას, შეტყობინებების ნაწილი მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს ეხებოდა, მაგალითად: 2016 წლის 11 აგვისტოს 21:20:52 საათზე, განხორცილებული შეტყობინებით ფ--------- ო--------–-–--–მა ოპერატორს განუცხადა, რომ მეუღლესთან იყო გაცილებული და შვილებს დედასთან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება. მისი მეუღლე ბავშვებს სცემდა, სავარაუდოდ არ ჰქონდათ მოწესრიგებული კვება, სხვადასხვა პიროვნებებთან (მამაკაცებთან) ჰქონდა ურთიერთობა და ბავშვებს ამის გამო არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლის მეგობარი მამაკაცები უკავშირდებოდნენ ტელეფონით და აწუხებდნენ. 112-ის ოპერატორმა მოქალაქეს შესთავაზა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რაზეც ინიციატორმა განაცხადა, რომ ცოტახანში, განმეორებით დაუკავშირდებოდა. იმავე დღეს მოქალაქემ განახორციელა ანალოგიური შინაარსის შეტყობინება.
2017 წლის 08 აპრილს, 10:47:24 საათზე, გაკეთებული შეტყობინებით, ირკვევა, რომ მას სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება დ--------–--–----ოს რაიონის, სოფ. ზ------------ში, ვინაიდან მისმა მეუღლემ შვილები დატოვა და წავიდა.
რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება ადასტურებს, რომ 2017 წლის 8 აპრილს დილის საათებში მ---------------–---–ი მიყენებული თვითდაზიანებებით მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში.
2017 წლის 01 ივლისს ორჯერ გაკეთებულ შეტყობინებაში ფ--------------------–-–---–ი ითხოვდა საპატრულო ეკიპაჟის დახმარებას, რადგან პრეტენზია გააჩნდა ჯარიმასთან დაკავშირებით, რომელიც საპატრულო პოლიციამ დაუწერა.
2017 წლის 21 სექტემბერს 17:59:37 საათზე ზარი წამოწყებისთანავე გაწყდა, რის შემდეგაც 18:00:17 საათზე დაუკავშირდა 112-ის ოპერატორი მოქალაქეს, რომელმაც განუცხადა, რომ ქ. რუსთავში, ფ--–--–---–------------------------, სჭირდებოდათ მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მისი თქმით პაციენტს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა.
2017 წლის 23 სექტემბერს კი ფ--------------------–-–---–მა 01:19:44 საათზე კვლავ მიმართა სსიპ 112-ს და ითხოვა საპატრულო ეკიპაჟის დახმარება, ვინაიდან ქ. რუსთავში ფალიაშვილის ქუჩაზე, კორპუს 50-თან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი.
ამდენად, დაცვის მხარის განმარტება, რომ ფ--------------------–-–---–-- მიერ სსიპ 112-ში განხორციელებული ზარი, ადასტურებს მისი ჩვენების სანდოობას, გაზიარებული ვერ იქნება.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის N3------ გადაწყვეტილებით, ფ-------- ო--------–-–---–ი ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ---------------–---–ი ძალადობის მსხვერპლად, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და მოძალადე ფ--------------------–-–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან მ---------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ხოლო. ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 აპრილის N4------- დადგენილებით, ფ--------------------–-–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 03 (სამი) დღის ვადით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტთა მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ დანშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ფ--------------------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ფ--------------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათი;
ფ--------------------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2017 წლის 23 სექტემბრის 03:10 საათიდან 2017 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ ფ--------------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ხანგრძლივობით;
განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ფ--------------------–-–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე