განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210116001533378
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-869-17 02 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ი---- პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რია ი---- ურ--–--ე შპს ,,აჭ-----–ი” პ----- ბო-–----ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ,,აჭ-----–ისათვის“ დამატებით, პირგასამტეხლოს სახით 4959,70 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიასა“ და შპს ,,აჭ-----–ს“ შორის, 2013 წლის 31 მაისს, 2014 წლის 2 ივნისს და 2015 წლის 5 მაისს დაიდო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხის დაკვეთით აწარმოა სა-–----ლო და მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშების ლ-----------რიული გამოცდები. მოპასუხის დაკვეთით მოსარჩელე განსაზღვრავდა წარდგენილი ბეტონის ნიმუშების სიმტკიცეს კუმშვაზე. ერთ ნიმუშზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 11 ლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის, ან ანგარიშფაქტურის საფუძველზე. შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 2013 წლის პერიოდზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.15 %-ის ოდენობით, ხოლო 2014-2015 წლებში 0.5 %-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და მომსახურების ღირებულება არ გადაიხადა, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა -1140 ლარი, ხოლო 2013-2015 წლების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო- 6019.70 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას და განმარტა, რომ შპს ,,აჭ-----–ს“ მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს სა-–----ლო და მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშებზე მისი დაკვეთით ჩატარებული ლ-----------რიულ გამოცდების ღირებულება 1140 ლარი. ასევე დაადასატურა, რომ მან 2013-2014 და 2015 წლებში გადააცილა გადახდის ვადებს, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულად მიიჩნია და მისი შემცირება მოითხოვა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. შპს ,,აჭ-----–ს“, სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სასარგებლოდ დაეკისროს 2343.94 ლარის გადახდა. მასვე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი ბაჟის 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება; 3. სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახ. ბაჟის გადახდა 114.79 ლარის ოდენობით; 4. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შპს ,,აჭ-----–ი“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2013 წლის 28 მაისიდან და აწარმოებს სა-–----ლო და მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშების ლ-----------რიულ გამოცდებს. 2.2. სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიასა“ და შპს ,,აჭ-----–ს“ შორის, 2013 წლის 31 მაისს, 2014 წლის 2 ივნისს და 2015 წლის 5 მაისს დაიდო ლ-----------რიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდენ, რომ შპს ,,აჭ-----–ის“ დაკვეთით სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რია“ ჩაატარებდა სა-–----ლო და მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშების ლ-----------რიულ გამოცდებს. ერთ ნიმუშზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 11 ლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის, ან ანგარიშფაქტურის საფუძველზე. შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხეს უნდა ჩაერიცხა ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2.3. 2013 წლის 31 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.15 %-ის ოდენობით. ხოლო 2014 წლის 2 ივნისის და 2015 წლის 5 მაისის ხელშეკრულებით მიხედვით- 0.5 %-ის ოდენობით. 2.4. სადავო არ არის ის გარემოება რომ მოსარჩელემ სამივე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის დაკვეთით აწარმოა სა-–----ლო და მოსაპირკეთებელი მასალების ნიმუშების ლ-----------რიული გამოცდები, მოპასუხეს წარუდგინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურები, თუმცა მოპასუხემ ღირებულების ნაწილი გადაიხადა, ხოლო ნაწილი თანხის გადახდის ვადას გადააცილა. 2015 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას გადასახდელი აქვს 1140 ლარი, ხოლო 2013-2014 წლის ხელშეკრულებებიდან ძირი თანხა ვადაგადაცილებით სრულად აქვს გადახდილი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 361-ე 417-418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა და იგი გამომდინარეობს საქ. სსკ- ის 629-ე მუხლის საფუძვლიდან. მოსარჩელე მენარდეა, ხოლო მოპასუხე შემკვეთია. მხარეები არ დაობენ, რომ მოსარჩელემ, ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, ხოლო მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის და 0.15 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.5 %-დან შემცირდეს 0,1 % -მდე, ხოლო 0.15 %-დან -0.03-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1203.94 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი შპს ,,აჭ-----–"-ზე პირგასამტეხლოს სახით 4959,70 ლარის დაკისრების ნაწილში. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა, მხოლოდ პირგასამტეხლოს გონივრულობა. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა, რომ შპს ,,აჭ-----–"-ს გადასახდელი აქვს სსიპ - ტექნიკურ და სა-–----ლო ლ-----------რიაზე მომსახურეობის საფასური 1140 ლარი, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველდღიურად, დავალიანების 0.5% და 0.15% არაგონივრულად ჩაითვალა, ამასთან სასამართლომ მისი ოდენობა ერთ შემთხვევაში 0.1%-მდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 0.03%-მდე შეამცირა. 3.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოსთვის მინიჭებული უფლება - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანამდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. განსახილველ შემთხვევაში, ეს შეფასება არასწორია, რადგან ე.წ. ,,სუსტი მხარე" არის შპს ,,აჭ-----–ი", რომელიც წლებია აქტიურად ჩართულია სხვადასხვა ეკონომიკურ ურთიერთობებში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ ,,ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხა შეადგენს 1140 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა-533 დღეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შემცირებულ ოდენობაზე-0,1%-ზე გაანგარიშებით ერთი დღის პირგასამტეხლო განსაზღვრა 1,14 ლარი, ხოლო 533 დღეზე-607,62 ლარი. შესაბამისად, 2013-2014 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე გადასახდელი პირგასამტეხლო განისაზღვრა 596,32 ლარი (1203,94-607,62=596,32). 4.4. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სადავოა მათი სამართლებრივი შეფასება კერძოდ, სკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით, პირგასამტეხლოს შემცირება. სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.5-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. 4.5. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ, მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ 2013-2014 წლის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე 0,03%-ზე გაანგარიშებით დაკისრებული პირგასამტეხლო-596,32 ლარი უზრუნველყოფს ხელშეკრულების მეორე მხარის (მენარდის) ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა გარკვეული საზღაურის გადახდა. 4.6. რაც შეეხება 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობას-607,62 ლარს, პალატას ასევე გონივრულად მიაჩნია. მართალია, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, იმის მიუხედავად კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორისათვის ზიანის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის დასაბუთებულობას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიასათვის“ უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-198,39 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ტ---------- და სა-–----ლო ლ-----------რიას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ი---- პერანიძე