განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002218249
(1/ბ-217-18წ)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ მიქაილ ქობულაძის,ადვოკატის - ირაკლი შენგელიას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------–------------------------------–--–ის მიმართ, დაბადებული 196- წლის 21 მარტს, ა---------- რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ა--------------------–----------–--ი, სახლი №21,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------–----------------–--–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა; რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა---------- ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა------–----------------–--–ი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N444-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი და არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ა------–----------------–--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა------–----------------–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორი მიქაილ ქობულაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში და ა------–----------------–--–ის საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და კანონის შესაბამისად განსაზღვრული სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ა------–----------------–--–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, ვინაიდან ქმედების ჩადენის დროს ა------–----------------–--–ი განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირი იყო და ადგილი ჰქონდა დანაშაულის რეციდივს სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელი უნდა დაენიშნა სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს მიქაილ ქობულაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს ირაკლი შენგელიას, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა------–----------------–--–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გ------------ის, ნ-----------------ის და ა-–-------------------ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საქართველოს შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის წერილით მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა------–----------------–--–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ა------–----------------–--–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რომლის მოხდისაგან პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის წერილის თანახმად გათვისუფლდა 2017 წლის 17 ნოემბერს. მიუხედავად ამისა, მან 2017 წლის 19 ნოემბერს (გათავისუფლებიდან მესამე დღეს) კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.
ამდენად, განზრახი დანაშაულისათვის წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე, სსკ-ის მე-17 მუხლის გათვალისწინებით, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რა დროსაც სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ა------–----------------–--–ის მიმართ შეიცვალოს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ და მას სსკ-ის მე-19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორის მიქაილ ქობულაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ა------–----------------–--–ის მიმართ შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ სასჯელის ნაწილში.
ა------–----------------–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა------–----------------–--–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე