განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
060210017002238833
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210017002238833

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 296

24 აპრილი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: შპს ”მ--------------ი”

წარმომადგენელი: თ-------- მ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე: რ----- ჯ--–-------

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ----- ჯ--–-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელის განმარტება:

რ----- ჯ--–-------მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შპს ”მ--------------ი” მიუთითა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ის, 2015 წლის მარტიდან 2015 წლის ივლისამდე მუშაობდა შპს ”მ--------------ის” სამტრედიის ს-------–------ში, ბ-------------------ის პოზიციაზე, საიდანაც წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე; მოსარჩელეს არ აუღია 2015 წლის მაისისა და ივნისის თვის ხელფასები, რაც შეადგენს ერთ თვეზე - 650 ლარს, ჯამში კი 1300 ლარს. მოსარჩელემ ითხოვა მითითებული სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპაუხის პოზიცია:

მოპასუხე შპს ”მ--------------ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რ----- ჯ--–-------ს მიმართ გააჩნია უკუმოთხოვნა, სახელდობრ: კომპანიამ მას გადასცა 2466.4 ლიტრი დიზელის საწვავი 3946.24 ლარის ღირებულებით. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რ----- ჯ--–-------ს არ დაუბრუნებია არც მასზე რიცხული დიზელის საწვავი და არც მისი ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება რ----- ჯ--–-------ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1300 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით: რ----- ჯ--–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ”მ--------------ს” რ----- ჯ--–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 1300 ლარის (საშემოსავლო გადახდების გარეშე) ოდენობით. შპს ”მ--------------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

დადგენილი იქნა, რომ რ----- ჯ--–------- 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 01 ივნისამდე დაინიშნა შპს „მ--------------ში“ სამტრედიის ს-------–------ის წყალტუბოს ბ-------------------ის თანამდებობაზე.

რ----- ჯ--–------- შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 24 ივლისის N2------- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 27 ივლისიდან.

დადგენილი იქნა, რომ რ----- ჯ--–------- სამუშაოდან გათავისუფლდა პირადი განცხადების

საფუძველზე.

რ----- ჯ--–-------ს მიერ შპს „მ--------------ში“ მაისისა და ივნისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში შეადგენს 1300 ლარს. შპს „მ--------------ის“ მიერ რ----- ჯ--–-------სთვის არ არის ანაზღაურებული 2015 წლის მაისის და ივნისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში 1300 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის, შპს „მ--------------ის“ მიერ დასაქმებულ რ----- ჯ--–-------ს მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

საქართველოს კონსტიტუციაზე, ”შრომის კოდექსსა” და საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მითითებით სარჩელის განმხილველმა სასამართლომ რ----- ჯ--–-------ს სარჩელი დააკმაყოფილა;

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შპს ”მ--------------ის” მიერ.

აპელანტის განმარტებით: რ----- ჯ--–-------ს კომპანიამ გადასცა 2466.4 ლიტრი დიზელის საწვავი 3946.24 ლარის ღირებულებით. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რ----- ჯ--–-------ს არ დაუბრუნებია არც მასზე რიცხული დიზელის საწვავი და არც მისი ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარე მუიიჩნევს, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება რ----- ჯ--–-------ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1300 ლარის ოდენობით. აპელანტი აღნიშნავს, რომ პირიქით რ----- ჯ--–-------ს აქვს დავალიანება კომპანიის წინაშე 3493 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა უნდა იქნეს მის მიერ დაფარული.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ რ----- ჯ--–------- 2015 წლის 5 მარტიდან 2015 წლის 01 ივნისამდე დაინიშნა შპს „მ--------------ში“ სამტრედიის ს-------–------ის წყალტუბოს ბ-------------------ის თანამდებობაზე.

რ----- ჯ--–------- შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 24 ივლისის N2------- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 27 ივლისიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

დადგენილია, რომ რ----- ჯ--–-------ს მიერ შპს „მ--------------ში“ მაისისა და ივნისის თვის ხელფასი, ჯამში 1300 ლარის ოდენობით, შპს „მ--------------ისგან“ მიღებული არ აქვს.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

დადგენილია, რომ 2015 წლის მაისსა და ივნისის თვეში რ----- ჯ--–-------მ იმუშავა შპს ”მ--------------ში”, თუმცა შრომის ანაზღაურება არ მიუღია, რაც შეადგენს 1300 ლარს.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე სადაოდ არ ხდის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელე რ----- ჯ--–-------ს მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, ამ ვალდებულების ოდენობა კი შეადგენს 1300 ლარს (ხელზე ასაღები). შესაბამისად პალატა თვლის, რომ აღნიშნული ოდენობის თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. შპს ”მ--------------ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის შპს ”მ--------------ის” მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე