განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
010210217002004674
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210217002004674

საქმე 2/ბ-395-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

02 მაისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: სსიპ ,,--------------–-------------------------------–-----

წარმომადგენელი: ა-–---------- ხ----–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინება

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 11 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით განცხადებით მიმართა ს------------------–-----------------------------–----- წარმომადგენელმა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების ს------------------–-----------------------------–-----ადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ქ. ბ------–-------------------------ში მდებარე უძრავი ნივთის ლიტერ „ა“-ს ½ ნაწილზე, ასევე ლიტერ „ბ“-სა და „ს“-ზე აღრიცხული იყო ე------–---------------------------------------–-------- რელიგიური საზოგადოების საკუთრების უფლება. ეს ორგანიზაცია 2016 წლის 22 თებერვალს, დარეგისტრირდა როგორც სსიპ ს-------------–-----------------------------–---- და როგორც თავდაპირველი, ე------–---------------------------------------–-------- რელიგიური საზოგადოების სამართალმემკვიდრემ, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით.

განმცხადებელს არაერთხელ ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე შესაძლებელი იყო, მხოლოდ იმ სუბიექტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში მესაკუთრედ აღრიცხული საზოგადოების უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ, უდავო წარმოების წესით დადგენილი უნდა იქნეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმისა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლითაც უძრავი ქონება აღღიცხულია ე------–---------------------------------------–-------- რელიგიური საზოგადოების სახელზე, ამჟამად ეკუთნის მის უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს- სსიპ ს-------------–-----------------------------–------

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით, ს------------------–-----------------------------–----- განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311.1-ე და 312-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, განმცხადებელი, უდავო წარმოების წესით მოითხოვდა იმის დადგენას რომ ცნობა-დახასიათებაში არსებული ჩანაწერები ეკუთვნის სსიპ ს-------------–-------------------------------–------

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის დადგენა ვერ გახდება უდავო სამართალწარმოების წესით განხილვის საგანი, რადგან საკითხი უკავშირდება ორი სუბიექტის უფლებამონაცვლების დადგენას, რისი განხილვა და გადაწყვეტა არ შედის უდავო წარმოებით განსახილველი სამართალურთიერთობის სფეროში.

შესაბამისად, განცხადება არ პასუხობს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი განუხილველდ დატოვების საფუძველია.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს------------------–-----------------------------–----- წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ტერმინი ,---------------–-- წარმოადგენს ტერმინ ,--------–----------- პირდაპირ თარგმანს, ხოლო თეოლოგიური თვალსაზრისით ეს ორი ტერმინი ერთმანეთის სინონიმია.

შესაბამისად, ევ-----–---------------------------------------–-------ა რელიგიური საზოგადოების მიერ ორგანიზაციულ სამართლებრივი ცვლილება ან სახელწოდებაში შეტანილი შესწორება არსობრივად არ ცვლის ამ რელიგიური თემის რელიგიურ დოქტრინას.

ამდენად, ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეეძლო იმ ფაქტის ფიქსაცია, რომ უძრავ ქონებაზე არსებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ეკუთვნოდა სწორედ სსიპ ს-------------–----------------------------–------იყო სასაამართლო, რაზეც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს------------------–-----------------------------–----- წარმომადგენელმა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების ს------------------–-----------------------------–-----ადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა მოითხოვა.

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით, ს------------------–-----------------------------–----- განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დატოვებული იქნა განუხულველად.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს------------------–-----------------------------–----- წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილით გასაზღვრულია იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელსაც სასამართლო განიხილავს უდავო წარმოების წესით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მიზნით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების, ს------------------–-----------------------------–-----ადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას იმ მიზეზით, რომ წინა მესაკუთრის, ე------–---------------------------------------–-------- რელიგიური საზოგადოების სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.

ანუ, ფაქტობრივად მხარე ითხოვს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენას უდავო წარმოების წესით, რასაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

შესაბამისად, სსიპ ს-------------–-----------------------------–----- სწორად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------------------–-----------------------------–----- (წარმომადგენელი ა-–---------- ხ----–---–-) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე