განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060210117002217208
საქმე 2/ბ-388-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
სიმონ ჩხაიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: სს ,,თ----- ბ----“
წარმომადგენელი: გ---–- ტ-----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე: ო-–-- ო-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 15 დეკემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ო-–-- ო----- და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ო-–-- ო------ აეკრძალოს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია - ს--------------------------------------------------------------------
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ო-–-- ო----- (პ/ნ 3----------) აეკრძალა, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რომლის რეკვიზიტებია - ს----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------- საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 600.00კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 310.00 საკადასტრო კოდი №3-----------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ, სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი მოპასუხე ო-–-- ო-----ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღებული იქნა განსახილველად და განემარტა მოსარჩელეს, რომ იგი ვალდებული იყო, 2 თვის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018 წლის 20 თებერვალს, მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მოპასუხისათვის გზავნილის შსს მთავარი სამმართველოს საუბნო სამსახურისათვის დავალებით ან საჯარო შეტყობინების ფორმით ჩაბარების თაობაზე.
2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სს „თ----- ბ----“ უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი მოპასუხე ო-–-- ო-----ს მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დარჩა განუხილველი;
გაუქმდა N2/927-17წ სამოქალაქო საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დადგენილი იქნა მოპასუხე ო-–-- ო-----ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომლის რეკვიზიტებია - ს----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------- საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 600.00კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 310.00 საკადასტრო კოდი №3-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს, 2017 წლის 18 დეკემბერს ეცნობა, რომ სს„თ----- ბ----“-ს სარჩელი მოპასუხე ო-–-- ო-----ს მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განსახილველად, სსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად და ამავე კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ეცნობა, რომ ვალდებული იყო 2 თვის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, მოპასუხე ო-–-- ო-----სათვის გზავნილის შსს მთავარი სამმართველოს საუბნო სამსახურისათვის დავალებით ან საჯარო შეტყობინების წესით ჩაბარება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შუამდგომლობა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ უნდა წარმოედგინა კანონით დადგენილ ორი თვის ვადაში, 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, რაც არ განუხორციელებია, აღნიშნული კი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ვინაიდან, სარჩელი დარჩა განუხილველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ამავე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა განეხორციელებინა საჯარო შეტყობინება, ვინაიდან მათ მიერ სრულად იქნა ამოწურული მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალის ჩაბარების გზები.
მათი მხრიდან რამოდენიმეჯერ გაეგზავნა მოპასუხეს დოკუმენტები ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მისამართზე, თუმცა სარჩელის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართი არასწორად არ ყოფილა მითითებული. ეს იყო მათთვის ცნობილი მოპასუხის უკანასკნელი მისამართი, სხვა ადგილსამყოფელის შესახებ კი უცნობია.
შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ო-–-- ო----- და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი მოპასუხე ო-–-- ო-----ს მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის ორი თვის ვადაში გზავნილის ჩაბარება და სასამართლოსათვის მისი წარდგენა-დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ სარჩელში მოპასუხის მისამართად დაფიქსირებულია სამტრედია, ი. ჭავჭავაძის ქ 58.
იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს, მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ო-–-- ო-----ს საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე, ს--------------------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 3-----------) (იხ. ს.ფ. 41-42).
გარდა ამისა, მოსარჩელეს მიერ მოპასუხისათვის სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთდ გაგზავნილი იქნა ორჯერ, მისამართზე ს---------------------------- რაც ადრესატს ვერ ჩაბარდა. საფოსტო დოკუმენტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად დაფიქსირებულია სახლი დაკეტილია, გადასულია სოფელში საცხოვრებლად (ს.ფ.75-76).
სააპელაციო სასამათლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლში, სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე
საცხოვრებელი ადგილი.
შესაბამისად, რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში არ წარმოადგენს საცხოვრებელ ადგილს, ძირითად ადგილსამყოფელს.
საფოსტო უკუგზავნილებში დაფიქსირებული ჩაუბარებლობის მიზეზების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის მისამართი-ს--------------------------- არასწორია, არ წარმოადგენს ო-–-- ო-----ს ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილს, მოსარჩელეს კი რაიმე მოქმედება სწორი მისამართის დადგენის მიზნით არ განუხორციელებია.
ამდენასდ, არ არსებობდა საჯარო შეტყობინების წესის გამოყენებით გზავნილის ჩაბარების წინაპირობა.
ზემოაღნიშნული გარემოება სსსკ-ის 275.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლია, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,თ----- ბ----ს“ (წარმომადგენელი- გ---–- ტ-----–---–-) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა