განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N130100118002261480
საქმე №1ბ/380-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: თ---------ის
ადვოკატის: ქ---------------ის
მსჯავრდებულის: ლ---------–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/N 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ----–----–---–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით, ლ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
ლ---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით, ლ---------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 11 დეკემბერს დაახლოებით 09:00 საათზე ქ---–----–------------------ში ს-------------------ის საცხოვრებელ სახლში ლ---------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის, ს-------------------ის მიმართ. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს-------------------ეს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და ტანის არეში, ასევე ხელი წაუჭირა ყელში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი. მას შემდეგ, რაც დაზარალებული მისგან თავის დაღწევას შეეცდა და გაიქცა მეზობლად მცხოვრებ დედის სახლში, მას თან გაჰყვა ლ---------–-–---–ი და კვლავ სახისა და ტანის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ქ---------------მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქება მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურ ვადამდე.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია დაზარალებულ ს-------------------ისა და მოწმე რ------- მ------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ლ---------–-–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის - დანაშაულის რეციდივის - გათვალისწინებით, რაც არასწორია, ვინაიდან წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით, მართალია მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ამ ფაქტამდე, ლ---------–-–---–ი ორჯერ არის ნასამართლევი ერთი და იმავე პირის - ს-------------------ის - მიმართ, ოჯახში ჩადენილი დანაშაულისათვის. ლ---------–-–---–ს, ბოლო განაჩენით სასჯელის მინიმუმი ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ეს არ აღმოჩდნდა მისთვის შემაკავებელი გარემოება და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მცირე დროში იგივე დანაშაული ჩაიდინა, რაც აშკარად მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებას ძალადობრივი ხასიათის ქმედებებისაკენ. ასეთ პირობებში კი დანაშაულის პრევენციიდან გამომდინარე, პალატას სასჯელის მინიმუმამდე შემცირება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოს მსჯავრდებულს სასჯელი დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით დაენიშნა, ვინაიდან განაჩენის არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში, სსკ-ის 58-ე მუხლთან დაკავშირებით მითითება არ არის. ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---------–-–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ლ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი