განაჩენი

სისხლის სამართლის 08.06.2018
საქმის ნომერი
330100118002243345
ინსტანცია
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002243345

საქმე №1ბ/390-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივნისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ც-------–---–---ის

გამართლებულის: რ----- ა-------–ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რ----- ა-------–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–--------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით, რ----- ა-------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

რ----- ა-------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ----- ა-------–ი მეუღლეს, ლ----------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ------–--–-----–------------------------------------------ში, რ----- ა-------–მა მეუღლეს, ლ----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე მოქაჩა თმა, რის შედეგადაც ლ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რ----- ა-------–ის ქმედებით ლ---- მ----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–---ემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ----- ა-------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო სასამართლოში რ----- ა-------–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებენ რ----- ა-------–ის ბრალეულობას.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ რ----- ა-------–ის და დაზარალებულ ლ----------–---–ის დაკითხვის ოქმების გარდა, სხვა მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაზარალებულმა ლ----------–---–მა გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავისთავად არ გამორიცხავს ფაქტის არსებობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდაოდ გახდილი მტკიცებულებები უნდა იძლეოდეს პირის მსჯავრდების საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში რ----- ა-------–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა სახლში, რაზეც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გაბრაზდა და სიტყვიერად იკამათეს. მათ შორის უთანხმოება შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი კამათით და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გამო ლ----------–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და დააკავეს.

სააპელაციო საჩივარში ყურადღება არის გამახვილებული მოწმე ა---------–----------ის ჩვენებასთან და ამოღებულ პირსახოცთან დაკავშირებით, რასაც აპელანტის მტკიცებით რ----- ა-------–ი სახეზე აჭერდა დაზარალებულს.

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ა---------–----------ე, რომელიც ლ----------–---–ის მეზობელია, ფაქტის უშუალო შემსწრე არ არის და თავის ჩვენებაში ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ბოლო დროს ლ----------–---–ის ბინიდან ხშირად ესმოდა კამათის ხმა. რაც შეეხება ამოღებულ პირსახოცს, რ----- ა-------–მა სასამართლოში განმარტა, რომ აბაზანიდან გამოსვლისას მას ხელში მართლაც ეკავა პირსახოცი, მაგრამ დაზარალებულის მიმართ არ გამოუყენებია.

ბრალდების მხარეს სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რ----- ა-------–ის ბრალეულობას, არ წარმოუდგენია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. რ----- ა-------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ----- ა-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გაუქმებულია;

5. გამართლებულ რ----- ა-------–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

6. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ამოღებული პირსახოცი, რაც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი