განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2018
საქმის ნომერი
130100118002308875
ინსტანცია
თარიღი
11.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-570-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზე-------------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 3----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ----------–----------------–-----------–-----–-----------------–--------------------–------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით ზე-------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

ზე-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13-20 იანვარს, ქარელის რაიონის სოფელ აბისში, ირ-------–------ას საცხოვრებელ სახლში, ზეზ------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. კერძოდ: ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს დარ---------–------ას, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ამასთან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სროლით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავდრებულს მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა თავის რვა თვის ორსულ მეუღლეს - დარ---------–------ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზე-------------–--ე, ყოველი ფიზიკური ძალადობის დროს არაადამიანურად, გამეტებით ურტყავდა ხელებს სახის არეში მეუღლეს, ასევე ესროლა ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანი, რა დროსაც არაფრად აგდებდა მის ორსულობის ფაქტს, ხოლო თავისი ქმედებების შედეგად მეუღლის მიმართ გამოხატული ტანჯვისა და შიშის შედეგად, უფრო აქტიურდებოდა და ამძაფრებდა მეუღლის დამცირებას.

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზე-------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზე-------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ირ-------–------ას, ნან---–-----------ის, შმ-------–-------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დარ---------–------ას გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატა ზე-------------–--ისათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება ზე-------------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ზე-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ზე-------------–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზეზ------------–--ის მიმართ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ზე-------------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 იანვრიდან - 2018 წლის 05 აპრილის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებად ცნობილი ჩაიდანი, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონულ სამმართველოს აგარის N1 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი