განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
130100117002459612
ინსტანცია
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100117002459612

საქმე №1/ბ-596-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივნისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბაჩ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გო--------------------–---–-ს მიმართ დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------- საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ქ-----–--------------------------------------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გო-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გო-------–---–მა 2017 წლის 16-19 ივნისს, ქ-----–-------------------------–--------------–-----------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მისი მეუღლის თ-----------–--ის მიმართ. აღნიშნულ დღეებში გო-------–---–მა არაერთჯერ დაარტყა გაშლილი ხელი თ-----------–--ეს თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით გო-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბა---------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გო-------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო საქმეში არსებულ მოწმეთა მიერ საქმის სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის განმარტებას იმის შესახებ თუ რა განაცხადა შემოწმებისას დაზარალებულმა თ-----------–--ემ, მოწმე ნი-----------–---–-ს ჩვენება, რომელიც მომხდარი ფაქტის თვითმხილველია დაადასტურა, რომ გო-------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს და ხელი დაარტყა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გო-------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გო-------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეთა ჩვენებებს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, კერძოდ: დაზარალებულ თ------------–--ის ჩვენებას, მოწმეების: ნა----–------–---–ის, ნი-----------–---–-ს, ან---------–-–---–-ს, გი------–--–---–-ს, მი----–-----–---ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მე----------------–ის ჩვენებას. ყველა აღნიშნული მტკიცებულება, საქმის სხვა ერთობლივ მასალებთან ერთად გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გო-------–---–მა თავი არ ცნო

დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გო-------–---–ის მეუღლემ თ-----------–--ემ და ბრალდებულის დედამ ნა----–------–---–მა გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის ( მეუღლის, შვილის) საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ნ------------–---–მა (ბრალდებულის ძმის მეუღლე) რომელიც კონფლიქტის დროს ცხოვრობდა გო-------–---–ის სახლში, სასამართლოს მისცა არადამაჯერებელი ჩვენება, ბრალდებულ გო-------–---–ის მიერ დაზარალებულ თ-----------–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მათ შორის პირადი მოტივით ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია ხანგრძლივი დროის მანძილზე, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს. შემთხვევის დღეს თ-----------–--ისაგან შეიტყო რომ ბრალდებულმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამიტომ შეატყობინა ოჯახური ძალადობის შესახებ პოლიციას. ერთჯერ შეესწრო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც. პროკურორის კითხვაზე, დაზარალებულის მიერ პოლიციისათვის შეტყობინების წინ თუ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტს,-მოწმემ თავშეკავებულად უპასუხა: „ მთლად ეგრეც არ დამინახავს, არ მახსოვს“. საბოლოოდ, აღნიშნული კითხვის არაერთჯერ დასმის შემდეგ დაადასტურა ხელის დარტყმის ფაქტი, თუმცა ვერ გაიხსენა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დრო. არც ის, თუ სხეულის რა ადგილზე დაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს და არც ის, გაშლილი ხელი დაარტყა თუ მუშტი.

 

მოწმეების, შს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლების: მი----–-----–---ს და გი------–--–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც სახლიდან შემოესმათ ყვირილისა და გინების ხმა. ეზოდან გაიგონეს რომ გო-------–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს თ-------------–--ეს. სახლში შესვლისას ისინი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებიან. თუმცა ბრალდებული კვლავ განაგრძობდა მის ლანძღვა-გინებას. მათვე მიიღეს მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

მოწმე ან---------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას მოცემულ საქმეზე, გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, რომლებსაც მიეცათ წინადადება თავისუფალი თხრობით მიეწოდებინათ გამოძიებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია. მათვე გაეცნოთ გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ოქმის შედგანასთან დაკავშირებით მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა ან/და განცხადება არ წარდგენილა. შესაბამისად მოწმემ დაადასტურა ყველა იმ საპროცესო დოკუმენტის სისწორე, რომელთა შედგენაშიც მიიღო მონაწილეობა. მანვე აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც თ-----------–--ე ტიროდა და მათი თანდასწრებით განმარტა, რომ 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში მეუღლის გო-------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. ხელი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 21 ივნისის N 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ-----------–--ეს 2017 წლის 19 ივნისს თავზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა არასწორკიდეებიანი, კანის დონის მაღლა მდებარე მკრთალი მორუხო-მოწითალო ნაჭდევი ზომით 0,4 X 0,4 სმ, რომლის ფუფხები კიდეებში მოცილების სტადიაში იყო. თ-----------–--ის განმარტებით აღნიშნული დაზიანება მან მიიღო შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, შემთხვევით.

 

სასამართლო-სამედიცონო ექსპერტმა, მე----------------–მა დაადასტურა ზემოთაღნიშნული დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ დაზარალებულმა თ-----------–--ემ მას უთხრა რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა თავის არეში. შემოწმების დროს ანუ 2017 წლის 19 ივნისს თ-----------–--ეს თავის არეში რაიმე ობიექტური დაზიანება არ აღენიშნებოდა. მანვე განმარტა, რომ გაშლილი ხელით თავის არეში დარტყმის შემთხვევაში დაზარალებულს შესაძლებელია მიდგომოდა რაიმე დაზიანება, შესაძლებელია- არა. ეს დამოკიდებულია დარტყმის სიძლიერეზე და სხვა გარემოებებზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სასამართლო განაჩენის გამოტანისას არ დაეყრდნო საქმეში არსებულ იმ საპროცესო დოკუმენტებს და ინფორმაციას, რომლებიც გო-------–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხებიან კერძოდ: ნა----–------–---–ის, ნი-----------–---–-ს, ან---------–-–---–-ს, გი------–--–---–-ს, მი----–-----–---ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მე----------------–ის ჩვენებას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, კონკრეტულად ის ფაქტი რომ გო-------–---–მა 2017 წლის 16-19 ივნისს, ქ-----–-------------------------–--------------–----------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მისი მეუღლის თ-----------–--ის მიმართ, რა დროსაც დაარტყა გაშლილი ხელი თ-----------–--ეს თავის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ვერ იქნა დადასტურებული.

 

სააპელაციო პალატა, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ თ-----------–--ეს მეუღლემ, გო-------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, მოწმე ნი-----------–---–-ს ჩვენებას უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა ვერ მიიჩნევს მას ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გ-----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. რამეთუ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება მოცემულ დანაშაულში გო-------–---–ის სამხილებლად, საქმეში არ მოიპოვება.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გო-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გო-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი განაჩენი გო-------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბაჩ--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გო-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გამართლებულ გო-------–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

გაუქმდეს გო--------–---–-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი