განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210116001363736
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-1225
29 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: გ--------- ე------–---–ი
წარმომადგენელი: თ---------- უ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე: სს ”თ-----------”
წარმომადგენელი: ლ--–- ბ-----–--ე
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარსი თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს თ-----------ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ გ--------- ე------–---–ი მიუთითა და მოპასუხეზე დავალიანების დაკისრება ითხოვა.
კერძოდ ითხოვა: გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს №--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3317.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2396.96 ლარი, პროცენტი – 284.30 ლარი, ჯარიმა –627.67 ლარი და დაზღვევა – 8.23 ლარი; 2016 წლის 13 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) №--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2396.96 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.85 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა; პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.98 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 664.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 264.70 ლარი და ჯარიმა – 400.20 ლარი. 2016 წლის 13აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 264.70 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს შეადგენს 1.32 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 877.10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 596.52 ლარი, პროცენტი–119.90 ლარი და ჯარიმა – 160.68 ლარი. 2016 წლის 13 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 596.52 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.89 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა, პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს შეადგენს 2.98 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1192.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 806.76 ლარი, პროცენტი – 205.01 ლარი და ჯარიმა – 180.26 ლარი, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 24.20 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა და პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს შეადგენს 4.03 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა, სამომავლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ნაწილში 0.5%–დან 0.14%–მდე, ასევე 2015 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის თანხა შეამცირა 100 ლარამდე და 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 89.69 ლარამდე.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა №---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2680.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2396.96 ლარი, პროცენტი – 100 ლარი, ჯარიმა – 175.74 ლარი და დაზღვევა – 8.23 ლარი. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 13 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) №--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 2396.96 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.85 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 376.7 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 264.70 ლარი და ჯარიმა –112 ლარი. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 761.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 596.52 ლარი, პროცენტი–119.90 ლარი და ჯარიმა – 44.99 ლარი. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 13 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 596.52 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.89 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 946.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 806.76 ლარი, პროცენტი – 89.69 ლარი და ჯარიმა – 50.47 ლარი. გ--------- ე------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 13 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 806.76 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 24.20 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა. სს ”თ----- ბანკს” უარი ეთქვა მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–----------------–-, სს ”თ------------” და გ--------- ე------–---–ს შორის გაფორმდა №--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 2500 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 1469 დღე, 2019 წლის 25 თებერვლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა- 17.95%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ.
დადგენილი იქნა, 2015 წლის 19 აპრილს სს ”თ------------” და გ--------- ე------–---–ს შორის გაფორმდა მეორე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 311 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 372 დღე, 2016 წლის 25 აპრილამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა- 17.95%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრა 27.42 ლარით.
2014 წლის 30 დეკემბერს სს ”თ------------” და გ--------- ე------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა საკრედიტო ბარათი T------------- 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი.
2----–-–------------ სს ”თ------------” და გ--------- ე------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა საკრედიტო ბარათი T------------- 810 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი.
დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 17 თებერვლის №--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ--------- ე------–---–ის დავალიანება შეადგენს 3132.86 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2396.96 ლარი, პროცენტი – 100 ლარი, ჯარიმა – 627.67 ლარი და დაზღვევა – 8.23 ლარი.
2----–-–------------–-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან მოპასუხის დავალიანებაა 664.90 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 264.70 ლარი და ჯარიმა – 400.20 ლარი. 2014 წლის 30 დეკემბერის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 877.10 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 596.52 ლარი, პროცენტი–119.90 ლარი და ჯარიმა – 160.68 ლარი. 2----–-–------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1076.71 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 806.76 ლარი, პროცენტი–89.69 ლარი და ჯარიმა – 180.26 ლარი.
ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420–ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, მუხლებზე მითითებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო
ნაწილობრივ - სს “თ--------------“ დადებული ყველა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ყველა ხელშეკრულებაზე 0.5%-დან 0.14%-მდე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისირების თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან, პარალელურად მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური სარგებლის დაკისრებასაც.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა ყოველი ხელშეკრულებისათვის დამოუკიდებლად. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა ის.
უდავოა, რომ აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. აპელანტი აცხადებს, რომ პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებულ ნაწილში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამატეხლოს ოდენობა 0.5 პროცენტიდან შეანცირა 0.14%-მდე, ასევე დადგენილია, რომ სამომავლო პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების ოდენობისა და რაც მთავარია ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა 0.55-იდან 0.14%-მდე გონივრულია, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მოპასუხეებისათვის მისი დაკისრება, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, აპელანტის მითითება აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნება.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა დაეკისროს მას პიგასამტეხლო, მაშინ როცა პირგასამტეხლო ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით თავიდანვე გათვალისწინებული იყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტიც სადაოდ არ გამხდარა. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სსსკ 420-ე მუხლზე მითითება სამართლიანი იყო და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაც გონივრული;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით (პირგასამტეხლოს შემცირებით) არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 150 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. გ--------- ე------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე