განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002374279
საქმე №1/ბ-626-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის პროკურატურის პროკურორის ზ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის: ქ.------–-----------------------------------–----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------------–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით ა-–-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ა-–-------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-–-------------------–---–ი მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ შვილი ლ-------------–---–ი და მეუღლე ლ----–-–---, რის შემდეგაც, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის - 13 წლის ლ-------------–---–ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის მიმართ, ძალადობა განახორციელა შვილის - ლ-------------–---–ისა და მეუღლის - ლ----–-–---ს მიმართ. კერძოდ, ა-–-------------------–---–ი ლ-------------–---–ს მიმართავდა უხამსი სიტყვებით, ამცირებდა და უყვიროდა, რის შემდეგაც იგი ორივე ხელით ყელში სწვდა ლ-------------–---–ს და ახრჩობდა, რის შედეგადაც ლ-------------–---–მა განიცადა ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ----–-–---მ ძალით გააშვებინა ხელი ლ-------------–---–ის ყელიდან, რასაც ა-–-------------------–---–ის მიერ ლ----–-–---ს ყელზე ხელების შემოჭერა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა მოჰყვა. აღნიშნულის შემდეგ ლ----–-–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ზ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ლ----–-–---ს ჩვენებით, ა-–-------------------–---–ი აუცილებლად გააგრძელებს თავისი მეუღლისა და შვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, ვინაიდან, მას ოჯახი არ უნდა და არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა. ასევე ყურადსაღებია დაზარალებული 13 წლის ლ------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სადაც იგი საუბრობს, თუ როგორ ეშინია მამის გამოჩენის და როგორი სტრესის ქვეშ უწევს ცხოვრება. იგი განმარტავს რომ მამასთან ცხოვრება არ უნდა, ვინაიდან იგი საკუთარი თავის გარდა პატივს არავის სცემს. საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ა-–-------------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება იყო მაღალი საფრთხის შემცველი და არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების საშიშროება. თავად დაზარალებულებმა არაერთხელ დააფიქსირეს გამოკითხვების დროს, რომ მათ ეშინიათ ა-–-------------------–---–ის, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გათავისუფლების შემდეგ ის აუცილებლად გააგრძელებს ძალადობას, ამასთან ა-–-------------------–---–ის მიმართ 2018 წლის 21 თებერვალის ფაქტამდე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერები 2015 და 2016 წლებში, რომელთა მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე, აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–-------------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-–-------------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების: ლ----–-–---ს და ლ-------------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციებით, მოწმეების: ლ---------–---–-------------------–---–-------------------------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციებით, შემაკავებელ ორდერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებ ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის პროკურორის ზ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ა-–-------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 თებერვლიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი