განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2018
საქმის ნომერი
340100118002389021
ინსტანცია
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002389021

საქმე №1/ბ-623-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფაშ------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქის, პ--------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რ----------------–--------–------------–---------------------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით ფაშ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.

 

ფაშ------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებული ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო, ფაშ------------ს კამათი მოუხდა ძმასთან ისკ--------------------ან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში ქვის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივი დანაშაული, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის, უთანხმოება და კონფლიქტი არ არის ახალი და იგი გრძელდება წლების განმავლობაში, აღნიშნული კონფლიქტის გადაჭრა მსჯავრდებულმა სცადა ძალადობრივი ქმედებით. მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან, რის გამოც მათ შორის არის ახალი კონფლიქტის რისკი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უფრო მძიმე შედეგი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაშ------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ფაშ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეების ავთ------–-------–-ას, გათ------–----------ს, ქა---–---------ის, მუ-------------------ის, ნაზ------------ს, ფა---–-----------ის დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული მაისური, ისკანდარ იუსობოვის სამედიცინო ისტორია და ისტორიის ამოღების ოქმითა და სხვა დოკუმენტებით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას და ინანიებს დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა ფაშ------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ფაშ------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთს 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1( ერთი) წელი.

 

ფაშ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ფაშ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 26 დეკემბრის 20:26 საათიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ისკანდარ იუსუბოვის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახებს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ფაშ------------ის მაისური, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი