განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
330210016001256414
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001256414

საქმე N2ბ/2299-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი – ხ-----------------

წარმომადგენელი-ი----------–--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ--------------–---–-

 

დავის საგანი – თ---–--–----–---------------–---------------------------ზე ხ-----------------ს, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრის არაკანონიერ მოსარგებლედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.02.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.02.2017 წლის გადაწყვეტილებით მ--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და აღიარებულ იქნა რომ ხ-----------------, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრე, არ წარმოადგენდა ქ-------–--–----–---------------–------------------------ის კანონიერ მოსარგებლეს.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. 1. ქ. თბილისის საქარხნო რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1-----–-–-------------- გადაწყვეტილებით, მ-----------–---------------------ს მიეც ა ერთოთახიანი იზოლირებული ბინა 16 კვ.მ. ფართით ლ---------------–---–-, მდებარე N------––-, ბ-------- ოჯახის 4 წევრზე /თვითონ, მეუღლე, ორი შვილი/: 1. მ-------- ვ--–---- ს----------ს ძე - თვითონ; 2. მ-------- ვ--–------- ა-–----------ს ასული - მეუღლე; 3. მ-------- ჟ--–---- ვ--–----ს ასული - შვილი და 4. მ-------- ხ------- ვ--–----ს ასული - შვილი.

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ს.ფ. 18-19)

 

2.2.2. ქ. თბილისის ს-------ის რაიონის სასამართლოს 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით, ვ--–---- ს----------ს ძე მ--------, ჟ--–---- ვ--–----ს ასული მ--------, ხ------- ვ--–----ს ასული მ--------, ვ--–---- ვ--–----ს ძე მ-------- ცნობილი იქნენ უფლებადაკარგულად ფართზე მდებარე ქ-------–------–---------------–-------------------------------ში, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არ გასაჩივრებულა.

 

მტკიცებულება: მიმართვა, გადაწყვეტილება, ს.ფ. 20, 21-22)

 

2.2.3. ვ--–------- ა-–----------ს ასული მ-------- გარდაიცვალა 2000 წლის 31 იანვარს. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც რეალურად აღმასკომის გადაწყვეტილებაში მითითებულ ოთხ პირს უნდა შეხებოდა შემდგომშიც სასამართლოს გადაწყვეტილება და მასში ვ--–------- მ--------ს მიუთითებლობა ერთგვარ ხარვეზს წარმოადგენდა.

(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 39)

 

2.2. 4. ხ------- მ--------ს წარმომადგენელმა ნ---------------–---–მა განცხადებით მიმართა ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობას, ხ------- მ-------ზე, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრეზე, საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით ზოგადი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ხ------- ვ--–----ს ასული მ-------- წარმოადგენდა ვ--–------- ა-–----------ს ასული მ--------ს ქონების მემკვიდრეს.

(მტკიცებულება: განცხადება, სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 37-38, 40)

 

2.2. 5. ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობის 2---------–-–-----------------------–-- ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ხ------- მ--------ს განცხადება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დოკუმენტში გამგეობამ მიუთითა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მ--------------–---–- და გ--------------–---–- ცნობილ იქნენ სადავო ფართზე უფლებამოპოვებულად, ხოლო ვ--–----, ჟ--–----, ხ------- და ვ--–---- მ----------ი კი უფლებადაკარგულად.

(მტკიცებულება: ი---ი-ს-------ის რაიონის გამგეობის აქტი ს.ფ. 23-25)

 

2.2. 6. ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობის 2---------–-–-----------------------–-- ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ქ. თბილისის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ხ------- მ--------ს, ვ--–---- მ--------სა და ჟ--–---- მ--------ს წარმომადგენელმა ნ-------------–---–მა.

 

ქ. თბილისის მერიის 2-----–-–------------------------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობის 2-----–-–-----------------–------------------ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

ქ. თბილისის მერიის 2----–-–----------------------- განკარგულება აგრეთვე გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშიც. სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ხ-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

(მტკიცებულება: განკარგულება, გადაწყვეტილება, ს.ფ. 26-30, 31-36)

 

2.2. 7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელე (ხ------- მ--------) წლების მანძილზე არ სარგებლობდა სადავო ბინით. სასამართლომ ასევე დაადგინა რომ ხ------- მ--------ს მიერ სადავო ბინაზე არ დასტურდებოდა ფაქტობრივი მფლობელობის დაბრუნების მცდელობა და უფლების განხორციელების შეუძლებლობა 2011 წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ----------------- არ იყო სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელი.

 

გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისის საქარხნო რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1------–-–-------------------- გადაწყვეტილება არ ქმნიდა სადავო ბინის ხ------- მ--------სთვის გადაცემის საფუძველს.

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ს.ფ. 31-36)

 

2.2 .8. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, მ--------------–---–- სადავო ბინაში, მდებარე თ---–------–---------------–---------------–- რეგისტრირებულია 1--------- წლიდან.

(მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათი ს.ფ. 42)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხეს სხვა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--------------–---–- წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა სადავო ბინაზე ხ-----------------ს, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრის არაკანონიერ მოსარგებლედ ცნობას, მოთხოვნის დამადასტურებლად წარმოდგენილი იყო როგორც აღმასკომის გადაწყვეტილება, ისე სასამართლოს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები, საიდანაც დგინდებოდა, რომ ხ----------------- არ იყო სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–------–---------------–------------------------ის მართლზომიერი მფლობელი. აღნიშნული გამომდინარეობდა ერთი მხრივ იმ ფაქტით, რომ ყველა სხვა პირი, ვისაც გადაეცა ეს ქონება უფლებადაკარგულებად იქნენ ცნობილი და მოსარჩელე და მისი მეუღლე კი სასამართლომ არ გამოასახლა (უფლებამოპოვებულად იქნა ცნობილი) და მეორეს მხრივ იმ კუთხითაც დგინდება მისი არამართლზომიერი მფლობელობა, რომ მას არ უცხოვრია და ფაქტობრივად დაკავებული არ ჰქონია სადავო ბინა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა და ხ----------------- არაკანონიერ მოსარგებლედ უნდა ეცნო ზემოაღნიშნულ ბინაზე.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1 სასამართლომ მიუთითა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსაგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის ?189 დადგენილების მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ამასთან განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

 

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა აღმასკომმა 1----–-–----------------- გადაწყვეტილებით გადასცა ვ--–---- მ--------ს 4 წევრიან ოჯახს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმის ჩვენებით ასევე დადგინდა რომ ბინა იყიდეს მოსარჩელე მ--------------–---–მა და მისმა მეუღლემ, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხე მხარეს მათ გამოსახლებაზე. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ხ----------------- არამართლზომიერ მფლობელად იქნა მიჩნეული და შესაბამისად ვერ მოხდა მის სახელზე სადავო ბინის აღრიცხვა. მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ------- მ-------- როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრე არის სადავო ბინის, მდებარე ქ-------–------–---------------–------------------------ის არაკანონიერი მოსარგებლე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს გააჩნდა იურიდული ინტერესი იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებით, რასაც სარჩელით ითხოვდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ სადავო ბინა ორდერის საფუძველზე თბილისის საქარხნო რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს არმასკომის 1----–-–------------ გადაწყვეტილებით გადაეცა ვ--–---- მ--------ს ოჯახს.

 

3.1.2. აპელანტის მითითებით 3.2.2. პუნქტით დადგენილი გარემოება, რომ ს-------ის რაიონის სასამართლოს 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, გამოწვეული იყო იმით რომ მ-------ებისთვის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ისინი სასამართლოზე არ იყვნენ მიწვეულები და შესაბამისად, არც გადაწყვეტილება ჩაუბარებიათ კანონით დადგენილი წესით. მათთვის მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ხ------- მ-------მა გამგეობაში განაცხადი შეიტანა ბინის პრივატიზაციის თაობაზე. მან გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, თუმცა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უკვე გასული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც საჩივარი დარჩა განუხილველი. ამჟამად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად კი, ხ------- მ-------სა და მის ოჯახის წევრებს სრული უფლება აქვთ გაასაჩივრონ 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილაბა.

 

3.1.3. გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლომ ფაქტიურად გააუქმა 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილება და ახალი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა. სასამართლო გასცდა კანონის მოთხოვნებს და თავად დაადგინა, რომ 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებაში იყო ხარვეზი, აღნიშნული განმარტება სასამართლომ გააკეთა მხოლოდ მოსარჩელის მითითების საფუძველზე, მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

 

3.1.4. აპელანტი განმარტავს, რომ 3.2.5 და 3.2.6 პუნქტებით დადგენილი გარემოებები არ არის სრულყოფილი, რადგან გამგეობის მიერ ბინის პრივატიზაციაზე უარი ეთქვა არა მხოლოდ ხ------- მ-------ს, არამედ მ--------------–---–საც, იმ საფუძვლით რომ არ დგინდებოდა უძრავ ქონებაზე კანონიერი მფლობელობა. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა იმაზე, რომ 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ხ-----------------ს სარჩელი, რადგან აღნიშნული საქმე, სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დარჩა განუხილველი და სასამართლოს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია, არსებითად განხილვის გარეშე დასრულებული საქმის გარემოებებზე მითითება კი არ შეიძლება ჩაითვალოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად.

 

3.1.5 აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ 3.2.8 პუნქტით დადგენილი გარემოება, რომ მ--------------–---–- რეგისტრირებულია ლ---------------–------ ში 1--- წლიდან არ ნიშნავს თავისთავად იმას, რომ იგი მ-------ების ბინაში რეგისტრირებულად უნდა ჩავთვალოთ. ამასთან, სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დ------–---–ი ნამდვილად ცხოვრობდა #- კორპუსში თუმცა დედამისის ბინაში. მ-------ებმა კი მათ, როგორც უახლოეს მეზობლებს ისე ჩააბარეს ბინა.

 

3.1.6 სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პ-უნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე და განმარტავს რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელს. აპელანტი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მხარეთა ახსნა- განმარტებები სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნეს უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის განუხილველად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, აღიარებული იქნეს, რომ ხ-----------------, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრე, არ წარმოადგენს ქ-------–--–----–---------------–------------------------ის კანონიერ მოსარგებლეს.

 

ამრიგად, აღძრულია აღიარებითი სარჩელი და მისი დასაშვებობა უნდა შემოწმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას აღიარებიტი სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ -ებს: #ას - 937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას -17-14-2015, 01.07.2015წ .; # ას -1069-1008-2015, 16.12.2015წ .; # ას -773- 730-2015, 08.09.201 5წ .; # ას -181-174-2016, 06.05.2016წ .; # ას -323-308- 2016, 03.06.2016წ .; #ას -407-390- 2016, 10.0 6.2016წ ; # ას -375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189-ე დადგენილებას მიუთითებს, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (წესების 1.1 პუნქტი);

 

ამავე წესებით მე-3 მუხლით არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქარხნო რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1-----–-–-------------- გადაწყვეტილებით, მ-----------–---------------------ს მიეცა ერთოთახიანი იზოლირებული ბინა 16 კვ.მ. ფართით ლ---------------–---–-, მდებარე N------––-, ბ-------- ოჯახის 4 წევრზე /თვითონ, მეუღლე, ორი შვილი/: 1. მ-------- ვ--–---- ს----------ს ძე - თვითონ; 2. მ-------- ვ--–------- ა-–----------ს ასული - მეუღლე; 3. მ-------- ჟ--–---- ვ--–----ს ასული - შვილი და 4. მ-------- ხ------- ვ--–----ს ასული - შვილი.

 

თბილისის ს-------ის რაიონის სასამართლოს 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით, ვ--–---- ს----------ს ძე მ--------, ჟ--–---- ვ--–----ს ასული მ--------, ხ------- ვ--–----ს ასული მ--------, ვ--–---- ვ--–----ს ძე მ-------- ცნობილი იქნენ უფლებადაკარგულად ფართზე მდებარე ქ-------–------–---------------–-------------------------------ში, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ხ------- მ--------ს წარმომადგენელმა ნ---------------–---–მა განცხადებით მიმართა ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობას, ხ------- მ-------ზე, როგორც ვ--–------- მ--------ს მემკვიდრეზე, საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით ზოგადი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ხ------- ვ--–----ს ასული მ-------- წარმოადგენდა ვ--–------- ა-–----------ს ასული მ--------ს ქონების მემკვიდრეს.

 

ი---ი-ს-------ის რაიონის გამგეობის 2---------–-–-----------------------–-- ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ხ-----------------ს განცხადება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დოკუმენტში გამგეობამ მიუთითა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მ--------------–---–- და გ--------------–---–- ცნობილ იქნენ სადავო ფართზე უფლებამოპოვებულად, ხოლო ვ--–----, ჟ--–----, ხ------- და ვ--–---- მ-------ები კი უფლებადაკარგულად.

 

თბილისის მერიის 2-----–-–------------------------ განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ხ-----------------ს ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ი---ი -ს-------ის რაიონის გამგეობის 2-----–-–-----------------–----------------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ხ-----------------ს სარჩელი თბილისის მერიის 2----–-–----------------------- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის მერიის 2----–-–------------------ განკარგულებით არ დაკმაყოფილდა მ--------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი თბილისის ი----ს-------ის რაიონის გამგეობის 2----–-–---------------–----------------------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტით მ--------------–---–ს და უარი ეთქვა სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რადგან მას არ გააჩნდა ვ--–------- მ--------ს მემკვიდრის ხ-----------------ს თანხმობა. ვ--–------- მ-------- კი თბილისის ს-------ის რაიონის სასამართლოს 1----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით ფართზე უფლებადაკარგულად აღიარებული არ ყოფილა.

 

მოსარჩელის განმარტებით მისი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესს სადავო ბინის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადაცემა წარმოადგენს ზემოთ ხსენებული მთავრობის დაგენილილების შესაბამისად, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხევვაში აღმოიფხვრება ის გარემოება, რომლის გამოც შესაბამისი ადმინისტრაცული ორგანო უარს აცხადებს ბინის პრივატიზებაზე.

 

პალატა განმატრტავს, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის არც მაშინ, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, სასამართლო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, ცვლილებას განცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. ამიტომაც, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი.

 

როგორც აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი შემდგომში სადავო ბინის მისთვის უსასყიდლოდ გადაცემაა. პალატა წარმოდგენილი სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა სადავო ბინის პროვატიზებაზე ზემოთ მითითებული მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს წინააღმდეგ, რომელიც საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------- განკარგულების თანახმად, მოსარჩელისათვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის საფუძვლად სადავო ბინაზე ვ--–------- მ--------ს მემკვიდრის უფლებების არსებობაზე მიუთითებს, ხოლო მოპასუხის უფლებების არსებობა/არარსებობა სწორედ ასეთი მიკუთვნებითი სარჩელის განხორციელების ფაქტობრივ წინაპირობას წარმოადგენს და სწორედ მიკუთვნებით სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის ფარგლებში უნდა დადგინდეს.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189-ე დადგენილებიდან გამომიდნარეობს, რაც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება და მისგან გამომდინარე დავები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინსტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, აღიარებითი სარჩელის წარდგენის გზით ადმინისტრაციული სამართლის ნორმებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხედ დავაში ფიზიკური პირია მითითებული.

 

პალატა განმარტავს, რომ თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. აღნიშნული მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც აღიარებითი სარჩელის აღძვრის პირობებში, იურიდიული ინტერესის არარსებობას სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

 

პალატა მიუთითებს, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარეც, მიზანშეწონილია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლის შემდგომში აღმოჩენის შემთხვევაში, თუნდაც, აღნიშნული სასამართლოს მიერ არსებითი მსჯელობის საგანი გამხდარიყო, სარჩელის განუხილველად დატოვება ან სარჩელზე წარმოების შეწყვეტა, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი კი არ არის, არამედ საპროცესო სამართლებრივი დანაწესია, რაც კერძო საჩივრის და არა _ სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის მსჯელობის საგანია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას განჩინება, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. მ--------------–---–-ს სარჩელი ხ-----------------ს წინააღმდეგ დარჩეს განუხილველად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში ამ განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ვანო წიკლაური